Published using Google Docs
პროექტი გრობოედოვი და საქართველო.doc
Updated automatically every 5 minutes

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი  

ვიქტორია ქარსელაძე

რაიონი

ისან-სამგორი

სკოლა

94

ქალაქი

თბილისი

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

გრიბოედოვი და საქართველო

თემის შინაარსი

მოსწავლეები მოიძიებენ  ბიოგრაფიულ ინფორმაციას გრიბოედოვის  შესახებ, გაარკვევენ თუ რა აკავშირებდა მას საქართველოსთან , კერძოდ ჭავჭავაძეების ოჯახთან. გაეცნობიან მის შემოქმედებას,მოინახულებენ მის საფლავს და ნახავენ მწერლის სახელობის თატრში სპექტაკლს.გააკეთებენ ორენოვან ბუკლეტს ტურისტებისთვის.

საგანი

რუსული  ენა

დონე/კლასი  

7– 11კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

1.5თვე

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს,გაიგოს და გაანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები( მაგ.სამეცნიერო-პოპულარული სტატია,ესე,საგაზეთო პუბლიკაცია,ბუკლეტი,რეპორტაჯი და სხვა)

  • ტექსტს ყოფს  შინაარსობრივ ნაწილებად(ქვეთემებად)
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ინფორმაციას(ფაქტს,მოვლენას,მოქმედების დროსა და ადგილს)
  • გამოყოფს თვალსაზრისებს და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოყოფს თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ არგუმენტებს)
  • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავრისაგან
  • დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.

უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

  • აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას.
  • გამოხატავს საკუთარ ემოციას,განწყობილებას.
  • აფასებს მოვლენებს,ფაქტებს.
  • იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე.

უცხ.ს.VII.14 მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის,პრობლემის გარშემო.

  • ასახელებს თემას.
  • შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას.
  • მოჰყავს ფაქტები ,მაგალითები.
  • საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას.
  • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი,მოვლენისადმი.
  • გამოაქვს დასკვნა.
  • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას.
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

 უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და ფუნქციურად იყენებს ენობრიბ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

  • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს,გამოთქმებს,ფორმულებს.
  • იყენებს ნასწავლ ლექსიკას
  • იყენებს სათანადო კავშირებს წინადადების ნაწილების დასაკავშირებლად.
  • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნის კონსტრუქციას.
  • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული,ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატავად.
  • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანმიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს ( ჯერ,შემდეგ,ბოლოს)

უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერეს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.

  • იყენებს მედიასაშუალებებს( ტელევიზიას,ინტერნეტს,მობილურს და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად.

უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

  • უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს.
  • ამუშავებს  სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს.

21-საუკუნის უნარ-ჩვევევი:

  • საღი მსჯელობა და აღქმა;
  • ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
  • იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  • საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
  • პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  • დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
  • ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
  • გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

  • მე-19 საუკუნის ქართული და რუსული ინტელიგენციის ურთიერთობები.
  • ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება
  • თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარის განვითარება.
  • მეტყველების უნარის განვითარება.
  • საკუთარი აზრის, შეხედულების გამოთქმის უნარი.
  • პრეზენტაციის მომზადების უნარის განვითარება და წარდგენა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა

რა ვიცით გრიბოედოვის შესახებ?

თემატური კითხვები

  • რა ადგილი უკავია რუს მწერალს გრიბოედოვს თანამედროვე საქართველოში?            

 

შინაარსობრივი            კითხვები

  • ვინ  არიან   გრიბოედოვი ?

რა კავშირი აქვთს საქართველოსთან?

  • გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

1.შეკითხვების დასმა

 2. K-W-L

3.გამოკითხვა.

4. ჟურნალი

5.თვითშეფასება

 6. მოსწავლეთა     ბლოგი

 7. პროექტის პრეზენტაციის

რუბრიკა

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

          საჭიროების ანალიზისთვის ვიყენებ კითხვების დასმის მეთოდს. მოსწავლეებს ვუსმენ კითხვებს : ვინ არის გრიბოედოვი ? რა იციან მის შესახებ ? ჰქონდა თუ არა მას საქართველოსთან კავშირი ?  პროგრესის მონიტორინგის მიზნით ვთხოვ შეავსონ K-W-L   სქემა. ვიყენებ გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების პროგრესის შესაფასებლად, გაგების შესამოწმებლად, მოსწავლეების მაღალი დონის აზროვნებისაკენ წასახალისებლად. პროექტის მანძილზე პერიოდულად ვუბრუნდები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომ გავაანალიზო მოსწავლეების გაგება.

        მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. პეროდულად ვამოწმებ ჟურნალს, რათა დავადგინო მათი ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში მივცე რჩევა. კვლევის ბოლოს ვამოწმებ ჟურნალს ანალიზისა და სინთეზის უნარების შესაფასებლად.

        მოსწავლეები ქმნიან ბლოგს, სადაც ყოველკვირეულად უზიარებენ  ერთმანეთს ინფორმაციას და  აფასებენ საკუთარ ნამუშევრებს.  ბლოგის საშუალებით მეც ვაკონტროლებ მოსწავლეების აქტივობას. ისინი აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს პროექტის დროს და აკეთებენ თვითშეფასებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის მსვლელობისას. მოსწავლები თვითონ აფასებენ საკუთარ პროგრესს. საბოლოო პროექტების შესაფასებლად ვიყენებთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს, რომელსაც ვიყენებ საბოლოო პროდუქტის შესაფასებლად.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

  • კომპიუტერთან ურთიერთობის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროცედურები

დასაწყისში მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას, დავუსმევ   შეკითხვებს :ვინ იყო გრიბოედოვი ? რა იციან მის შესახებ ? რა კავშირიქონდა მას საქართველოსთან ? შემდეგ ვთხოვ შეავსონ  K-W-L   სქემა. (,,ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე“,)კლასთან ერთად განვიხილავთ სქემის სამივე სვეტს, რათა დავეხმარო მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და საკუთარი დამოკიდებულების გამოვლენაში ამ  საკითხის ირგვლივ.  დისკუსიის  შემდეგ ავუხსნი მოსწავლეებს რომ უნდა შექმნან პროექტი,რომლის ფარგლებში იმუშავებდნენ თემატურ და ზოგად კითხვებზე,განიხილავენ მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას,საქართველოსთან კავშირს .მოსწავლეებს შევახსენებ რომ კვლევის შედეგები აუდიტორიის წინაშე უნდა წარადგინონ. პროექტის დასაწყისში დავარიგებ ქულობრივი შეფასების გზამკვლევს ,რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება. შემდეგ სახლში ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია მწერლის შესახებ. გაკვეთილზე მოვისმენ მათ მოსაზრებებს და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით პროექტის მსვლელობაში რა აქტივობები დავგეგმოთ და რა დროში.

მსვლელობა დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივცემ შესაბამის დავალებას.  ერთი ფგუფი მოიძიებს მასალას გრიბოედოვის ცხოვრების შესახებ , პოეტის სასიყვარულო ურთიერთობას ნ,ჭავჭავაძესთან და დაამზადებენ   2 ენაზებუკლეტს .  მოსწავლეთა მოერე ჯგუფი გამოუშვებს კედლის გაზეთს და ჩაწერენ  ინტერვიუს.(ჩაატარებენ გამოკითხვას საზოგადოებაში რამდენად ინფორმირებულებულები არიან გრობოედოვისა და მისი შემოქმედების შესახებ.  მესამე ჯგუფი  -   გააკეთბს პრეზენტაციას.  შემდეგ  განვიხილავთ ბლოგის რუბრიკას, რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება.  ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაეხმარებათ.პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მთაწმინდის პანთეონში მწერლის საფლავის მონახულება და მის სახელობის თეატრში სპექტაკლის ნახვა. საბოლოო აქტივობის სახით ვთხოვ დაწერონ სპექტაკლის შესახებ,მათი შთაბეჭდილებები ,ემოციები ესსეს სახით და ისაუბრონ პროექის დადებით და უარყოფით მხარეებზე,დააკეთონ რეფლექსია( რა მოგვცა ამ პოექტმა?)

    პროექტის ბოლოს ქულობრივი გზამკვლევის/რუბრიკების საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას, თუ რამდენად გავიდნენ შედეგზე სტანდარტიდან გამომდინარე.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

  • დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ბროშურის შაბლონი
  • შევუქმენი ენობრივი ბარიერის მქონე მოსწავლეებისთვის  დამხმარე ლექსიკონი
  • შევუქმენი ინტერვიუს გეგმას   გასათვალისწინებელი ეტიკეტის ფორმებით.

არაქართულენოვანი

მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

  • ნება დართეთ გამოიყენონ მშობლიურ ენაზე არსებული ზოგიერთი წყარო
  • შევქმნათ ინსტრუქციები მშობლიურ ენაზე
  • ნება დართეთ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება

 

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

  • მოპოვებული მალასის  დაწყობა, დიფერინცება ,შეჯამება და ანალიზი  ესეს სახით.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 DVD ფლეიერი

 ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 პროექტორი

 სკანერი

 ტელევიზორი

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

 სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 საგამომცემლო პროგრამები

 ელფოსტის პროგრამა

 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

 ინტერნეტძიება

 მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა

 ვორდის პროგრამა

 სხვა      

ბეჭდვითი მასალები

სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები,

ინვენტარი/მასალები

კომპიუტერი , პროექტორი  

ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები

ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს

        Page  of