COVID-19 პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების

საზღვარგარეთ გამგზავრების პირობები

2021 წლის 15 ნოემბერს საქართველო ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ერთიან სივრცეს მიუერთდა. ამ სისტემაში 52 ქვეყანაა გაწევრიანებული. 17 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის 27*, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 25* ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/292 საშუალებით უნდა გადაამოწმოს რა პოლიტიკას/რეგულაციებს იყენებს ეს თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.

-------

https://ec.europa.eu/info/live-work-travel-eu/coronavirus-response/safe-covid-19-vaccines-europeans/eu-digital-covid-certificate_en

*ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.

*ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ფარერის კუნძულები, ისლანდია, ისრაელი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მაროკო, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პანამა, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, წმინდა საყდარი, სიგნაპური, სალვადორი, ტოგო.

 საზღვარი დაკეტილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მოქალაქეებისთვისაა ღია

 საზღვარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, მაგ. იზოლაცია, ტესტი, ვაქცინა ა.შ.

 საზღვარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, დათქმის გარეშე

ევროკავშირი/შენგენის ზონა/ევროპა

ქვეყანა

შესვლის პირობა

ავსტრია

17 - 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ავსტრიის რესპუბლიკაში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2

ალბანეთი

16 - 06 - 2021

მდგომარეობით

დაშვებულია უპირობოდ

ალბანეთში საქართველოს მოქალაქეების შესვლა დაშვებულია. თავად ალბანეთს არ აქვს პსრ ტესტის მოთხოვნა, მაგრამ ყველა სატრანზიტო ქვეყანას აქვს, შესაბამისად, გამგზავრებისას აუცილებელია ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა საზღვარზე.

ბელგია

23 -05 -2022

მდგომარეობით

დაშვებულია უპირობოდ

2022 წლის 23 მაისიდან, ბელგიის სამეფოში შესვლისას, გაუქმდა კოვიდ-სერტიფიკატის, ანტიგენ/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის და გამოჯანმრთელების ცნობის წარდგენის და სპეციალური ელექტრონული ანკეტის (Passenger Locator Form (PLF)) შევსების ვალდებულება.

ბელგიის სამეფოში გამგზავრება დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://dofi.ibz.be/fr/themes/covid-19/voyages-internationaux

https://diplomatie.belgium.be/en

https://www.info-coronavirus.be/en/faq/

https://www.info-coronavirus.be/fr/code-couleur-par-pays/

ბოსნია და ჰერცეგოვინა

06-07-2021

მდგომარეობით

დაშვებულია, ტესტის ან ვაქცინის ან ცნობის პირობით

საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

საზღვრის კვეთისას უნდა წარადგინონ ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ინგლისურ ენაზე;

ბ) COVID-19 ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩატარებულია გამგზავრებამდე 14 დღით ადრე მაინც (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID-19 გადატანის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, ინგლისურ ენაზე;


 

 PCR ტესტის/ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან:

 

  • 7 წლამდე ბავშვები, რომლებიც მოგზაურობენ მშობლებთან ერთად. ამასთან, მშობლები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთ-ერთ ზემოთ მითითებულ (ა,ბ ან გ) კრიტერიუმს.
  • უცხოელები, რომლებიც ფლობენ ბოსნია და ჰერცეგოვინას დროებით ან მუდმივ ბინადრობის ნებართვას და ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიას ტოვებენ მონტენეგროს, ხორვატიის ან სერბეთის მიმართულებით და მათი მოგზაურობა თუ არ აღემატება 48 საათს.

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.granpol.gov.ba/Content/Read/74?title=Covid-19 

 

ბულგარეთი

06 - 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 1 მაისიდან ბულგარეთის რესპუბლიკაში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ერთიანი საინფორმაციო პორტალი, სადაც თავმოყრილია COVID-19-თან და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია;

ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი;

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სატი (თავსდება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე)

გაერთიანებული

სამეფო

18-03-2022

მდგომარეობით

2022 წლის 18 მარტიდან (ლონდონის დროით 04:00 საათიდან) დიდ ბრიტანეთში გაუქმდა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული, აქამდე მოქმედი ყველა კოვიდ-რეგულაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შესვლისას აღარ არის სავალდებულო, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და PCR ტესტის პასუხის წარდგენა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრიტანეთში შესასვლელად ესაჭიროებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

10-06-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 11 ივნისიდან დროებით მოიხსნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული ყველა შეზღუდვა. გერმანიაში შესვლა შესაძლებელია მგზავრობის ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, მათ შორის ტურისტული მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მიმავალ პირებზე, გარდა გერმანიის მოქალაქეებისა.

გამგზავრების  მსურველთათვის  აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა ასევე არ ეხებათ ვირუსის მუტაციის ქვეყნებიდან მიმავალ პირებს (დღეის მდგომარეობით არც ერთი ქვეყანა არ განეკუთვნება ვირუსის მუტაციის გავრცელების ქვეყნებს. იხილეთ: რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდი).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.


 დამატებითი ინფორმაცია

 ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

დანია

30 -03 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

29 მარტიდან გაუქმდა ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებასთან და უკავშირდებოდა დანიის სამეფოს საზღვრის კვეთას. ანუ მოხსნილია ვაქცინაციის საბუთის წარდგენის ვალდებულება.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

  დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

ბმული

 

ესპანეთის სამეფო

24 - 10 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

 ესპანეთის სამეფოში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

 

 https://www.sanidad.gob.es/en/profesionales/saludPublica/ccayes/alertasActual/nCov/spth.htm

 

ესტონეთის რესპუბლიკა

04 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ესტონეთში მგზავრობისას ვიზიტორს აღარ მოეთხოვება ვაქცინაციის დოკუმენტის, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი კოვიდ-ტესტის შესახებ ცნობის წარდგენა.

დამატებითი ინფორმაცია

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

კრიზისის მართვის ვებგვერდი

პოლიციის ვებგვერდი

ჯანდაცვის საბჭოს ვებ.გვერდი

ირლანდია

09 - 03 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ირლანდიამ მოხსნა პანდემიის პერიოდში მოქმედი ყველა შეზღუდვა და მოთხოვნა ირლანდიაში მგზავრობის მსურველთათვის.

ირლანდიაში მიმავალ მგზავრებს არ მოეთხოვებათ ვაქცინის დამადასტურებელი, გამოჯანმრთელების და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დოკუმენტები. აგრეთვე, მოხსნილია COVID-19 Passenger Locator Form-ის შევსების ვალდებულება.

აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა.

საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში გამგზავრება შეუძლია შესაბამისი კატეგორიის ირლანდიის ვიზის ან ირლანდიის ბინადრობის ნებართვის ფლობის შემთხვევაში.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქმედ ვიზას ან/და ბინადრობის ნებართვას, ირლანდიაში გასამგზავრებლად ესაჭირეობა შესაბამისი კატეგორიის ირლანდიის ვიზის მიღება.

საქართველოს მოქალაქემ ირლანდიის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს ბულგარეთის რესპუბლიკაში ირლანდიის საელჩოს - https://www.dfa.ie/irish-embassy/bulgaria/.

საქართველოს მოქალაქეებს, მესამე ქვეყნებში მოგზაურობისას, ირლანდიაში ტრანზიტის შემთხვევაში, ესაჭიროებათ ირლანდიის სატრანზიტო ვიზა, რომელიც, ასევე გაიცემა ბულგარეთის რესპუბლიკაში ირლანდიის საელჩოს მიერ.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:  ირლანდიის მთავრობის ვებ-გვერდი.

ისლანდიის რესპუბლიკა

08-04-2022

მდგომარეობით

დაშვებულია 

გაუქმდა ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებასთან და უკავშირდებოდა ისლანდიის რესპუბლიკის საზღვრის კვეთას.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია https://www.covid.is/categories/travel-to-and-within-iceland   

https://www.landlaeknir.is/um-embaettid/greinar/grein/item43709/Certificates-regarding-previous-COVID-19-infection-that-are-accepted-at-the-border-in-Iceland-from-10-December-2020   

იტალიის  რესპუბლიკა

02-06-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია 

გაუქმდა რისკის ქვეყნების სია (მათ შორის E კატეგორიის სია, რომელშიც შედიოდა საქართველო). იტალიის ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.  

2022 წლის 1 ივნისიდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ არის სავალდებულო Green Pass-ის (კოვიდ-პასპორტის, გამოჯანმრთელების დამადასტურებელი მოწმობის, მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატის) წარმოდგენა. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას უნდა წარადგინოს მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.salute.gov.it/portale/nuovocoronavirus/dettaglioContenutiNuovoCoronavirus.jsp?lingua=english&id=5412&area=nuovoCoronavirus&menu=vuoto

https://www.salute.gov.it/portale/nuovocoronavirus/dettaglioContenutiNuovoCoronavirus.jsp?lingua=english&id=5412&area=nuovoCoronavirus&menu=vuoto&tab=5

https://www.salute.gov.it/portale/home.html

კვიპროსის რესპუბლიკა

06-06-2022 მდგომარეობით

დაშვებულია

კვიპროსის რესპუბლიკაში შესასვლელად ყველა სახის Covid-19-ის შეზღუდვა მოიხსნა,  შესაბამისად მოქალაქემ უნდა წარადგინოს მხოლოდ საზღვრის კვეთისთვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტები.

ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და აღარ არის სავალდებულო ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენა სხვადასხვა ობიექტებში. ავტობუსებში/ტაქსებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

თუ მოქალაქეს კვიპროსის რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს დაემართა Covid-19, კვიპროსის მთავრობა უზრუნველყოფს მისი გამოჯანმრთელების ხარჯებს - ხდება მოქალაქის გადაყვანა წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, დაიფარება მისი ცხოვრების/განთავსების, კვების და მკურნალობის ხარჯები. გამოჯანმრთელების შემდეგ, მოქალაქე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აეროპორტში გამგზავრებასა და ახალი ავია ბილეთის შეძენას.

ასევე, დაინფიცირებულ მოქალაქეს აქვს ალტერნატივა -  თავისი ხარჯებით უზრუნველყოს თვითიზოლაცია, კერძო სახლში ან ნაქირავებ ბინაში, სადაც იქნება მარტო.

თვითიზოლაციის დღეების რაოდენობა წარმოადგენს 7 დღეს, ტესტის დადებითი პასუხიდან.

7 დღის გასვლის შემდეგ, არ არის სავალდებულო დამატებითი ტესტის გაკეთება. შესაძლებელია თვითიზოლაციის დღეების შემცირება 5 დღემდე, იმ შემთხვევაში თუ პირი ვირუსის დადასტურებიდან მეხუთე დღეს საკუთარი ხარჯებით გაიკეთებს ტესტს და პასუხი იქნება უარყოფითი.

„ახლო კონტაქტი“-სთვის რეკომენდირებულია ტესტირება კონტაქტიდან მესამე და მეხუთე დღეს. იმ ახლო კონტაქტისთვის, ვინც არ არის სრულად ვაქცინირებული ან ახალი გამოჯანმრთელებული, ან სრული ვაქცინაციიდან გასულია 7 თვე, მესამე და მეხუთე დღეს  ტესტირება არის სავალდებულო.

საჭიროების შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +35722524264 ან +35722514258/9 (ორშაბათი-კვირა 08:00-20:00). E-Mail: contacttracing2@moh.gov.cy 

განახლებული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.visitcyprus.com/index.php/en/

ლატვიის რესპუბლიკა

04 - 07 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ლატვიის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას, მოიხსნა COVID-19 სერთიფიკატის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://www.mfa.gov.lv/en/article/security-measures-be-gradually-eased-latvia. 

ლიეტუვის რესპუბლიკა

05-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ლიეტუვაში Covid-19-ის პანდემიის პერიოდში შემოღებული ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, როგორც საზღვრის კვეთისას, ასევე, ქვეყნის შიგნით ყოფნა/გადაადგილებისას.

 

დამატებითი ინფორმაცია - გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია ცალკე განთავსებულია ლიეტუვის შსს ვებ-გვერდზე

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

10 - 12 - 2021

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ევროკავშირის ერთიან სივრცესთან მიერთების შედეგად, ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს (12 წლის და 2 თვის ზემოთ) ლუქსემბურგში მგზავრობა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ვაქცინებზე გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი:

  • Pfizer/BioNTech – Cominarty
  • Moderna – Spikevax
  • AstraZeneca/Oxford - Vaxzevria and Covishield
  • Johnson and Johnson - Covid-19 Vaccine Janssen

ვაქცინაციის მეორე დოზის (Janssen /J&J შემთხვევაში ერთი დოზის) შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. 12 წლამდე არასრულწლოვნებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

საქართველოდან ლუქსემბურგში საჰაერო გზით მგზავრობისას, საზღვარზე ყველამ (12 წლის და 2 თვის ზემოთ) უნდა იქონიოს კოვიდვაქცინის (AstraZeneca, BioNTech/Pfizer, Johnson&Johnson et Moderna) სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლუქსემბურგში ჩაფრენისას, აეროპორტში შესაძლებელია უფასო PCR-ტესტის ჩატარება.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

ლუქსემბურგში გამგზავრება დაშვებულია ლუქსემბურგის ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მფლობელი პირებისათვის. ასევე საგამონაკლისო კატეგორიებია:

  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები;
  • ხანდაზმული პირის მოვლის მიზნით ვიზიტორები;
  • სეზონური მუშაკები სოფლის მეურნეობაში;
  • ტრანსპორტის სექტორში დასაქმებული პირები;
  • დიპლომატები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მოწვეული პირები;
  • სამხედრო პერსონალი, მეზღვაურები;
  • სასწავლო მიზნით მომავალი პირები;
  • მაღალკვალიფიციური მუშახელი;
  • გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გამო მომავალი მგზავრები;
  • ტრანზიტული მგზავრები.

საქართველოდან ლუქსემბურგში საჰაერო გზით მგზავრობისას, საზღვარზე ყველამ (6 წლის ასაკის ზემოთ) უნდა იქონიოს საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლუქსემბურგში ჩაფრენისას, აეროპორტში შესაძლებელია უფასო PCR-ტესტის ჩატარება.

გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გამო მიმავალმა მგზავრებმა, მაღალკვალიფიციურმა მუშაკებმა და სასწავლო მიზნით მიმავალმა პირებმა უნდა იქონიონ სპეციალური ცნობა/ნებართვა. აღნიშნული ცნობის მისაღებად უნდა მიმართონ: service.visas@mae.etat.lu ან (+352) 247-88 300.

 

  დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული

მალტის რესპუბლიკა

05-08-2022

მდგომარეობით

ზოგადი ინფორმაცია

 

მალტის  ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.

2022 წლის 25 ივლისიდან მალტის  რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ არის სავალდებულო Green Pass-ის (კოვიდ-პასპორტის, გამოჯანმრთელების დამადასტურებელი მოწმობის, მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატის) წარმოდგენა. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა მალტის ტერიტორიაზე შესვლისას უნდა წარადგინოს მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

მონტენეგრო

14 - 04 - 2022

2022 წლის 11 მარტიდან მონტენეგროში შესასვლელად აღარ არის სავალდებულო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის, COVID-19 პასპორტების/სერთიფიკატების ან COVID-19 ტესტების პასუხის წარდგენა.

 

ზემოაღნიშნული რეგულაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

განახლებადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.covidodgovor.me/me/putovanja

 

   

 

მაკედონია

(ჩრდილოეთ მაკედონიის რეპუბლიკა)

04 - 08 - 2022

ზოგადი ინფორმაცია

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მგზავრობის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას და მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ კოვიდ-ვირუსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.

 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

                                https://mfa.gov.mk/en

                                http://zdravstvo.gov.mk/

                                https://mvr.gov.mk/default

მოლდოვას რესპუბლიკა

05 - 08 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

მოლდოვას რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, COVID-19-თან დაკავშირებული ყველას სახის მოთხოვნა/რეგულაცია გაუქმებულია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ 2022 წლის 23 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა რიგ შეზღუდვებთან/რეგულაციებთან ერთად, ამოქმედდა სპეციალური რეჟიმი მოლდოვას რესპუბლიკაში შესვლაზე ან/და ტრანზიტით გავლაზე. კერძოდ:

  • საქართველოს მოქალაქეებს უკრაინა-მოლდოვას საზღვრის კვეთა (უკრაინიდან მოლდოვას მიმართულებით) შეუძლიათ მათ შორის ეროვნული ID ბარათის ან დაბადების მოწმობის საფუძველზე.
  • სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტით სარგებლობისას საქართველოს მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი.

ბ) მგზავრობის მიზნის, ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად/სხვა სახელმწიფოში ტრანზიტისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

დ) ტრანზიტით გავლის შემთხვევაში - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიას.  

დაწესებულია შეზღუდვა ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. 21 მარტიდან  შეზღუდული რაოდენობის ფრენები ხორციელდება კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტიდან. მოლდოვას მიმართულებით დანიშნული გარკვეული ავიაკომპანიები ფრენებს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად მოლდოვას მეზობელ სახელმწიფოში, რუმინეთში ქ. იასიში ახორციელებენ   (კიშინეუდან 150 კილომეტრში). შესაბამისად, ბილეთების შეძენამდე რეკომენდირებულია ინფორმაციის წინასწარ გადამოწმება უშუალოდ ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან.

დამატებითი ინფორმაცია: https://msmps.gov.md/ ; https://msmps.gov.md/minister/comunicare/covid-19/ ; https://vaccinare.gov.md/  https://www.border.gov.md/info-covid-19

ნიდერლანდების სამეფო

19 - 09 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ნიდერლანდების სამეფოში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ნორვეგია

18 - 02 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

ნორვეგიის სამეფოში, პანდემიის გამო მოქმედი ყველა შეზღუდვა, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის საზღვრის კვეთას მოხსნილია.

ნორვეგიის სამეფოში შესვლის უფლება აქვთ პირებს შესაბამისი საფუძვლით - უვიზო მიმოსვლა, შესაბამისი კატეგორიის ვიზა, ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

განსხვავებული წესები შესაძლოა მოქმედებდეს სვალბარდის არქიპელაგზე ჩასვლის მსურველთათვის. დაწვრილებით: https://www.sysselmesteren.no/korona-og-svalbard/

პოლონეთის რესპუბლიკა

28 -03- 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 28 მარტიდან პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლისას, გაუქმდა კოვიდ სერტიფიკატის, ანტიგენ/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის/თვითიზოლაციის გავლის ვალდებულება.


ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://www.strazgraniczna.pl/pl/cudzoziemcy/covid-epidemia-koronawi/8578,Outbreak-of-coronavirus-rules-of-entry-and-stay-on-the-territory-of-the-Republic.html

პორტუგალიის რესპუბლიკა

11-07-2022 მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 1 ივლისიდან დროებით მოიხსნა პორტუგალიის რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული ყველა შეზღუდვა. პორტუგალიაში შესვლა შესაძლებელია მგზავრობის ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, მათ შორის ტურისტული მიზნით.

გამგზავრების  მსურველთათვის  აღარ არის სავალდებულო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის დოკუმენტის წარდგენა.

დამატებითი ინფორმაცია

 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ჯანდაცვის ვებ-გვერდი 

საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდი

პორტუგალიის სამთავრობო ვებ-გვერდი, სადაც ქვეყნდება მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი

პორტუგალიის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდი

რუმინეთი

03- 05 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

გაუქმდა რუმინეთის სახელმწიფოს საზღვრის კვეთის დროს დაწესებული, COVID-19 გამოწვეული ყველა შეზღუდვა და რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუმინეთის მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდები, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სიახლე: ბმული 1; ბმული 2.

საბერძნეთის რესპუბლიკა

04 - 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღდგა თავისუფალი შესვლის რეჟიმი, რაც გულისხმობს ყველა საკონტროლო და შემზღუდავი მექანიზმის (ნეგატიური PCR-ტესტი, სწრაფი ანტიგენ ტესტი, ვაქცინაციის სერთიფიკატი და ვირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატი) გაუქმებას. საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage//html/View?id=2212 

საფრანგეთის რესპუბლიკა

01 - 08 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

საფრანგეთის რესპუბლიკაში 2022 წლის პირველი აგვისტოდან გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ამასთან, 2023 წლის 31 მარტამდე იტოვებენ უფლებას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შემოიღონ ტესტის წარდგენის ან ვაქცინის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება საზღვარზე.

 ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.gouvernement.fr/actualite/covid-19-fin-du-pass-sanitaire-le-1er-aout-2022?fbclid=IwAR3q7qDz3AJM1LSVsdC2XPOE6MHsGyN7NwHwF-xrQqavyN0PSgZPNJHJuOE

სერბეთის რესპუბლიკა

03- 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 მაისიდან სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე როგორც სერბეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აღდგა თავისუფალი შესვლის რეჟიმი, რაც გულისხმობს ყველა საკონტროლო და შემზღუდავი მექანიზმის (ნეგატიური PCR-ტესტი, სწრაფი ანტიგენ ტესტი, ვაქცინაციის სერთიფიკატი და ვირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატი) გაუქმებას.

ძალაში რჩება რეკომენდაცია დახურულ სივრცეში პირბადის ტარების შესახებ, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულოა.

სლოვაკეთის რესპუბლიკა

09 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

 ზოგადი ინფორმაცია

სლოვაკეთის საზღვრის კვეთისას სავალდებულო აღარ არის COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ასევე, მოხსნილია თვითიზოლაციის და/ან კარანტინის ვადებულება შემოსვლისას.

მოქალაქეს, რომელსაც, სლოვაკეთის ტერიტორიაზე ყოფნისას, სწრაფი ან PCR ტესტის საფუძველზე დაუდასტურდება კორონავირუსი, ვალდებულია დადასტურების დღიდან გადავიდეს 5 დღიან თვითიზოლაციაში/კარანტინში. 5 დღის გასვლის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ის თავისუფლდება იზოლაციის ვალდებულებისგან.

 

 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

www.korona.gov.sk

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

სლოვენიის რესპუბლიკა

23-02-2022 მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 19 თებერვლიდან, შეიცვალა სლოვენიის რესპუბლიკაში შესვლის პირობები, რომელიც განსაზღვრული იყო COVID-19 პანდემიის შეზღუდვის და კონტროლის მიზნით, რაც ნიშნავს:

  • სლოვენიის საზღვარზე, აღარ არის საჭირო წარმოდგენილ იქნას ე.წ. სამედიცინო კოვიდ-სერტიფიკატი RVT (recovered/vaccinated/tested) - გადატანილი ინფექციის, ვაქცინაციის  ან ტესტირების თაობაზე.
  • გაუქმდა კარანტინის ვალდებულება.

ვრცლად: https://www.gov.si/en/topics/coronavirus-disease-covid-19/border-crossing/

ეს ასევე ეხებათ სლოვენიის გავლით/ტრანზიტით მიმავალ მგზავრებს.

შენიშვნა: ტრანზიტის ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ მგზავრებს უნდა ჰქონდეთ მტკიცებულება, რომ შეძლებენ/აპირებენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებას და მეზობელ ქვეყანაში შესვლას.

გირჩევთ, გამგზავრებამდე შეამოწმოთ იმ ქვეყნებში შესვლის პირობები და სასაზღვრო ზომები, სადაც აპირებთ გამგზავრებას სლოვენიის გავლით.

სლოვენიაში შესვლისა და ტრანზიტის წინასწარი ნებართვები არ გაიცემა.

ყურადღება მძღოლებს!

ავტო-ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია სლოვენიის საზღვრის კვეთამდე შეიძინოთ (ქალაქის ჯიხურებში ან ავტო-გასამართ სადგურებში) საქარე მინაზე დასაკრავი სლოვენიის ე.წ. „ვინიეტი“ – (15 ევრო), წინაააღმდეგ შემთხვევაში, საზღვარზე გათვალისწინებულია ჯარიმა 150-300 ევროს ოდენობით.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

  1. Government page on border crossings
  2. MFA
  3. Interior Min  
  4. National Institute of Public Health

უნგრეთი

07 - 03 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია, შეზღუდვების გარეშე

2022 წლის 7 მარტს ძალაში შევიდა უნგრეთის მთავრობის დადგენილება პანდემიისგან დაცვის გარკვეული ზომების შეწყვეტის შესახებ, რითაც გაუქმებულ იქნა უნგრეთის მთავრობის დადგენილება ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის მდგომარეობის პერიოდში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე (ანუ მოხსნილია ვაქცინაციის საბუთის წარდგენის ვალდებულება);

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ოდენობის თანხა უნგრეთში ყოფნის პერიოდში.

ბმული: https://www.police.hu/en/content/for-the-attention-of-travelers

ფინეთი

29 - 06  - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 30 ივნისიდან ფინეთის რესპუბლიკაში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული 1;   ბმული 2;    ბმული 3; 

შვედეთის სამეფო

01- 04 - 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

პირველი აპრილიდან გაუქმდა ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებასთან და უკავშირდებოდა შვედეთის სამეფოს საზღვრის კვეთას. შესაბამისად, საზღვრის კვეთისას მოხსნილია ვაქცინაციის საბუთის წარდგენის ვალდებულება.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

შვედეთის პოლიციის ვებ-გვერდი 

შვეიცარიის კონფედერაცია

07-06 -2022

დაშვებულია

2 მაისიდან გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

https://www.sem.admin.ch/sem/en/home/themen/einreise/faq.html

 

ჩეხეთის რესპუბლიკა

08 - 04 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 9 აპრილიდან გაუქმდა ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთის დროს დაწესებული ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებით.

საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ მოეთხოვებათ  სპეციალური ფორმის შევსება და COVID-19 ვაქცინაციის სერთიფიკატის წარდგენა.  შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ხორვატიის რესპუბლიკა

05 - 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია  

ხორვატიის რესპუბლიკაში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

 


აზია-აფრიკა-ოკეანეთი

ქვეყანა

შესვლის პირობები

ავსტრალია

18-02-2022

მდგომარეობით

დაშვებულია ვაქცინირებული პირებისათვის

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

ვაქცინირებულ პირებს 21 თებერვლიდან ავსტრალიაში შესვლა შეეძლებათ ნებისმიერი მიზნით (დასავლეთ ავსტრალიის გარდა).

 

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen, Sinopharm, Sinovac, Sputnik V, Novavax.

 

ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე. კოვიდ-19 სერტიფიკატი შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე (აპოსტილს არ საჭიროებს), ან უნდა ახლდეს სერტიფიცირებული თარგმანი.  მგზავრს, რომლებსაც აქვთ ცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უკეთდება კოვიდ-19 აცრა, ასევე შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა, თუმცა ამ მხრივ რეგულაციები განსხვავებულია შტატების მიხედვით (დეტალები იხ. ქვემოთ მოცემულ ბმულებზე).

მგზავრმა, ასევე უნდა წარადგინოს მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის (ან სწრაფი ანტი სხეულების ტესტის, რომელიც ჩატარებულია სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში) უარყოფითი პასუხი. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 4 წლის ზემოთ მგზავრებისათვის.

ავსტრალიაში ჩასვლისთანავე, მგზავრმა უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი და პასუხის მიღებამდე გადაინაცვლოს თვითიზოლაციაში.  ჩასვლიდან მეექვსე დღეს, მგზავრმა განმეორებით უნდა გაიკეთოს  სწრაფი ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში მანამ, სანამ მომდევნო სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

 

12 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც მგზავრობს ვაქცინირებულ სრულწლოვანთან ერთად, არ საჭიროებს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ჩრდილოეთ ტერიტორიის შემთხვევაში, 15 წლამდე ასაკის ბავშვი).

 

ქვეყანაში შემოსვლამდე სავალდებულოა ავსტრალიის სამოგზაურო დეკლარაციის ფორმის შევსება, რომლის გადამოწმება ხდება საზღვარზე. დეკლარაციაში აქამდე არსებულ დეტალებს (საპასპორტო მონაცემები, საცხოვრებელი მისამართი, ჩამოსვლის მიზეზი და ა.შ.) დაემატა გრაფა კოვიდ-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ვაქცინაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება შესაბამისი ფულადი ჯარიმით.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა, იმისათვის, რომ გამონაკლისის სახით მიეცეთ ქვეყანაში შესვლის უფლება, განცხადებით უნდა მიმართონ სპეციალურ სამედიცინო კომისარს.

 

მგზავრმა, ასევე უნდა წარადგინოს მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის (ან სწრაფი ანტი სხეულების ტესტის, რომელიც ჩატარებულია სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში) უარყოფითი პასუხი. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 4 წლის ზემოთ მგზავრებისათვის. ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შესაბამისი სამედიცინო პრობლემების მქონე პირებზე (ცნობის წარდგენით), საერთაშორისო ეკიპაჟის წევრებისათვის, მგზავრებისთვის, რომლებიც ავსტრალიაში „მწვანე ზონიდან“ მიემგზავრებიან (ამ დროისთვის მხოლოდ ახალი ზელანდიიდან).

 

მგზავრმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი სასტუმროში. (მაგ. სამხრეთ ავსტრალიის შემთხვევაში შესაძლებელია 7 დღე კარანტინი და 7 დღე იზოლაცია). კარანტინის ვალდებულება არ ვრცელდება:

პირებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კარანტინში გადასვლა (ასეთი პირები გადავლენ თვითიზოლაციაში);

ავსტრალიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე, გამონაკლისის სახით, უფლება აქვთ სასტუმრო კარანტინის გარეშე მოახდინონ თვითიზოლაცია საკუთარ რეზიდენციაში, თუმცა 14 დღიანი იზოლაცია ეხება რეზიდენციაში მცხოვრებ ყველა პირს;

კარანტინის გავლა ხდება მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში, რის ხარჯსაც იხდის თითოეული მგზავრი. თანხა განსხვავდება შტატების მიხედვით და მერყეობს 3,000-დან 5000 ავსტრალიურ დოლარამდე.

    არავაქცინირებული სტუდენტები ქვეყანაში დაიშვებიან გამონაკლისი სახით იმ შემთხვევაში, თუ პირს:  დარჩენილი აქვს სწავლის ბოლო ორი წელი, არის სამედიცინო, სტომატოლოგიური, ექთნის ან სხვა დაკავშირებული სამედიცინო პროფესიის უნივერსიტეტის ხარისხის სტუდენტი და აქვს დადასტურებული პრაქტიკის ადგილი ავსტრალიის საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც იწყება შემდეგი ორი თვის მანძილზე.

დამატებითი მოთხოვნები:

ავსტრალიაში შემოსვლისთვის დაზღვევა სავალდებულო ამ ეტაპზე არ არის.

ქვეყანაში შემოსვლისთანავე მოქალაქე დგება შესაბამისი შტატის ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე აეროპორტში მყოფი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ და ყველა შეტყობინებას იღებს მობილური ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ქვეყანაში შემოსვლამდე სავალდებულოა ავსტრალიის სამოგზაურო დეკლარაციის ფორმის შევსება, რომლის  გადამოწმება ხდება საზღვარზე.

ტრანზიტით გავლის პირობები

ავსტრალიაში ტრანზიტის პერიოდად ითვლება 72 საათი. თუმცა, კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, კარანტინის გარეშე სატრანზიტო ზონაში ყოფნა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ 8 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სატრანზიტო მოლოდინის დრო 8-72 საათამდე პერიოდშია, ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს უწევს ფრენამდე სამთავრობო საკარანტინო დაწესებულებაში გადასვლა (საკუთარი ხარჯით). ტრანზიტის დროს აეროპორტისა და საკარანტინო დაწესებულების გარდა, სხვაგან გადაადგილება მკაცრად იკრძალება.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://covid19.homeaffairs.gov.au/travel-restrictions 

https://www.health.gov.au/news/health-alerts/novel-coronavirus-2019-ncov-health-alert/coronavirus-covid-19-restrictions/coronavirus-covid-19-advice-for-international-travellers#travel-into-australia 

 

ახალი ზელანდია

18 - 03 - 2022

მდგომარეობით

შეზღუდულია

ამჟამად, ახალ ზელანდიაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქე კოვიდვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.

  • 2022 წლის 16 იანვრიდან სრულად ვაქცინირებული ახალი ზელანდიის მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები(რომელთაც უფლება აქვთ ჩვეულებრივ პირობებში ესტუმრონ ახალ ზელანდიას), რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში ყოველგვარი კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას.
  • 2022 წლის 13 თებერვლიდან სრულად ვაქცინირებულ ახალი ზელანდიის მოქალაქეებსა და სხვა მგზავრებს ნებისმიერი ქვეყნიდან (გარდა ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებისა*), რომელთაც უფლება აქვთ ჩვეულებრივ პირობებში ესტუმრონ ახალ ზელანდიას, კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ ახალ ზელანდიაში შესვლას.
  • 2022 წლის 30 აპრილიდან ახალ ზელანდიაში შესვლა შესაძლებელი იქნება კარანტინის გავლის გარეშე ნებისმიერი მგზავრისთვის, თუ კი ზოგად სავიზო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
  • 2022 წლის 3 მაისიდან ახალი ზელანდია კარანტინის გარეშე მიიღებს მასთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს აღარ ჭირდებათ კარანტინის გავლა, ახალ ზელანდიაში ჩასვლისას რამდენიმე რეგულაცია, ისეთი როგორიცაა ჩასვლამდე PCR ტესტირების ჩატარება და უკვე ქვეყანაში ჩასვლისას პირველ და მე-6 დღეს ტესტირების გავლა მაინც სავალდებულო რჩება.

*ბოცვანა; ესვატინი; ლეზოტო; მალავი; მოზამბიკი; ნამიბია; პაპუა ახალი გვინეა; სეიშელის კუნძულები; სამხრეთ აფრიკა; ზიმბაბვე.  

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech; AstraZeneca; Moderna; Sinopharm; Sinovac; AstraZeneca/Covishield (Serum Institute of India); Covaxin (Bharat Biotech).

ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

 

  კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

ქვეყანაში შესვლა დაშვებულია შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

  • ახალი ზელანდიის მოქალაქეობისა და ბინადრობის მქონე პირებისათვის, ასევე, მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის.
  • ახალ ზელანდიაში მუდმივად მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქეებისათვის;
  • პირებისათვის, რომლებიც ახალ ზელანდიაში საჰაერო გზით შემოსვლამდე, 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ ავსტრალიაში.
  • ახალ ზელანდიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის;
  • საჰაერო და საზღვაო ეკიპაჟის წევრებისათვის (საკრუიზო და კომერციული გემების გარდა).

გარდა ამისა, ხდება გამონაკლისების დაშვებაც, რაზეც მოთხოვნა მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა გაიგზავნოს ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურში.

  • კრიტიკული ან სპეციალური სამედიცინო მომსახურების პერსონალი;
  • ჰუმანიტარული მიზეზით მომავალი პირები;
  • სტუდენტები

 

  ტესტირება სავალდებულოა მაქსიმუმ 72 საათით ადრე 2 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის მგზავრისათვის, გარდა:

  • შესაბამისი სამედიცინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში (ცნობის წარდგენით);
  • საერთაშორისო ეკიპაჟისათვის.

ვაქცინირებულთათვისაც ტესტის ჩატარება სავალდებულოა ჩასვლის დღეს აეროპორტში ან სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში. 12 წლამდე არასრულწლოვანი, რომელიც მგზავრობს სრულად ვაქცინირებულ სრულწლოვანთან ერთად მსგავს პირობებში ხვდება.

 

 

  კარანტინი/თვითიზოლაცია

ვაქცინირებულთათვის სავალდებულოა 7 დღიანი თვითიზოლაცია.

ასევე, 14 დღე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიმავალი ნებისმიერი მგზავრისთვის, ხოლო 7 დღიანი კარანტინი სავალდებულოა ნებისმიერი მგზავრისათვის  ვინც არ არის ვაქცინირებული, გარდა:

  1. ტრანზიტით მყოფი პირებისათვის;
  2. სამედიცინო მიზეზით (თუ კი მოეთხოვება ჰოსპიტალიზაცია);
  3. ახალ ზელანდიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის;

კარანტინის გავლა ხდება მთავრობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ დაწესებულებაში, რის ხარჯსაც ანაზღაურებს თავად მგზავრი, გამონაკლისები დაიშვება. კარანტინის თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზე წარმოადგენს 3,100 ახალზელანდიურ დოლარს, დამატებით ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანზე 950 ახალზელანდიურ დოლარს და 475 ახალზელანდიურ დოლარს თითო არასრულწლოვანზე. 3 წლამდე ბავშვზე გადასახადი არ ვრცელდება.

გამონაკლისის სახით სხვადასხვა მიზეზის გამო მოქალაქე შეიძლება გათავისუფლებული იქნას გადასახადისაგან, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ახალი ზელანდიის ბიზნესის, ინოვაციისა და დასაქმების სამინისტრო.

 

   ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ახალ ზელანდიაში ტრანზიტის პერიოდად განსაზღვრულია 24 საათი.

  სტუდენტების შესვლა

 

სტუდენტები ქვეყანაში დაიშვებიან გამონაკლისის სახით. 250-მდე საერთაშორისო დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტზე გაიცემა ნებართვა ახალი ზელანდიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

  • წარდგენილმა სტუდენტმა უნდა აჩვენოს, რომ წლიურად 15 000 ახალ ზელანდიური დოლარის ოდენობით შემოსავალი ექნება, საარსებო ხარჯების დასაფარად.

1000-მდე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის სტუდენტზე. იმისათვის, რომ აღნიშნულ კვოტაში სტუდენტი მოხვდეს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ახალი ზელანდიის სტუდენტური ვიზა, რომელსაც ვადა ჰქონდა 2020 წლამდე;
  • სწავლობდა ახალ ზელანდიაში 2019 ან 2020 წელს, მაგრამ კოვიდ-19 რეგულაციების გამო ვერ მოახერხა ახალ ზელანდიაში დაბრუნება სწავლის გასაგრძელებლად;
  • სტუდენტმა უნდა აჩვენოს, რომ წელიწადში მინიმუმ 20,000 ახალ ზელანდიური დოლარის შემოსავალი ექნება საარსებო ხარჯებისათვის;
  • ასევე უნდა აჩვენოს, რომ შეძლებს დაფაროს ახალ ზელანდიაში კარანტინის ხარჯებს.

საერთაშორისო სტუდენტების პარტნიორები და მზრუნველების ქვეშ მყოფი პირებიც შეძლებენ მათთან ერთად ქვეყანაში შესვლას.

 

 

   დამატებითი მოთხოვნები

 

ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოქალაქე დგება ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე აეროპორტში მყოფი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ და ყველა შეტყობინებას იღებს მობილურის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საჭიროა ქვეყანაში ჩასვლამდე 14 დღის მოგზაურობის ისტორიის შესახებ დეკლარაციის შევსება.

დამატებითი ინფორმაცია

ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოქალაქე დგება ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე აეროპორტში მყოფი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ და ყველა შეტყობინებას იღებს მობილურის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.immigration.govt.nz/ - საიმიგრაციო სამსახურის გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით.

https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus - ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით.

 

ბანგლადეში

14-01-2022

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის და თვითიზოლაციის პირობით)

 

 ზოგადი ინფორმაცია

ქ. დაკას აეროპორტის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ვიზის (visa on arrival) მიღება ზოგადად შეჩერებულია. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ვიზები შეიძლება გაიცეს მხოლოდ ბიზნესვიზიტორებსა და საერთაშორისო ინვესტორებზე. ყველა სხვა შემთხვევაში, უცხოელებმა ბანგლადეშის ვიზისთვის უნდა მიმართონ საზღვარგარეთ ბანგლადეშის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

Pfizer-BioTech

Moderna

Janssen

Sinopharm

Sinovac;

Sputnik V;

Covaxin Bharat Biotech (ინდოეთი);

Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი);

    ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ (Janssen შემთხვევაში ერთი დოზის შემდეგ) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

ქვეყნები დაყოფილია A და B ჯგუფის ქვეყნებად.

„A“ ჯგუფის ქვეყნებია:

სომხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვეთი, მონღოლეთი, პალესტინა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა.

„B“ ჯგუფის ქვეყნები:

„B“ ჯგუფის ქვეყნებს მიეკუთვნება ყვალა ქვეყანა, „A” ჯგუფში შემავალი ქვეყნების, აგრეთვე, ბოტსვანის, ესვატინის, განას, ლესოტოს, ნამიბიის, სამხრეთ აფრიკისა და ზიმბაბვეს გამოკლებით.

 კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

„A” ჯგუფის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) მომავალი სრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიარონ 7-დღიანი მკაცრი კარანტინი სახლის პირობებში (strict home quarantine).

„B” ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალი სრულად ვაქცინირებული მგზავრები გათავისუფლებულნი არიან კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

    ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მიმავალ 18 წლამდე ასაკის პირებზე გამოიყენება იგივე მოთხოვნები და პირობები (ქვეყანაში შესვლა, კარანტინის გავლის წესი და ა. შ.) რაც მათ მშობლებთან მიმართებაში.

  კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

„A” ჯგუფის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) მომავალი არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიაროს 7-დღიანი კარანტინი ბანგლადეშის მთავრობის მიერ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ რომელიმე სასტუმროში (institutional quarantine). აგრეთვე, ქვეყნაში შესვლიდან მე-7 დღეს, მათ საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი.

„B” ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალი არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine).

ყველა მგზავრი, ვისაც გააჩნია მგზავრობამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში ბოტსვანაში, ესვატინში, განაში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეში ყოფნის ან ტრანზიტის ისტორია, ვალდებულია გაიაროს 14 დღიანი კარანტინი ბანგლადეშის მთავრობის მიერ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ რომელიმე სასტუმროში (institutional quarantine). აგრეთვე, ქვეყნაში შესვლიდან მე-7 და მე-14 დღეს, მათ საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი.

 ტესტის წარდგენის ვალდებულება

   ყველა მზავრისათვის სავალდებულოა მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. 12 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან ამ ვალდებულებისგან.

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

ნებადართულია ტრანზიტით მგზავრობა, თუმცა საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. „B“ ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს შეუძლიათ ტრანზიტული მგზავრობა „A“ ჯგუფის ქვეყნების გავლით, იმ პირობით, რომ ისინი არ გასცდებიან აეროპორტის ტერიტორიას და იქნებიან შესაბამისი ავიაკომპანიების წარმომადგენლების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://caab.gov.bd/covid19f.html;

http://caab.gov.bd/circul/21-4482.pdf

http://caab.gov.bd/circul/12-2021.pdf

ბაჰრეინი

16 - 11 - 2021

მდგომარეობით

    ქვეყანაში შესვლის პირობები

2021 წლის 10 ოქტომბრიდან საქართველო ამოღებულ იქნა ბაჰრეინის „წითელი სიიდან“. საქართველოს მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ვიზა ბაჰრეინში შესასვლელად.

ამასთანავე, საქართველოს ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა (მეორე დოზიდან უნდა იყოს გასული არანაკლებ 14 დღე) ბაჰრეინში ჩასვლისთანავე უნდა გაიკეთონ PCR ტესტი. ასევე, ტესტი კეთდება ქვეყანაში ჩასვლიდან მე-5 და მე-10 დღეს. არ არის საჭირო ტესტის წარდგენა არც თვითმფრინავში ჩასხდომისას და არც ქვეყანაში ჩაფრენისას (როგორც აღინიშნა, ტესტი კეთდება ჩასვლისთანავე). 

ქვეყანაში შესვლისას წარმოდგენილ უნდა იქნას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ან ბაჰრეინის სამეფოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnson&Johnson, Sinopharm) განხორციელებული აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი QR კოდით.

არავაქცინირებული მოქალაქეები ექვემდებარებიან შემდეგ რეგულაციებს:

-         თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი PCR ტესტი QR კოდით;

-         ბაჰრეინში ჩაფრენისთანავე უნდა გაიკეთონ PCR ტესტი;

-         ტესტის გაკეთება აუცილებელია ჩასვლიდან მე-5 დღეს;

-         ასევე ჩასვლიდან მე-10 დღეს;

-         12 წელს ზემოთ ყველა არავაქცინირებული მოქალაქე ექვემდებარება 10-დღიან კარანტინს.          

მე-5 და მე-10 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტების საფასურის თანხა (36 ბაჰრეინული დინარი, დაახლოებით 96 აშშ დოლარი) გადახდილი უნდა იყოს ქვეყანაში ჩასვლამდე BeAware Bahrain bh.bh/covidpay აპლიკაციაზე, ან ჩასვლისას აეროპორტის სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურში.  

https://www.bahrainairport.bh/covid-19-travel-information                  https://healthalert.gov.bh/en/ 

ბუტანი

01-01-2021

მდგომარეობით

შეზღუდულია

ამჟამად ქვეყნის საზღვრები ტურისტებისთვის დაკეტილია განუსაზღვრელი ვადით.

ზოგადად ნებადართული არ არის ქვეყანაში შესვლა. ქალაქ პაროში მოქმედი ბუტანის ერთადერთი საერთაშორის აეროპორტიდან ა. წ. ოქტომბრიდან განახლდა ცალკეული ფრენები მეზობელი ქვეყნების - ინდოეთის, ბანგლადეშისა და ტაილანდის მიმართულებით. აღნიშნულ ფრენებზე დაიშვებიან მხოლოდ ბუტანისა და გაფრენის/დანიშნულების ქვეყნის მოქალაქეები.

ვიეტნამი

30-03-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

2022 წლის 15 მარტიდან ქვეყანაში საჰაერო გზით შესვლა ნებადართულია SARS-CoV-2 ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს  RT-PCR/RT-LAMP ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი გამგზავრებამდე 24 საათის განმავლობაში და დოკუმენტურად დადასტურდეს შესაბამისი დაწესებულების მიერ.

ხმელეთით, საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შესვლისას, ასევე მოითხოვება აღნიშნული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ხოლო ტესტის პასუხების არ ქონის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ვიეტნამში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში ჩაიტაროს RT-PCR/RT-LAMP ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი. Covid-19  ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია დაემორჩილოს  ჯანდაცვის სამსახურების მითითებებს.

2 წლამდე ასაკის ბავშვები ტესტის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან.

გამგზავრებამდე აუცილებელია ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://tokhaiyte.vn/ რომელიც წარდგენილი უნდა იქნას ვიეტნამში სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს.

იაპონია

05 - 04 - 2023

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

ზოგადი ინფორმაცია

 

2023 წლის 8 მაისიდან იაპონია სრულიად გააუქმებს საზღვარგარეთიდან შემოსულ მგზავრებთან მიმართებაში COVID-19-თან დაკავშირებით შემოღებულ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებულ ზომებს, რომლის მიხედვით, მგზავრებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან COVID-19 ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც აღებული უნდა იქნეს იაპონიაში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე.

 

აღნიშნული უკავშირდება იაპონიის კანონმდებლობის შესაბამისად, COVID-19-ის ლეგალური კატეგორიის მე-5 დონეზე გადაყვანას, რაც ნიშნავს, რომ COVID-19 სეზონური გრიპის კატეგორიას გაუთანაბრებდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

სასაზღვრო კონტროლის ზომების მთლიანად გაუქმებამდე, იაპონია 2023 წლის 5 აპრილიდან ასევე შეამსუბუქებს სასაზღვრო პროცედურებს პირდაპირი ფრენით ჩინეთიდან ჩამომსვლელთათვის (გარდა ჰონგ-კონგის და მაკაოს) და მისცემს მათ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას კოვიდ ვაქცინაციის (სამი დოზით) დამადასტურებელი სერტიფიკატის, ან  COVID-19 ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, 2023 წლის 1 მარტიდან ჩინეთიდან პირდაპირი ფრენით ჩამომსვლელთათვის (გარდა ჰონგ-კონგის და მაკაოს) აეროპორტშივე ხორციელდება COVID-19 ტესტირება (იხილეთ ბმული).

 

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის 11 ოქტომბრიდან განახლდა პანდემიის გამო შეჩერებული იაპონიის ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზების გაცემა იაპონიის საელჩოების, გენერალური საკონსულოების და საკონსულოების მიერ ყველა ქვეყანაში/რეგიონში (იხილეთ ბმული).

 

იაპონიაში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე იაპონიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზები გაიცემა საქართველოში იაპონიის საელჩოში.

 

ამასთან, 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, იაპონიაში ვიზიტისას აღარ დასჭირდებათ მოკლევადიანი ვიზის გაფორმება.

 

  • სამჯერადი ვაქცინაციის (ბუსტერდოზის ჩათვლით) დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი მგზავრები თავისუფლდებიან აეროპორტში ტესტის ჩატარებისა და თვითიზოლაციის მოთხოვნისგან.

 

  • სამჯერადი ვაქცინაციის სერტიფიკატის (ორჯერ ვაქცინირებული ან ვაქცინაციის გარეშე) არქონის შემთხვევაში, მგზავრები აღარ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მოეთხოვებათ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა. ტესტირების დამადასტურებელი სერტიფიკატის აუცილებელი რეკვიზიტებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაფართოვდა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ავტორიზებულ ვაქცინათა ნუსხა:

 

ვაქცინა

მწარმოებელი

 COMIRNATY intramuscular injection

 COMIRNATY RTU intramuscular

 Injection

 Pfizer

 BioNTech

 Fosun Pharma

 Spikevax intramuscular injection

 Moderna

 Vaxzevria intramuscular injection

 AstraZeneca

 Covishield

 Serum Institute of India

 JCOVDEN intramuscular injection

 Janssen

 COVAXIN

 Bharat Biotech

 Nuvaxovid intramuscular injection

 Novavax

 COVOVAX

 Serum Institute of India

 Covilo

 BBIBP-CorV

 Inactivated COVID-19 Vaccine (Vero Cell)

 Sinopharm/Beijing Institute of Biological Products

 CoronaVac

 COVID-19 Vaccine (Vero Cell), Inactivated

 Sinovac

 CONVIDECIA

 CanSino Biologics

 

 

ვაქცინაციის სერტიფიკატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

იაპონიის აეროპორტებში ტრანზიტით გავლა დაშვებულია, თუმცა დაკავშირებული ფრენა უნდა სრულდებოდეს იმავე დღეს. ტრანზიტის ზონაში მგზავრებს ღამისთევის უფლება არ ეძლევათ.

 

წინასწარი რეგისტრაცია

 

  • იაპონიაში მგზავრობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იაპონიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია გამოიყენონ ე.წ. „Fast Track“ და დაასრულონ საკარანტინო პროცედურის ძირითადი ნაწილი, ვინაიდან საკარანტინო პროცედურა ბევრად უფრო გამარტივდება. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით „Fast Track“-ის ბმულზე: https://www.hco.mhlw.go.jp/en/

 

  • მოითხოვება წერილობითი თანხმობის ე.წ. „written pledge“ წარდგენა.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ამის გამო რეომენდირებულია ინფორმაციის გადამოწმება და კონსულტაციების გავლა საქართველოში იაპონიის საელჩოში, ასევე იაპონიის სხვადასხვა უწყებების ვებ-გვერდებზე:

 

https://www.mofa.go.jp/ca/fna/page4e_001053.html#section7

https://www.mhlw.go.jp/stf/covid-19/bordercontrol.html

https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საიმიგრაციო მომსახურების სააგენტო 

ჯანდაცვის სამინისტრო 

ჩინეთი

27-06-2023

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 

2023 წლის 15 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერი კატეგორიის ვიზის მოთხოვნის/აღების უფლება ეძლევათ, მათ შორის ტურისტული და მკურნალობის მიზნით.

 

ნებისმიერმა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან ჩინეთში, გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს RT-RCP ტესტირება (აუცილებელია ინგლისურენოვანი და ბეჭედდასმული ტესტის პასუხის წარდგენა). შესაბამისი ტესტის პასუხში უნდა იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და სხვა. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრს ეძლევა ჩინეთში გამგზავრების უფლება. ჩინეთში გამგზავრებამდე ტესტის პასუხს ასევე ითხოვს ავიაკომპანია.

 

ხოლო პირები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოდან ჩინეთში პირდაპირი ფრენით, გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ RT-RCP ტესტი ან სწრაფი ანტიგენის ტესტი (RAT). ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრს ეძლევა  ჩინეთში გამგზავრების უფლება. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიის მხრიდან მგზავრს არ მოეთხოვება ტესტის პასუხის წარდგენა.

 

ყველა მგზავრს, რომელიც მიემგზავრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მგზავრობის დროს მოეთხოვება სამედიცინო პირბადის ტარება.

 

ჩინეთში მიმავალ მგზავრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრის კვეთის ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათის“ შევსების რომელიმე ქვემოთ მოცემული მეთოდი:


1) WeChat-ის მინი პროგრამა „海关旅客指尖服务“ (Customs Passenger FingertipService)

 

2) ვებ-გვერდი: https://htdecl.chinaport.gov.cn/htdeclweb/home/pages/healthDeclare/declare.html

 

3) „掌上海关“-ის (CHINA CUSTOMS) აპლიკაცია

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლის წესები

ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები მოხსნილია, საზღვარზე ხორციელდება მხოლოდ ტერმოსქრინინგი. თუმცა, თუ ჰონგ-კონგიდან მგზავრი კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე მიემგზავრება, მაშინ ტესტი და დეკლარაცია აუცილებელია.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://www.coronavirus.gov.hk/eng/inbound-travel.html

                                                                                         https://www.coronavirus.gov.hk/sim/inbound-travel-faq.html

ინდონეზია

27-06-2023

მდგომარეობით

ზოგადი ინფორმაცია:

 

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 09 ივნისიდან საერთაშორისო მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ მობილური აპლიკაციის SATUSEHAT-ის ჩამოტვირთვა და კოვიდ ვაქცინაციის მეორე დოზის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://covid19.go.id/en/artikel/2023/06/12/nota-edaran-kemenlu-no-se00082pk06202364

 

საერთაშორისო მგზავრები კვლავაც ვალდებულნი არიან ინდონეზიაში გამგზავრებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე შეავსონ ელექტრონული საბაჟო დეკლარაცია, ჩამოტვირთონ/შეინახონ გენერირებული QR კოდი და წარადგინონ ქვეყანაში შესვლისას. საბაჟო დეკლარაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://ecd.beacukai.go.id/ 

 

 დამატებითი ინფორმაცია

 

COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებული მგზავრობის რეგულაციების გადამოწმება შესაძლებელია ბმულებზე:

 

https://covid19.go.id/en/p/regulasi

https://www.imigrasi.go.id/id/covid19/

აღმოსავლეთ ტიმორი

24 - 01 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია (გარკვეული შეზღუდვებით)

 ზოგადი ინფორმაცია

 ქვეყანაში შესვლისათვის ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და
  • ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ინდონეზიურ, პორტუგალიურ ან ინგლისურ ენაზე;

     მგზავრები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს;

 

     მგზავრები ქვეყანაში ჩასვლისას, აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო სქრინინგს, რომლის შედეგადაც თუ აღმოჩნდა, რომ პირი ინფიცირებულია COVID-19 ვირუსით, ის შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაინაცვლებს კარანტინში.

ინდოეთი

06 - 09 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია (გარკვეული შეზღუდვებით)

 ზოგადი ინფორმაცია

 

მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულით. ინდოეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით შესვლა აღდგა 2021 წლის 15 ნოემბრიდან.

 

სავიზო განაცხადი შეიძლება გაკეთდეს როგორც ჩვეულებრივ, ასევე ელექტრონულად. დამეტებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://indianvisaonline.gov.in/

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება ვაქცინირებულ პირებზეც.

 

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია: AstraZeneca, Pfizer, Moderna, Janssen, Sputnik V, Covaxin Bharat Biotech - ინდოეთი, Covishield  (AstraZeneca) - ინდოეთი, ZyCoV-D Zydus Cadila - ინდოეთი.

 

სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

ქვეყანაში ჩასვლამდე, ყველა მგზავრს ტელეფონში ჩატვირთული უნდა ქონდეს აპლიაკცია Aarogya Setu.

 

უცხოეთიდან მომავალმა ყველა მგზავრმა, გამგზავრებამდე:

 

  • Air Suvidha პორტალზე (www.newdelhiairport.in/airsuvidha/apho-registration) უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა (self-declaration form), რომელშიც აგრეთვე მითითებული იქნება ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია. აღნიშნული ფორმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ქვეყანაში შესვლისას;
  • უნდა ატვირთოს, მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მოწმობა ან COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მოწმობა. 2022 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, ინდოეთი აღიარებს შემდეგ ქვეყნებში გაცემულ ვაქცინაციის მოწმობებს: https://www.newdelhiairport.in/pdf/ListofCountries-22Aug2022.pdf. ამ ქვეყნების სიაში შესულია საქართველოც.
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუბლებულნი არიან ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, როგორც გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში შესვლის შემდეგ. თუმცა, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მათ უნდა ჩაუტარდეთ ტესტი და გაიარონ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები;
  • უნდა წარადგინოს დეკლარაცია წარდგენილი ინფორმაციის აუთენტურობის თაობაზე. ყალბი ინფორმაციისა და მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება ექვემდებარება სისხლის სამართლებლივ დევნას.

 

აეროპორტში, ჩასულ მგზავრებს უტარდებათ თერმოსქრინინგი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ხდება ასეთი მგზავრების იზოლირება, რის შემდეგ მათ უტარდებათ COVID-ტესტი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, მგზავრი გადის მკურნალობას დადგენილი პროტოკოლის მიხედვით.

 

უცხოეთიდან ჩასული მგზავრებიდან შემთხვევითი წესით შერჩეულ დაახლოებით 2 %-ს აეროპორტშივე უტარდებათ COVID-19 RT-PCR ტესტი. ასეთ მგზავრებს აეროპორტის დატოვება შეუძლიათ უშუალოდ ტესტისთვის ნიმუშების აღების შემდეგ. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრები დაექვემდებარებიან დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მკურნალობას.

 

ყველა მგზავრმა ქვეყანაში შესვლიდან მომდევნო 14 დღის განმავლობაში უნდა აწარმოოს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

 

თუ მგზავრებს ჯანმრთელობის მონიტორინგის 14-დღიან პერიოდში გამოუვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ამის შესახებ აცნობონ უახლოეს ჯანდაცვის დაწესებულებას ან დარეკონ დახმარების ერთიან ეროვნულ (1075) ან ცალკეული შტატის დახმარების ნომრებზე, იხილეთ ბმულზე.: https://www.newdelhiairport.in/pdf/Guidelines-for-International-arrivals-updated-on-10th-February-2022-11-02-22.pdf

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3

კამბოჯა

28-03-2022

მდგომარეობით

 დაშვებულია, გარკვეული პირობით

კამბოჯის სამეფოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ვიზის აღებას შეძლებენ საზღვარზე. ელექტრონული ვიზების გაცემა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.evisa.gov.kh.

კამბოჯის ტერიტორიაზე სრულად ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარმოადგინოს Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი. არავაქცინირებულ პირებს მოეთხოვებათ კამბოჯის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა.

დამატებითი ინფორმაცია

კამბოჯაში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის დაზღვევა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.mfaic.gov.kh/covid-19

https://www.nphl.niph.org.kh/covid19/en

https://www.forteinsurance.com/covid-19-insurance/

 

კორეა

02-09-2022

მდგომარეობით

დაშვებულია, გარკვეული პირობით

ზოგადი ინფორმაცია

 

2022 წლის 1 ივნისიდან განახლდა საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი/ტურისტული ვიზების გაცემა.

 

2022 წლის 3 სექტემბრიდან კორეის რესპუბლიკაში შემომსვლელი ნებისმიერი პირი, განურჩევლად მოქალაქეობისა, თავისუფლდება ჩამოსვლამდე 48 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან, იგივე ეხება ანტიგენის ტესტს (სწრაფი ტესტი).

 

ძალაში რჩება ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში სავალდებული PCR ტესტირება.

 

გრძელვადიანი ვიზის მფლობელთათვის, PCR ტესტი არის უფასო (ტესტის გაკეთება უნდა მოხდეს მუდმივი საცხოვრებლის მისამართის მიხედვით, მოქმედ სამედიცნო ცენტრებში).

 

მოკლევადიანი ვიზის მფლობელებისთვის (ტურისტი და სხვა) PCR ტესტი არის ფასიანი და მისი გაკეთება შესაძლებელია აეროპორტში არსებულ სპეციალურ ცენტრებში.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

კოვიდ-19 რეგულაციები განთავსებულია კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

კორეის დაავადებათა კონტროლის პრევენციის სააგენტოს ვებგვერდი (მხოლოდ კორეულ ენაზე)

 

ლაოსი

12-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

12 წლის ზემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე პირები თავისუფლდებიან ტესტის აღების ვალდებულებისგან;
  • ლაოსის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს, რომლებსაც არ გააჩნიათ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი მოეთხოვება მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული სწრაფი ტესტის (ATK) სერტიფიკატის წარმოდგენა (აეროპორტებში და საზღვრის კვეთის პუნქტებში არ წარმოებს ტესტის აღება).

ინფორმაციისთვის: მკურნალობის ხარჯების დაფარვა ხდება ლაოსში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://www.mofa.gov.la/

მალაიზია

16-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია, გარკვეული პირობებით

 ზოგადი ინფორმაცია

13 წლისა და ზემოთ ასაკის სრულად ვაქცინირებულ პირებს მოეთხოვებათ:

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

12 წლისა და ქვემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

 არასრულად ან არავაქცინირებულ 17 წლისა და ქვემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება;

მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის აღება;

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) აეროპორტში ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში აღება (ანტიგენის ტესტის საფასურის გადახდა ხდება მალაიზიაში ჩამოსული პირის მიერ).

არასრულად ან არავაქცინირებულ 18 წლისა და ზემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება

მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის აღება;

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) აეროპორტში ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში აღება (ანტიგენის ტესტის საფასურის გადახდა ხდება მალაიზიაში ჩამოსული პირის მიერ).

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) გავლის წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ-გვერდზე -  https://airport.doctor2u.my/

მალაიზიაში სრულად ვაქცინირებულად ითვლება ის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ვაქცინირებულია ორდოზიანი ვაქცინის ორივე დოზით ან ერთდოზიანი ვაქცინით და ამასთან მიღებული აქვთ ბუსტერის დოზაც.

მალაიზიაში აღიარებული ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ-გვერდზე -  https://covid19.trackvaccines.org/country/malaysia/

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე მოეთხოვებათ მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ დეკლარაციის შევსება.

პირმა საკუთარი ვაქცინაციის სერტიფიკატის რეგისტრაციისთვის და ვაქცინაციის დამადასტურებელი მალაიზიური ციფრული სერტიფიკატის მისაღებად მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე 5 დღით ადრე MySejahtera-ს აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში უნდა წარადგინოს/შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.

მალდივები

14 - 02 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია, გაკვეული პირობით

 ზოგადი ინფორმაცია

მგზავრობა ნებადართულია ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნით.

ტურისტული მიზნით ჩასულ მგზავრებს უნდა გააჩნდეთ სასტუმროს დადასტურებული ჯავშანი ქვეყანაში დაგეგმილი ყოფნის მთელი პერიოდისთვის.

ქვეყანაში ჩასვლისას, საზღვარზე ყველა ტურისტს შეუძლია უფასოდ მიიღოს 30-დღიანი ვიზა.

ტურისტული ვიზა შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებითი მოსაკრებლის გარეშე.

ყველა მგზავრმა, მათ შორის  ტურისტული მიზნით მიმავალმა მგზავრებმაც, ქვეყანაში შესვლისას უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც ჩატარებულ უნდა იყოს მგზავრობამდე არაუმეტეს 96 საათით ადრე. გამონაკლისს წარმოადგენენ 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

ქვეყანაში შესვლისას PCR ტესტის ჩატარება არ არის სავალდებულო.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech
  • Moderna
  • Janssen
  • Sinopharm
  • Sputnik V;
  • Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი);

    ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ (Janssen შემთხვევაში ერთი დოზის შემდეგ) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

კარანტინის გავლისგან გათავისუფლებული არიან:

  • ტურისტული ვიზის მფლობელები (ორივე - ვაქცინირებული და არავაქცინირებული);
  • სრულად ვაქცინირებული მალდივების მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
  • სრულად ვაქცინირებული დიპლომატიური ვიზის მფლობელები და მათი ოჯახის წევრები;
  • სრულად ვაქცინირებული სამუშაო ვიზის მფლობელები და მათი ოჯახის წევრები;
  • მგზავრები, რომლებიც უკვე იყვნენ დაავადებულნი COVID-19-ით, ხოლო მათი განკურნებიდან გასულია არაუმეტეს 60 დღისა;
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მყოფი არავაქცინირებული არასრულწლოვანები.

ჩამოთვლილი კატეგორიის პირებმა, გარდა ტურისტებისა, ქვეყანაში შესვლიდან 3 - 5 დღეში, საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

მალდივების არავაქცინირებული მოქალაქეები და მალდივების გრძელვადიანი ვიზის მფლობელი არავაქცინირებული უცხოელები ვალდებულნი არიან საკუთარი ხარჯებით გაიარონ 14-დღიანი კარანტინი. კარანტინის დასრულების შემდეგ მათ, ასევე საკუთარი ხარჯებით, უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

მგზავრები, რომლებიც ექვემდებარებიან კარანტინის გავლას, ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად, მგზავრობამდე 24-48 საათით ადრე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: arrivals.heoc@health.gov.mv 


ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

ნებადართულია მალდივების გავლით ტრანზიტი.

თუ ტრანზიტის ხანგრძლივობა აღემატება 24 საათს, მგზავრები ვალდებული არიან, მომდევნო მგზავრობამდე არაუმეტეს 96 საათით ადრე, განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


რეგისტრაციის ვალდებულება

მგზავრებმა, როგორც ქვეყანაში შესვლის, ასევე ქვეყნის დატოვების დროს, მგზავრობამდე არაუმეტეს 48 საათით ადრე, მალდივების სასაზღვრო უწყების ვებ-გვერდზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული დეკლარაცია - Traveler Health Declaration:  https://imuga.immigration.gov.mv/ethd


დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ბმულებზე:

https://www.tourism.gov.mv/

https://covid19.health.gov.mv/en/?c=0

 

მაროკოს სამეფო

08 - 11 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 

მაროკოს სამეფოში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს. საჭიროა მხოლოდ სანიტარული ფორმის შევსება ლინკზე: https://www.onda.ma/form.php

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

მონღოლეთი

26.01.2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

უცხოეთიდან ჩასულმა მგზავრებმა საზღვარზე, საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი. აგრეთვე, მათ 5 დღის განმავლობაში, სახლის პირობებში უნდა აწარმოონ საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac, Sputnik V.

12 იანვრიდან, ქვეყანაში ჩასული მგზავრები გათავისუფლებული არიან საიზოლაციო დაწესებულებებში 3-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულებისგან;

4 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან საზღვარზე „COVID-19“-ის ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან. ამასთან, რეკომენდირებულია, რომ ისინი 3 დღის განმავლობაში, სახლის პირობებში დარჩნენ მონიტორინგის ქვეშ.

ნეპალი

14-01-2022

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის და იზოლაციის პირობით)

ზოგადი ინფორმაცია

ვაქცინირებულთა მიმართ მოქმედებს ქვეყანაში შესვლის განსხვავებული წესი.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech;
  • Sinopharm;
  • Sinovac;
  • Sputnik V;
  • Covaxin Bharat Biotech (ინდოეთი)
  • Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი);

    ვაქცინაციის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.


 ვაქცინირებულთა შესვლის პირობები

ვაქცინირებულთათვის მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.

სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს ნეპალის ვიზის მიღება შეუძლიათ უშუალოდ აეროპორტში (visa on arrival).

ნეპალში არ დაიშვებიან მგზავრები, რომლებიც მგზავრობამდე ბოლო 3 კვირამდე პერიოდში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოთო, ესვატინი, მოზამბიკი, მალავი და ჰონგ კონგი. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნეპალში მგზავრობის უფლება აქვთ მხოლოდ ნეპალის მოქალაქეებს, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის და ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელებს. ეს პირები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


 არავაქცინირებულთა შესვლის პირობები

არავაქცინირებულმა ან არასრულად ვაქცინირებულმა მგზავრებმა ნეპალის ვიზა უნდა მიიღონ საზღვარგარეთ ნეპალის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ნეპალში არ დაიშვებიან მგზავრები, რომლებიც მგზავრობამდე ბოლო 3 კვირამდე პერიოდში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოთო, ესვატინი, მოზამბიკი, მალავი და ჰონგ კონგი. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნეპალში მგზავრობის უფლება აქვთ მხოლოდ ნეპალის მოქალაქეებს, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის და ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელებს. ეს პირები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


 ტესტის წარდგენა/ადგილზე ჩატარება

ტესტის წარდგენა:

ყველა მგზავრისათვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ჩასვლისას ტესტის ჩატარება

აეროპორტში PCR ტესტირების ჩატარება არ არის სავალდებულო.

5 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან ტესტის ჩატარებისგან.

ტესტის ჩატარება არ არის სავალდებულო 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში, მათთან მიმართებაში ძალაშია იგივე პროცედურები, რაც ზრდასრულების შემთხვევაში.

დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელები, რომლებიც გამონაკლისის სახით, სარგებლობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანიდან, ზიმბაბვიდან, ნამიბიიდანა, ლესოთოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან, მალავიდან და ჰონგ კონგიიდან ნეპალში შესვლის პრივილეგიით, ვალდებულნი არიან ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, აეროპორტშივე საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ „ანტიგენ“ ტესტი.  

თვითიზოლაცია/კარანტინი

არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრებისთვის სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. მე-11 დღეს მათ, ასევე საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

მგზავრობამდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოთოში, ესვატინში, მოზამბიკში, მალავისა და ჰონგ კონგიში ყოფნის ისტორიის მქონე, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის ან ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მფლობელი უცხოელები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

 წინასწარი რეგისტრაცია

მგზავრობამდე, ყველა მგზავრმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა შემდეგ მისამართზე: https://ccmc.gov.np/

მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ფრომის შევსების დროს გენერირებული QR-კოდი.


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://www.immigration.gov.np/      https://ccmc.gov.np/

სამოა

16-11-2020

მდგომარეობით

შეზღუდულია

საქართველოს მოქალაქეთათვის შესაძლებელია შემოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სამოას (ორმაგი) მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების უფლება(გამონაკლისი დაიშვება ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ ვიზებთან დაკავშირებით).

შემოსვლის უფლების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლისას უწევს 14 დღიანი კარანტინის გავლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ განთავსების დაწესებულებებში, რისი ხარჯიც თავად მოქალაქემ უნდა დაფაროს, კოვიდ ტესტის გაკეთება სავალდებულო არ არის სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში.

სეიშელის რესპუბლიკა

16.08.2022 მდგომარეობით

დაშვებულია პირობებით

სეიშელის რესპუბლიკაში მოგზაურობის მსურველებმა უნდა წარმოადგილნონ სრული ვაქცინაციის (ორი დოზა + ბუსტერ დოზა თუ 6 თვეა გასული მეორე დოზის გაკეთებიდან) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში PCR ტესტის ჩატარების (მაქსიმუმ 72 საათით ადრე) დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე:

https://www.mfa.gov.sc/covid-19

სინგაპური

01 - 03 - 2023

მდგომარეობით

ზოგადი ინფორმაცია

       

        2023 წლის 13 თებერვლიდან, გაუქმდა სინგაპურში შესვლასთან დაკავშირებით კოვიდ პანდემიის ფონზე მოქმედი მოთხოვნები, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად. COVID-19 ვაქცინაცია ესაჭიროებათ მხოლოდ მუდმივი ბინადრობის უფლების, გრძელვადიანი ყოფნის და სამუშაო ნებართვების მქონე აპლიკანტებს. მგზავრებს, რომლებიც სინგაპურში შესვლამდე 6 დღით ადრე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ჯგუფად განსაზღვრულ რეგიონებში/ქვეყნებში (პირველ რიგში, აფრიკა და ლათინური ამერიკა), მოეთხოვებათ ყვითელი ცხელების ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ მგზავრებს, მათ შორის მცირეწლოვანებს და სამედიცინო უკუჩვენების მქონე პირებს, მოუწევთ 6 დღიანი კარანტინის გავლა.

 

       ზოგადი საიმიგრაციო მოთხოვნები:

 

  • სულ მცირე 6 თვით მოქმედი პასპორტი;
  • ვიზა, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ აქვთ სინგაპურთან უვიზო მიმოსვლა. Visa-Free Transit Facility ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ სინგაპურში შესვლა უვიზოდ მაქსიმუმ 96 საათით, თუკი სინგაპური არის მათი ტრანზიტის და არა საბოლოო დანიშნულების ქვეყანა.
  • სავალდებულოა SGAC declaration შევსება მგზავრობამდე 3 დღით ადრე.
  • აკრძალული ნივთების და საბაჟო პროცედურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:

 

       რეკომენდებულია  TraceTogether app  აპლიკაციის გამოყენება.

      დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.ica.gov.sg/enter-transit-depart/entering-singapore

 

   ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში (ანუ, როდესაც დანიშნულების ქვეყანას არ წარმოადგენს სინგაპური), საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მიეცეთ სინგაპურში უვიზოდ შესვლის უფლება, მაქსიმუმ 96 საათით. გადაწყვეტილებას ე.წ. Visa Free Transit Facility გამოყენების შესახებ, დისკრეციულად, იღებს სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახური. ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სინგაპურის საჰაერო გზით დატოვების ვალდებულება. გთხოვთ, მგზავრობამდე, წინასწარ გადაამოწმოთ ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa-free-transit-facility 

ფილიპინები

18 - 03 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

ფილიპინების რესპუბლიკის ინფექციურ დაავადებათა მართვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, დროებით გაუქმდა, კოვიდ პანდემიის ფონზე, ქვეყნების კლასიფიკაციის (მწვანე, ყვითელი, წითელი) აქამდე მოქმედი რეგულაცია. პირველი თებერვლიდან, საერთაშორისო მგზავრებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ შემდეგი პირობებით:

  • სრული დოზით ვაქცინირებული მგზავრები, მათ შორის დიპლომატები და მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები, დელეგაციები და 9 (e) visa კატეგორიის მფლობელები წარადგენენ მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. უქმდება სავალდებულო კარანტინი. ქვეყანაში შესვლიდან 7 დღის განმავლობაში სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სამსახურს (LGU) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • ფილიპინები აღიარებს საქართველოს კოვიდ სერტიფიკატს.  
  • არავაქცინირებულმა, ნაწილობრივ ვაქცინირებულმა და განუსაზღვრელი სტატუსის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ სავალდებულო კარანტინი მათ მიერ წინასწარ დეკლარირებულ საცხოვრებელ ან სახელმწიფოს მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. თუ მე-5 დღეს აღებული ტესტი იქნება უარყოფითი, შეეძლებათ სახლში გადასვლა და კარანტინის გაგრძელება მე-14 დღემდე.
  • ზემოთ განსაზღვრული კატეგორიის პირთა 12 წლამდე ბავშვები, დაექვემდებარებიან იმავე პროტოკოლს, რასაც მოზარდები.
  • 12-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მიმართ მოქმედებს პროტოკოლი მათი ვაქცინაციის სტატუსის შესაბამისად.
  • ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ ინფექცია და კვლავ უფიქსირდებათ დადებითი პასუხი, აქვთ ფილიპინებში გამგზავრების უფლება, თუ წარადგენენ შემდეგ დოკუმენტებს: ა. არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღით ადრე აღებული დადებითი RT-PCR ტესტის პასუხი; ბ. მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის დადებითი პასუხი (თუ მგზავრობის დროს, არ ტოვებენ ნებისმიერი სხვა/მესამე ქვეყნის აეროპორტს); გ. ლიცენზირებული ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომ: მოქალაქე იყო ასიმპტომატური, მსუბუქი ან მძიმე მიმდინარეობის პაციენტი; დასრულებული აქვს სავალდებულო იზოლაციის ვადა; არ არის გადამდები და აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. ფილიპინებში შესვლის შემდეგ, მათ მიმართ მოქმედებს ზემოთ აღნიშნული პროტოკოლი ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით.

ფიჯი

16-11-2020

მდგომარეობით

შეზღუდულია

საქართველოს მოქალაქეთათვის შესაძლებელია შემოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ფიჯის (ორმაგი) მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების უფლება(გამონაკლისი დაიშვება ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ ვიზებთან დაკავშირებით).

შემოსვლის უფლების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლისას უწევს 14 დღიანი კარანტინის გავლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ განთავსების დაწესებულებებში, რისი ხარჯიც თავად მოქალაქემ უნდა დაფაროს, კოვიდ ტესტის გაკეთება სავალდებულო არ არის სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში.

შრი ლანკა

17-06-2022

მდგომარეობით

დაშვებულია (გარკვეული პირობით)

ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech;
  • Moderna
  • Janssen
  • Sinopharm          
  • Sinovac;
  • Sputnik V
  • Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი)

ვაქცინაციის მეორე დოზიდან (Janssen შენთხვევაში პირველი აცრიდან) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

12-დან 18 წლმადე ასაკის ბავშვები, თუ ისინი აცრილნი არიან Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზით, აცრიდან 14 დღის შემდეგ უკვე ითვლებიან სრულად ვაქცინირებულად.

კატეგორიის ვიზაზე, მათ შორის ტურისტულ და ბიზნეს ვიზებზე, განაცხადი უნდა გაკეთდეს შემდეგი პორტალის საშუალებით: https://eta.gov.lk/slvisa/

ჟურნალისტის ვიზაზე განაცხადი უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ შრი-ლანკის შესაბამის წარმომადგენლობაში, გამგზავრებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

ბინადრობის / სამუშაო ვიზაზე განაცხადს, განმცხადებლის სახელით, მომწვევი / დამსაქმებლი აკეთებს უშუალოდ საიმიგრაციო სამსახურის გენერალურ კონტროლიორთან, გამგზავრებამდე არანაკლებ 45 დღით ადრე. გენერალური კონტროლიორის თანხმობის შემდეგ, ამ კატეგორიის ვიზას გასცემს საზღვარგარეთ შრი-ლანკის შესაბამისი წარმომადგენლობა https://www.srilanka.travel/helloagain/.

ტესტის წარდგენის ვალდებულება

12 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებისთვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ან 48 საათით ადრე ანტიგენზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის პასუხის წარდგენა https://www.srilanka.travel/helloagain/.

სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს არ მოეთხოვებათ აეროპორტში PCR ტესტის გაკეთება.

არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული მგზავრები გათავისუფლებული არიან აეროპორტში PCR ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან.

https://www.srilanka.travel/helloagain/

შრი-ლანკის გავლით ტრანზიტი ნებადართულია.

დაზღვევა

აგრეთვე, უცხოელმა ტურისტებმა, შრი-ლანკის ტურიზმის უწყების ვებ-გვერდის საშუალებით უნდა შეიძინონ COVID-19-ის მკურნალობის დაზღვევა (ფასი 12 აშშ დოლარი) https://www.visitsrilanka.gov.lk/.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3 

ბმული 4

ბმული 5

 

არაბთა გაერთიანებული საამიროები

18 - 08 - 2022

მდგომარეობით

 ზოგადი ინფორმაცია

 

2022 წლის 26 თებერვლიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმავალმა ნებისმიერმა მგზავრმა უნდა დააკმყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

  • ვაქცინირებულმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი QR კოდით. ასეთ პირებს არ მოეთხოვებათ RT-PCR  ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  • არავაქცინირებულმა მგზავრმა უნდა წარადგინოს უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი QR კოდით ან უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ცნობა, ასევე QR კოდით.

 

მოგზაურობა დუბაიში (ძალაშია 2022 წლის 19 მაისიდან)

 

მგზავრებმა, რომლებიც მიემგზავრებიან დუბაიში ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებიდან (GCC), უნდა შეასრულონ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა:

  • წარმოადგინონ მოქმედი COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, ​​რომ მგზავრი სრულად არის ვაქცინირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ დამტკიცებული ვაქცინით. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს QR კოდს.
  • წარმოადგინონ COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მოლეკულურ დიაგნოსტიკურ ტესტს, რომელიც განკუთვნილია SARS-COV-2 ვირუსული რნმ-ის ნუკლეინის მჟავის ხარისხობრივი გამოვლენისთვის. სერტიფიკატი უნდა გაიცეს 48 საათის განმავლობაში ნიმუშის შეგროვების მომენტიდან ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერის მიერ და უნდა შეიცავდეს QR კოდს.
  • წარმოადგინონ უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელი სერტიფიკატი QR კოდით.  

 

თუ მგზავრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნიგერიიდან, ბანგლადეშიდან ან ეგვიპტიდან, PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს შემდეგ ბმულზე ჩამოთვლილ ლაბორატორიათაგან ერთ-ერთში. 

COVID-19-ზე ტესტირების პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან:

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

დუბაიში ტრანზიტულ მგზავრებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუ ეს არ არის დადგენილი მათი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების თანახმად.

მგზავრებმა, რომლებსაც Dubai Connect/Stopover პაკეტი აქვთ შეძენილი, უნდა დაიცვან იგივე მოთხოვნები, რაც დუბაიში შესვლაზეა დაწესებული. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

მოგზაურობა აბუ-დაბიში

 

აბუ-დაბიში მოგზაურობისას COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა არაა სავალდებულო შემდეგი კატეგორიის მგზავრებისთვის:

სრულად ვაქცინირებული პირებისთვის;

  • 16 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • პირებისთვის, ვინც ფლობს უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელ სერტიფიკატს, QR კოდით.

 

აბუ დაბიში ჩამსვლელი მგზავრებისთვის გაუქმებულია კარანტინი/თვითიზოლაციის მოთხოვნა.

მგზავრმა უნდა წარმოადგინოს აბუ-დაბიში გაფრენამდე 48 საათით ადრე ჩატარებული COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, თუ:

  • პირი არ არის სრულად ვაქცინირებული და არ ფლობს გამოჯანმრთელების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • პირი ტრანზიტით იმყოფება აბუ-დაბიში და ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა დადგენილია მისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების თანახმად.

აბუ-დაბიში შესვლისას, აეროპორტში სავალდებულო PCR ტესტირება აღარ ტარდება. თუმცა, მგზავრს შეუძლია ტესტი საკუთარი სურვილით ჩაიტაროს, რათა Al Hosn აპლიკაციაში მიენიჭოს "მწვანე სტატუსი" და დაუბრკოლებლად შეძლოს საჯარო დაწესებულებებში შესვლა. ტესტის ღირებულებაა 40 AED ( დაახლოებით 30 ლარი).

დეტალურად რეგულაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ოფიციალური სამთავრობო პორტალი

დუბაის სახელმწიფო ავიაკომპანია

აბუ-დაბის ტურიზმის დეპარტამენტი

ავღანეთი

16-06-2021 მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის პირობით, მხოლოდ შესაბამისი ვიზის მფლობელთათვის)

საქართველოს მოქალაქეს ავღანეთის ტერიტორიაზე შესასვლელად სჭირდება ვიზის მიღება.

მგზავრობის მიზანი შეიძლება იყოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და საქმიანი.  

ტესტის წარდგენის ვალდებულება

ნებისმიერი ასაკის უცხოელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის სავალდებულოა PCR ტესტის წარდგენა (არაუმეტეს 96  საათის გაცემული).

ქვეყანაში შესვლის პირობები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირისათვის ერთნაირია.

თვითიზოლაცია/კარანტინი

ქვეყანაში ჩასულ უცხოელს, რომელსაც თან აქვს უარყოფითი ტესტი, ეძლევა რეკომენდაცია, რომ თავის საცხოვრებელ ადგილზე გაიაროს 14 დღიანი თვითიზოლაცია.

ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

შესაბამისი ვიზის არსებობის შემთხვევაში, შეზღუდული არ არის.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

  

ეგვიპტე

05 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ეგვიპტეში, არ ესაჭიროება არც კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და არც PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაინფიცირდა COVID-19-ით ეგვიპტეში ყოფნისას, ის დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://egypt.travel/en/travel-safe/ 

https://www.egyptonlinevisa.com/travel-restrictions/

ეთიოპიის ფედრაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

16.08.2022 მდგომარეობით

დაშვებულია პირობებით

ეთიოპიაში მოგზაურობის მსურველმა აეროპორტში უნდა წარმოადგინოს 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის, ან 24 საათით ადრე ჩატარებული ანტიგენ RDT ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, მგზავრს შეუძლია წარმოადგინოს კოვიდისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოჯანმრთელებიდან 90 დღის განმავლობაში, ან კოვიდ ვაქცინაციის (ორჯერადად: ასტრაზენეკა, სინოვაკი, სინოფარმი, მოდერნა, ფაიზერი; ერთჯერადად - ჯონსონ ენდ ჯონსონ ვაქცინა) დამადასტურებელი დოკუმენტი. ვაქცინაციიდან მინიმუმ 2 კვირა უნდა იყოს გასული.

ტრანზიტული წესით მგზავრებს უნდა ჰქონდეთ, ან ადგილზე ჩაიტარონ ანტიგენ - RDT ტესტი.

 

განახლებული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე:

https://www.ethiopianairlines.com/aa/travel-updates/updates-on-covid-19(coronavirus)

ერაყი

04 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის ან ვაქცინის პირობით)

საქართველოს ყველა მოქალაქე, ერაყის რესპუბლიკაში შესვლისას, ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი ან გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადსტურებელი დოკუმენტი.

ტუნისი

15 - 06 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის და ვაქცინის პირობით)

ზოგადი ინფორმაცია

ტუნისში გამგზავრების მსურველმა ყველა ვიზიტორმა 18 წლის ასაკიდან, საზღვარზე უნდა წარადგინოს მხოლოდ ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. JANSSEN წარმოების ვაქცინის მიღებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 28 დღე, ხოლო ყველა სხვა წარმოების ვაქცინის შემთხვევაში, ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 7 დღე.

არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინაცინირებული ვიზიტორები გათავისუფლებულნი იქნებიან  5-დღიანი თვითიზოლაციისგან იმ პირობით, თუ ისინი წარადგენენ ტუნისში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე ჩატარებული PCR-კვლევის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ასევე დაიცავენ ჯანდაცვის პროტოკოლებსა და უსაფრთხოების ზომებს.

18 წლამდე ასაკის მგზავრები გათავისუფლებულნი არიან როგორც SARS-COV-2 ვირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ასევე ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან.

18 წლის ასაკიდან მგზავრებმა ტუნისში შესვლისას უნდა აიღონ სწრაფი ან PCR-ტესტი. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი ექვემდებარება 5-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნას 7 დღემდე.

შესაბამის საიტზე ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შევსებისა და ფორმის წარმოდგენის ვალდებულება დროებით შეჩერებულია.

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ტუნისის საზღვრის კვეთისას მოქალაქე დაექვემდებარება ზემოხსენებულ რეგულაციებს. ამ კატეგორიის ვიზიტორებს აღარ მოეთხოვებათ ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური დეპარტამენტის მიერ წინასწარ გაცემული ლიცენზიის წარმოდგენა.

   

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://www.ontt.tn/ar/blagh 

https://m.nouvelair.com/en/content/tunisia-entry-restrictions   

 

იორდანია

04 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში მგზავრობის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას და მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ კოვიდ-ვირუსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა

საქართველოს ყველა მოქალაქე იორდანიაში გამგზავრებამდე ვალდებულია დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე https://www.visitjordan.gov.jo, რომლის მეშვეობითაც ის მიიღებს სპეციალურ QR კოდს, რომლის წარდგენაც მოეთხოვება აეროპორტში გამოფრენამდე.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.gateway2jordan.gov.jo/form/  - საჰაერო გზით შესვლის პირობები

ირანი

23-12- 2021

მდგომარეობით

დაშვებულია (გაკრვეული პირობით)

 ზოგადი პირობები

 

კორონას ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შესვლისათვის განისაზღვრა შემდეგი ახალი წესები:

  • აფრიკის 8 ქვეყნიდან - ბოტსვანა, ნამიბია, ესვატინი, ლესოთო, მოზამბიკი, ზიმბაბვე, მალავი და სამხრეთ აფრიკა - 2021 წლის 19 დეკემბრიდან 15 დღის განმავლობაში მგზავრების შემოსვლა პირდაპირი გზით და ტრანზიტით აკრძალულია.
  • მგზავრების შემოსვლა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ინფორმაციის განახლებამდე, უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
  • მგზავრები წარადგენენ ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას;
  • მგზავრები წარადგენენ უარყოფით PCR ტესტს 24 საათიდან 72 საათამდე მოქმედების ვადით;
  • საზღვარზე შემოსვლისას, საეჭვო პირებს საკუთარი ხარჯით უკეთდებათ PCR ტესტი.

  • ინგლისიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან პირდაპირ ან ტრანზიტით შემოსულ ყველა მგზავრს, 2021 წლის 19 დეკემბრიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში საზღვარზე შემოსავლისას თან უნდა ჰქონდეს ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა და კორონას უარყოფითი PCR ტესტი 24 საათიდან 72 საათამდე მოქმედების ვადით და შემოსვლის დროს, მათ განმეორებით უნდა გაუკეთდეთ კორონას PCR ტესტი. პირები, რომლებსაც ექნებათ სიმპტომები, ტესტის პასუხის მოსვლამდე უნდა დარჩნენ კარანტინში, ხოლო დანარჩენმა პირებმა ტესტის პასუხის მიღებამდე თავი უნდა შეიკავონ სხვა პირებთან კონტაქტისაგან (სახლში ან საცხოვრებელ ადგილას). უნდა აღინიშნოს, რომ ის პირები, რომელთა კორონას PCR ტესტი იქნება დადებითი, 14 დღის ვადით თავისი ხარჯით უნდა განთავსდნენ კარანტინში.

 

8 წლის და მეტი ასაკის მგზავრისათვის სავალდებულოა PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ინგლისურ ენაზე.

ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი გადაყვანილ იქნება ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკარანტინე ადგილებში 14 დღის ვადით. საკარანტინე ზონაში ცხოვრებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების გადახდა ეკისრება დაავადებულ მგზავრს.

 

დიპლომატები, ოფიციალური და სამთავრობო დელეგაციების წევრები არ არიან ვალდებულნი, წარადგინონ PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ისინი საზღვარზე გაივლიან შემოწმებას (სკრინინგი) და საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, წერილობით კისრულობენ ვალდებულებას, განახორციელონ თვითიზოლაცია საელჩოს ტერიტორიაზე ან სხვა კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილას მანამ, სანამ არ მიიღებენ ტესტის უარყოფით პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში სავალდებულოა კარანტინში დაჩენა 14 დღის განმავლობაში. ზემოხსენებული კატეგორიის მგზავრები თავისუფლდებიან ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან.

 

 ტრანზიტით გავლის პირობები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანზიტით გავლა ნებადართულია. მგზავრები ექვემდებარებიან იგივე რეგულაციებს, რაც დადგენილია ქვეყანაში შემავალი პირებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასაზღვრო პუნქტზე შესვლისას საჭიროა მგზავრის კოვიდ-ისტორიის დაფიქსირება სპეციალურ განაცხადში: COVID-19 Self Declaration Form.

ინფორმაცია COVID-19 რეგულაციების შესახებ არ არის განთავსებული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ვებ-გვერდებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. https://www.cao.ir/documents/219856/3382068/covid-19+NOTAM.pdf/d6aa41ba-05cd-4fe6-8d98-edaac3b36467 

ისრაელი

04-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების შესაბამისად, ისრაელში შემოსასვლელად მოხსნილია ყველა სახის COVID-19-შეზღუდვა და აღარ არის საჭირო ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების სერთიფიკატის და კოვიდ-ტესტის პასუხის წარდგენა.

ისრაელში გამგზავრებისას ძალაშია შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:

  • გამოფრენამდე  10 დღის განმავლობაში ვიზიტორმა უნდა შეავსოს აპლიკაცია – https://corona.health.gov.il/en/flights/ , რომელიც უნდა წარადგინოს გამოფრენისას (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური ასლი)
  • ვიზიტორის  ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი უნდა მოიცავდეს  Covid19-ვირუსის მკურნალობას.

რომელიმე ზემოაღნიშნული პირობის დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ისრაელში შესვლაზე უარის თქმა 5 წლამდე ვადით.


დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: ბმული 1;   ბმული 2;  ბმული 3;

 

კატარი

28 - 10 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობით

​   გთხოვთ გაითვალისწინოთ:

კატარში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კატარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 23 დეკემბრამდე კატარში შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე შეწყდება ვიზიტორებისთვის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე კატარის ვიზის გაცემა. ხსენებულ პერიოდში კატარის სახელმწიფოში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ე.წ. Hayya Card-ის მქონე საქართველოს მოქალაქეები.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებზე და დოჰას გავლით ტრანზიტით მიმავალ მგზავრებზე.

Hayya Card-ი წარმოადგენს უნიფიცირებულ ბარათს, რომლის ფლობა აუცილებელია ხსნებულ პერიოდში კატარის საზღვრის გადასაკვეთად და ჩემპიონატის მსველობისას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ასევე უფასო საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისთვის. Hayya Card-ი შესაძლოა იყოს როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახის. Hayya Card-ი გაიცემა მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე დასწრების ბილეთებს. ბილეთის შეძენის შემდეგ მოქალაქემ აუცილებელია წარადგინოს განაცხადი Hayya Card-ის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://hayya.qatar2022.qa, ასევე ჩამოტვირთოს და გააქტიუროს „Hayya to Qatar 2022“ აპლიკაცია საკუთარ მობილურ ტელეფონზე.


ზოგადი ინფორმაცია

კატარის სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნაწილობრივ მოიხსნება COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, აღარ იქნება სავალდებულო:

  • PCR- ან სწრაფი ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • კატარის ბინადრობის მქონე პირები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან, ჩაიტარონ ტესტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

ძალაში რჩება შემდეგი რეგულაციები:

  • კატარში ჩასულმა ნებისმიერმა მგზავრმა საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე უნდა გადმოწეროს და გაააქტიუროს სპეციალური აპლიკაცია - Ehteraz. ამისათვის მგზავრს უნდა ჰქონდეს ან კატარის მობილური სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი კომპანიის (Ooredoo, Vodafone) ან საერთაშორისო SIM ბარათი, საჭიროების შემთხვევაში SIM ბარათები ხელმისაწვდომია ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში და აბუ სუმრას სასაზღვრო პუნქტში.

ტრანზიტით გავლის პირობები

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტულ მგზავრებს ასევე არ მოეთხოვებათ PCR ტესტის პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოთხოვნილია მგზავრის დანიშნულების ქვეყნის მიერ.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 

კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი

კენიის რესპუბლიკა

16.08.2022 მდგომარეობით

დაშვებულია პირობებით

1. 2022 წლის 18 მარტიდან კენიაში ნებისმიერი გზით შემსვლელ ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული მოთხოვნისგან გათავისუფლებულნი არიან მოგზაურთა შემდეგი კატეგორიები:

ა. მოგზაურები, რომლებსაც აქვთ უკუჩვენება ვაქცინაციაზე სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე. ასეთმა პირებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი აღიარებული სამედიცინო პრაქტიკოსი ექიმისგან, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ვაქცინაციის გამომრიცხავი სამედიცინო მიზეზები.

ბ. მოგზაურები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19 ინფექციისგან ან მიიღეს გამოჯანმრთელებული პირისგან პლაზმა წინა 90 დღის განმავლობაში. ასეთმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გ. არავაქცინირებული კენიის მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ წვდომა ვაქცინაზე ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

2. კენიაში გამგზავრების მსურველი სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე თავისუფლდება PCR ტესტის წარმოდგენის მოთხოვნისაგან.

3. ყველა არავაქცინირებულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს COVID-19 უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, რომელიც ჩატარებულ უნდა იყოს კენიაში შესვლამდე 72 საათის განმავლობაში მოგზაურობის მარშრუტის მიუხედავად. 5 (ხუთ) წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან ამ მოთხოვნისაგან.

4. არავაქცინირებულმა მოგზაურებმა, კენიაში შესვლისთანავე უნდა გაიარონ ანტიგენის სწრაფი ტესტი საკუთარი ხარჯებით (30 აშშ დოლარი). სწრაფი ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში პირი ექვემდებარება PCR ტესტირებას ასევე საკუთარი ხარჯებით (50 აშშ დოლარი) და თვითიზოლაციას. 5 (ხუთ) წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან ამ მოთხოვნისაგან.

5. საზღვარზე არ ხდება COVID-19 ტესტის შედეგებისა და ვაქცინაციის სერთიფიკატების გადამოწმება. ავიაკომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა მოგზაურმა გამგზავრებამდე ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტი ვებ-პორტალზე:

 www.globalhaven.org

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://www.kcaa.or.ke/covid-19/covid-19-travel-requirements

ლიბანი

04 - 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

ამ ეტაპზე, ლიბანის რესპუბლიკაში შესვლა შეზღუდული არ არის და ქვეყანაში შესვლა შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის მგზავრს.

 კოვიდ-ვაქცინით შესვლის პირობები

სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან:

  • პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ 2 დოზა + ბუსტერი
  • პირები, რომლებსაც 2 დოზა ჩატარებული აქვთ გამგზავრებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac).

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 15 დღე, (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა).

კოვიდ-ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

პირები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კოვიდ-ვაქცინაცია ან არ აკმაყოფილებენ კოვიდ-ვაქცინით შესვლის პირობებს, ვალდებულნი არიან  წარადგინონ გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის წარდგენა არ მოეთხოვებათ და ისინი მშობლებთან ერთად შედიან ლიბანში.  

წინასწარი რეგისტრაცია

გამგზავრებამდე სავალდებულოა ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმის შევსება:  https://survey123.arcgis.com/share/988ba32e1b634902ba3b14c3e4f1614d

ასევე, წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://covid.pcm.gov.lb/impactmobile/curfew

მგზავრმა უნდა ჩამოტვირთოს და გააქტიუროს აპლიკაცია „Covidlebtrack

 

ომანი

11 - 11 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 

ომანის სასულთნოში გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

 

https://www.moh.gov.om/en/corona

ქუვეითი

02 - 05 - 2022

მდგომარეობ

ით

დაშვებულია, გარკვეული პირობით

2022 წლის 1 მაისიდან გაუქმდა ქუვეითის სახელმწიფოს საზღვრის კვეთის დროს დაწესებული, COVID-19-ით გამოწვეული ყველა შეზღუდვა და რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

 

პაკისტანი

16-06-2021

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის პირობით)

დაშვებულია მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღების შემთხვევაში.

ვაქცინირებული პირებისათვის რაიმე სახის შეღავათები გათვალისწინებული არ არის.

 

ქვეყნები დაყოფილია A, B, და C კატეგორიის ჯგუფებად. A კატეგორიის ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებს PCR/სწრაფი ტესტის წარდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ, ხოლო C კატეგორიის ქვეყნებიდან მგზავრთა შემოსვლა აკრძალულია.

 

საქართველო განეკუთვნება B კატეგორიის ქვეყნების ჯგუფს, საიდანაც დაშვებულია ქვეყანაში მოგზაურობა.

ტესტის პასუხი მიღებული უნდა იყოს პაკისტანის მიმართულებით მგზავრობის დაწყებამდე არაუგვიანეს 96 საათით ადრე.

12 წლამდე ასაკის, შშმ პირი და მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგაციის წევრი მგზავრები არ საჭიროებენ PCR/სწრაფი ტესტის პასუხის წარდგენას.

აეროპორტში ხდება მგზავრთა ჯანმრთელობის შემოწმება (სკრინინგი). საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრებს უტარდებათ PCR/სწრაფი ტესტი და გადაყავთ კარანტინში პასუხის მიღებამდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან, გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში. სიმპტომების არმქონე მგზავრებს ნება ეძლევათ, გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე და გაიარონ თვითიზოლაციის 14 დღიანი პერიოდი, რასაც ადგილობრივი ორგანოები გააკონტროლებენ.

თვითიზოლაცია/კარანტინი

ყველა მგზავრი ვალდებულია, ქვეყანაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს თვითიზოლაციაში.

ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

ტრანზიტით გამავალი მგზავრებისათვის ასევე სავალდებულოა PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

წინასწარი რეგისტრაცია

საჭიროა PASS TRACK აპლიკაციის ჩამოტვირთვა ან (https://passtrack.nitb.gov.pk/login ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, რომლის საშუალებითაც მოხდება მგზავრთა მდგომარეობის კონტროლი 14 დღიანი კარანტინის პერიოდში. ასევე აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://mofa.gov.pk/covid-19-air-travel-frequently-asked-questions/

http://mofa.gov.pk/wp-content/uploads/2020/10/SOP-Ver-2.0-for-Intl-Pax-1.pdf

სამხრეთ აფრიკა

16 - 06 - 2021

მდგომარეობით

 დაშვებულია (ტესტის პირობით)

 კოვიდვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.

 

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

მოგზაურობა დაშვებულია ყველა კატეგორიის მგზავრისთვის.

ყველა მგზავრმა, მათ შორის არასრულწლოვანმა, უნდა წარადგინოს 72 საათით ადრე გაკეთებული PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი

იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურმა ვერ წარმოადგინა COVID-19 უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთი, მოგზაურს მოეთხოვება ჩაუტარდეს ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩამოსვლისთანავე და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი იქნება დადებითი, მას მოეთხოვება იზოლირება საკუთარი ხარჯებით, 10 დღის ვადით.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.gov.za/covid-19/individuals-and-households/travel-coronavirus-covid-19 

http://www.nicd.ac.za/

კორონავირუსის ცხელი ხაზი: 0800 029 999

 

საუდის არაბეთი

08-02 - 2022

მდგომარეობით

შეზღუდულია

ზოგადი ინფორმაცია

საუდის არაბეთში შესვლა შეიძლება მხოლოდ სამუშაო ვიზით ან განსაკუთრებული ნებართვით. შეზღუდვა არ ვრცელდება დიპლომატებზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე, თუმცა აუცილებელია ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

ზემოთ მითითებული კატეგორიიდან, პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ვაქცინირების  დამადასტურებელ სერტიფიკატებს (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), არ ეხებათ სავალდებულო კარანტინი.

ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

ამასთანავე, სამეფოში შესასვლელად, მათ შორის საუდის არაბეთის მოქალაქეებისათვის, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად, აუცილებელია ბოლო 48 საათიის განმავლობაში გაკეთებული PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ვაქცინირებული მშობლების თანხმლები არავაქცინირებული არასრულწლოვანი პირებისათვის აუცილებელია 48 საათიანი PCR ტესტი და შემდგომი თვითიზოლაცია, სახლის პირობებში.

ვაქცინირებულმა მგზავრებმა საუდის არაბეთში გაფრენამდე უნდა შეიტანონ თავისი მონაცემები შესაბამის ონლაინ პორტალზე.

 კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

2021 წლის 20 მაისიდან ძალაში შესული რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში შესული არავაქცინირებული მგზავრები ექვემდებარებიან 7-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით. ასევე მათ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომლითაც დაიფარება Covid-ით ინფიცირების შემთხვევაში საჭირო მკურნალობის ხარჯები.

საუდის არაბეთში ჩასვლიდან მეექვსე დღეს მათ უტარდებათ შესაბამისი ტესტი, ასევე, საკუთარი ხარჯებით.

 

 ტრანზიტით გავლის პირობები

ტრანზიტით გავლა აკრძალულია შემდეგი 9 ქვეყნიდან: არგენტინა, ინდონეზია, ინდოეთი, პაკისტანი, ბრაზილია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ლიბანი და ეგვიპტე. აკრძალვა არ ვრცელდება  დიპლომატებზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე. აუცილებელია შესაბამისი PCR ტესტის წარდგენა

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: ბმული 1;   ბმული 2;

 

ტაილანდი

06-09-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

 ზოგადი ინფორმაცია

 

ტაილანდის სამეფოში მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.

 

ვაქცინირებულ პირთა მიმართ მოქმედებს ქვეყანაში შესვლის განსხვავებული წესი.

 

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech;
  • AstraZeneca;
  • Moderna;
  • Janssen;
  • Sinopharm;
  • Sinovac;
  • Sputnik V;
  • Covishield (Serum Institute of India)

​    

ვაქცინაციის მეორე დოზიდან (Janssen შენთხვევაში პირველი აცრიდან) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

 

ვაქცინირებულთა შესვლის პირობები

 

სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს RT-PCR / Professional ATK COVID 19 ტესტის ჩატარება არ მოეთხოვებათ.

 

ბავშვები 5-დან 17 წლის ასაკში, რომლებიც მგზავრობენ მშობლების გარეშე, სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან, ვაქცინის 1 დოზის მიღების შემთხვევაშიც. მშობლებთან ერთად მგზავრობის შემთხვევაში, ამ ასაკის ბავშვებთან მიმართებაში ვაქცინაციის მოთხოვნა არ არსებობს.

 

არავაქცინირებულთა შესვლის პირობები

 

არავაქცინირებულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე ჩატარებული RT-PCR / Professional ATK COVID 19 ტესტის  უარყოფითი პასუხი.

 

6 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან PCR ტესტის ჩატარების მოთხოვნისგან.

 

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ტრანზიტი ნებადათულია Suvarnabhumi International Airport-სა და  Don Mueang International Airport-ის გავლით. ტრანზიტის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

 

ტრანზიტი ნებადართულია ასევე Phuket International Airport-ის გავლითაც, ოღონდ ტრანზიტის დრო არ უნდა  აღემატებოდეს 8 საათს.

 

 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3

ბმული 4

მეზობელი ქვეყნები/დსთ

აზერბაიჯანი

06-04-2023

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 

2023 წლის 28 მარტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაუქმდა COVID-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვები, კერძოდ, აღარ მოითხოვება კოვიდ-პასპორტი ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ცნობა.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საჰაერო გზით შესვლა ნებადართულია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. ძალაში რჩება სახმელეთო ტრანსპორტით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის აკრძალვა, გარდა სატვირთო მიმოსვლისა.

 

ტრანზიტით გავლის პირობები

 

აზერბაიჯანის ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მოთხოვნები, ასევე, წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2 

ბელარუსი

16.08.2022

მდგომარეობით

დაშვებულია

დღეის მდგომარეობით  ბელარუსის რესპუბლიკაში შემსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქე  გათავისუფლებულია, როგორც PCR ტესტის, ასევე ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. გაუქმებულია ასევე კარანტინის/თვითიზოლაციის მოთხოვნაც.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://mfa.gov.by/en/

http://minzdrav.gov.by/ru/dlya-belorusskikh-grazhdan/strany-krasnoy-zony.php

თურქეთი

06 - 06 - 2022

დაშვებულია

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით.

პირველი ივნისიდან გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა და საზღვრის კვეთის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო

თურქმენეთი

04 - 04 - 2023

მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია 

 

COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, თურქმენეთმა მოხსნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა.  2022 წლის 11 ნოემბრიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება თურქმენეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თურქმენეთის დაავადებათა კონტროლის საგანგებო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლის მარტიდან:

 

- ოფიციალური დელეგაციების წევრებს მოეთხოვებათ მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის, ან ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან  გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა (საზღვარზე ტესტირება განსხვავებული წესით);

 

-    თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, ქვეყანაში შესვლისას მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის, ან ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან  გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და ექსპრეს-ტესტირება აეროპორტში (ღირებულება - 55 თურქმენული მანათი (მხოლოდ მოქმედი სააკრედიტაციო ბარათის მფლობელთათვის));

 

-  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ზემოთ ხსენებული კატეგორიებისა) მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატი ან ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან  გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და PCR-ტესტირება აეროპორტში (ღირებულება - 43 აშშ დოლარი).    

რუსეთი

07.11.2022

მდგომარეობით

დაშვებულია   

 

ზოგადი ინფორმაცია

პამდემიის დროს არსებული ყველა შეზღუდვა რუსეთის ფედერაციაში მგზავრობასთან დაკავშირებით გაუქმდა და ვითარება დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას.

სომხეთი

05 - 05 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 1 მაისიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ არის COVID-19-ისთვის PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემცველი სერთიფიკატის ან COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა. სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო და სახმელეთო საზღვარი გახსნილია სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული

ტაჯიკეთი

02-09-2020 მდგომარეობით

დაშვებულია პირობებით

ზოგადი ინფორმაცია

 

რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას, სავალდებულოა ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი მოწმობის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

http://adbmch.tj/en/home/

უკრაინა

09 - 12 - 2021

მდგომარეობით

დაშვებულია, ტესტის და დაზღვევის პირობით

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.

საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს:

  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს COVID-19 ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ფაქტს (ე.წ. COVID-19 ბარათი), ჯანმო-ს მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალში შეტანილი ვაქცინებით;
  • სადაზღვევო პოლისი, რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოურ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან უკრაინაში და რომელიც ფარავს COVID-19 მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს და მოქმედებს უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.
  • ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

ვაქცინირებული პირი თავისუფლდება მობილური აპლიკაციის „вдома“ ჩამოტვირთვისგან.

 

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.

2021 წლის 05 აგვისტოდან თვითიზოლაცია სავალდებულოა არავაქცინირიებულ პირებისთვის, რომლებიც კვეთენ უკრაინის სახელმწიფო საზღვარს.

მოქალაქე, რომელიც არ არის ვაქცინირებული, ვალდებულია მობილურ ტელეფონში  ჩამოტვირთოს და გააქტიუროს ელექტრონული სერვისი - აპლიკაცია: „вдома“, რომელიც ითვალისწინებს 14 დღიან თვითიზოლაცია/ობსერვაციაზე მყოფი პირის, იზოლაციაში ყოფნის კონტროლს. თუ პირი იმავე ან მომდევნო 14 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარებს PCR ტესტს და მოუვა ნეგატიური პასუხი, რაც ლაბორატორიიდან მიღებული პასუხისთანავე აისახება ზემოხსენებულ პროგრამაში, ის ავტომატურად იხსნება იზოლაციიდან და შეუძლია თავისუფლად გადაადგილება.

მობილური დანართის ჩამოტვირთვის შეუძლებლობის, ჩამოტვირთვაზე უარის თქმის შემთხვევებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოსამსახურე ოფიცერი უარს განაცხადებს მოქალაქის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთაზე.

ამავდროულად, აღნიშნული არ ვრცელდება უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების შემდეგ კატეგორიებზე:

  • 18 წლამდე პირები;
  • უცხო სახელმწიფოთა ოფიციალური დელეგაციების მეთაურები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე მათი თანმხლები პირები, ვინც შემოდიან უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით;
  • უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
  • ევროკავშირის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ექსპერტები, ვინც ჩამოდის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს  FRONTEX-ის ფარგლებში ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად;
  • მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთაშორისო ან ეროვნული (შიდა) სერტიფიკატი ან უცხოური სერტიფიკატი.

მოქალაქემ საზღვარზე ასევე უნდა წარადგინოს:

- უკრაინის საზღვრის კვეთამდე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი;

- სადაზღვეო პოლისი, რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოურ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან უკრაინაში და რომელიც ფარავს COVID-19 მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს და მოქმედებს უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.

12 წლამდე პირები შესვლა ქვეყანაში დაიშვება ტესტის გარეშე, 12 წლიდან ტესტის ქონა სავალდებულოა.

აღნიშნული სადაზღვეო პოლისის (მოწმობის, სერტიფიკატის) და/ან COVID-19-ზე ჩატარებული ტესტირების ნეგატიური შედეგის ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები უარს მიიღებენ უკრაინაში შესვლაზე.

უკრაინაში Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2021 წლის 3 დეკემბრის 00:00 სთ-დან დროებით აკრძალულია იმ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკრაინაში შესვლა, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანას რესპუბლიკიდან, ზიმბაბვეს რესპუბლიკიდან, ნამიბიის რესპუბლიკიდან, ლესოტოს სამეფოდან, ესვატინის სამეფოდან, მოზამზიკის რესპუბლიკიდან, მალავის რესპუბლიკიდან და იმყოფებოდნენ აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბოლო 14 დღიდან არანაკლები 7 დღის განმავლობაში,

გარდა შემდეგი კატეგორიებისა:

- უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად ან დროებით ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე;

- უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არიან უკრაინის მოქალაქეების მეუღლეები ან შვილები;

- უცხოური დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები, უკრაინაში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახები;

- უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სხვა კატეგორიები, ვინც უკრაინაში შემოდის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

უკრაინის მოქალაქეები, ასევე უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები რომლებიც მუდმივად ან დროებით ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, არიან უკრაინის მოქალაქეების მეუღლეები ან შვილები და

უკრაინაში ჩამოდიან ზემოხსენებული ქვეყნებიდან და იმყოფებოდნენ მათ ტერიტორიაზე ბოლო 14 დღიდან არანაკლები 7 დღის განმავლობაში, დაექვემდებარებიან სავალდებულო თვითიზოლაციას, ობსერვაციას.

კარანტინის მოქმედების პერიოდში უკრაინაში შესასვლელად სხვა კატეგორიის მოგზაურთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურა,  რჩება უცვლელი.

 

ტრანზიტით გავლის პირობები

სატრანზიტო ზონაში ტესტი არ არის საჭირო თუ მოქალაქე არ კვეთს სახელმწიფო საზღვარს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე სარგებლოს ქვეყნის შიგნით ტრანზიტით სავალდებულოა ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული წესების დაცვა (PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულოა,  რომელიც ჩატარებული უნდა იყოს მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.)

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: www.mfa.gov.ua

უკრაინის მთავრობის ოფიციალური ვებ გვერდი: www.kmu.gov.ua

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდი: www.dpsu.gov.ua

 

ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

უზბეკეთი

09 - 06 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 10 ივნისიდან, მოიხსნა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული ყველა დროებითი შეზღუდვა. კერძოდ, გაუქმდა უზბეკეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას, ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი მოწმობის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://uzbektourism.uz/ru/news/view?id=2247 

ყაზახეთი

16 - 08- 2022 მდგომარეობით

დაშვებულია

ზოგადი ინფორმაცია

 

ყაზახეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე, ყაზახეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის ამა წლის 7 ივნისის N 27 დადგენილებით გაუქმებული იქნა ყველა არსებული შეზღუდვა უცხოელთა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

ხოლო, მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან ყაზახეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონი განთავსდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების მატრიცის ეგრეთწოდებულ „მწვანე“ ზონაში.

 

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.gov.kz/memleket/entities/mfa?lang=ru;

https://www.gov.kz/memleket/entities/qriim?lang=ru;

https://www.facebook.com/kmsmvd

ყირგიზეთი

21-06-2021

მდგომარეობით

დაშვებულია (ტესტის და ვაქცინის პირობით)

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

 

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ნებისმიერი მიზნით. დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 ვაქცინაციის არსებობის შემთხვევაშიც, აუცილებელია ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა.

 


 

 

   კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი მიზნით, საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 5 წლის ასაკიდან.

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 

ამერიკა

ქვეყანა

შესვლის  პირობები

აშშ

13-06-2022

მდგომარეობით

დაშვებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება შეუძლია მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეს.

2022 წლის 12 ივნისიდან აღარ არის სავალდებულო PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან გამოჯანმრთელების ცნობის წარდგენა. ასევე მოხსნილია ყველა შეზღუდვა შენგენის წევრ ქვეყნებზე, რომელიც ქმნიდა სატრანზიტო ფრენებზე დაბრკოლებას.

დამატებით დეტალურ ინფორმაციას, გაეცანით შემდეგ ბმულებზე:

CDC-ს ვებ-გვერდზე: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/noncitizens-US-air-travel.html


დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები/რეგულაციები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მგზავრობის რეგულაციები

არგენტინა

05- 08 - 2022

მდგომარეობით

დაშვებულია, გარკვეული პირობით

უცხო ქვეყნის მოქალაქემ არგენტინაში შესასვლელად გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსოს სპეციალური დეკლარაციის ფორმა (https://ddjj.migraciones.gob.ar/app/home.php) და წარმოადგინოს სამედიცინო დაზღვევის ცნობა კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის ვალდებულებით.

ამ მოთხოვნების შესრულებისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 24 საათზე ნაკლები დროით და სახმელეთო გზით შედის არგენტინაში.

რეკომენდაცია არგენტინაში შემსვლელებისთვის:

რეკომენდებულია პირთათვის, რომლებსაც ვაქცინაციის არასრული კურსი აქვთ, არგენტინაში შესვლის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევა (ტესტირება).

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლის პუნქტზე გამოვლინდება COVID 19-ის დადებითი ან საეჭვო შემთხვევა, ამოქმედდება კონკრეტულ პუნქტზე მოქმედი სათადარიგო გეგმა.

არგენტინაში შესვლის პუნქტები პანდემიამდე დადგენილი პირობებით მოქმედებენ.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.argentina.gob.ar/interior/migraciones/ddjj-migraciones 

ბოლივია

18-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

 ზოგადი ინფორმაცია 

ბოლივიაში გამგზავრების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია წარმოადგინოს:

 

  • კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი ამობეჭდილი სახით ან ელექტრონულად, რომელიც ადასტურებს ორი ან ერთი დოზის მიღებას ბოლივიაში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე;​

ან

  • RT PCR ტესტის უარყოფითი შედეგი 5 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში:

ა) თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში წარმოშობის ქვეყნიდან გამოფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ბ) სახმელეთო, მდინარის ან ტბის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში ბოლივიაში შესვლამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ან

  • ცხვირიდან აღებული ანტიგენის ტესტის პასუხი 5 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში:

ა) თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში წარმოშობის ქვეყნიდან გამოფრენამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ბ) სახმელეთო, მდინარის ან ტბის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში ბოლივიაში შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი.

 

ზემოხსენებული ინფორმაცია განთავსებულია ბოლივიის მიგრაციის გენერალური დირექციის ვებგვერდზე: http://www.migracion.gob.bo/index.php/node/236 


 

დამატებითი მოთხოვნები

 

საზღვრის კვეთამდე სავალდებულოა დეკლარაციის შევსება ბოლივიაში მისამართის მითითებით:

https://www.rree.gob.bo/ingresobolivia/Registro.aspx?AspxAutoDetectCookieSupport=1

 


 

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2

ბრაზილია

24-12-2020

მდგომარეობით

http://www.portalconsular.itamaraty.gov.br/alertas/exigencia-de-teste-de-covid-para-brasileiros-e-estrangeiros-entrarem-no-brasil

http://ereminas.itamaraty.gov.br/pt-br/informacoes_importantes_-_coronavirus_(covid-19).xml

https://www.gov.br/anvisa/pt-br/assuntos/noticias-anvisa/2020/entrada-no-brasil-conheca-novas-regras#:~:text=Todos%20os%20viajantes%2C%20brasileiros%20ou,para%20embarcar%20para%20o%20Brasil

დაშვებულია (PCR ტესტით)

ბრაზილიის ფედერაციულ  რესპუბლიკაში მგზავრობა ნებადართულია ნებისმიერი მიზნით.

 ვაქცინირებული პირებისათვის არ მოქმედებს რაიმე განსხვავებული პირობები.

საზღვრის კვეთისას მოქალაქე უნდა ფლობდეს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური შედეგის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს შედგენილი ესპანურ, პორტუგალიურ ან ინგლისურ ენებზე.

2-დან 12 წლამდე ბავშვები გათავისუფლებული არიან ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ მათი თანმხლები ყველაზე ზრდასრული წარმოადგენს ნეგატიურ ტესტს. 2 წლამდე ბავშვები სრულად გათავისუფლებული არიან ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

დამატებითი მოთხოვნები: მგზავრმა საზღვრის კვეთამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს და წარმოადგინოს „მოგზაურის ჯანმრთელობის დეკლარაცია“ -  „Declaração de Saúde do Viajante – DSV“, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე - https://formulario.anvisa.gov.br/?lang=en

 

ტრანზიტით გავლის პირობები

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანზიტით გასავლელად არ მოქმედებს განსხავებული წესი.

 

ეკვადორი

05-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია (ვაქცინის ან ტესტის პირობით)

3 წლის ასაკს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკვადორში შესასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:

  • ვაქცინაციის სერტიფიკატი QR კოდით ან ვაქცინაციის მოწმობა, რომელიც ძალაში შესვლიდან გასულია სულ მცირე 14 დღე ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ

ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში:

  • ეკვადორში გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული RT-PCR ან ანტიგენის კვლევის უარყოფითი პასუხი

გასათვალისწინებელია, რომ საჰაერო გზით ეკვადორში მიმავალი ნებისმიერი პირი ვალდებულია გამგზავრების წინ წარმოადგინოს მგზავრის ჯანმრთელობის დეკლარაცია (Declaración de Salud del Viajero), რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე - https://declaracionsalud-viajero.msp.gob.ec/ 

ამასთან, გალაპაგოსის კუნძულებზე მიმავალმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ წინასწარ უნდა მოითხოვოს ტრანზიტის კონტროლის ბარათი, რომელსაც გალაპაგოსის საგანგებო რეჟიმის მთავრობის საბჭო გასცემს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.cancilleria.gob.ec/espana/wp-content/uploads/sites/38/2022/07/Resolucion-COE-Nacional-15-de-julio-de-2022-signed-signed.pdf

კანადა

11 - 10 -2022

მდგომარეობით

დაშვებულია

2022 წლის 1 ოქტომბრიდან კანადის ხელისუფლებამ  სრულად გააუქმა ქვეყანაში საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოსვლისას არსებული შეზღუდვები (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://travel.gc.ca/travel-covid ).

მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ:

  • COVID-19 ვანქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენა;
  • შემოსვლამდე 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების შედეგების წარდგენა;
  • ქვეყანაში შემოსვლისას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კოვიდ ტესტირების გავლა;
  • აპლიკაციის ArriveCan შევსება, თუმცა ტორონტოს, ვანკუვერის და მონრეალის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემომსვლელებს კვლავ შეუძლიათ ამ აპლიკაციით სარგებლობა, რათა დროის დაზოგვის მიზნით, მოახდინონ საბაჟო და საიმიგრაციო მონაცემების წარდგენა.
  • თვითმფრინავში ან მატარებელში ჩასხდომამდე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა;
  • თვითმფრინავში და მატარებელში ნიღბების ტარება (ნიღბის ტარება რეკომენდაციურ ხასიათს ატარებს).

 

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, კანადის მთავრობა რეკომენდაციას აძლევს COVID სიმპტომების მქონე მგზავრებს, თავი შეიკავონ კანადაში გამგზავრობისგან. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომების გამოვლენა მოხდება მგზავრობისას ან კანადაში ჩამოსვლისას, მგზავრმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თვითმფრინავის/საკრუზო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს ან სასაზღვრო სამსახურის ოფიცერს. ამ შემთხვევაში მოხდება მისი გადამისამართება კარანტინის ოფიცერთან სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. სიმპტომების მქონე მგზავრებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან.

სიმპტომების მქონე ან კოვიდ დადებითი პირებისთვის საინტერესო ინფორმაცია კანადური პროვინციების და ტერიტორიების მიხედვით, განთავსებულია ბმულზე:

https://www.canada.ca/en/public-health/services/diseases/2019-novel-coronavirus-infection/symptoms/provincial-territorial-resources-covid-19.html 

 

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: 

https://www.canada.ca/en.html

https://travel.gc.ca/travel-covid

https://www.canada.ca/en/public-health/services/diseases/2019-novel-coronavirus-infection/symptoms/provincial-territorial-resources-covid-19.html

https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/coronavirus-covid19/students/approved-dli.html

კუბა

მექსიკა

16-06-2021

მდგომარეობით

დაშვებულია

ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ მექსიკის შეერთებულ შტატებში იმ შემთხვევაში, თუ გააჩნიათ მექსიკის ვიზა ან ა.შ.შ.-ს შესაბამისი მრავალჯერადი ვიზა.

მექსიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. კოვიდ-რეგულაციების შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლა პანდემიის მთელ პერიოდში არ შეზღუდულა.

ასევე, მექსიკის საზღვარზე მგზავრებს არ მოეთხოვება ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და PCR ტესტი.

ქ. მეხიკოს, ქ. კანკუნის და სხვა საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებში შესვლისა და გადაადგილებისას, აუცილებელია მხოლოდ რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყების შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსება.

ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

რაც შეეხება მექსიკიდან გასვლის რეგულაციებს, საზღვარზე აუცილებელია იმ დოკუმენტაციის/სერთიფიკატების წარდგენა, რასაც ითხოვს მგზავრის მიმღები ქვეყანა.

 

პარაგვაი

09-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

პარაგვაიში შესვლის მსურველმა, 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • კოვიდის საწინააღმდეგო აცრის სერტიფიკატი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: მგზავრის სახელი და გვარი; დაბადების თარიღი; პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი; ვაქცინის მწარმოებლის დასახელება; გამოყენებული დოზების რაოდენობა; ვაქცინის დოზის (დოზების) გამოყენების თარიღი.ამასთან, პარაგვაის ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიღებული ჰქონდეს გამაძლიერებელი დოზა (ბუსტერი).
  • 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც არ გააჩნია აცრის სერტიფიკატი, უნდა წარმოადგინოს პარაგვაიში გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ARN: RT-PCR / LAMP / NAAT ტესტის უარყოფითი შედეგი.
  • 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც კოვიდი გადაიტანა პარაგვაიში შესვლამდე 10-დან 90-მდე დღის განმავლობაში, აღნიშნული უნდა დაადასტუროს ARN: RT-PCR / LAMP / NAAT მეთოდით ჩატარებული ლაბორატორიული შედეგების ან ანტიგენის ტესტით გამოვლენილი დადებითი შედეგის მეშვეობით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2

ურუგვაი

09-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

  • ურუგვაიში გამგზავრების მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეავსოს ჯანმრთელობის დეკლარაცია:

https://www.gub.uy/ministerio-turismo/comunicacion/noticias/hacer-declaracion-jurada-salud-formato-digital

დეკლარაცია უნდა შეივსოს იმავე დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც პირი ურუგვაიში შესვლას აპირებს.

დეკლარაციის შევსებისთანავე იქმნება ბმული მის ჩამოსატვირთად და დეკლარაციის შემვსებ პირს ელ. ფოსტაზე ეგზავნება.

  • ურუგვაიში შესასვლელად პირი ვალდებული არ არის წარმოადგინოს ვაქცინაციის სერტიფიკატი, თუკი კორონავირუსი გამგზავრებამდე 10-დან 90-მდე დღის განმავლობაში გადაიტანა.

           

  • უცხო ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეს არ ევალება წარმოადგინოს COVID-19-ის ტესტის შედეგი.

გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში ტესტი უნდა ჩაიტაროს 6 წელს გადაცილებულმა პირმა, რომელსაც ვაქცინაციის სრული კურსი არ გაუვლია და 10-დან 90-მდე დღის განმავლობაში არ გადაუტანია კორონავირუსი.

  • ურუგვაიში შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით ან სამგზავრო დაზღვევით, რომელიც ურუგვაიში ყოფნისას წარმოშობილ ხარჯებს დაფარავს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ჩილე

09-08-2022

მდგომარეობით

დაშვებულია გარკვეული პირობებით

 

ამ დროისთვის ჩილე იმყოფება განგაშის პირველ ფაზაში, რაც არ ითვალისწინებს მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებას.

  • ჩილეში შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამგზავრებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში უნდა შეავსოს დეკლარაცია (ბმული: https://c19.cl/#/), სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, ჯანმრთელობისა და მანამდე მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია. დეკლარაციის შევსების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს QR კოდს.  
  • ჩილეში შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შერჩევითად უტარდებათ კოვიდ-19-ის ტესტი. დადებითი შედეგის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი პირის იზოლაციაში გადაყვანა (ზემოხსენებულ დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე ან სამედიცინო პროფილის საცხოვრებელში).

   რაპა ნუიზე (აღდგომის კუნძული) შესვლის წესები:

  • გამგზავრებამდე 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი; 6 წლამდე ასაკის პირებისთვის ნებადართულია სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული ანტიგენის ტესტი;
  • გადაადგილების საშვი (Pase de Movilidad), რომელიც ვაქცინაციის სრული კურსისა და მიღებული ვაქცინის აღიარების/სტანდარტიზაციის საფუძველზე გაიცემა;
  • ერთჯერადი შესვლის ფორმულარი

(ბმული: https://ingresorapanui.interior.gob.cl/#);

  • ორმხრივი ავიაბილეთი;
  • ჩილეს ტურიზმის ეროვნული სამსახურის (SERNATUR) მიერ რეგისტრირებული ტურისტული მომსახურების ჯავშანი ან ადგილობრივი ხელისუფლების მოსაწვევი წერილი;
  • 7-დღიანი მონიტორინგი.

ამ მოთხოვნების გარდა, უცხო ქვეყნიდან მიმავალი მგზავრი აგრეთვე ექვემდებარება ანტიგენის სავალდებულო ტესტს კუნძულ რაპა ნუიზე ჩასვლისთანავე.

დამატებითი ინფორმაცია რაპა ნუისთან (აღდგომის კუნძული) დაკავშირებით:

  • თუ პირს რაპა ნუიზე ჩასვლისას ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება, იგი ვალდებულია წარმოადგინოს კუნძულზე გაფრენამდე 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენის ტესტის პასუხი და კუნძულზე გაფრენამდე 10 დღეზე ადრე და არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგი;
  • თუ პირი ახლო კონტაქტად ჩაითვლება, მან შვიდდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, რომლის ათვლაც დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კანტაქტის მომენტიდან ხდება;
  • ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს კორონავირუსის ტესტს კუნძულზე ჩასვლიდან პირველ და მეხუთე დღეებს შორის; თუ მგზავრი უარს ამბობს ტესტზე ან დადებითი შედეგი მიიღო, მომდევნო 7 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს.

 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: