Published using Google Docs
გაკვ.მე-6 კლ.ვაჟა,,ია
Updated automatically every 5 minutes

                                                  გაკვეთილის გეგმა  

გაკვეთილის თემა / ჩატარების დრო

    ვაჟა-ფშაველა                 ,,ია “

   4.04.2014

სწავლების საფეხური კლასი/ სკოლა

 დაწყებითი/ VI  კლასი / სურამის    I საჯარო

მასწავლებლები

 ნინო მასურაშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა

 18

სსსმ მოსწავლე

 არ არის

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

 

ვაჟა-ფშაველას ,,იას“ პირველი ნაწილის იდეურ-მხატვრული გააზრება.

ინტეგრირებული საგნები

 ქართული ენა  //  ლიტერატურა

  მასწავლებელი

   ნინო მასურაშვილი

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;

ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

  • მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;

მიმართულება: კითხვა

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
  • ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;

ქართული ენა

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

  • ამოიცნობს და განარჩევს არსებით, ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ამოიცნობს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას; მიუთითებს ზმნიზედების როლზე ზმნური შინაარსის გამოხატვაში;

წინარე ცოდნა

 მოსწავლეები გაიაზრებენ თემასა და იდეას, ციან მთავარი მოქმედი პრისა და სხვა პერსონაჟების დიფერენცირება,  შეუძლიათ მეტყველების ნაწილების ამოცნობა მორფოლოგიური ნიშნით

გაკვეთილის მიმდინარეობა

A ფაზა

აქტივობა 1

წინარე ცოდნა … ხალხური ,,ფხოველი და შავანელი „

 კითხვა -პასუხი

   კითხვები შეეხება ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შექმნის პროცესს.

   

  დიაგრამის მიხედვით  დაფაზე კეთდება ჩანაწერი, რის შესახებ მოგვითხრობენ ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. და კონკრეტულად ეს ლექსი.

ლექსის მხატვრული კითხვა

5 წუთი

B ფაზა

აქტივობა  2

 გონებრივი იერიში

 რა იციან ვაჟა-ფშაველას შესახებ...

ვიდეორგოლის ჩვენება  ( მსჯელობა ვაჟას ცხოვრებაზე )

 6 წუთი

აქტივობა 3

ტექსტის კომენტირებული და მხატვრული კითხვა ( ვაჟა-ფშაველა --,,ია’  I ნაწილი )

სიტყვის მორფოლოგიური ასპექტების  განსაზღვრა.

 

10 წუთი

აქტივობა 4

 პერსონაჟების კლასიფიკაცია ( პარალელები ხალხურ ლექსთან )

6  წუთი

აქტივობა 5

ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეები გაიყოფიან  სამ ჯგუფად , განისაზღვრება დრო და მიეცემათ კონკრეტული დავალება.

  1. ამოიწერონ იას დამახასიათენბელი სიტყვები
  2. შეადარონ ერთმანეთს ხალხური ლექსი და ,,ია“ რა აქვთ საერთო ამ ორ ნაწარმოებს?
  3. მორფოლოგიურად გაარჩიონ  პირველი აბზაცი.

პრეზენტაცია

  10  წუთი

 

C ფაზა  == რეფლექსია

აქტივობა 6

პარალელური დიაგრამა

ადამიანისა და ბუნების შედარება ( დამახასიათებელი ეპითეტები)

3 წუთი

საშინაო დავალება

 ვაჟა-ფშაველა ,,ია“  (1-ლი ნაწილი ტექსტთან მიახლოვებით თხრობით )

იმსჯელონ , რატომ გააპიროვნა ავტორმა  უსულო საგნები...  რა მნიშვნელობა გააჩნია თხრობას პირველ პირში ?

2  წუთი

შეფასება

 განმავითარებელი და განმსაზღვრელი

3 წუთი

შეფასების რუბრიკები იხილეთ ბლოგის ჩანართში ( შეფასების რუბრიკები )

http://ninomasurashvili20.blogspot.com

საკლასო მენეჯმენტი/ რესურსები

  წიგნი , დაფა, ცარცი, ფორმატი, მარკერი, კომპიუტერი