კითხვები სვიფტის სემინარისთვის
1.როგორია კაცობრიობის მომავალი "გულივერის
მოგზაურობის" მეოთხე ნაწილის მიხედვით?
2. რა განსხვავებაა ადამიანის ცნების გაგების კუთხით
"გულივერის მოგზაურობის" პირველ ნაწილსა და მეოთხე
ნაწილს შორის?
3.რისი სიმბოლოა "მფრინავი კუნძული"?
4.რა მსგავსებაა ევროპელ და ბლეფესკუს სამეფოს
პოლიტიკოსებს შორის? რატომ არის ირონიზებული ეს
მსგავსებები სვიფტთან?
5.რა მხატვრულ ეფექტს ქმნის ლილიპუტების შემდეგ
გოლიათების შემოყვანა "გულივერის მოგზაურობაში"?
6.რისი სიმბოლოა ზომა ლილიპუტებისა და გოლიათების
ურთიერთშედარებისას ზნეობრივი თვალსაზრისით?
7. რატომ იღებს სვიფტი მეორე ნაწილში ბრობდინგნაგის
სამეფოს აღწერისას პროტოტიპად ანტიკურ სამყაროს?
8. რა ზნეობრივი განსხვავებაა ბლეფესკუს სამეფოსა და
ბრობდინგნაგის სამეფოს შორის?
9. რომელ პერსონაჟს შეადარებდით ინგლისური
ლიტერატურიდან ლილიპუტებს და რატომ?
10. კრიტიკოსები სვიფტის სატირას ხშირად ცილისწამებად
აღიქვამდნენ და მას ადამიანის მოძულედ მიიჩნევდნენ,
რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? დაასაბუთეთ
11. როგორ აღიქვამს გულივერი განსხვავებულს? რა
სტერეოტიპები გააჩნია თავად მას გასხვავებული ადამიანების
მიმართ?
12. რატომ არის სვიფტის დამოკიდებულება კუნძულ ლაპუტას
მეცნიერებისადმი ირონიული?
13. რისი სიმბოლო არიან იაჰუები?
14. როგორ იქცნენ ადამიანები იაჰუებად? იმსჯელეთ მთელი
ნაწარმოების მიხედვით
15.გულივერი ბევრს ჰყვება სხვებზე. თავად როგორია გულივერი ნაწარმოების მიხედვით?