Published using Google Docs
სქემის ტრენინგი.docx
Updated automatically every 5 minutes

                                      ტრენინგის ანგარიში

     2012 წლის 23 სექტემბერს ქ. ქუთაისში N17 საჯარო სკოლაში დავესწარი მასწავლებლის სახლის მიერ ინიცირებულ ტრენინგს სახელწოდებით  ,,პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ ამორჩეული აქტივობების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიები“.  ტრენინგს ატარებდა  ტრენერი საბა ჩიხლაძე. ტრენინგის  ხანგრძლივობა  იყო 5 საათი.  2010 წელს  გავხდი სერტიფიცირებული  მასწავლებელი და მომეცა საშუალება რომ   2011  წელს  პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მიზნით  ჩავბმულიყავი  მასწავლებლის პროფესიული განვითარების  სქემაში. აღნიშნულ  ტრენინგის  მიზანი იყო   ის, რომ პროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული  მასწავლებლები  გავცნობოდით ,  თუ რას ნიშნავს ამ სქემაში  ჩართვა;   გავცნობოდით  იმ აქტივობების  ნუსხას, რომლებიც  შეიძლება განვახორციელოთ  პროფესიული  განვითარებისა და  კარიერული  ზრდის  მიზნით;  გავცნობოდით აგრეთვე  სქემაში ჩართული  მასწავლებლების მიერ ამორჩეული  აქტივობების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიებს.   ტრენინგის  დღის  წესრიგში იყო  შემდეგი თემები:

  1.  მასწავლებლის  პროფესიული განვითარების  სქემის  გაცნობა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
  2. კვლევა
  3. პროექტი - გაკვეთილი
  4. ინკლუზიური განათლება
  5. პორტფოლიო
  6. ანგარიშის ფორმა.  

       როგორც ტრენინგიდან გავიგე,   სქემის მიხედვით განსაზღვრულია                მასწავლებლის სამი კატეგორია: სერტიფიცირებული მასწავლებელი, პირველი კატეგორიის მასწავლებელი, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. ყოველი მათგანი შეიძლება იყოს მენტორი.  მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებელი   შეიძლება  ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში.  8 წლის  განმავლობაში  სქემაში  ჩართულ მასწავლებელს  შეუძლია  მხოლოდ ერთი კატეგორიით  დაწინაურება, რაც ჩემი აზრით არცთუ  ისე სახარბიელო გამოწვეევაა,  იმიტომ რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელს  მხოლოდ 16 წლის მუშაობის შემდეგ ეძლევა შანსი  გახდეს   უმაღლესი კატეგორიის  მასწავლებელი. ტრენერმა მოგვახსენა, რომ ეს საკითხი  შეიძლება  უფრო  დაიხვეწოს. სქემის მიხედვით მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა შემდეგი  რაოდენობის  კრედიტების  დაგროვება:

            სერტიფიცირებული მასწავლებელი  21 კრედიტი

             პირველი  კატეგორიის  მასწავლებელი  32  კრედიტი ( მათ შორის 2010  წელს სერტიფიცირებულ   სქემაში ჩართული   მასწავლებლებისთვის  28  კრედიტი).

            უმაღლესი  კატეგორიის მასწავლებელი  42  კრედიტი.  

ნიშანდობლივია ის რომ ყოველ ეტაპზე  კრედიტების ათვლა იწყება ნულიდან.  მოპოვებული კატეგორიის  შესანარჩუნებლად საჭიროა  შესაბამისი  რაოდენობის კრედიტები.  ტრენინგზე დეტალურად  განვიხილეთ ისაქტივობები, რომელებიც შეიძლება განახორციელოს  სქემაში  ჩართულმა მასწავლებელმა  და გავეცანით  აქტივობების შესაბამის  კრედიტებს.

           ა) სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი 25 საათი/ 1კრედიტი  

           ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგპროგრამები   25 საათი/0,5 კრედიტი

           გ) ტრენინგპროგრამები აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 25 საათი/0,5 კრედიტი

            დ) სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების ავტორობა/თანაავტორობა. გრიფირებული  სახელმძღვანელოს  ავტორობა- 7 კრედიტი, სასკოლო  სახელმძღვანელოების  თანაავტორობა -3 კრედიტი,   მეთოდოლოგიური  სახელმძღვანელოს ავტორობა -4 კრედიტი, მეთოდოლლოგიური სახელმძღვანელოების თანაავტორობა -2 კრედიტი.

           ე)    საგანმანათლებლო პროექტის ავტორობა სწავლა სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე( 7 წლის განმავლობაში  სულ მცირე 1 პროექტი) – 1 კრედიტი  

           ვ) საგანმანათლებლო  კონფერენციები, სემინარები- მომხსენებლად მონაწილეობის მიღება-1 კრედიტი ( საჭიროა დამადასტურებელი  საბუთი)

           ზ) საგანმანათლებლო  კონფერენციები, სემინარები-მონაწილეობის მიღება- 0,5 კრედიტი (საჭიროა დამადასტურებელი საბუთი)

           თ) პროფესიული სტაჟირების გავლა საგნობრივი კომპენტენციის გამოცდილების  შეძენა/გაზიარების მიზნით( ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ)

              ი) საგანმანათლებლო პროფესიული პედაგოგიური თემატიკის მქონე  საგანმან ათლებლო პედაგოგიურ ჟურნრლ-გაზეთში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატია( შვიდი წლის განმავლობაში  სულ  მცირე სამი  სტსტია) 2 კრედიტი

             კ) საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებული  კვლევის ავტორობა  (შვიდი წლის განმავლობაში სულ მცირე 3 კვლევა)-3 კრედიტი

             ლ) მენტორმასწსვლებლად მუშაობა -1 კრედიტი  წელიწადში

              მ) მასწავლებლის მოსწავლეთა  გამაეჯვება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში( 7 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/ გუნდური)-2 კრედიტი

             ნ) მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში (  7 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/ გუნდური)- 1 კრედიტი

              ო)  საგნობრივ კათედრაზე აქტივობები- სხვა საგნის მასწავლებლებთან ინტეგრირებული  გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ( სულმცირე 3 გაკვეთილი)- 1 კრედიტი.   დამუშავებული თემის წარდგენა კათედრა ზე, სემინარი/ კონფერენცია- 1 კრედიტი( საჭიროა ვიდეოჩანაწერი)

               პ)  პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციის მოწყობა( 7 წლის განმავლობაში  სულ მცირე 3 პრეზენტაცია)- 1 კრედიტი ( საჭიროა ვიდეოჩანაწერი)

               ჟ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო  პროცესში - სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება:

              ჟ.ა) მასწავლებელი ქმნის სასწავლო ციფრულ ობიექტებს და იყენებს სასწავლო პროცესში

              ჟ.ბ) მასწავლებელი ქმნის ელექტრონულ პორტფოლიოს და ანთავსაბს ინტერნეტში

              ჟ.გ) მასწავლებელი იყენებს ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის- 2 კრედიტი  

            რ) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისის მქონე  მოსწავლეებისთვის ადექვატური სასწავლო   გეგმის,  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკლასო/ სასკოლო აქტივობების  დაგეგმვა დაგანხორციელება-2 კრედიტი

             ს)  სამინისტროსა და ცენტრის ეგიდით  განხორციელებულ ტრენინგებში  ტრენერად  მუშაობა   3  ტრენინგი ( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი)  2 კრედიტი

             ტ) კანონმდებლობით  განსაზღვრული წესით  აკრედიტებული ტრენინგ  პრომაგრამებში ტრენერად მუშაობა( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი)- 1 კრედიტი

  სქემაში  ჩართული მასწავლებელი   ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებიდან, სათანადო კრედიტების დასაგროვებლად, ირჩევს მინიმუმ შვიდ აქტივობას.  

     პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებითი კვლევათა რიცხვს, იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას, ჩატარებულს მკვლევარ-მასწავლებელთა მიერ სასწავლო სიტუაციის გაუმჯობესებისა საკუთარი  პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.          მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც  შეუძლია  პედაგოგიური  საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდე,ების, ინობაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგოგიური პრაქტიკის კვლევა შედგება შემდეგი ფაზებისაგან:

  1. კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
  2. კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება;
  3. საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
  4. კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა( სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა)
  5. მონაცემთა შეგროვება;
  6. მონაცემთა ანალიზი
  7. მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში შესვლას.
  8. მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით  და მისი კათედრის სხდომასა თუ სემინარზე განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.

    პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება  კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლაება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.  პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის  გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეების წინაშე ახალი ამოცანები დგება, რომელიც განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან. პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის, როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთსაინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისაა  და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები. პროექტზე მუშაობისას მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას და მის გადაყვანას პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში, იმისათვის რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპენტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.

მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.