Published using Google Docs
სილაბუსი(მათემატიკა)
Updated automatically every 5 minutes

მასწავლებლის სახელი და გვარი

ზიზო აბესაძე ,III საჯარო სკოლა

 

         

სწავლების საგანი

მათემატიკა

სწავლების კლასი

II  კლასი

 სასწავლო კურსის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა

 165 საათი

სასწავლო კურსის აღწერა

მათემატიკის სწავლება იწყება 4 მიმართულებით:

  • რიცხვები და მოქმედებები;
  • კანონზომიერებები და ალგებრა;
  • გეომეტრია და სივრცის აღქმა;

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.

    რიცხვებისა და მოქმედებების საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი,ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, შეძლოს განახევრება -გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირაბა  შეკლება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან,შეძლოს შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში,შეძლის რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

     კანონზომიერებისა და ალგებრის საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს საგნების ან ნახატების პერიოდული განლაგებების განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება,უნდა შეძლოს შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მატემატიკური ამოცანების ამოხსნისას.

     გეომეტრიისა და სივრცის აღქმის საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება გიგურების აღსაწერად,შეძლოს გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.

     მონაცემთა ანალიზი, ალბათობასა და სტატისტიკის საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ, შეძლოს თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ, შეძლოს თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება, შეძლოს თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

 სასწავლო საგნის სტატუსი

სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზანი

  • ბავშვებმა გაიმეორონ პირველ კლასში შესწავლილი მასალა,გამოავლინონ ცოდნის დონე;
  • ერთმანეთს შეუსაბამონ რიცხვი, რიცხვითი სახელი და შესაბამისი რაოდენობა,შეადარონ გროვებსი საგანთა რაოდენობა; ისწავლონ ე.წ. ლოგიკურ ამოცანაში მოცემული სიტუაციის გაანალიზება, კავშირებისა და კანონზომიერებატა გამოვლენა;
  • ამოიცნონ და აღწერონ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები;
  • განავრცონ წარმოადგინონ და შეადარონ საგნების პერიოდული განლაგებები,ტექსტურ ამოცანებში პირობის მიხედვით განსაზღვრონ, თუ რა არის მოცემული და რა არის საძიებელი, აირჩიონ შესაბამისი მოქმედება და მისი შესრულების ხერხი ამოცანის ამოსახსნელად;
  • დათვალონ საგნები ორ-ორად, სამ-სამად, მოემზადონ 100-ის ფარგლებში რიცხვების შესასწავლად, შეასრულონ ტესტური დავალებები;
  • გაეცნონ 100-ის ფარგლებსი რიცხვებს,ისწავლონ ამ რიცხვების წაკითხვა, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;
  • გაეცნონ ახალ მოქმედებას- გაორმაგებას, განავითარონ ორნიშნა რიცხვების შედარების უნარ-ჩვევები;
  • გაეცნონ ცნებებს:“ერთნიშნარიცხვი“, „ორნიშნა რიცხვი“;
  • განასხვაონ, დაასახელონ, გამოიყენონ ეროვნული ფულის ნიშნები რეალურ/გათამაშებულ ვითარებასი;
  • გაიცნონ კენტი და ლუწი რიცხვები;
  • გაეცნონ ახალ მოქმედებას - განახევრებას;
  • ისწავლონ რიცხვის უახლოესი ათეულის დასახელება;
  • ისწავლონ რიცხვის უახლოესი ხუთეულის დასახელება;
  • გაეცნონ ტოლი ფიგურების ცნებას;
  • ისწავლონ რიცხვის უახლოესი ოცეულის დასახელება;
  • ისწავლონ საგნების დაჯგუფება  ფერის, ზომის, ფორმის, დანიშნულების მიხედვით;
  • განამტკიცონ გამოთვლითი უნარ-ჩვევები;
  • განივითარონ სავრცითი აზროვნება- ისწავლონ ორიენტირება გარემოში და ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერა;
  • ისწავლონ პრობლემათა გადაჭრა, განივითარონ კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოთქმის, თვითშეფასების უნარ-ჩვევები;
  • ისწავლონ ორნიშნა რიცხვების შეკრება;
  • გაეცნონ მათთვის ახალი ტიპის -ორმოქმედებიან ამოცანებს;
  • ისწავლონ ათეულზე გავლით რიცხვების გამოკლება;
  • გაეცნონ შეკრების წერით ხერხს;
  • ისწავლონ რიცხვების შეკრება და გამოკლება ქვეშმიწერით;
  • გაიღრმაონ ცოდნა დროსა და დროის საზომი ერთეულების შესახებ;
  • ივარჯიშონ ფიგურების წრფივი ზომების შედარებაში;
  • განივითარონ არასტანდარტული ზომის ერთეულებით რეალური ობიექტების გაზომვის უნარ-ჩვევები;
  • გაეცნონ მანძილის ცნებას;
  • გაეცნონ ტერმინებს:“შესაკრები“, „ჯამი“;
  • გაეცნონ ტერმინებს:“საკლები“, „მაკლები“ ,“სხვაობა“;
  • გაეცნონ ცნებას „მონაცემები“;
  • გაითავისონ რა არის სია;
  • გაიტავისონ რა არის ცხრილი;
  • გაარკვიონ რა არის პიქტოგრამა;
  • გაეცნონ ახალ ფიგურას-ტეხილს, შეკრულ ტეხილს;
  • გაეცნონ ცნებას- მრუდი, შეკრული მრუდი;
  • განასხვავონ ფიგურების შიგა და გარე არეები.

 სასწავლო საგნის შედეგები

  • მოსწავლე კითხულობს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს;
  • ორნიშნა რიცხვების ჩაწერაში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს;
  • ახდენს შეკრება- გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით;
  • განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
  • ზეპირად ასრულებს ათეულების გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას;
  • ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენიბის ჯგუფის დამატებით;
  • აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს, აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან;
  • ირჩევს ხერხს და ანახევრებს ლუწ რიცხვებს;
  • ირჩევს ხერხს, აფასებს და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას;
  • ასახელებს რიცხვის უახლოეს ათეულს, ხუთეულს, ოცეულს, განმარტავს პასუხს;
  • ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
  • ირცევს სესაბამისს მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ამოცანის ამოსახსნელად;
  • ერთმანეთს ადარებს რამდენიმე მიმდევრობას და ასახელებს ამ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა და იმავე წესს ემორჩილებიან;
  • ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
  • ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით;
  • განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს,უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
  • განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
  • გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითიტებებს;
  • ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით(მაგ:გრძელი, მოკლე, ტოლი...);
  • აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
  • განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე;
  • სატყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას, მონაცემთა საერთო რაოდენობას;
  • სიტყვიერად აღწერს/ განმარტავს პიქტოგრამას;
  • სიტყვიერად აღწერს/განმარტავს მონაცემთა უმარტივეს ცხრილს.

 კურსის ორგანიზაცია

ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფებში (5-10).

სწავლების ფორმა

სემინარული ან კომბინირებული გაკვეთილი.

სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით(პროგრამული)

    შეფასება

 შეფასების ფორმა: ტესტები,დემონსტრაცია,რუბრუკები.

მიმდინარე შეფასება: განმავითარებელი.ზეპირი გამოკითხვა,წერითი დავალება.

შემაჯამებელი შეფასება:ტესტური წერა.

  რესურსები

სახელმძღვანელო, ავტ:, ირინა რუხაძე IIკლასი

ტექნიკური რესურსი –   ნეთბუკები