რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2017 წლის გაზაფხულზე ბაკურციხის საჯარო სკოლის მე-3-ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაში.
მე და ჩემმა მოსწავლეებმა ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში დავგეგმეთ მონაწილეობა მიგვეღო სასკოლო ოლიმპიადაში.ჩემი უშუალო რჩევით კლასიდან 9 მოსწავლე დარეგისტრირდა ონლაინ რეჟიმით და კმაყოფილებიც დარჩნენ.
მონაწილეობამდე ჩვენ ერთად დავისახეთ მიზნები,მოვიძიეთ საჭირო ტესტები ინტერნეტის დახმარებით და თავდაუზოგავად ვმუშაობდით მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
მათ თავიდანვე სურდათ კინგსის ოლიმპიადაში მიეღოთ მონაწილეობა.ამიტომ კინგსის ვებ-გვერდიდან მოვიძიეთ ტესტები.თუ რამე საკითხი უცხო და გაუგებარი იყო განვიხილეთ და შევისწავლეთ.
ჩემი მოსწავლეები კარგად ეუფლებიან არითმეტიკულ მოქმედებებს 10 000 ფარგლებში,გამრავლების ტაბულას,კარგად ხსნიან ამოცანებს.შედარებით ხარვეზი შევნიშნე მათ ისეთ საკითხში,როგორიცაა მიმდევრობები და გეომეტრიული ფიგურების დანახვასა და აღქმაში.
ოლიმპიადაში მონაწილე 9 მონაწილიდან ცხრავე გადავიდა მე-2 ტურში და მიიღო სერტიფიკატი.რადგან მე-2 ტურის გადასახადის საფასური იყო 18 ლარი,მონაწილეობა მიიღო 6 მოსწავლემ,ხოლო ფინალურ ტურში 5 მოსწავლემ.აქედან ყველაზე წარმატებულად იასპარეზა ბესო ბეჟაშვილმა,რომელმაც მე-2 ხარისხის დიპლომი მოიპოვა,ხოლო ნიკოლოზ მაისურაძე,საბა ნიჟარაძე,სალომე მახარაშვილი და სალომე ჭარელაშვილი სერტიფიკატებით დაბრუნდნენ.
მე და ჩემი მოსწავლეები კმაყოფილები ვართ აღნიშნული შედეგებით,რადგან ეს იყო მათი პირველი გასვლა ასეთი სახის კონკურსში,ჩვენ ერთად გამოვავლინეთ შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც მათ ნამუშევრებში აისახა.დავსახეთ სამომავლო მიზნები აღნიშნულ საგანშიც და ქართულ ენაშიც,აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მე-4 კლასშიც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
ბაკურციხის საჯარო სკოლის დაწყებითის უფროსი მასწავლებელი ინგა სიბაშვილი. 2017წ. 3 ივნისი.