მასწავლებლის სახელი და გვარი | ზიზო აბესაძე ,III საჯარო სკოლა
|
სწავლების საგანი | სპორტი |
სწავლების კლასი
| II კლასი |
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა | 2 სემესტრი ,66 საათი |
სასწავლო კურსის აღწერა | - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
- მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები;
- აქტიური მონაწილეობა;
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები. მოძრაობისა და მოტორული უნარ-ჩვევების საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა. აქტიური მონაწილეობის საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს მიიღოს მონაწილეობა ძირითად ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
|
სასწავლო კურსის სტატუსი | სავალდებულო
|
სასწავლო კურსის მიზნები | - მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი ჰიგიენის წესების ცოდნის აუცილებლობა სისუფთავის დაცვისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის;
- მოსწავლეს გამოუმუშავდეს დღის რაციონალურად დაგეგმვის ჩვევა და დისციპლინა;
- ფიზიკური თვისებების , სწრაფი რეაქციის განვითარება და შერეული მოძრაობის შესრულების უნარის გამომუშავება, აგრეთვე რიტმის გრძნობისა და შეთანხმებული მოძრაობის განვითარება;
- შეასრულოს მარტივი საერთო-განმავითარებელი ფიზიკური ვარჯიშები მეტი ხალისით, პასუხისმგებლობის აღება;
- მოსწავლემ ისწავლოს ჯგუფური თამაში, დახმარება, დისციპლინა და სხვა.
- აღწეროს ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხო გამოყენების წესები;
- დაასახელოს სკოლის, სახლის, უახლოესი მეგობრის მისამართები და ტელეფონის ნომრები;
- ერთმანეთს შეუნაცვლოს სხვადასხვა მოძრაობა;
- ბურთის ტარება მოკლე დისტანციაზე;
- მოძრაობა და ბურთის ხელით ტარება;
- ცალ ფეხზე ხტომა ხტომისას ფეხის ცვლა მასწავლებლის ნიშანზე;
- მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებში, ცეკვებში;
- თამაშისას მიღებული წესების დაცვა;
- სპორტულ დარბაზში, მოედანზე ქცევის წესების დაცვა;
- თამაშისას სხვა მოთამაშეების გაფრთხილება;
- ტორელანტური დამოკიდებულების გამომჟღავნება სსსმ მოსწავლეებისადმი;
- ინვენტარის გაფრთხილება.
|
სასწავლო საგნის შედეგები | - მოსწავლე აღწერს ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხო გამოყენების წესებს;
- სისტემატურად იხეხავს კბილებს და იბანს ხელებს;
- ასახელებებს სახლის, სკოლის, უახლოესი მეგობრის მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს;
- აღწერს ქუჩაში სიარულისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესებს;
- საჭიროების შემთხვევაში ტელეფონით უკავშირდება მშობლებს და ახლობლებს, საპატრულო პოლიციას, სახანძროს და სასწრაფო დახმარების სამსახურს;
- ერთმანეთს უნაცვლებს სხვადასხვა მოძრაობას;
- ფეხს არტყამს გაცერებულ ან გაგორებულ ბურთს, ცვლის ფეხს, აწოდებს ბურთს სხვა მოთამაშეს ან ტყორცნის სამიზნისკენ მოკლე ან საშუალო მანძილიდან;
- მოძრაობს და ბურთს ხელით ატარებს;
- თამაშისას იცავს მიღებულ წესებს;
- ასრულებს მასწავლებლისაგან მიღებულ შესაბამის დავალებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს;
- იცავს სპორტულ დარბაზში/მოედანზე ქცევის წესებს;
- იცავს თამაშის წესებს;
- თამაშისას ითვალისწინებს თანაგუნდელებისა და მასწავლებლის ინტერესებს,საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ;
- არ აზიანებს ინვენტარს;
- თამაშისას უფრთხილდება სხვა მოთამაშეებს;
- სთავაზობს თანაფუნდელებს წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის გზებს.
|
კურსის ორგანიზაცია | ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფებში (5-10). |
მეცადინეობის ფორმა | სემინარული ან კომბინირებული გაკვეთილი. სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით(პროგრამული) |
შეფასება | შეფასების ფორმა: ტესტები,დემონსტრაცია,რუბრუკები. მიმდინარე შეფასება: განმავითარებელი.ზეპირი გამოკითხვა,წერითი დავალება. შემაჯამებელი შეფასება:ტესტური წერა.
|
რესურსები | სახელმძღვანელო ავტ: ლელა აფციაური, IIკლასი ტექნიკური საშუალება-დარბაზი |