პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები

. იზრდება მოსწავლეების დაინტერესების დონე

. უზრუნველყოფილია სასწავლო საგნების ურთიერთკავშირის შემეცნება.

. იზრდება საგნობრივი თემატიკის სიღრმისეული გაგება.

. აქტივობები აზროვნების ზედა დონის პრობლემის გადაჭრის თანამშრომლობის და კომუნიკაცცის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

.უმჯობესდება ტექნოლოგიური  უნარ-ჩვევები.

. იზრდება მოსწავლეების მონაწილეობა სასწავლო პროცესში.

. სკოლის და სწავლის პროცესის მიმართ განწყობა უმჯობესდება.

პროექტებით სწავლება მ.კურტანიძე საკლასო ოთახში.

იხილეთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე, რა როლს ასრულებს თქვენი შვილი პროექტის ფარგლებში და როგორ შიცვლება სწავლის პროცესი აქტივობებზე მუშაობისას.

მასწავლებლის როლი

მე ნკლებ დროს დავუთმობ ლექციის ტიპის სწავლებას და მოსწავლეს მივცემ მეტ შესაძლებლობებს, კონკრეტულ ასპექტში ცოდნა დამოუკიდებლად აიმაღლონ. ჩემი პირდაპირი ჩართულობის შემცირების მიუხედავად მოსწავლეები ყოველტვის მიიღებენ რესურსებს, მითითებებს და დახმარებას, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სხვადასხვამოცანების გადაჭრისას, მეყველა კითხვაზე ,,სწორი,, პასუხი მექნება.

ჩვენი მუშაობის შესახებ სიახლეები იხილეთ ბმულზე.

მოსწავლის როლი

მოსწავლეები პასიური შემსწავლელები არ არიან საკლასო ოთახში. ისინი ხშირდ მონაწილეობენ ჯგუფურ მუშაობაში, მაგარამ აკეთებენ  ინდივიდუალურ დავალებებსაც, მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი პროექტების მიმართულების და შინაარსის შესახებ. მართებული გადაწყვეტილების მისაღებად მთ შესაბამისი რესურსებით ფართოდ  სარგებლობა შეეძლებათ.

მშობლის როლი

მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში ჩვენ შორის სისტემატური კომუნიკაცია. თქვენს შვილს დასჭირდება დამათებითი დროის გატარება კომპიუტერთან და ჯგუფში მუშაობა. თქვენი მხარდაჭერა და წახალისება მნიშვნელოვანია.