სასწავლო რესურსი (სლაიდი, როგორც გაკვეთილის დამხმარე საშუალება)
რეფლექსია
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი- VIIIა
პედაგოგი-მ. სამადაშვილი
ჩემ მიერ გამოყენებული რესურსი გამომდინარეობს სასწავლო გეგმის მიზნისა და შედეგიდან, სასწავლო მიზანი ჩამოყალიბებულია და შეესაბამება მიზნობრივ ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება რეალურ სიტუაციაში, რადგან მოსწავლეს უადვილებს სასურველი შედეგის მიღწევას. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას (თვალსაჩინოა). მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგნებში მაგ. ქართულში , სამოქალაქო განათლებასა, ფსიქოლოგიაში და ა. შ. შესაბამისად ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას (მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოხატვა...)
ამგვარად გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგი, მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გამოცდილება, უნარები, ინტერესი და საჭიროებები. მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგი, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, კონკრეტულ გაკვეთილზე რას ვითხოვდი მათგან, რაზე გავამახვილებდი ყურადღებას და რა მიზნით შევაფასებდი მათ.
გაკვეთილი დავგეგმე სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გავაკეთე გამოწვევა (კადრი მასალიდან ,,ნატვრის ხეზე აკინძული პოეზია“ გ. ლეონიძის შემოქმედებიდან). შემდეგ ფაზაზე გამზადებული სლაიდების ფონზე, ილუსტრაციებთან ერთად განთავსებული კითხვების საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ თანმიმდევრულად ემსჯელათ მასალის ირგვლივ. მესამე ფაზაზე გამოვიყენე მასალის შეჯამების მიზნით ,,3,2,1-ს’’ბარათი, რომელიც სლაიდზე იყო დაფიქსირებული.
თემა | პროექტ-გაკვეთილი სახელწოდებით ,,ბრბოდქცეული საზოგადოების მსხვერპლად შეწირული სიცოცხლე“ გ. ლეონიძის მოთხრობა .,მარიტა“-ს მიხედვით |
მიზანი | მოსწავლე შეძლებს შესაბამისობას (წარმოდგენილ სლაიდის) კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. იმსჯელებს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად განავითარებს თავის მოსაზრებას; მსჯელობიდან გამოიტანს ადეკვატური დასკვნას; საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად გამოიყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან. ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს გამოარკვევს დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ. მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს; დააკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან; |
შედეგი |
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა (წარმოდგენილ სლაიდთან) კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. ქართ. VIII. 1სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის)
ქართ. VIII.4აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას; ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ. ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე; ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
|