Publicada con documentos de Google
გაკვეთილის გეგმა
Actualizado automáticamente cada 5 minutos

გაკვეთილის გეგმა

აკვეთილის მთავარი გეგმა  -  მოქმედებები სიმრავლეებზე. ვენის დიაგრამები

სწავლების საფეხური -  X  კლასი

მოსწავლეთა პროფილი -X  კლასში 20 მოსწავლეა. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა  -

1)მოსწავლეები გაიწაფებიან  სიმრავლეებზე მოქმედებების  ვენის დიაგრამებითა და ცხრილებით წარმოდგენაში.

2)დააკავშირებენ და შეადარებენ ამ 2 წარმოდგენას.

3)იმსჯელებენ ამა თუ იმ სიტუაციაში რომელიმეს უპირატესობაზე  

4)გაეცნობიან სიმრავლეთა თეორიის მრავალმხრივ გამოყენებას.

გაკვეთილის  მიზნები და შედეგები  -   დიაგრამების საშუალებით შეასრულონ    სიმრავლეებზე   მოქმედებები.ამოცანების ამოხსნისას   აყალიბებენ საკუთარ  პოზიციას.  ეცნობიან  სიმრავლეთა თეორიის  გამაერთიანებელ    როლს  და მისი             გამოყენების შესაძლებლობებს.

ეროვნული გეგმის სტანდარტი: მათ. X-8.   X -4

წინასწარი   ცოდნა  -   სიმრავლე, ქვესიმრავლე, მოქმედებები სიმრავლეებზე, სიმრავლეების   გამოსახვა, სიმრავლეებზე  მოქმედებების  გამოსახვა  ვენის დიაგრამებით

შეფასების საგანი და პროცედურები      -  ვაფასებ მოსწავლეთა  გაკვეთილის პროცესში    ჩართულობას ,კითხვებზე პასუხის სიზუსტეს,ინდივიდუალური   დავალების  შესრულების  დონეს,საკუთარი მოსაზრების  ლოგიკურად   ჩამოყალიბებას.ვიყენებ ინდივიდუალური შეფასების განმსაზღვრელ  ტიპს.

საწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები-  სასკოლო სახელმძღვანელო.

გაკვეთილის  მსვლელობა:

1  )მოსწავლეთა ორგანიზება, სიის ამოკითხვა- 2 წუთი

2)საშინაო დავალების გამოკითხვა  -     3 წუთი

 3)მოსწავლეთა პროვოცირების  მიზნით ვსვამ ფრონტალურ  კითხვებს.                                                                      

4)მინი - ლექციის  სახით ბავშვებს ვაცნობ  ვენის დიაგრამისა და  სიმრავლეებზე  მოქმედებათა როლს ამოცანების შესრულებაში.       5 წუთი  .

5)ახსნილი მასალის მიხედვით ვსვამ კითხვებს - 5 წუთი.

6)მოსწავლეთათვის ახალი თემის უკეთ გასაცნობად დაფასთან  გამომყავს 2 მოსწავლე, რომლებიც ახდენენ მათი ცოდნის დემონსტრირებას    -   პარალერურად  პასუხობენ მოსწავლეთა კითხვებს --15  წუთი. 7)მთელ ჯგუფს ახსნილი მასალის მიხედვით ვაძლევ   სახელმძღვანელოდან

სავარჯიშოებს ინდივიდუალურად შესასრულებლად,ვამოწმებ  შესრულებულ სავარჯიშოს  -   10 წუთი.

8)ვაძლევ საშინაო დავალებას  -    3 წუთი.