Published using Google Docs
გაკვეთილის გეგმა
Updated automatically every 5 minutes

გაკვეთილის    გეგმა

თემა

ფუნქცია

მიზანი

მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ და აითვისონ ფუნქციის ცნების შინაარსი. შეძლონ განასხვაონ ფუნქცია სხვა ტიპის შესაბამისობისაგან.

აუცილებელი წინა ცოდნა

ტექსტის მიხედვით ასოითი გამოსახულების შედგენა  .

ასოითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა  მასში შემავალი  ასოების მოცემული  მნიშვნელობებისათვის.

რიცხვითი სიმრავლეები N,Z ,Q ,R.

სიმრავლეებს  შორის შესაბამისობის დამყარება.

აქტივობოს   აღწერა

ფუნქციის ცნების აღწერამდე მოსწავლეებს მივმართავ  წარმოადგინონ  ორ სიმრავლეს შორის  შესაბამისობის რაიმე ნიმუში. მაგალითათ;  ყოველ დასახელებულ რიცხვს შეუსაბამოთ  თავისი კვადრატი

X-- X2 .  ეს შესაბამისობა  შეიძლება ასე  ჩაიწერება Y = X2 

კვადრატის  X გვერდს შევუსაბამოთ ამავე კვადრატის ფართობი  S(X)= X2

ყოველ ადამიანს  შევუსაბამოთ თავისი სისხლის ჯგუფი. ეს ფუქციის მაგალითებია

მოვიყვანოთ ასეთი შესაბამისობა ; ყოველ დადებით  X რიცხვს  შევუსაბამოთ ის რიცხვი  ,რომლის კვადრატი X- ის ტოლია. ამ შესაბამისობას ფუნქციათ არ მივიჩნევთ ,რადგან  ყოველ X-ს ერთადერთი Y არ შეესაბამება.მოგვყავს ფუნქციის მაგალითები.ვასახელებთ ფუნქციის  განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეებს შემოგვაქვს ამ ცნებების განმარტებები.  

მასალის  ათვისების  დონის  დადგენის მიზნით  მოსწავლეებს  შევთავაზებ თვითონ   მოიყვანონ ფუნქციის მაგალითები

სავარჯაშოების ნაწილს ვხსნით კლასში . სავარჯიშოწების ნაწილს თეორიულ ი მასალის ჩათვლით ეძლევათ საშინაო დავალებად..

აქტივობის განხილვა შეფასება

მაგალითების,პრაქტიკული ამოცანების საშუალებით ფუნქციის ცნების აღწერის პროცესში მოსწავლეები აქტიურ როლს თამაშობენ ,თავად  აზუსტებენ  ცნებების აღწერის ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპეგტს ,თავად წარმოადგენენ ფუნქციის მაგალითებს. იმ პროცესებს ,რომლებსაც ფუნქცია აღწერს.

სავარჯიშოების საშუალებით მოსწავლე უნდა გაიწაფოს  ფუნქციით პროცესის აღწერაში, ფუნქციის განსაზღვრის არის, მნიშვნელობათა სიმრავლის დადგენაში.

აქტივობის გაანალიზებისას ვარკვევთ მიღწეულ შედეგებს . ვაფასებთ  შენიშნულ ხარვეზებს . დავსახავთ მათი გამოსწორების გზებს..დამატებით ვიმუშავებთ იმ მოსწავლეებთან,რომლებიც ვერ ახერხებენ აქტიურ ჩაბმას საგაკვეთილო  პროცესში. სასურველია აქტივობის  შეფასებაში  მოსწავლეთა მოსაზრებების  გათვალისწინება.

გაკვეთილის შეჯამება

მოსწავლეთა შეფასება.

საშინაო დავალების მიცემა.