ლარპ “არანსიას” წესები 

არჩევი

- თამაშის ზოგადი აღწერა
- ზოგადი ეთიკის ნორმები
- თამაშის დაწყება
- პერსონაჟის შექმნა
- რასები
- ბრძოლის წესები
- ძარცვის და 
ტყვეთაყვანის წესები
- იარაღები
- მაგია
- თამაშის ვალუტა 

თამაშის ზოგადი აღწერა

ლარპი - ცოცხალი მოქმედების როლური თამაშები არის როლური თამაშის ნაირსახეობა, სადაცმონაწილეები ფიზიკურად განასახიერებენ თავიანთ პერსონაჟებს, აღწევენ საკუთარ მიზნებს გამოგონილსამყაროში, რომელსაც ასახავენ რეალურ გარემოში. ამასთან, ურთიერთობენ ერთმანეთში პერსონაჟის დაარა საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე. თამაშის შედეგები განისაზღვრება როგორც წესებით, ისე თავადთამაშის და მოთამაშეების მიერ. ღონისძიების ორგანიზატორები, “თამაშის წამყვანი”, ქმნიან თამაშისსამყაროს, გარემოსა და წესებს და მიჰყავთ თამაშის პროცესი, თუმცა მოთამაშეებს აქვთ სრულითავისუფლება განავითარონ საკუთარი პერსონაჟები და მათი ურთიერთობები სხვა მოთამაშეებისპერსონაჟებთან და გარემოსთან ისე, როგორც მათ მოესურვებათ, რაღა თქმა უნდა ზოგად-ეთიკურინორმებისა და თამაშის წესების დაცვით. 

ზოგადი ეთიკის ნორმები

ეთიკის ნორმების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ღონისძიების პროცესი მეგობრული იყოს: 

> პატივი ეცით სხვა მოთამაშეებს.
> გახსოვდეთ, რომ ღონისძიების განმავლობაში თქვენ ხართ თქვენ მიერ შექმნილი პერსონაჟი და არა ის, ვინც რეალურ ცხოვრებაში ბრძანდებით. 
> თამაშის მსვლელობისას, ნუ გამოიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს (აუცილებელისაჭიროების გარეშე), ვინაიდან ამით ის ატმოსფერო ირღვევა, რომელსაც სხვა პერსონაჟები ქმნიან. 
> ორგანიზატორებისა და მოთამაშეების ნებართვის გარეშე არ არის ნებადართული ფოტო/ვიდეო/აუდიომასალის ჩაწერა.
> აკრძალულია ბუნების დაბინძურება ან მისი შელახვა ნებისმიერი გზით.
> აკრძალულია სხვისი ნივთების ნებართვის გარეშე აღება/მოპარვა/დაზიანება (როლური 
ძარცვის წესებიიხილეთ ქვემოთ). 
> აკრძალულია ცეცხლის დანთება გარდა მაყალის ან რაიმე ანალოგის არსებობის შემთხვევისა, ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებით.
> არასრულწლოვანი მოთამაშე ვალდებულია, წარადგინოს მშობლის ან მეურვის ნებართვა.

ზემოთ ნახსენები წესების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორების გუნდი გადაწყვეტს სასჯელს  დარღვევის 
შესაბამისად. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. მცირე/მინიმალური დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს ე.წ “strike” სისტემა. მოთამაშის მიერ დაგროვებული სამი “strike” მის ღონისძიებიდან მოხსნას გულისხმობს.
არღვევის შემჩნევისშემთხვევაში მოთამაშეებმა უნდა შეატყობინონ ორგანიზატორებს, რაც შესაძლებელი იქნება როგორც ღონისძიების მსვლელობისას, ასევე მის შემდეგ. ახსოვდეთ, ეს ყოველივე ხდება იმისთვის, რომშენარჩუნდეს წესრიგი და ჯანსაღი გარემო. 

მიუხედავად იმისა, რომ თამაშში გამოყენებული იარაღები დარბილებულია საერთაშორისო 
ლარპის სტანდარტების მიხედვით, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახის შემთხვევითი დაზიანებებისგან არავინაა დაცული. მოთამაშეების ჯანმრთელობა მათივე პასუხისმგებლობაა, გაუფრთხილდით ერთმანეთს!

თამაშის დაწყება

ღონისძიების დრო და ადგილი მითითებული იქნება ფეისბუქის გვერდზე, შესაბამის ჯგუფში და ღონისძიების“ივენთზე” ორი კვირით ადრე, წინასწარ გადაამოწმეთ ღონისძიების დაწყების დღიდან რამდენიმე დღით ადრე. 
იხილეთ გვერდისა და ჯგუფის ბმულები:
https://www.facebook.com/groups/1465740184167084
https://www.facebook.com/profile.php?id=100092214976818

  მოთამაშემ ღონისძიებაზე პირველად ამოსვლამდე ან ახალი პერსონაჟის/იარაღის შექმნისას წინასწარუნდა მიწეროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს, სტანდარტების შესამოწმებლად. 

  ღონისძიების საფასური, ჩვეულებრივ, 10 ლარს შეადგენს. 
თუმცა, მოთამაშის პირველ ღონისძიებაზედასწრება ფინანსდება ორგანიზატორთა ჯგუფის მიერ.

  “განსაკუთრებული” ღონისძიებების შემთხვევაში, დასწრების საფასური შეიძლება შეიცვალოს(გაიზარდოს ან იკლოს). 
  ე.წ “NPC”-ს თამაშის შემთხვევაში, მოთამაშე ღონისძიებას უფასოდ დაესწრება (ტერმინის განმარტებაიხილეთ ქვემოთ). 

  ვინაიდან 
არანსიას ლარპი არის არაკომერციული და მეტწილად ენთუზიაზმზე დამყარებული, ღონისძიების ჩასატარებლად/გასაუმჯობესებლად მიიღება შემოწირულებები, რომელიც ლარპის განვითარებას მოხმარდება. 

  
თანხის გადახდა შესაძლებელია ონლაინ გადარიცხვის მეშვეობით:

  TBC - GE96TB7081745061100017 მიმღები: მიხეილ შაველაშვილი
  BOG - GE74BG0000000100937290 მიმღები: 
ანნა ღულელაური

    
გადახდა ხდება ღონისძიებამდე არაუმეტეს ორი დღით ადრე. გადარიცხვის დროს, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ მოთამაშის სახელი და გვარი და “არანსიას გადასახადი” ან “არანსიასთვის შემოწირულება“. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რამდენიმე მოთამაშის გადასახადსრიცხავთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ყოველი მათგანის სახელი და გვარი ჩარიცხვის შემდგომ. 
  

პერსონაჟის შექმნა

მოთამაშე ქმნის პერსონაჟს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, ხასიათითა და პიროვნებით. თუმცა, აუცილებელია, რომ პერსონაჟი ჯდებოდეს არანსიას სამყაროს ლოგიკაში (შუასაუკუნოვანი/რენესანსის ფენტეზის ფარგლებში). მოთამაშემ უნდა ამოირჩიოს რასა, რომელსაც განასახიერებს (რასებზე ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ), შეურჩიოს მას სახელი და შესაბამისი ვიზუალი. დაუშვებელია თანამედროვე ვიზუალის მქონე ტანსაცმლით ამოსვლა: ჯინსები, ბრენდების ლოგოები, სამხედრო სტილის ტანისამოსი, ხალათები და ფეხსაცმელები, რომლებსაც ლოგო უჩანთ. 

დაუშვებელია ნახევარღმერთების, ღმერთების, ანგელოზების, დროსა და სივრცეში მოგზაურების და ა.შ პერსონაჟების შექმნა, ვინაიდან თქვენს პერსონაჟს ენიჭება მხოლოდ ის ძალა, რომლის თამაშიც რეალობაში შეგიძლიათ (გამონაკლისი NPC პერსონაჟები და 
მაგიკოსები არიან, მაგია კი თამაშის მსვლელობისას ისწავლება). 

მოთამაშეს მხოლოდ ერთი პერსონაჟის ყოლა შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პერსონაჟი მოგიკვდათ (ბოლო სიცოცხლე დაკარგა) ან გადაწყვიტეთ პერსონაჟის შეცვლა, წინა პერსონაჟი უქმდება (სიცოცხლეების შესახებ იხილეთ ქვეთავში „ბრძოლის წესები“). 

რასები

მოცემულ ქვეთავში განხილულია ის მინიმალური ვიზუალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პერსონაჟი იმისთვის, რომ რასა დაუმტკიცდეს და რასობრივი ბონუსები მიენიჭოს. განსაკუთრებული ვიზუალის შემთხვევაში, შესაძლებელია ორგანიზატორებთან ერთად განიხილოს დამატებითი ბონუსებიც.

ადამიანები - არ საჭიროებს დამატებით ვიზუალურ მოთხოვნებს. არ აქვს დამატებითი ბონუსები. 

ელფები - მინიმალური ვიზუალია წაგრძელებული ყურები. მინიმალური ბონუსები: სიცოცხლის საწყისი/მაქსიმალური ოდენობა +1    

ჯუჯები - მინიმალური ვიზუალი, განურჩევლად სქესისა, გრძელი წვერია. ბონუსი: თამაშის ვალუტით შეუძლია 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს სიცოცხლეების შეძენისას (იხილეთ ქვემოთ).

ორკები - მინიმალური ვიზუალის მოთხოვნა წარმოადგენს ეშვებსა და ფერად კანს (მწვანე, ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი და ა.შ). ბონუსები: სქელი კანი - დარტყმებს იღებს ისე, თითქოს მთელი ტანი დაფარული აქვს მძიმე აბჯრით.
ვამპირები - მინიმალური ვიზუალი წარმოადგენს წვეტიან და გრძელ ეშვებს. ბონუსები: მძიმედ დაჭრილი პერსონაჟის „სისხლის დალევის“ შემთხვევაში აღიდგენს სიცოცხლეს. 

მაქციები - ვიზუალური მოთხოვნაა ანიმალისტური ნაკვთები: ბეწვი/ყურები/ეშვები/ბუმბულები და ა.შ. მინიმალური ბონუსები: კლანჭების გამოყენება იარაღად.

გაცოცხლებული მკვდრები - ვიზუალური მოთხოვნაა ფერმკრთალი კანი/ხრწნის ან ძვლების ვიზუალური ეფექტები. მინიმალური ბონუსი: იმისთვის, რომ სიცოცხლე დააკლდეთ, ორჯერ უნდა დაიჭრან მძიმედ (მიწაზე დავარდნენ 1 წუთის განმავლობაში უმოძრაოდ). 

განსაკუთრებული ვიზუალის მქონე რასები - ამ ჩამონათვალში არ-შესული რასები, რომლის ვიზუალები და ბონუსები შეთანხმებული იქნება ორგანიზატორებთან. მაგალითისთვის -დემონები. 


ბრძოლის წესები


  ბრძოლის დროს გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ოპონენტი რეალურად არ უნდა დააზიანოთ. 
აკრძალულია დარტყმა სასქესო ორგანოების არეალში, ყელსა და თავში. არა-საბრძოლო სიტუაციაში, ყელის გამოჭრისას არ შეეხოთ ყელს და ვიზუალური რეპრეზენტაციით განახორციელეთ ქმედება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა შეტაკებებისას დაუშვებელია. 

  ბრძოლის მექანიკა აგებულია „ღირსების სისტემაზე“, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის მიღება ხდება რეალისტურად. მაგალითად, ხმლის მსუბუქად გასმისას არ მოკვდებით, თუმცა უნდა გაითამაშოთ შესაბამისი რეაქცია (ჭრილობის ტკივილი). ამის საპირისპიროდ, საბრძოლო ნაჯახის ძლიერი დარტყმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში თქვენს პერსონაჟს მძიმედ დაჭრის და იგი სიცოცხლეს დაკარგავს (ამ შემთხვევაში, ეცემით ძირს და 1 წუთის განმავლობაში უმოძრაოდ ხართ, შემდგომ კი მიეშურებით რეგისტრატორთან სიცოცხლის დასაკლებად). კიდურებში ძლიერი დარტყმისას, ვეღარ გამოიყენებთ ამ კიდურს განკურნებამდე (ეცადეთ განასახიეროთ ეს ფეხის თრევით, კიდურის უმოძრაობით ან სხვ.). 
 

  პერსონაჟების უმეტესობა თამაშს იწყებს 10 სიცოცხლით, რაც არის სიცოცხლეების მაქსიმალური რაოდენობაც (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რასობრივი ვიზუალი შესაფერისი ბონუსის საშუალებას გაძლევთ). სიცოცხლის დაკარგვა ხდება მძიმედ დაჭრის შემთხვევაში (თუ მოთამაშემ მიიღო სასიკვდილო დაზიანება). სიცოცხლის დაკარგვისას, მოთამაშე ვალდებულია გაითამაშოს სიკვდილის მომენტი როლურად (1 წუთის განმავლობაში იწვეს), შემდეგ დაიმაგროს ორგანიზატორების მიერ წინასწარ მოცემული ბეიჯი/ლენტი შუბლის გარშემო და მივიდეს რეგისტრატორთან, წინასწარ დადგენილ ადგილას, სადაც ასევე ხდება თამაშზე მოსვლისას რეგისტრაცია. 

  ღონისძიებებს შორის ხდება 1 სიცოცხლის აღდგენა. თუმცა, ასევე შესაძლებელია, თამაშის ვალუტის მეშვეობით მოთამაშეებმა შეიძინონ დამატებითი სიცოცხლეები (ლიმიტის გადაჭარბების გარეშე). ყოველი შემდეგი სიცოცხლე ფასში ორმაგდება (ერთი სიცოცხლე - 5 მონეტა, მეორე - 10, მესამე - 20 და ა.შ). 

ძარცვისა და ტყვეთაყვანის წესები

სხვა მოთამაშის გაძარცვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას გამოსაჩენ ადგილას გააჩნია სკივრი და/ან ქისა. აკრძალულია ნებისმიერი სხვა სახის ნივთების (იარაღი, საჭმელი, წყალი, აბჯარი, ტანსაცმელი, ჩანთები და ა.შ.) მოპარვა. ასევე სასტიკად იკრძალება პირადი ნივთების ჩხრეკა, გადაადგილება და მოპარვა (იგულისხმება ტანსაცმლის ჯიბეები და ჩანთები). თამაშში შესაძლებელია „შხამის“ არსებობა და მისი გამოყენება (მცირე ოდენობის შემცველ ჭურჭელში - მაქს. ერთი ლიტრი). მოწამვლა ხდება ალქიმიურად დამზადებული შხამით (მარილის საგრძნობელი დოზა), რომელსაც მარტივად იგრძნობთ. მოწამვლის შემთხვევაში პერსონაჟი პარალიზდება/კარგავს მოძრაობის საშუალებას იქამდე, სანამ იგი მძიმედ არ დაიჭრება ან არ მიიღებს ალქიმიური გზით შემუშავებულ ანტიდოტს. 

 

დაშვებულია NPC-ებისგან დამატებითი ნივთების მოპარვა, რის შესახებაც მოთამაშეები წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები. 

 

მოთამაშის ტყვედ აყვანა უნდა ხდებოდეს რეალური ეთიკისა და კანონის შესაბამისად. მოთამაშისთვის თავისუფლების შეზღუდვა და გადაადგილება უნდა ხდებოდეს ეთიკური ნორმების ფარგლებში და უნდა ხდებოდეს როლურად (აკრძალულია ვინმეს რეალურად დაბმა/ჩაკეტვა და მიტოვება).

 

თუკი მოწამლული ან ხელ-ფეხ დაჭრილი/ტყვედ აყვანილი მოთამაშე მარტო რჩება 10 წუთზე მეტ ხანს, მას შეუძლია აღიქვას თავი მძიმედ დაჭრილად და წესების დაცვით წავიდეს რეგისტრატორთან.

 

სიტუაციაში, როდესაც ტყვედ აყვანილი მოთამაშე თავს როლს გარეთ არაკომფორტულად გრძნობს, მას აქვს სრული უფლება, რომ დატოვოს ტყვეობა.

 

იარაღები

 

ყველა იარაღი უნდა იყოს დარბილებული იმ ადგილას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბრძოლაში (ე.წ. იარაღის პირი, ისრის თავი). სასროლი/სატყორცნი იარაღი სრულად უნდა იყოს დარბილებული. ეს ასევე ეხება ტყვიებს/ყუმბარებს. 

 

ისრის/ბოლტის თავის და ტყვიების ზომა უნდა აღემატებოდეს თვალის ზომას (გამონაკლისის სახით - ნერფის“ ტყვიების გამოყენება დაშვებულია). 

 

„ცეცხლსასროლი იარაღის“ გაკეთება/გამოყენება არ უნდა ცდებოდეს ადრეულ მოდელებს (ერთგასროლიანი ე.წ. „დამბაჩა“/“ქვემეხი“ და სხვ.)

ფარების კიდეები სრულიად უნდა იყოს დაფარული დარბილებით, მათი ვიზუალი და უსაფრთხოების სტანდარტებისადმი შესაბამისობა შემოწმდება როგორც ფეისბუქ გვერდზე სურათის გამოგზავნით, ასევე ადგილას მოსვლის დროსაც. ფარის გამოყენება შეგიძლიათ როგორც თავდასაცავი საშუალება, მაგრამ გეკრძალებათ დაარტყათ იგი სხვა მოთამაშეს. 

 

ნებისმიერი იარაღის დარბილების შიგნით არ უნდა იყოს წვეტიანი ნაწილი, ასევე არ უნდა არსებობდეს საშიშროება დარტყმისას ან გასროლისას რბილი ნაწილის გახევის.

 

ყველა იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და ვიზუალურ ნორმებს, ამიტომ უნდა გამოგვიგზავნოთ მისი სურათი და შემდგომში ადგილზეც შეამოწმოთ ორგანიზატორებთან. 

 

იარაღის და აბჯრის შეძენის/დამზადების შესახებ მიმართეთ ოფიციალურ გვერდს ან დაწერეთ ჯგუფში.

 

აბჯარი იცავს იმ ადგილს, სადაც იგი არის დატანილი და მისი დაცვითი შესაძლებლობები გამომდინარეობს მისი ვიზუალიდან, მატერიალისგან და ფენების რაოდენობისგან.

 

NPC-ები და მაგია

 

ე.წ. NPC არის პერსონაჟი, რომელიც თამაშობს ორგანიზატორებთან შეთანხმებით განსაზღვრულ როლს და მიყვება განსაზღვრულ სცენარს. ამ პერსონაჟებს შესაძლოა გააჩნდეთ უნიკალური ბონუსები და ატარებდნენ უნიკალურ ნივთებს, რომელთა მოპოვება შეეძლებათ მოთამაშეებს. NPC-ს თამაში ხდება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებით: და მისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასო ხდება. შესაძლოა გადაეცეს ფორმა და იარაღი.
მაგალითი 1: ორგანიზატორებს დასჭირდათ მონსტრი, რომელიც იცავს განძს, ან დასჭირდათ პერსონაჟი, რომელიც „
ქუესტებს“ გასცემს. 
მაგალითი 2: მოთამაშეს გაუჩნდა სურვილი, რომ დაესწროს ღონისძიებას, თუმცა არ გააჩნია თანხა ღონისძიებაზე დასასწრებად. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია მისწეროს 
არანსიას ორგანიზატორთა ჯგუფს/გვერდს და ისინი შეეცდებიან მოარგონ მას დროებითი პერსონაჟი (1-2 ღონისძიება) თავისი გაწერილი როლით. 
  ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ NPC-ების რაოდენობა თითო ღონისძიებაზე შეზღუდულია. 

 

  ამ ეტაპზე არსებობს სამი სახის მაგია:
ნათელი მაგია - არის დამხმარე ტიპის მაგია, მოიცავს სხვადასხვა სახის განკურნვასა და ბნელი არსებების საწინააღმდეგო შელოცვებს.
ბნელი მაგია - მოიცავს წყევლებს და სხვადასხვა სახის ზეგავლენას ბნელ არსებებზე. 
ალქიმია - ამჟამად, ალქიმია მოიცავს შხამებისა და ელექსირების დამზადებასა და მედიცინას.
  მათი სწავლა შესაძლებელია შესაბამის პერსონაჟებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც როლური თამაშის განმავლობაში შეიძლება. შესაძლებელია თამაშის მსვლელობისას ორგანიზატორების ან მოთამაშეების ინიციატივის შემდეგ გაჩნდეს მაგიის ახალი მიმდინარეობები. 

 

მაგიის სწავლება/გამოყენება ხდება როლურად და ღირსების სისტემის დაცვით. 

 

თამაშის ვალუტა

 

თამაშშიდა ვალუტა წარმოადგენს ორგანიზატორთა ჯგუფის მიერ დადასტურებულ სტილიზებულ მონეტებს, რომელიც შეიძლება მოიპოვოთ თამაშის განმავლობაში სხვადასხვა გზით. დამწყებ მოთამაშეს, პირველი რეგისტრაციისას, გადაეცემა “საწყისი თანხა” სამი მონეტის ოდენობით. მონეტების გამოყენება შესაძლოა როლური ვაჭრობისას, სიცოცხლეების მოსამატებლად და ა.შ. თამაშშიდა როლური ვაჭრობა შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი „ვალუტით“ მოთამაშეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თუმცა სიცოცხლეების აღდგენა შეიძლება მხოლოდ ოფიციალური მონეტებით. 

 

ნებისმიერი კითხვის გაჩენისას მიმართეთ არანსიას ორგანიზატორებს/ოფიციალურ გვერდს ან დაწერეთ ჯგუფში.