საატესტატო ტესტები
1.ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი ადასტურებს, რომ წყლის მოლეკულები ატომებისგან შედგება?
I.წყლის ელექტროლიზისას მიიღება წყალბადი და ჟანგბადი
II.წყალი უფერო გამჭვირვალე სითხეა
III.ნატრიუმი წყლიდან აძევებს წყალბადს
IV.წყალი უნივერსალური გამხსნელია
ა.მხოლოდ I ბ. I და II გ.მხოლოდ III დ. I და III
2.კოეფიციენტთა ჯამი რეაქციის ტოლობებში წყალბადსა და ქლორს შორის და
წყალბადსა და რკინის(III)ოქსიდს შორის შესაბამისად ტოლია:
ა.3 და 4 ბ.4 და 8 გ.4 და 4 დ..4 და 9
3.წყალთან შეიძლება შევიდეს რეაქციაში შემდეგ ნივთიერებათა წყვილი:
ა.Fe2O3, Na2O ბ.2.SiO2, Ba გ. Na2O, Ca დ. Li2O, Au
4.ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთიერების მოდელს შეესაბამება მოცემული სურათი :
ა.პროპანი ბ.პროპენი გ.პროპანალი დ.პროპანონი
5.მყარი მარტივი ნივთიერების წვისას გამოიყოფა უფერო და უსუნო აირი, რომელიც არ იწვის და წვას ხელს არ უწყობს. ჩამოთვლილთაგან რომელია ეს ნივთიერება?
ა.რკინა ბ.გოგირდი გ.წყალბადი დ.ნახშირი
6.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ორგანული წარმოშობის ქანი?
ა)თიხა ბ)ქვანახშირი გ)გრანიტი დ)ქვამარილი
7.წყალბადის რამდენ ატომს შეიცავს 0,1 მოლი ორთოფოსფორმჟავა?
ა) 6,02 ×1023 ბ)18,06×1022 გ)1,2 ×1023 დ)6,02 ×1022
8.ჩამოთვლილთაგან, მჟავა ოქსიდებს მიეკუთვნება:
I.Mn2O3 II. Mn2O7 III.SiO2 IV.SO3
ა) III და IV ბ) II და IV გ)II, III დაIV დ)მხოლოდ IV
9.რომელი რეაქციებით არ მიიღება ალკენები:
ა.ალკინების ჰიდრირებით ბ.ჰალოგენალკანების დეჰიდროჰალოგენირებით
გ. ალდეჰიდების ჰიდრირებით დ.სპირტების დეჰიდრატაციით
10.ერთმანეთს შეურიეს 160 გ 15%-იანი და 140გ 12%-იანი ხსნარები. რას უდრის გახსნილი ნივთიერების მასური წილი მიღებულ ხსნარში:
ა. 11,2% ბ.29,1% გ.25,5% დ.13,6%
11. რომელ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებისას ავლენს გოგირდი დამჟანგავ თვისებას:
ა. ქლორთან ბ. ჟანგბადთან გ. ფტორთან დ. ალუმინთან
12.240მლ წყალში გახსნეს 60გ სუფრის მარილი. რას უდრის მიღებული ხსნარის მასა და გახსნილი ნივთიერების მასური წილი;
ა. 300გ და 0,6 ბ. 240გ და 0,2 გ. 300გ და 0,2 დ.340გ და 0,4
13.რომელი ნახშირწყალბადის მოლეკულაში არის ყველაზე გრძელი C-C ბმა?
ა) C2H4 ბ) C2H2 გ) C6H6 დ) C2H6
14. S-S და S-P ორბიტალების გადაფარვას ადგილი აქვს შესაბამისად მოლეკულებში:
ა) S8 და CH4 ბ)H2 და H2S გ) Cl2 და C2H6 დ) O2 და C2H5OH
15.პერიოდულ სისტემაში მთავარი ჯგუფის ნომერს განსაზღვრავს:
ა) პროტონების რიცხვი ატომში
ბ)გარე შრეზე ელექტრონების რიცხვი
გ)ატომში ელექტრონული შრეების რიცხვი
დ) ატომში ნეიტრონების რიცხვი
16.მარმარილოს ან ცარცის ნატეხზე მჟავას თუ დავასხამთ, გამოიყოფა აირი.
ჩამოთვლილთაგან რომელი თვისებები აქვს გამოყოფილ აირს?
I.ჰაერზე მსუბუქია II. ჰაერზე მძიმეა
III. ანთებს მბჟუტავ კვარს IV.აქრობს მბჟუტავ კვარს
ა) I და III ბ) I და IV გ) II და III დ) II და IV
17.თუ ელემენტის სავალენტო ელექტრონებია 3S23P4 ამ ელემენტის უმაღლესი ჟანგბადნაერთის ფორმულა იქნება:
ა)E2O ბ)EO გ)E2O 3 დ)EO3 ე)E2O7
18.რა ჰქვია სისტემატური ნომენკლატურის მიხედვით შემდეგ ნახშირწყალბადს:
CH3
H3C-CH-CH-CH2-CH2-CH3
CH3
ა.ოქტანი ბ.2,3-დიმეთილჰექსანი გ.4,5-დიმეთილჰექსანი დ.იზოოქტანი
19. მოცემული ნივთიერებებიდან რომლებია ჰომოლოგები:
I. C6H14 II.C20H40 III. C18H38 IV. C2H2
ა. I და III ბ.IIდა III გ.II და IV დ.I და IV
20.ქიმიურ რეაქციას, რომელიც მარტივ და რთულ ნივთიერებებს შორის მიმდინარეობს . . . რეაქცია ეწოდება, ხოლო ორ რთულ ნივთიერებას შორის რეაქციას – . . ..
ა) დაშლის / შეერთების ბ) შეერთების / მიმოცვლის
გ)მიმოცვლის / ჩანაცვლების დ) ჩანაცვლების / მიმოცვლის
პასუხები: 1.დ 2.დ 3.გ 4.დ 5.დ 6.ბ 7.ბ 8.გ 9.გ 10.დ
11.დ 12.გ 13.დ 14.ბ 15.ბ 16.დ 17.დ 18.ბ 19.ა 20.დ