შემოდგომის იდილია!
სად ერწო და ღულელია,
ყველაფერი ყვითელია,
ყველაფერი კეთილი...
მარტო ბრიყვი კუნელია,
ეს ბრიყვი და სულელია,
ეს პატარა სულელია
წითლად თვალდაჭყეტილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ირმა კიკნაძე
ტელ: 577925038
ელ - ფოსტა: i. kiknadze22@gmail. com
სსიპ-გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისიის №2 საჯარო სკოლა
დირექტორი: ესმა მოსიაშვილი
ტელ:577925038
ელ - ფოსტა :esmamosiashvili@gmail.com
პროექტის სახელი:
„შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში“
სკოლა: სსიპ-გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის №2 საჯარო
კლასი:III
პროექტის ხელ - ლი:ირმა კიკნაძე
შემოდგომა მეორე გაზაფხულია, როდესაც თითოეული ფოთოლი ყვავილია.
პროექტის არსი
მოსწავლეებმა უკეთ შეიცნონ და აღიქვან გარესამყარო,განუვითარდეთ კვლევის, შემოქმედებითი, თვითშეფასებისა და თანამშრომლობის უნარ- ჩვევები, შეძლონ ახალი ცოდნის შეძენა და ნასწავლის პრაქტიკული გამოყენება.
მიზნები და მნიშვნელობა
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უკეთ შეიცნონ გარემომცველი სამყარო; შეძლონ დაკვირვება, აღწერა,აღრიცხვა, მონაცემთა ორგანიზება, კომუნიკაცია, საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემა; განუვითარდეთ შემოქმედებითი და თვითშეფასების უნარი; შეძლონ პრეზენტაციის გაკეთება; ჯგუფის წევრებთან მუშაობისას შეიძინონ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები.
საჭირო რესურსები:
ლაშქრობის მოწყობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და ახლომდებარე ტყეში;
გამოფენა, ნამუშევრების წარდგენა;
საპრეზენტაციო ნამუშევრების მომზადება;