ჩართულობის რუბრიკა
ქულები | შეფასების დონეები |
1-2 | მოსწავლე იშვიათად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ზოგჯერ ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას. ავლენს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ, ზოგჯერ აგრესიულ დამოკიდებულებას. |
3-4 | მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, იშვიათად ავლენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა არ ვლინდება |
5-6 | მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს. მაგ. ბევრს ლაპარაკობს, მოსაუბრეებს აწყვეტინებს სიტყვას, საკუთარი აქტიურობით ცდილობს დაფაროს საკუთარი მოუმზადებლობა, ზოგჯერ პატივს არ სცემს სხვის სამუშაოს და ა.შ. |
7-8 | აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის პროცესში და ძირითადად ავლენს მომზადებას, პატივს სცემს სხვის სამუშაოს, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიაში, თუმცა ვერ ავლენს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ჩავარდნების გამო |
9-10 | ყოველთვის მზადაა მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის პროცესში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიაში და პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება და პატივს სცემს ამხანაგებს, კარგად აცნობიერებს საკუთარ როლს კლასში რომელიმე საკითხის განხილვისა და შესწავლის დროს |