მოსწავლის უნარების შეფასების რუბრიკა
საგანი-- ქართული ენა და ლიტერატურა
( ინტეგრირებული )
გაკვეთილი - შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა “
VIII კლასი
მასწავლებელი-- ნინო მასურაშვილი
სურამის I საჯარო სკოლა
2012 წელი
სასწავლო უნარები | 1-3 | 4-5 | 6-7 | 8-9-10 |
თემისა და პრობლემის განსაზღვრა | ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას | დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას | არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას | საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები |
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა | არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა | დახმარების შედეგად ამოიცნობს ლიტ.პარალელებს | შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები | მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა |
ტექსტის მხატვრული გააზრება | არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას | მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა | შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება | მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე, არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას |
პრეზენტაცია | თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად | ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა | შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს. | შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი |
წინად.კონსტრუირება | არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა | აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს | ფლობს სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია | შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა |
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება | არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს | დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება | იცის საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას | სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები |