პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება:“მთების მწვანე მოსასხამი“.
კლასი:მე-3-ბ.
მასწავლებელი:ინგა სიბაშვილი.
მიზანი: -მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის მოძიებას და მის რეალიზებას აუდიტორიის შესახებ.
-მოსწავლე სწავლობს სხვა მოსწავლესთან იდეების გაზიარებას.
-მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებას.
პროექტის გაკეთება დავგეგმე და განვახორციელე ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე.ეს აქტივობა ასევე დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პროექტი მიზნად ისახავს ასევე ორი საგნის:ქართულისა და ბუნების ინტეგრირებას,რომეიც ესგ-თია გათვალისწინებული.
პროექტი მესამე კლასელებს ეხმარება მიმართუების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებასა და ფორმირებას.გამოყენებულია მასში შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები.მოსწავეს უყალიბდება კრიტიკული აზროვნება.
აღნიშნული პროექტით მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია.ძალიან დაგვეხმარნენ მშობლები,რადგან ჯერ მე-3 კლასელები ისე სრუყოფიად ვერ ფობენ ტექნოლოგიებს,თუმცა მოძიებულ მასალას ისინი იწერენ საკუთარი ხელით.ასევე აქტიურად ვერ ჩაერთვნენ ის მოსწავლეები,რომლებსაც ხელი ნაკლებად მიუწვდებათ ინტერნეტზე.
ყველაზე წარმატებული და სახალისო იყო მათი შეჯიბრი,თუ რომელმა მეტი და საინტერესო მასალა მოიძია.
მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები,კერძოდ კომპიუტერის უკეთ ფლობა,სლაიდების აწყობა და მშობელთა მეტი ჩართულობა.
მომავალ სასწავლო წელს როცა კიდევ გადავწყვეტ პროექტის გაკეთებას,აუცილებლად გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს,მათ მზაობას.ასევე მოვახდენ დიფერენცირებას მასალის დარიგების წინ.
მე-3-ბ კლასის მასწავლებელი:ინგა სიბაშვილი.
2016-2017 სასწ-წელი.