Published using Google Docs
ციხე-დარბაზი
Updated automatically every 5 minutes
  1. სპექტაკლი:              „ციხე-დარბაზი“
  2. სწავლების საფეხური:   I კლასი;
  3. მონაწილეთა რაოდენობა: 14 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე;
  4. ვადები: 2014 წლის 1- 20 მაისი; 
  5. საგანი: ქართული ენა,

              ხელოვნება,

            მუსიკა,

  1. მასწავლებლები: ნესტან ბერიძე,

                              ნანა ბრუნჯაძე.

  1. მოსალოდნელი შედგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ  შემოქმედებითობისა და თანამშრომლობის უნარი, ისწავლიან საზოგადოების წინაშე ზეპირად ტექსტისა და ლექსის კითხვას, ზეპირი აქტივობის შესრულებას დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში, განუვითარდება გამომეტყველებითი კითხვის უნარი, ესთეტიკური და მხატვრული გემოვნება...
  2. რესურსი: ქართული ენის სახელმძღვანელო, როლისათვის თავსახური ცხოველის შესაბამისად, ფერადი ქაღალდები, მიწა, ქვევრი, პლასტელინი, მოქმედი პერსონაჟების ფიგურები ამოპრინტერებული, სლაიდები სპექტაკლისთვის, პეპლებისათვის ფრთები, სცენის მოსაწყობად პატარა მაგიდა, სკამები, პროექტორი, ლეპტოპი, ფორტეპიანო, ყვავილები.
  3. სტანდარტი:

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

               ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

             ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,  ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.)  წაკითხვა და გაგება.

            ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.

           ს.გ.I.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

            მუს.I.2.   მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

            მუს.I.6.   მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

  1. შეფასება:
  1. სპექტაკლში გამოყენებული ტექატები: I კლასის დედაენა  „ციხე-დარბაზი“, „ცრუ“, „ირემი“, “შესაძლებელია?“.
  2. სპექტაკლისათვის მზადება: გავეცანით ნაწარმოებს: მოვიფიქრეთ სცენარი: გავინაწილეთ როლები:

         მოვიფიქრეთ როგორი ფორმები გამოგვეყენებია  როლების უკეთ წარმოსადგენად;  შევისწავლეთ პეპლების ცეკვა; პეპლების ცეკვისათვის შევქმენით სლაიდი და დავადეთ მუსიკა;  შევქმენით სპექტაკლის სცენის დეკორაცია სამგანზომილებაში; სპექტაკლის სიუჟეტის მიხედვით მოვამზადეთ სლაიდი, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას გავა ეკრანზე; მუსიკის მასწავლებელმა დაგვიწერა  სიმღერები პერსონაჟებისათვის; შევისწავლეთ სიმღერები და როლით გათვალისწინებული ლექსები და ტექსტები; სპექტაკლზე მოვიწვიეთ მშობლები, მასწავლებლები და მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები.

  1.                 20  მაისს შედგა პირველკლასელთა მიერ დადგმული

                              სპექტაკლი „ციხე-დარბაზი“

სპექტაკლის მსვლელობა:

პეპლები

                  შემოფარფატდებიან პეპლები და ცეკვა, ცეკვით მორთავენ მდელოს.

მსურს გისურვოთ    გივი ჭიჭინაძე

კალმად ვხმარობ

მტრედის ფრთასა,

სულ თოვლივით

 ქათქათას.              

                                    I პეპელა

მელნად რასა?

იის ცვარსა

და ქაღალდად

გვირილასა.

                                    II პეპელა

მზის სხივებს ვწნავ

 ასოებად...

ფიქრის მეტი

რაღა მრჩება!

                                           III პეპელა  

პირველ რიგში

გვსურს გისურვოთ

სიკეთე და

გამარჯვება!

                            პეპლები

პეპლები              - მოგესალმებით

I  - ჩვენ პირველკლასელები წარმოგიდგენთ სპექტაკლს

პეპლები   - „ ციხე - დარბაზი“

II   -  ერთ კაცს ურმით თიხის ჭურჭელი მოჰქონდა.

III  -  გზად ერთი ქილა ჩამოუგორდა და დაეკარგა.

ყველა  - გაინტერესებთ მეტრე რა მოხდა? აბა ვნახოთ!

პეპლების სიმღერა      ნ. ბრუნჯაძე

პეპლები ვართ პატარა

თქვენთან მოვფრინავთ,

ჩვენთან ერთად თამაში

დიდ სიხარულს მოგიტანთ!

ყველა პერსონაჟი:                         ზეიმია, ზეიმია  

პეპლები თავს გვეხვევა!

ჭრელა-ჭრულა კაბები

როგორ გვიხდება,

კოღო, ბუზი და კურდღელი

ჩვენთან ერთად იქნება!

                                                     შემოდიან ბუზები

ბუზები

ბუსხუნა და ბზუკუნა!                                      I

ზუ, ზუ, ზუ, ზუ, ზუზუნა!                               I-II

ნეტავ ვინ ააჭრელა?                                           II

        გვეძახიან ფრთაჭრელას!                                    პეპლები

აქ ვინ დადო, ნეტავი?                                                             I

       

ეგ არის და ეგ არის!                                                              II

და ვიცხოვროთ ძმურადა!                                                 I

მეგობრობაც მუდამა!                                                           II

ბუზები შედიან ქვევრში

კოღოები

შემოდიან კოღოები

ტრიალ მინდორზე ხომალდი მირბის.

დათვი ცაშია, მირბის ფრენითა,

ძაღლს იგერიებს გრძელი კუდითა.                                           I

                                                                                                         I

პეპლები

                 - ოოო! ეს ხუმრობა არ არის!

                  “სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობსო!”

კოღო  -  სახელი როგორ გატყდება?                                                        II

პეპლები - შეიძლება და მერე როგორ,

კოღო -  გახსოვს ჩვენ რომ ვისწავლეთ ერთი ცრუ ბიჭის ამბავი?       II

პეპლები - დიახ, დიახ, ხომ ნახეთ იმ მატყუარა

             ბიჭს შემდეგ სიმართლეც აღარ დაუჯერეს!

„ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენო!“

კოღო - ააა! ეხლა მივხვდი!                                                          I

პეპლები - რატომ?

    

უცებ კოღოებმა ქილა შენიშნეს

           აქ ვინ დადო, ნეტავი?                                                                     I

        ეგ არის და ეგ არის!                                                                          II

-     სიმღერა 

ჩვენ ვართ ბუზი ბზუილა,

თქვენ  კი კოღო ბზუკუნა,

ერთ ქილაში ვიცხოვრებთ

შევფიცავთ მეგობრობას!

კოღოები შევიდნენ ქილაში საცხოვრებლად.

თაგვები

შემოდის თაგვი მობილურს თამაშობს, ვერ ამჩნევს მახეს და  ებმება,

 თაგვი საცოდავად ფართხალებს ,

შემოდიან სხვა თაგვები და დაცინვით ეუბნებიან.

თაგუნიებმა დახმარების ნაცვლად გზა გააგრძელეს, იქვე ყველი შენიშნეს შეჭმა მოუნდათ და  მახეში გაებენ.

პეპლები - „ ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.“

                                                                                           II

       

ამ დროს პირველმა თაგუნამ გაითავისუფლა თავი,  

მივიდა და მეგობრებიც გაათავისუფლა.

თაგუნიებს შერცხვათ.

ამ დროს თაგუნებმა ქილა დაინახეს.

           აქ ვინ დადო, ნეტავი?                                                                    II

        ეგ არის და ეგ არის!                                                                          I

სიმღერა

ჩვენ კი კოღო ბზუკუნა,

გინდათ ჩვენთან მეგობრობა?

აბა ვინ ხართ?            

თაგუნიები შევიდნენ ქილაში საცხოვრებლად.

  

კურდღლები

შემოვიდა ერთი კურდღელი და  სარკეში დაიწყო ყურება.

ეს რა კარგი ბეწვი მაქვს!                                                      I.

სხვა კურდღლებიც მოვიდნენ.    

- რას აკეთებ?                                                       II კურდღელი

 - ხედავთ რა ლამაზი ყურები მაქვს!                                            I

       მეორე კურდღლებიც იხედებიან სარკეში ,

კურდღლები ეთანხმებიან

                                     

 

პეპლები - ოთხივე თათი რომ ერთნაირი გქონოდათ, სწრაფად ვერ ირბენდით.

                                                                                                                     

კურდღლები

პეპელა - ჰოდა სწორედ იმ უშნო ფეხებმა გადაარჩინეს                            

კურდღლებმა ქილა შეამჩნიეს.

           აქ ვინ დადო, ნეტავი?                                                                    II

        ეგ არის და ეგ არის!                                                                          III

სიმღერა -

შორი გზიდან მოვდივარ,

თუ გაგვიღებთ ციხის კარებს,

ბევრ სიკეთეს მოგიტანთ.

კურდღლები შედიან ქილაში საცხოვრებლად.

მელია

მელია შემოდის,

ყველა მე მემდურაბა,

თუმცა სულაც არა ვარ

უზრდელი და კაპასი.                                                  

გაკვირვებით ათვალიერებს ქილას.

           აქ ვინ დადო, ნეტავი?                                                                  

        ეგ არის და ეგ არის!        

ცხოველები პასუხობენ:

მელია მღერის -

თქვენი კარგი ძმობილი,

თუ გამიღებთ ციხის კარებს,

ვრჩები თქვენი ერთგული.                                            

მწერები პასუხობენ -

ის არ არის ერთგული,

აბა ძმებო მედგრად დავდგეთ

არ გავუღოთ კარები.      

მატყუარა მელიას,

გვერდებს სულ მთლად ავუჭრელებ

მსუნაგს კუდაგრძელიას.                                                 ყველა.

მელია დაღონდება, ჩამოჯდება მარტო და ამბობს

              მხიარულობენ, ერთობიან, მეც მინდა აქ ცხოვრება!

აბა შემომხედეთ ვგავვარ  ბოროტს?

პეპლები - აი ამაზე ვამბობდით

კურდლები  

მელია

                მხოლოდ მაღაზიაში ვყიდულობ ქათმებს.

პეპლები - ხომ გაგიგონია:

            „ბაბუას ნაჭამმა ტყემლმა შვილიშვილს კბილი მოსჭრაო!“

მელია მოწყენით ამოიხვნეშენბს.

მეც რომ თქვენთან ვიცხოვრო?

მარტო ყოფნა ძალზედ მიჭირს

მოდით ერთად ვიმღეროთ!

პატარებს შეეცოდებათ , მოეფერებიან და მიიღებენ მელიას.

ბოლო სიმღერა.

და ვიქნები ასე

მხიარული სიმღერის ხმა

სიხარულით გვავსებს!

ეს თამაში მხიარული

უკვე დაგვისრულდა

ჯადოსნური ხმებით ასე

თქვენთანა ვართ მუდამ!    2-ჯერ.