Published using Google Docs
სემინარის საკითხები.არტურ მალორი “ზეობა მეფე არტურისა”
Updated automatically every 5 minutes

სემინარის საკითხები.არტურ მალორი “ზეობა მეფე არტურისა”

2014

1. დაახასიათეთ მეფე არტური: მისი ქცევა და ღირებულებები;

2. დაახასიათეთ მრგვალი მაგიდის რაინდები: მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;

3. როგორია შუა საუკუნეების ცხოვრება მალორის მიხედვით?

4. როგორია რაინდული კოდექსი მალორის მიხედვით? რა ძირითადი პრინციპებია მასში მთავარი?

5. რამდენად ხშირად იცავენ რაინდები ღირსების კოდექსს?

6. რამდენად ადამიანურია არტური? თუ ის იდეალიზებული მეფეა?

7. წმინდა გრაალის თასი, რომელსაც რაინდები იცავენ, გადმოცემის მიხედვით ინახავს ქრისტეს სისხლს, შესაბამისად, მრგვალი მაგიდის რაინდები ქრისტეს სისხლსა და ღირებულებებს უნდა იცავდნენ. ტექსტის მიხედვით, რამდენად დასტურდება მათი ქრისტესადმი თავდადება?

8. მრგვალი მაგიდა დემოკრატიულობის სიმბოლოა. არის თუ არა არტურის მმართველობა დემოკრატიული?

9. მოგწონთ თუ არა შუა საუკუნეების ცხოვრების წესი, რაც რომანშია მოცემული რაინდული კოდექსის, ბრძოლებისა და ისტორიების სახით?

10. რა განსხვავებაა არტურის ეპოქის ღირებულებებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის?

11.დაახასიათეთ რომანის ქალი პერსონაჟები;

12. როგორ უყურებენ გმირები სიყვარულსა და ღალატს?

2015

დაახასიათეთ მეფე არტური,როგორც მეფე და ჩვეულებრივი ადამიანი

დაახასიათეთ რაინდები მათი ღირსებებისა და ადამიანური სისუსტეების მიხედვით,რა მოგწონთ და არ მოგწონთ მათში?

როგორია რაინდული ღირებულებები რომანის მიხედვით? რომელს გამოყოფდით და რატომ? შეადარეთ "ბეოვულფის" ღირებულებებს (საერთო და განმასხვავებელი ნიშნები)

როგორი იყო რაინდების დამოკიდებულება ქალთან?

როგორია შუა საუკუნეების სამყარო რომანის მიხედვით? რამდენად ჰგავს ის "ბეოვულფში" აღწერილ წარმართულ სამყაროს შეხედულებებით და ტრადიციებით?

ვის გამოყოფდით რომანიდან და რატომ?