გაზაფხული დადგაო  

   მიიწურა ზამთარი, თოვლმა დნობა დაიწყო.  ვერ მოითმინეს ცელქმა ენძელებმა, წამოიწიეს, სიცივეს აჯობეს და თოვლში ამოყვეს თავი.

C:\Users\admin\Desktop\images.jpg

   მას მოჰყვნენ  იები, ყოჩივარდები, ფურისულები, ჩიტისთავა, ცისთვალა და გაზაფხულის მოსვლა გვახარეს.

C:\Users\admin\Desktop\hqdefault.jpg  C:\Users\admin\Desktop\maxresdefault.jpg

         აი, ჩიტებიც გამოჩნდნენ!

        თბილი ქვეყნებიდან პირველი შოშია დაბრუნდა, შემოჯდა მახლობელ ხეზე და  მორთო  სტვენა და გალობა.

            C:\Users\admin\Desktop\424.jpg

 შემდეგ მოფრინდნენ  იხვები, წეროები, ოფოფი, მწყერი, მერცხალი და ნამდვილი გაზაფხულიც დადგა.

  C:\Users\admin\Desktop\images (1).jpg    C:\Users\admin\Desktop\image_large.jpg   C:\Users\admin\Desktop\11hln.jpg

ჰაერში გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობა. ტყუილად კი არ უთქვამს ხალხს:

„გაზაფხული დადგაო,

ხეში წყალი ჩადგაო,

ჩიტმა ჩიორამაო

საძირკველი გადგაო“.

მართლაც, ფრინველებმა იწყეს ბუდეების შენება. მალე შიგ კვერცხებს დადებენ და ბარტყებს გამოჩეკავენ.

C:\Users\admin\Desktop\www.tvn.hu_7b57084913f39d9fdfee1d1539f3b5db.gif

    ხშირია ღრუბლიანი  და წვიმიანი დღეები,  მაგრამ   გაზაფხული თანდათან ძალას იკრებს და წვიმიან, გრილ ამინდებს თანდათანობით ცვლის მზიანი და თბილი ამინდები. შინაურ ცხოველებსაც გაუთბათ ზურგი და მინდორში გამოეფინნენ.

C:\Users\admin\Desktop\sadzo_.jpg   C:\Users\admin\Desktop\1456293891_cxvarii.jpg

    სოფლად  ადრიან გაზაფხულზევე შეუდგნენ მუშაობას: გასხლეს ვაზი და ხეხილი, რგავენ სხვადასხვა მცენარეთა ნერგებს.

C:\Users\admin\Desktop\osennie-rabotyi-v-sadu.jpgC:\Users\admin\Desktop\grass-3.jpg

    მიწა დახნეს, დაფარცხეს და დათესეს ასვადასხვა მარცვლეული და ბოსტნეული.

 C:\Users\admin\Desktop\cms-image-000000843.jpg  C:\Users\admin\Desktop\SEMILLAFE_blog.jpg

    ნათესს გაზაფხულის სითბო და წვიმა დაეხმარება და სულ მალე მიწიდან თავს ამოყოფენ პაწია მცენარეები, რომლებიც ცოტა ხანში გაიზრდებიან  და სხვადასხვა სახის საკვებით მოგვამარაგებენ.

C:\Users\admin\Desktop\nergebi1111.jpg_7277.jpg     C:\Users\admin\Desktop\bioo-bios-.jpg

       ბაღჩა-ბაღები თეთრ-ვარდისფრად გადაიპენტა. პირველად შინდი აყვავდა, მერე - ნუში. მას მოჰყვნენ ტყემლის, ქლიავის, ატმისა და ალუბლის უმშვენიერესი ყვავილები. საოცრად ლამაზია ამ დროს ხეხილის ბაღი. კაცის თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს.

C:\Users\admin\Desktop\694545993.jpg           C:\Users\admin\Desktop\24f70c7fcdb3.jpg

მზიანი და თბილი დღეები რომ დადგება,ფუტკრებიც გამოიშლებიან  სკიდან და ხალისიანი ზუზუნით  გასწევენ თავიანთი საყვარელი მინდვრის ყვავილებისკენ.

C:\Users\admin\Desktop\images (1).jpg           C:\Users\admin\Desktop\42877557_D_kavk_fut_agrokavkaz_11-mf999jkr3sigogrvpy68ncx8n454lrg2h37bch3cng.jpg

ჩვენც მოვაწყეთ სასწავლო ექსკურსია ბუნებაში . შესაძლებლობა მოგვეცა საკუთარი თვალით დავკვირვებოდით ბუნებას, გაზაფხულზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს, მწერებს, ცხოველებს, ფრინველებს.

C:\Users\admin\Desktop\f6f244f02f8d.jpg

  მასწავლებლის დახმარებით განვსაზღვრეთ მცენარის ძირითადი ნაწილები (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი), აღვწერეთ და ერთმანეთს შეადარეთ ხე, ბუჩქი, ბალახი.

C:\Users\admin\Desktop\a978d343f73f.jpg

მოვაგროვეთ მცენარეთა ფოთლები და ყვავილები, რომელთა   გამოყენებით შევქმენით აპლიკაციები და სხვადასხვაგვარი კომპოზიციები.

C:\Users\admin\Desktop\ac260a2e6f18.jpg

C:\Users\admin\Desktop\e1a605021058.jpg

შემდეგ კი სასწავლო ექსკურსიაზე მოგროვილი ფოთლებითა და ყვავილებით შექმნილი კომპოზიციებით  და გაზაფხულის თემაზე შესრულებული ნახატებით მოვაწყეთ გამოფენა. 

C:\Users\admin\Desktop\5d49dbf6c8a1.jpg

       

C:\Users\admin\Desktop\ac34f4037335.jpg

C:\Users\admin\Desktop\6bc779902d30.jpg

გამოფენის ნიმუშები

C:\Users\admin\Desktop\250a193c236b.jpg

 

C:\Users\admin\Desktop\476bb4d8d99e.jpg