გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა | მონაცემთა მოგროვება. მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა. |
სწავლების საფეხური | დაწყებითი. |
მოსწავლეთა პროფილი | |
დრო | 1 გაკვეთილი. |
წინასწარი ცოდნა | მონაცემთა მოგროვების ხერხები, მათი დაჯგუფება, სიხშირეთა ცხრილი, პიქტოგრამა. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მიზანი 1: მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება და სვეტოვანი დიაგრამის აგება. შესაბამისობა ესგ-სთან: მოსწავლე მოიპოვებს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად. აწესრიგებს და წარმოადგენს მონაცემებს მოხერხებული ფორმით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ადგენს კითხვარს, აგროვებს მონაცემებს, ახარისხებს, ადგენს სიხშირეთა ცხრილს და აგებს სვეტოვან დიაგრამას. მიზანი 2: სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით მოსწავლე პასუხობს კითხვებს. შესაბამისობა ესგ-სთან: მოსწავლე პასუხობს ამოცანიდან დასმულ კითხვებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აანალიზებს ამოცანაში დასმულ პრობლემას და მის გადასაჭრელად იყენებს სვეტოვან დიაგრამას. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო, პლაკატები, ცხრილები, ბარათები, დაფა, ცარცი. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი |
|
ქულები კრიტერიუმები | ფრიადი | კარგი | საშუალო | სუსტი |
ახდენს მონაცემის მოგროვებას, დახარისხებას | ახდენს სრულფასოვნად მონაცემთა მოგროვებას და დახარისხებას | ახდენს მონაცემთა მოგროვებას, მაგრამ დახარისხების დროს უშვებს ხარვეზს | ასრულებს სამუშაობს ნაწილობრივ | ვერ ახდენს მოგროვება, დახარისხებას |
ახდენს მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა ხერხით | ახდენს მონაცემთა წარმოდგენას სრულფასოვნად ყველა ხერხით | ახდენს მონაცემთა წარმოდგენას ზოგიერთი ფორმით | ახდენს მონაცემთა წარმოდგენას ნაწილობრივ | ვერ ახდენს მონაცემთა წარმოდგენას ვერცერთი ხერხით |
სვეტოვანი დიაგრამის საშუალებით ახდენს ამოცანის გაანალიზებას | სრულფასოვნად აანალიზებს ამოცანაში დასმულ პრობლემას სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით | ახდენს ამოცანის გაანალიზებას, მაგრამ ვერ ჭრის ყველა პრობლემას | ნაწილობრივ აანალიზებს ამოცანას სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით | ვერ აანალიზებს ამოცანას |
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური მუშაობის დროს | სრულფასოვნად დანამშრომლობს ჯგუფში; არის ლიდერი | კარგად თანამშრომლობს ჯგუფში, მაგრამ არ არის აქტიური | ნაწილობრივ არის ჩართული ჯგუფში | უჭირს ჯგუფში მუშაობა |
მასწავლებლის თვითშეფასება:
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფები, ჯგუფში გაინაწილეს დავალებები, მუშაობდნენ შეთანხმებულად. მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი. შექმნეს მხატვრული ტექსტები, დაასურათეს შესაბამისად.
მოსწავლეთა მუშაობას ვაკვირდებოდი, ვაკეთებდი ჩანაწერებს. პრეზენტატორებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ნამუშევრები, უპასუხეს შეკითხვებს. პრეზენტატორები
შეფასდნენ როგორც ჯგუფების, ასევე ჩემ მიერ.