“ბეოვულფის” სემინარის საკითხები
ინსტრუქცია
“ბეოვულფის” პრეზენტაციების დრო: მინიმუმ 5, მაქსიმუმ 6 წუთი.
სემინარის წარმოდგენილი საკითხები საორიენტაციოა და თქვენ თავად შეგიძლიათ თქვენეული საკითხით სემინარში მონაწილეობის მიღება.
“ბეოვულფის” სემინარი ჩატარდება პრეზენტაციების ფორმით. პრეზენტაციისას შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც Power Point, ასევე Hand outs ან სხვა ვიზუალური საშუალებები. პრეზენტაციები წინასწარ უნდა ატვირთოთ რომელიმე საიტზე, მაგალითად, dropbox ან google docs–ზე ან საკუთარ ელ.ფოსტაზე, რადგანაც სხვაგვარად, მეხსიერების ფლეშბარათების შეერთება (ე.წ. USB Flash) უნივერსიტეტის აუდიტორიების კომპიუტერებთან, ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაბლოკილია.
სემინარის მოხსენება შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. შესავალში, მოკლედ ხდება მოხსენების სათაურისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მსმენელებისთვის მიწოდება. ასევე, თუ რა არის მოხსენების მთავარი თეზისი (დასამტკიცებელი აზრი).
ძირითად ნაწილში, მომხსენებელი შესავალში ნახსენები თეზისის დასაბუთებას ახდენს ნაწარმოებიდან მოტანილი მაგალითებით, კრიტიკოსთა შეხედულებებით და საკუთარი აზრებით.
დასკვნაში მიეთითება მსჯელობის შედეგების შესახებ: რა დასკვნა გამოიტანა მომხსენებელმა, საბოლოოდ, სემინარის საკითხსა და თეზისთან დაკავშირებით.
საკითხები
1. როგორია ქალთა როლი "ბეოვულფში"?
2. როგორია ბეოვულფის დამოკიდებულება სიმდიდრისადმი?
3. არის თუ არა ბეოვულფი იდეალური გმირი? შეადარეთ ის თანამედრო კინო ან ლიტერატურულ გმირებს.
4. როგორია დანიელთა წეს–ჩვეულებები "ბეოვულფის" მიხედვით? რამდენად ჰგავენ ისინი თანამედროვე ქართულ ჩვეულებებს?
5. რისი სიმბოლოა გრენდელი? როგორ გამოხატავს ის ძველ წარმოდგენებს?
6. როგორია ბეოვულფის დამოკიდებულება გრენდელისადმი? ჰგავს თუ ის არა დანიელთა მეფის წარმოდგენებს ურჩხულზე?
7. გაანალიზეთ ჰროთგარის გამოსამშვიდობებელი სიტყვა ბეოვულფისადმი
8. თქვენი აზრით, რა არის მითი და რა სინამდვილე "ბეოვულფში"?
9. როგორია ბეოვულფის შეხედულებები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, ღირსებასა და სიმდიდრეზე?
10. თქვენი აზრით, ქრისტიანულია თუ წარმართული მთლიანობაში "ბეოვულფი", როგორც პოემა?
11. თქვენი აზრით, ქრისტიანულია თუ წარმართული ბეოვულფი, როგორც გმირი?
12. რამდენად მისაღებია დღეს ბეოვულფის ღირებულებები?
14. შეეძლო თუ არა ბედეს "ბეოვულფი" ქრისტიანული ინგლისის კულტურის ნაწილად მიეჩნია?დაასაბუთეთ.
15. შეადარეთ ბეოვულფი თქვენთვის ნაცნობ ლიტერატურულ გმირს.
16. თქვენი აზრით, "ბეოვულფი" პრიმიტიული კულტურის ნაყოფია თუ როგორც ტოლკიენი ფიქრობდა, ღრმა ადამიანური ტრაგედიის ამსახველი დახვეწილი პოეზიაა?
რესურსები
შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო ვებსაიტზე http://sagonis.blogspot.com/p/blog-page.html
განთავსებული მასალები ლექციებისა და სხვა რესურსების სახით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომწერეთ: chakhvadzelasha@yahoo.com