Published using Google Docs
გაკვეთილის გეგმა
Updated automatically every 5 minutes

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებლის სახელი და გვარი

თეა ათუაშვილი

კლასი

მე-12

მოსწავლეთა რაოდენობა

16

გაკვეთილის თემა

გალაკტიონ ტაბიძე_“მე და ღამე“

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

  • გაკვეთილი ხელს შეუწყობს განუვითარდეთ პოეტური ნაწარმოების ანალიზის უნარი, შეძლებენ ლექსის უკეთ აღქმას, განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ/ჩვევა.

მიზნები და შედეგები

  • მოსწავლეები შეძლებენ ლექსის იდეის გამოკვეთას, დაუკვირდებიან მხატვრულ სამკაულებსა და ენას, შეძლებენ მსჯელობას, დასკვნების გამოტანას

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;

·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;

·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);

·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და . .), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;

·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;

 

ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლიათანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.                          

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;

·         შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;

·         შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;

·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და .. თვალსაზრისით);

·         შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ..);

 

ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით .                          

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;

·         მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;

·         იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს; გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;

 

ქართ. XII. 11. მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.                           

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიასდა სხვ.);

·         სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების, საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და . .) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით  (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობადა ..);  

·         შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;

·         შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;

·         იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.

წინარე ცოდნა

  • მოსწავლეებმა იციან ეპოქა, გალაკტიონის ბიოგრაფია ნასწავლი აქვთ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი,
  • იცნობენ ქართული სიმბოლიზმის ძირითად მახასიათებელს,
  • იციან ჯგუფური მუშაობის წესები.

შეფასების საგანი და პროცედურები

განმავითარებელი შეფასება,თვითშეფასება

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული,პროექტორი,კომპიუტერი.

გაკვეთილის მსვლელობა

მისალმება,სიის ამოკითხვა და გაკვეთილის მიზნების გაცნობა--2 წუთი.

გაკვეთილის  I ფაზა _ გამოწვევა

 

აქტივობა 1 _  პრეზენტაციa _ 3 წთ.

 

გაკვეთილის  II ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

 

აქტივობა 2 _ მინი დისკუასია _ 10 წთ.

 

  • ერთ მოსწავლეს ვაკითხებ ლექსს „მე და ღამე“.
  • ლექსის წაკითხვის შემდეგ ვთხოვ ისაუბრონ პირველ შთაბეჭდილებაზე.
  • ვსვამ შეკითხვას: თქვენ გეშინიათ სიკვდილის?

 

გაკვეთილის III ფაზა _ რეფლექსია

 

აქტივობა 3 _ ჯგუფური მუშაობა _ 15 წთ.

 

კლასი იყოფა ჯგუფებად (ინტერესების მიხედვით) პირველი ჯგუფი  მუშაობს ლექსის იდეურ-მხატურულ ანალიზზე. მათ ვურიგებ ბარათებს კითხვებით:

  • როგორ გესმით სათაური?
  • როგორია ლექსის ინტონაცია ამაღლებული და საზეიმო თუ სევდიანი და ლირიკული?
  • როგორ გესმით პირველი სტროფი?

ლექსის მეორე სტროფში ნათქვამია, რომ მზე ერთნაირად მოეფინება (ააზამბახებს) ბაღებსაც და მყინვარსაც,

  • რომელი ქართველი პოეტის ცნობილი სტრიქონები გაგახსენათ ამ სტროფის შინაარსმა?
  • როგორ ფიქრობთ, რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ამ ლექსში ,,მყინვარი?’’
  •  რა საერთო აქვს მყინვარსა და პოეტს?
  • რატომ არიან ორივენი გვირგვინით შემკულნი?
  • რისი სიმბოლოა თქვენი აზრით , თეთრი აკლდამა?
  • დაძებნეთ მხატვრული სამკაულები და იმუშავეთ ლექსის  რითმსა და რიტმზე

მეორე ჯგუფს ეძლევა  დავალება, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედობითობას მოითხოვს. მათ რამდენიმე სახის დავალება ეძლევათ: უნდა დაწერონ ესე ლექსით აღძრულ შთაბეჭდილებაზედასურათონ ლექსი, აიღონ  ინტერვიუ გალაკტიონისაგან (კითხვები მოიფიქრონ თავად).

 

მესამე ჯგუფი დააკვირდება ლექსის ენას. გამოყავით ლიცენცია და მოძებნეთ საწყისი და მიმღეობა, რატომ არის გამოყენებული? რა როლი აქვს მიმართვასიმსჯელეთ ახალი სიტყვების მნიშვნელობაზე.

 

აქტივობა 4 _ ჯგუფების პრეზენტაცია _ 10 წთ.

  • სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს

მოსწავლეთა შეფასება _ 3 წთ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ვაფასებ მათ ნამუშევარს გამოვიყენებ განმსაზღვრელი შეფასების სქემას.

 

საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.

ლექსის ანალიზი.

დიფერენცირებული სწავლება