სახელწოდება: ‘’თანამედროვე ქართული ქანდაკეა’’- პრეზენტაციის რუბრიკა -მეორე  საფეხური---მე-9  კლასი

აღწერა: მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე შემუშავებული რუბრიკა გამოიყენება  მეორე საფეხურის  მოსწავლეების მიერ ნამუშევრის პრეზენტაციის თვითშეფასებისათვის.

ძირითადი სიტყვები: ნაბეჭდი პუბლიკაცია, ისტორია, კვლევა

ინსტრუქცია:  რუბრიკა  პრეზენტაციაზე მუშაობის დროს.

კატეგორია

კლასი : მე-9

საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შეფასების ტიპი : ელექტრონული პუბლიკაციები

4

3

2

1

თემა

ჩემს პრეზენტაციაში წარმოდგენილია თემა, რომელიც ასახავს უნიკალურ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას  ხელოვნების ნიმუშებზე

  რომლის შესახებაც ვწერ.

ჩემს პრეზენტაციაში არის მცდელობა, რომ იყოს თემა, მაგრამ ძირითადად ერთ საკითხს ეხება.

ჩემს პრეზენტაციაში თემის ნაცვლად მოცემულია საკითხი.

ჩემი  პრეზენტაცია მრავალ სხვადასხვა საკითხს ეხება.

შემუშავება

ჩემი პრეზენტაცია მოიცავს მრავალ რელევანტურ და კონკრეტულ დეტალს.

ჩემი პრეზენტაცია მოიცავს რელევანტურ და კონკრეტულ დეტალებს.

ჩემი პრეზენტაცია მოიცავს რამდენიმე რელევანტურ და კონკრეტულ დეტალს.

ჩემს პრეზენტაციაში ძალიან ცოტა კონკრეტული დეტალია მოცემული.

ინტერპრეტირება

მე ვიყენებ ჩემს პირად გამოცდილებას, ღირებულებებს და ცოდნას, რათა ჩამოვაყალიბო ჩემი პრე თემასთან რელევანტური და გონივრული დასკვნები.

მე ვიყენებ ჩემს პირად გამოცდილებას, ღირებულებებს და ცოდნას, რათა ჩამოვაყალიბო რამდენიმე დასკვნა არჩეული პიროვნების ცხოვრების ფაქტების შესახებ.

მე ვცდილობ დასკვნების გამოტანას პიროვნების ცხოვრების შესახებ, თუმცა ძირითადად ცნობილი ფაქტები და დასკვნები შემაქვს.

ჩემსპრეზენტაციაში მხოლოდ ცნობილი ფაქტებია.

კვლევის წყარო

ჩემი პრეზენტაციისთვის მე ვიღებ ინფორმაციას მრავალი სხვადასხვა პირველადი და მეორადი წყაროდან.

ჩემი პრეზენტაციისთვის ინფორმაციას მინიმუმ სამი სანდო წყაროდან ვიღებ.

ჩემი პრეზენტაციისთვის ინფორმაციას ორი ან ნაკლები წყაროდან ვიღებ, და ჩემი წყაროების უმეტესობის სანდოობა საეჭვოა.

მე მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ ინფორმაციას

ან

ყველა ჩემი წყაროს სანდოობა საეჭვოა.

წყაროს ციტირება

მე ჩემს ყველა წყაროს სწორად მივუთითებ, ციტირებისა და პერეფრაზის ჩათვლით.

მე ჩემს ყველა წყაროს სწორად მივუთითებ ციტირებისა და პერეფრაზის ჩათვლით. მე შეიძლება მქონდეს უმნიშვნელო შეცდომები ლიტერატურის მითითების ფორმატში.

მე ჩემი წყაროების უმეტესობას მივუთითებ ან მე არ მივუთითებ წყაროს პერეფრაზის დროს. მე ვუშვებ უმნიშნელო შეცდომებს ლიტერატურის მითითების ფორმატში.

მე არ მივუთითებ წყაროების ნაწილს. მე ვუშვებ შეცდომებს ლიტერატურის მითითების ფორმატში.

წერა: ორგანიზება

ჩემს პრეზენტაციას  აქვს სათაური და შესავალი, სადაც წარმოდგენილია თემა, რომელი იწვევს აუდიტორიის ინტერესს.  ასევე წარმოდგენილია დასკვნა, რომელიც თემას კარგად კრავს და აგვირგვინებს.

ჩემს პრეზენტაციას აქვს სათაური და შესავალი, სადაც წარმოდგენილია თემა,  ასევე მოცემულია დასკვნა, რომელიც თემას ხაზს უსვამს.

ჩემი შესავალი და დასკვნა არ აძლიერებენ ჩემი პრეზენტაციის  თემას.

ჩემს პრეზენტაციაშიგამოტოვებულია ან შესავალი ან დასკვნა, ან ორივე.

წერა: გადასვლები

მე ეფექტურად ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად.

მე ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად.

მე ვცდილობ გამოვიყენო გადასვლები წინადადებების, იდეებისა და აბზაცების დასაკავშირებლად, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ნაწერი უცნაური და ბუნდოვანია.

მე იშვიათად ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად, და ჩემი ნაწერი ხშირად უცნაური და ბუნდოვანია.

წერა: ენა

მე ჩემი პრეზენტაციის თემატიკას კონკრეტულად და ხატოვნად გადმოვცემ.

მე ჩემი პრეზენტაციის თემატიკას კონკრეტულად გადმოვცემ.

მე ვცდილობ კონკრეტულად გადმოვცე ჩემი პრეზენტაციის თემატიკა, მაგრამ ჩემი პრეზენტაციის დიდი ნაწილი ბუნდოვანი და ზოგადია.

ჩემი პრეზენტაციის ენა ბუნდოვანი და ზოგადია.

ფორმატი

მე ჩემს არჩეულ მულტიმედია ფორმატს მრავალმხრივ ვიყენებ, რომ გავაძლიერო და ეფექტურად წარმოვაჩინო ჩემი თემატიკა.

მე ეფექტურად ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობებს ჩემი პრეზენტაციის გადმოსაცემად.

მე ეფექტურად ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობების ნაწილს ჩემი პრეზენტაციისგადმოსაცემად.

მე ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს ჩემიპრეზენტაციის ეფექტურად გადმოსაცემად.

წესები

ჩემს პრეზენტაციაში არაა გრამატიკული და მექანიკური შეცდომები.

ჩემს პრეზენტაციაში არაა ისეთი გრამატიკული ან მექანიკური შეცდომა, რომლებიც თემას აკნინებს.

ჩემს პრეზენტაციაში არის რამდენიმე გრამატიკული და მექანიკური შეცდომა, რომლებიც თემას აკნინებს.

ჩემს პრეზენტაციაში იმდენი გრამატიკული და მექანიკური შეცდომაა, რომ ჩემს აუდიტორიას უჭირს მისი გაგება.