Published using Google Docs
2014-მეორე ეროვნული კონფერენცია.docx
Updated automatically every 5 minutes

ანგარიში

       მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია

ტეზრის საჯარო სკოლის მასწავლებელი  -  ნონა გორგაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა 2014 წლის  10-12 დეკემბერს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში გამართა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია.

კონფერენციის სახელწოდებაა: საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში

კონფერენციის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული

კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო

გამოცდილების გაზიარება .

მოსალოდნელი შედეგი:

მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება

და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული

ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ

წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:

 გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება;

 არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

 მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა;

 ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;

კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს : ინტეგრირებული გაკვეთილი;

პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები;

 საგაკვეთილოპროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;

არაფორმალურიგანათლების ხელშეწყობა;  

მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; 

კლასისმართვა; 

კომუნიკაცია და სხვა.

 კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს.

კონფერენციის ეტაპები:

პირველი ეტაპი: რეგიონული კონფერენციამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივისპეციალისტები განიხილავენ კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერწარმოდგენილ განაცხადებს რეგიონისა და საგნობრივი მიმართულების გათვალისწინებით.კონფერენციის პირველი-რეგიონული ეტაპი ჩატარდება რეგიონში არსებულიუნივერსიტეტების ბაზაზე და კვალიფიცირებული კომისია შეარჩევს სამ საუკეთესო ნაშრომსყოველ საგნობრივ მიმართულებაში, ეროვნულ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

მეორე ეტაპი: დასკვნითი ეროვნული კონფერენციარეგიონულ კონფერენციებზე შერჩეული საუკეთესო ნაშრომები წარმოდგენილი იქნებაეროვნულ კონფერენციაზე. თითოეულ საგნობრივ მიმართულებაში მონაწილეებისა დაკომისიის მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება სამი საუკეთესონაშრომი,რომელთა ავტორი/ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით,ხოლო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე გასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი