Published using Google Docs
ინტეგრირებ. ლექსის მუსიკა
Updated automatically every 5 minutes

ინტეგრირებული

გაკვეთილის თემა

ლექსის მუსიკა

სწავლების საფეხური / კლასი /სკოლა

საბაზო //  მეშვიდე კლასი

  12 . 03 . 2015

საგანი

მასწავლებელი

ქართული

ინო მასურაშვილი

მუსიკა

 ელზა  ხოლუაშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა

       19

სსსმ მოსწავლე

 არა

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

    ლექსის მუსიკა  , რიტმისა და რითმის         გააზრება

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

ზეპირმეტყველება

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                              

  • მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.                              

  • ამოიცნობს და ახასიათებს პოეტურ ნაწარმოებში ბგერწერითი ეფექტის შემქმნელ ელემენტებს (რითმას, რიტმს, ალიტერაციას);

მიმართულება: კითხვა

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.

                             

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

  • ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ძირითადი მახასიათებლების დანიშნულებას (მაგალითად, სტროფებად დაყოფის ან რიტმის, რითმის და ბგერწერითი ეფექტების დანიშნულებას ლექსში; აბზაცის დანიშნულებას პროზაულ ტექსტებში);

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.                              

  • იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.

                 მუსიკა

მიმართულება: კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია       

                                                                               

მუს. VII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;

შედეგები

შედეგები

მუს.VII.8.   მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                      

წინარე ცოდნა

                ქართული

მოსწავლეებმა იციან ლექსის რიტმისა და რითმის შესახებ  ელემენტარული ცნობები .

                    მუსიკა

    მუსიკალური ბგერის დანიშნულება  ,  ტაქტი ,  ასონანსი, დისონანსი .

           გაკვეთილის     მიმდინარეობა

A        ფაზა

B     ფაზა

 

   

 C   ფაზა-  რეფლექსია

                   

აქტივობა  # 1

5 წთ.

      გონებრივი იერიში

 მოსწავლეებს მოვასმენინებ ვივალდის კომპოზიციას ,, წელიწადის დრონი „

 

გამოითქმება ვარაუდები , თუ რა განცდაა გადმოცემული  მასში .

აქტივობა # 2

8  წთ.

წინასწარ შერჩეული ლექსების  მხატვრული კითხვა და კვლევითი მასალის წარმოდგენა

            ( რიტმა, რითმი )

(  აქტივობა მიმდინარეობს მუსიკის ფონზე )  

მოსწავლეები მსჯელობენ მათ მიერ  შერჩეული ლექსის ბგერწერაზე.

  p.s.

ფრანგულის მასწ  . ფრანგულ ენაზე კითხულობს  ლექსს .   ეს ენა კლასში არავინ იცის . ( რათა იგრძნონ ლექსის მუსიკა  --- გ. ტაბიძე ,,ქარი ქრის „ )

 

აქტივობა #3

   9 წთ.

ლექსისა და მუსიკის შედარებითი ანალიზი .

( მუსიკის მასწავლებელი )

აქტივობა  # 4

    4 წთ.

 მოსწავლეები  თვალით კითხულობენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ინფორმაციას ბგერწერის შესახებ .

აკეთებს ზეპირსიტყვიერ გამოხმაურებას მასზე.

აქტივობა  # 5

8 წთ.

ჯგუფური მუშაობა  

   იყოფიან სამ ჯგუფად და ეძლევათ კონკრეტული მითითებანი .

  1.  მასწავლებლის მიერ მიცემულ ლექსში დასვან სასვენი ნიშნები და გაარკვიონ ბგერწერის თავისებურებანი .

 

  1.  წარმოიდგინონ, რომ ლექსის მუსიკაზე უნდა ესაუბრონ მეგობარს, როგორ დააინტერესებენ და წარმოუდგენენ ინფორმაციას.

  1. ( მუსიკოსები )

ის მოსწავლეები, რომლებიც მუსიკალურ განათლებას იღებენ  სამუსიკო სკოლაში,  კიდევ რას დაამატებენ  წარმოდგენილ  პარალელებს ლექსისა და მუსიკის შესახებ.  

აქტივობა # 6

 პრეზენტაცია

4.წთ.

   სიმღერად ქცეული ლექსები

    2 წთ.

    ,,მზეო თიბათვისა ...“

მღერიან მოსწავლეები

შეფასება

განმავითარებელი,

 განმსაზღვრელი

3 წუთი

 

----------------------------------------------

 შეფასების სქემები იხ. ბლოგზე  

 იხ. ბმული  http://ninomasurashvili20.blogspot.com/ 

საშინაო დავალება

საშინაო  დავალება

ქართული

     2 წუთი

დაწერონ რეფლექსური ესე

  სამუსიკო ბგერა და სიტყვა , როგორც  სათქმელის გადმოცემის საშუალება ...

მუსიკა

შეარჩიონ სასურველი მუსიკალური ნაწარმოები და დაწერონ , როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე .

 

რესურსები

წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, ცარცი დაფა , იამაჰა , ფორტეპიანო . ვიდეოფაილები.