ინტელის ® სასწავლო პროგრამა
ეფექტური პროექტების დაგეგმვა
ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააკვირდით
|
| შენიშვნები |
მოსწავლის სამუშაო ჩვევები | - მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?
- ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
- რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას?
- არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება ყურადღება?
- აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?
|
|
მოსწავლის მოსაზრებები | - ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
- ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?
- სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?
|
|
კომუნიკაცია | - საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან კომუნიკაციის მიზნით?
- კომფორტულად გრძნობს თუ არ იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე „მსმენელის“ როლში?
- აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე?
- შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი?
- შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური ნააზრევი?
|
|
თანამშრომლობა | - ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის?
- თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე ან სტრუქტურაზე?
- ითხოვს თუ არა ჯგუფი დროს იმისთვის, რომ ჯგუფის ყველა წევრი კარგად გაერკვეს დავალებაში?
- იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?
- ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?
- ფიქრობს თუ არა ჯგუფი ჯგუფური ნამუშევრის დოკუმენტირებაზე?
- იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?
|
|
ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს