ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
4 | 3 | 2 | 1 | |
მონაწილეობა | ჯგუფის წევრი სრულყოფილად მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და ყოველთვის დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. | ჯგუფის წევრი, უმეტესწილად, მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. | ჯგუფის წევრი მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, მაგრამ დროს სისტემატურად არამიზნობრივად ხარჯავდა, ან იშვითად იყო დავალების შესრულებაზე ორიენტირებული | ჯგუფის წევრი არ მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, არამიზნობრივად ხარჯავდა დროს, ან შეუსაბამო მასალაზე მუშაობდა. |
ლიდერობა | ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ იღებდა ლიდერის ვალდებულებას. კერძოდ, უზრუნველყოფდა გუნდის დახმარებას მუშაობის სწორი მიმართულებით განსახორციელებლად. ხელს უწყობდა ჯგუფურ მუშაობას, სთავაზობდა ამოცანების გადაჭრის შესაძლო ვარიანტებს და უზრუნველყოფდა პოზიტიურ განწყობას.. | ჯგუფის წევრი ზოგჯერ იღებდა ლიდერის ვალდებულებას შესაბამისი ფორმით. | ჯგუფის წევრი ყოველთვის ჯგუფის სხვა წევრებს აძლევდა საშუალებას შესრულებინათ ლიდერის ვალდებულებები, ან ხშირად დომინირებდა ჯგუფში. | ჯგუფის წევრი არასდროს იღებდა ლიდერის ვალდებულებას, ან არაპროდუქტიულად ასრულებდა შესაბამის ფუნქციას. |
მოსმენა | ჯგუფის წვერი ყურადღებით ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს. | ჯგუფის წევრი ჩვეულებრივ ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს. | ჯგუფის წვერი ზოგჯერ არ ისმენდა დანარჩენი წვერების იდეებს. | ჯგუფის წვერი არ ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს და ხშირად აწყვეტინებდა საუბარს. |
უკუკავშირი | ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფდა დეტალურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს. | ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ უკუკავშირს. | ჯგუფის წვერი იშვითად უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ უკუკავშირს, მაგრამ ზოგჯერ შენიშვნები შეუსაბამო, ან უსარგებლო იყო. | ჯგუფის წვერი არ უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ, ან სასარგებლო უკუკავშირს. |
თანამშრომლობა | ჯგუფის წევრი გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად განაწილებას. | ჯგუფის წევრი ხშირ შემთხვევაში გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად განაწილებას. | ჯგუფის წევრი ზოგჯერ გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ და უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას. | ჯგუფის წვერი ხშირად გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ, ან უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას. |
დროის მართვა | ჯგუფის წევრი დავალებებს დასახულ ვადებში ასრულებდა. | ჯგუფის წევრი ხშირ შემთხვევაში დასახულ ვადებში ასრულებდა დავალებებს და არასრულად წარმოდგენილი სამუშაოს შედეგად არ იწვევდა პროექტის პროგრესის შეფერხებას. | ჯგუფის წევრი დავალებებს ხშირად არ ასრულებდა დასახულ ვადებში და აფერხებდა საპროექტო მუშაობას. | ჯგუფის წვერი არ ასრულებდა დავალებების უმეტესობას დასახულ ვადებში და ხშირად აიძულებდა თანაჯგუფელებს გადაედგათ ნაჩქარევი ნაბიჯები , ან შეეტანათ ცვლილებები თანაკლისების გადასაფარად. |
რუბრიკის მიხედვით შეაფასეთ ჯგუფის თითოეული წევრის თანამშრომლობითი მუშაობა პროექტის ფარგლებში. თქვენი სახელიც ჩაწერეთ ცხრილში.
ჯგუფის წვერი | მონაწილეობა | ლიდერობა | მოსმენა | უკუკავშირი | თანამშრომლობა | დროის მართვა |
ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს.