ინგლისური ლიტერატურის ისტორია 4
ანალიტიკური ესეის რეკომენდებული საკითხები
მოდერნიზმი
1) ბრიტანული მოდერნიზმი
2) მოდერნიზმამდე იყო ესთეტიზმი
"დუბლინელები"
3) სიჩუმის სიმბოლიკა მოთხრობაში "დები"
4) ეველინი ვერ დატოვებს მამას! პატრიარქალური ნარატივის ისტორია
5) ნიცშეს ზეკაცი-მისტერ დაფი
6) სინიკოს დუმილი, როგორც ხმა უდაბნოსა შინა
7) გაბრიელ კონროის განდეგილობა
"ულისე"
8) სტივენ დედალოსის დაკარგული სამშობლო
9) სტივენის შექსპირული თეორიის ირლანდიური ქვეტექსტები
10) მამა ეძებს ვაჟს
11) სხვა ლეოპოლდ ბლუმი
12) სეპტიმუს სმიტის ახალი გზა
13) კლარისა დოლოვეი და სეპტიმუს სმიტი
14) ექიმი ბრედშოუს რეპრესიული ფსიქიატრია
15) დროის მეტაფორა ვირჯინია ვულფის რომანში "გზა შუქურისკენ"
16) ლედი ჩეტერლეი საკუთარი თავის ძიებაში
17) პატრიარქალური ოჯახი,როგორც ფარსი "ლედი ჩეტერლეის" მიხედვით
შეფასება
ანალიტიკური ესეი-10 ქულა
10 ქულა- ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა დასაბუთებულია ფაქტზე დამყარებული მოსაზრებებით, მოტანილია შესაბამისი მაგალითები, არის შედარებები სხვა ტექსტებთან, პერსონაჟებთან, ტენდენციებთან და ა.შ. ჩანს ლიტერატურული ანალიზის ძირითადი პრინციპების პრაქტიკული ცოდნა (ნაწარმოების სტრუქტურისა და მისი ძირითადი ელემენტების გამოყოფა და ანალიზი), სტუდენტი ამჟღავნებს ინგლისური ლიტერატურის ისტორიის ღრმა ცოდნას;
9 ქულა- ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა დასაბუთებულია ფაქტზე დამყარებული მოსაზრებებით, მოტანილია შესაბამისი მაგალითები, არის შედარებები სხვა ტექსტებთან, პერსონაჟებთან, ტენდენციებთან და ა.შ. ჩანს ლიტერატურული ანალიზის ძირითადი პრინციპების პრაქტიკული ცოდნა (ნაწარმოების სტრუქტურისა და მისი ძირითადი ელემენტების გამოყოფა და ანალიზი); თუმცა, სტუდენტი არ ამჟღავნებს ინგლისური ლიტერატურის ისტორიის ღრმა ცოდნას;
8 ქულა - ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა ძირითადად დასაბუთებულია ფაქტზე დამყარებული მოსაზრებებით, მოტანილია შესაბამისი მაგალითები, ჩანს ლიტერატურული ანალიზის ძირითადი პრინციპების პრაქტიკული ცოდნა (ნაწარმოების სტრუქტურისა და მისი ძირითადი ელემენტების გამოყოფა და ანალიზი);
7 ქულა- ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა დასაბუთებულია ფაქტებით; მოტანილია შესაბამისი ციტატები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან;
6 ქულა- ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობას აკლია ფაქტებით დასაბუთება; ზოგჯერ მოტანილია შესაბამისი ციტატები;
5 ქულა- ესეის სტანდარტი დაცულია (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა ხშირად არ არის გამყარებული შესაბამისი ფაქტებით და ციტატებით და ზოგადია;
4 ქულა- ესეის სტანდარტი არ არის დაცული (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა ზოგადია და ძირითადად სიუჟეტის ან ფაბულის მოყოლით შემოიფარგლება;
3 ქულა - ესეის სტანდარტი არ არის დაცული (სტრუქტურა, სტილი, ენობრივი გამართულობა); მსჯელობა არ ჩანს, ძირითადად მოყოლილია სიუჟეტი ან ფაბულა;
2 ქულა-ესეის სტრუქტურა არაა დაცული; მსჯელობა ფრაგმენტულია;
1 ქულა- ესეის სტრუქტურა არაა დაცული; მსჯელობის წარმოება ნაცადია, თუმცა ფრაგმენტულობის გამო ვერ ხერხება ესეის მთავარი საკითხისადმი ავტორის დამოკიდებულების გარკვევა.
0 - ესეი არაა დაწერილი.
სტუდენტებს შუალედურ გამოცდამდე დაურიგდებათ შუალედური გამოცდის გზამკვლევი, სადაც შეფასების სისტემა დეტალურად არის ახსნილი. გზამკვლევი ასევე განთავსებულია კურსის ვებსაიტზე.
არჩეული საკითხები, 2015 წლის შემოდგომის სემესტრი
ნანიკო რობაქიძე-17 პატრიარქალური ოჯახი,როგორც ფარსი "ლედი ჩეტერლეის" მიხედვით
ნინო ჩხარტიშვილი-16 ლედი ჩეტერლეი საკუთარი თავის ძიებაში
ნათია გუჯეჯიანი-4 ეველინი ვერ დატოვებს მამას! პატრიარქალური ნარატივის ისტორია
ანი პირველაშვილი-10 მამა ეძებს ვაჟს