ქ. რუსთავის №7 საჯარო სკოლა
2012-2013 სასწავლო წელი
თვითშეფასება
პედაგოგი: მარინა ჯალიაშვილი
წარმატებით | საშუალოდ | ცუდად | |
გაკვეთილების თემატური დაგეგემვა | × | ||
თვალსაჩინოების გამოყენება გაკვეთილებზე | × | ||
ექსპერიმენტების ჩატარება | × | ||
მოსწავლეთა მომზადება ეროვნული ოლიმპიადისთვის | × | ||
ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობა | × | ||
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე | × | ||
კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება | × | ||
ზრუნვა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე | × | ||
მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში | × |
ბიოლოგიას და ქიმიას ვასწავლი მე-8 - მე-12 კლასებში. ეროვნული სასაწავლო გეგმის შესაბამისად, 2012 -2013 სასწავლო წელს მოხდა ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების დანერგვა ყველა კლასში, რამაც შექმნა უამრავი პრობლემა ბიოლოგიის და ქიმიის სწავლებაში. მაგ. აქამდე ქიმიის სწავლება იწყებოდა მე-9 კლასში, ახალი სტანდარტით-ქიმიის საფუძვლების სწავლება უკვე მე-7 კლასში იწყება. ამასთან დაკავშირებით, მე-9 კლასში მოგვიწია მიგვეღწია მე-7, მე-8 და ნაწილობრივ მე-9 კლასის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგებისთვის, რაც ძალიან რთულია მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში. არ იყო საკმარისი დრო ახსნილი მასალის განმტკიცებისთვის, ამიტომ გვაქვს მთელი რიგი პრობლემები- მოსწავლეებს გაუჭირდათ მასალის განზოგადება და გამოყენება ტესტირებისას, რაც აისახა CAT-ის გამოცდების შედეგებშიც, რომელიც უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მიმდინარე შეფასებები.
თუმცა, ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც მოსწავლეების დიდმა ნაწილმა შეძლო გადაელახა 50%-იანი ბარიერი. ტესტირების საშუალო ქულა ორივე საგანში იყო 6,2 ქულა
CAT-ის გამოცდების წინ მე-9 კლასში ჩავატარე კომპიუტერული შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგები ძირითადად დაემთხვა გამოცდის შედეგებს. მსგავსი ტესტირება ხელს უწყობს მასალის ორგანიზებას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას.
ცოდნის და გაგების დონეზე, მოსწავლეთა უმრავლესობა ახერხებს მასალის ფლობას, მაგრამ უჭირთ შესწავლილი მასალის გაანალიზება და განზოგადება. ამ პრობლემის დასაძლევად ვიყენებ სხვადასხვა სააზროვნო სქემებს, სიტუაციურ ამოცანებს.
ვცდილობ გამოვიყენო ლაბორატორიაში არსებული ყველა თვალსაჩინოება, ზოგჯერ ვიყენებ აგრეთვე ვირტუალურ ლაბორატორიასაც, თუმცა შეიძლებოდა ვირტუალური ლაბორატორიის უფრო ინტენსიური გამოყენებაც, მით უმეტეს რომ, მაქვს უამრავი ვიდეოფილმი, რომლებიც ასახავს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანია კვლევითი უნარების განვითარება. განვახორციელეთ რამდენიმე სასკოლო და საშინაო კვლევა, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია, თუმცა ამ კუთხით მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.
სისტემატურად ვატარებ დამატებით მეცადინეობებს სუსტ და ძლიერ მოსწავლეებთან. ინტენსიურად ვმუშაობ მოსწავლეებთან, რომლებიც გადავიდნენ მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის მე-2 ტურში. ეს მოსწავლეებია: biologia -meri jaliaSvili – me-12 kl.,beqa CafiCaZe- me-11 kl.,ana tabaSiZe- me-11kl.,levan cuppa- me-11kl., giorgi bregvaZe- me-10 kl .ქიმია- თეონა რობაქიძე- მე-12 კლასი , გიორგი ბრეგვაძე- მე-10 კლასი. ბიოლოგიის ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდნენ მერი ჯალიაშვილი და ბექა ჩაფიჩაძე, რომელიც დაჯილდოვდა წყნეთის საზაფხულო ბანაკში დასვენებით.
მუდმივად ვზრუნავ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ტრენერთა ტრენინგის გარდა, გავიარე ტრენინგი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში-edmodo-ვირტუალური კლასი. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა, შევქმნათ მოსწავლეთა ჯგუფები, რომელთაც გავუგზავნით ჩვენს მიერ შედგენილ ტესტებს, დავალებებს. მოსწავლეთა პასუხების აისახება პედაგოგის გვერდზე, ხდება შეფასებაც და შეცდომების გაანალიზებაც. პროგრამა ძალიან მოსახერხებელია და საინტერესო. პროგრამის გამოცდა მოვახერხე რამოდენიმე კლასში.
ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. როგორც ტრენერმა სენეკელი პედაგოგებისთვის ჩავატარე გრძელვადიანი ტრენინგი ბიოლოგიაში.
ინოვაციური განათლების ფონდმა გამოაცხადა სკოლების მასწავლებელთა შერჩევა
პროექტში ”ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის” მონაწილეობის
მისაღებად. მე შემარჩიეს ამ პროექტის მონაწილედ. პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები გავდივართ პოლონელი, სლოვაკი,უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ 4 ეტაპიანი ტრენინგების სერიას სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში. კერძოდ:
1. აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე,
მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულები სწავლებისადმი. [2013 წლის აპრილის
ბოლოს].
2. შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ
სასკოლო პრაქტიკაში. [2013 წლის მაისის მეორე ნახევარში].
3. ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში
სწავლებაში. [2013 წლის ივნისის დასაწყისში].
4. დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმეგობრივი
საკითხების გადმოცემისას. [2013 წლის სექტემბერში].
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარ სკოლებში უნდა გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარები, ასევე პროექტში მონაწილე მეწყვილე მეცნიერებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლის კოორდინაციით მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე 2014 წლის დასაწყისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.
უკვე გავიარე დაგეგმილი ტრენინგების 3 ეტაპი. სასკოლო პროექტის განხორციელება იგეგმება სექტემბერ-ოქტომბერში.
მონაწილეობა მივიღე აგრეთვე, პროექტში საქართველოს ფორუმი პარტნიორები განათლებაში, რომლის პარტნიორებია Microsoft საქართველო, Intel, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, „მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი,ბრიტანეთის საბჭო საქართველოში,Innovative Systems Management . ჩემი პროექტი „ადაპტაცია“ გადავიდა კონკურსის მე-2 ეტაპზე.
SevqmeniT axalgazrda mkvlevarTa klubi, romlis mizania: მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ ინტერესის გაღვიძება, ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება,კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება,თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება. სამიზნე ჯგუფად გათვალისწინებული გვყავდა VII-VIII კლასის 15 მოსწავლე, თუმცა მსურველთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად, ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ ექსპერიმენტებს, აღწერენ კვლევის მსვლელობას და შედეგებს, აკეთებენ დასკვნებს.
Catarda klubis ramdenime mecadineoba Temaze: “vagebT gulmkerdis models”, “wylis Sewova”, “”amomgdebi Zala” და ა.შ. თუმცა კლუბის მეცადინეობები სხვადსხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მეტი ინტენსივობით ტარდებოდა პირველ სემესტრში, ვიდრე მეორეში. მომავალ წელს, სასურველია ჩავრთოთ უფრო მეტი მოსწავლე და კლუბის წევრების შეხვედრათა სიხშირეც გაიზარდოს.
მe-2 welia mimowera gvaqvs varSavis #5 meqanikuri teqnikumis pedagogTan ivona sovinskasTan da mis moswavleebTan. 5 dekembers gaimarTa skaip-konferencia “megobrobis xidi poloneTTan’ ,romelSic monawileoba miiRes Cveni skolis me-10-12 klasis moswavleebma da varSavis #5 meqanikuri teqnikumis moswavleebma da maTma pedagogma. Cven gavcvaleT skaip-misamarTebi da axla moswavleebi individualurad urTierToben erTmaneTTan. es proeqti xels uwyobs moswavleebSi komunikaciis unarebis ganviTarebas da dainteresebas poloneTis axalgazrdobis cxovrebiT.
სემესტრის ბოლოს ჩატარდა წლიური გამოცდები ქიმიაში მე-10 და მე-11 კლასებში, ბიოლოგიაში-მე-11 კლასში. არც ერთი მოსწავლე არ მოსულა უპასუხისმგებლოდ. გამოცდის საშუალო ქულა აღემატება სემესტრულ საშუალო ქულას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლეები გამოცდისთვის ახდენენ მასალის გამეორებას, ორგანიზებას, რაც აისახება შედეგებზე.
თუ გავაანალიზებთ პირველი და მეორე სემესტრის შედეგებს კლასების მიხედვით, კლასების საშუალო ქულა ასეთია:
ბიოლოგია:
VIII -8,2; IX-7,9 ; X-8,1; XI-8,1
VIII -7,9; IX-8,3 ; X-8,0; XI-7,8
ქიმია:
VIII -7,9; IX-7,4 ; X-7,5; XI-8,1
VIII -7,8; IX-7,3 ; X-7,8; XI-7,6
თუ გავაანალიზებთ პირველი და მეორე სემესტრის შედეგებს ქულების მიხედვით, შედეგები ასეთია: