ანგარიში
ტრენინგი - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ორგანიზაცია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი და დრო - მე-20 საჯარო სკოლა, დეკემბერი, 2011წ (39 საათი).
ღონისძიების მიზანი და ამოცანა - პედაგოგთა მომზადება ისტ-ის (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) სწავლა-სწავლების პროცესსი გამოსაყენებლად. მასწავკლებლის კომპეტენციის სტანდარტი ისტ-ში. სასწავლო პროცესსი ისტ-ის გამოყენება. ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო მასალის (რესურსების) მომზადება ისტ-ის გამოყენებით. მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა ეფექტურად სწავლების მიზნით.
ღონისძიების რეზიუმე
ტრენინგი გათვლილი იყო 8 დღეზე და მოიცავდა 39 საათს. ღონისძიება შედგებოდა 8 მოდულისგან.
I დღე.
ტრენერმა მინი ლექციით გაგვაცნო კურსის ძირითადი მიზნები და სტრატეგიები. საორგანიზაციო საკითხების გაცნობის შემდეგ მოგვასმენინა აქტიური ლექცია ისტ-ის გამოყენებით (PowerPoint).
გაგვაცნო მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენებით. სწავლა-სწავლებისა თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
გვესაუბრა სასწავლო პროცესის ძირითად მიმართულებებსა და ისტ-ის გამოყენებაზე.
- შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო - გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების სამფაზიანი მოდელის გათვალისწინებით და ისტ-ის გამოყენებით. გამოვკვეთეთ გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა მომზადება წარმართვა შეფასება.



- განვიხილეთ თითოეული ფაზა, გავაანალიზეთ და შემდეგ კვლავ პრაქტიკული მუშაობით გამოვიყენეთ სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით, კერძოდ, ცნებების რუკა.
- დავხვეწეთ ცნების რუკის შექმნის მეთოდები, ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლეს სტრატეგია, T -სქემა, ვენის დიაგრამა.
- გავეცანით სასწავლო პროექტის ძირითად საფეხურებს, გამოვყავით მისი ძირითადი მახასიათებლები< შევისწავლეთ ”მე ვიკვლევ” სტრატეგია. მოგვეცა პრაქტიკული სამუსაო სასწავლო პროექტის დაგეგმვა და აღწერა.
- ტრენერი მინი ლექციით გვესაუბრა მასწავლებლისპროფესიული განვითარების საშუალებებზე, კერძოდ პორტფოლიოზე. პასუხი გაეცა კითხვებს: რა არის პორტფოლიო? რისთვის გვჭირდება იგი? რისფან სედგება პორტფოლიო? მოდვეგა კონსტრუქციული რჩევა-დარიგებები.
II დღე.
- გავაგრძელეთ წინა დღეს შესწავლილი გაკვეთილის დაგეგმვა, განვიხილეთ საშინაო დავალებები.
- შევისწავლეთ ტექნოოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა. მოგვეცა რეკომენდაციები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვისას. მნიშვნელოვანია კომპიუტერული პროგრამის შერჩვა, განსაზღვრა იმისა, თუ რა როლს შეასრულებს თექნოლოგიები გაკვეთილზე, რომელი ტექნოლოგიური სტრატეგიაა უფრო მისაღები კონკრეტული გაკვეთილისთვის. წინასწარაა განსასაზღვრი, თუ რა მასალებსა და რესურსებს გამოვიყენებთ, როგორ დავაჯგუფებთ მოსწავლეებსკომპიუტერთან, მწყობრშია თუ არა ის ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებას გაკვეთილზე ვაპირებთ და ა. შ.
- გავეცანით ელექტრონული ინფორმაციის გამოყენებას გაკვეთილზე. შევასრულეთ დავალება - მოვიძიეთ მომზადებული გაკვეთილის გეგმისთვის შესაბამისი რესურსები ინტერნეტში. განვიხილეთ და გავაანალიზეთ.
- გავაგრძელეთ წინა დღეს დაწყებული სამუშაო ”სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით”. გავაგრძელეთ დაგეგმვაზე მუშაობა, დავხვეწეთ, გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები. სამუშაო დავყავით ”მე ვიკვლევ” სტრატეგიის მიხედვით 4 ძირითად საფეხურად.ავღწერეთ პროექტი, მისი მსვლელობა, განვიხილეთ ქართულ ენაზე შექმნილი სასწავლო პროექტების ნიმუშები და ინსტრუქციები ბლოგზე.
- გავაგრძელეთ წინა დღეს დაწყებული სამუშაო - მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარრების საშუალებები. გავეცანით სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ეთიკური ნორმების დაცვას. ბოლოს გავაანალიზეთ მიღებული ცოდნა და შევაჯამეთ.
III დღე.
- ახალი სასწავლო მასალის დაწყებამდე გაიმართა დისკუსია, რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასწალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას?
- გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება). გავეცანით საპრეზენტაციო პროგრამას, კერძოდ, სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში.
- შევასრულეთ პრაქტიკული დავალება სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში.
- ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე, შევისწავლეთ მისი შეცვლა, ეეფექტების კონსტრუირება.
IV დღე.
- მიმოვიხილეთ საშინაო დავალება . შემდეგ მცირე ჯგუფებში ვიმუშავეთ პრეზენტაციის მომზადებაზე. პრეზენტაციის შემდეგ გავაანალიზეთ ნამუშევრები. ტრენერი გვესაუბრა პრეზენტაციის ძირითად პრინციპებსა და ხერხებზე. მივიღეთ რჩევები წაემატებული პრეზენტაციის ჩასატარებლად.
- შევისწავლეთ სამჯერ თქმის პრინციპი:
- შესავალში უნდა უთხრათ აუდიტორიას, თუ რის თქმას აპირებთ.
- ძირითად ნაწილში უნდა გავშალოთ და ავუხსნათ აუდიტორიას, თუ რსს ვეუბნებით.
- დასკვნაში მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ვუთხარით აუდიტორიას.
- დავასკვენით, რომ პრეზენტაციის გამოყენება გვჭირდება გაკვეთილის ახსნისას, განვლილი მასალის შეჯამებისას, დავალების მიცემისას, შესრულებული სამუშაოს , შედეგების დემონსტრირებისას.
- დაგვევალა, სრულვყოთ დღეებში დაწყებული სასწავლო პრეზენტაცია.
V დღე.
- საშინაო დავალების განხილვის შემდეგ წინა ტრენერმა ჩაგვიტარა აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და მათი გამოყენება საკლასო ოთახში.
- დაგვევალა ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექრტონული თამაშების მოძებნა ინტერნეტში და შემდეგ ვიმსჯელეთ, რამდენად შესაძლებელი იყო მათი ჩართვა სასწავლო პროცესში.
- აქტიური ლექციით, აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში, ტრენერმა გაგვაცნო, თუ რამდენად ეფექტური და საინტერესოა სასწავლო პროცესი აუდიო-ვიდეო საშუალებების გამოყენებით.
- მოაწყო სამოდელო ვიდეოჩვენება, რომლის შემდეგ გავმართეთ შემაჯამებელი დისკუსია. დავრწმუნდით, რომ ვიდეოფილმი ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
- ინტერნეტში მოვიძიეთ და ჩამოვტვირთეთ აუდიო და ვიდეო ფაილები. განვიხილეთ ისინი და ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი გამოყენება სასწავლო პროცესის დროს, რამდენად შედეგიანი იყო მისი, როგორც რესურსის, გამოყენებასა გაკვეთილო პროცესში.
VI დღე.
- მოვამზადეთ გაკვეთილი ფიზიკური გარემოს მოწყობით, ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებითა და სასწავლო მასალის (რესურსების) დამზადებით.
- გონებრივი იერიშით განვსაზრვრეთ პრობლემური სიტუაციები, რომელსაც მოჰყვა შემაჯამებელი დისკუსია: რა სახის პრობლემები შეიძლება, წამოიჭრას საკლასო ოთახში ისტ-ის გამოყენებისას?
- აქტიური ლექციით, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, განვიხილეთ ორივე შემთხვევა და ვიმსჯელეთ, თუ რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოვთვალეთ თითოეული მათგანის თავისებურება. მივიღეთ საჭირო და აუცილებელი რჩევები და მითითებები.
- დავრეგისტრირდით LEMILL-ში. მიმოვიხილეთ LEMILL, როგორც ელექტრონული რესურსების საცავი. განვიხილეთ, რამდენად დაეხმარებოდა იგი მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში. ვიმსჯელეთ მის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში.
VII დღე.
- გავეცანით აკადემიური მოსწრების შეფასების ძირითად პრინციპებსა და ინსტრუმენტებს (მეთოდებს). გავეცანით ტექსტს, გავმართეთ დისკუსია და შევაჯამეთ.
- შეფასების რუბრიკის დამზადება MS Word-სა და MS Excel-ში. გამოვყავით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სახეები.
- შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო, დავამზადეთ შეფასების რუბრიკები კონკრეტული გაკვეთილისთვის, პრეზენტაციის შემდეგ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასებაზე მუშაობისას.
VIII დღე.
- გავგრძელეთ სწავლების შეფასების სახეების განხილვა, რომლის შემდეგ ჩატარდა აქტიური ლექცია: მოსწავლეთა შეფასების ( ნიშნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემა. გავეცანით საერთო წლიური ნიშნების გამოყვანას ელექტრონული ცხრილების მეშვეობით.
- ჯგუფური მუშაობისას ელექტრონული ცხრილების მეშვეობით გამოვიყვანეთ საერთო წლიური ნიშანი.
- დავრეგისტრირდით და შევქმენით პირადი ელექტრონული დღიური (ბლოგი).
- შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და შევაფასეთ.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება
კურსი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, მოიცავდა 4 მოდულს, რომლის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი. პირადად ჩემთვის ეს კურსი ძალზე აუცილებელი და საჭირო იყო. აქამდეც ვიცოდი, რომ ისტ აუცილებელი იყო საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ არ ვიცოდი, ტექნიკურად და პრაქტიკულად როგორ უნდა განმეხორციელებინა. გარკვეული ცოდნა მქონდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთ ვერკვევი, თუ როგორ უნდა შევქმნა ბლოგი და როგორ უნდა განვათავსო მასში ინფორმაცია, როგორ უნდა გამოვიყენო სასწავლო პროცესში. ლემილში დარეგისტრირებამ საშუალება მომცა, გავცნობოდი სხვა პედაგოგთა ნაშრომებს და გეგმებს. ახლა უკეთ შემიძლია ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად, სასწავლო რესურსების მომზადება (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.), სწავლა-სწავლების წარმართვა ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში, მოსწავლეთა შეფასების მეთოდების ინსტრუმენტების გამოყენება ისტ-ის საშუალებით,მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასება, ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან კომუნიკაციისათვის, მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება ისტ-ის გამოყენებით, ისტ-ის გამოყენება პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
ამ ტრენინგის შემდეგ შევქმნი ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით ( მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა, შეფასების სქემა, ბლოგი,საიტი, და სხვ. ), სასწავლო პროექტს, სესაბამიოსი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა, შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.).
სამომავლოდ ვგეგმავ, ამ კურსზე შეძენილი ცოდნა გავუზიარო ჩემს კოლეგებს, ცალკეული მოდულები განვიხილო კათედრის სხდომაზე და საჭიროების შემთხვევაში კოლეგებს დავეხმარო საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენებაში, ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნაში, მოსწავლეთა შეფასების ცხრილების შექმნასა და გამოყენებაში, ბლოგის შექმნასა და მასში ინფორმაციის განთავსებასა და მუშაობეში. გარდა ამისა დავარწმუნებ ჩემს კოლეგებს, რომ ისტ-ის გამოყენება აუცილებელია სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვისათვის, მისი შედეგიანად განხორციელებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულებისათვის. გარდა ამისა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისი როლი მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაში. ვფიქრობ, ამისთვის დამჭირდება საპრეზენტაციო მასალის გაკეთება ისტ-ის გამოყენებით, რათა ჩემი საუბარი უფრო თვალსაჩინო და შედეგიანი იყოს.
მარინა ჯალიაშვილი
20.12. 2011 წ.
დანართი
დღის წესრიგი
დღე I.
- კურსის შესავალი
- გაკვეთილის დაგეგმვა. გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები.
- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები.
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები (პორტფოლიო).
დღე II.
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
- ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება საიტიდან.
- სასწავლო პროექტის ძირითადი საფეხურები.
- სასწავლოპროექტის განხორციელების გეგმა.
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები (გაგრძელება).
- სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
დღე III.
- გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - პრეზენტაცია I, სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში.
- ინფორმაციის დიზაინი.
დღე IV.
- გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - პრეზენტაცია II.
- პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები.
დღე V.
- გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება)- სიმულაციები, აუდიო და ვიდეოფაილები.
- ვირტუალური ლაბორატორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.
- ელექტრონული თამაშები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.
- აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში.
დღე VI.
- გაკვეთილის მომზადება (გაგრძელება) - სასწავლო გარემოს ორგანიზება.
- მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა.
დღე VII.
- სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით
- სწავლის შეფასება.
- შეფასების სქემა / რუბრიკა.
დღე VIII.
- სწავლის შეფასება (გაგრძელება).
- მისწავლეთა შეფასების ( ნიშნის წერის) სისტემა.