Published using Google Docs
ლოგიკური ტესტები.docx
Updated automatically every 5 minutes

  ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლის Xკლასის მოსწავლეები ვამზადევთ პროექტს

,,ჩვენ და ლოგიკა’’. ჩვენ ვატარებთ კვლევას იმის გასარკვევად, თუ რამდენად აქვთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს განვითარებული ლოგიკური უნარები. გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს კვლევაში.

                                                                                         წინასწარ გიხდით მადლობას

თქვენი ასაკი -                                                   კლასი -

 საშუალო ნიშანი სკოლაში -

გთხოვთ, ამოხაზეთ სწორი პასუხები.

             

  1. ვთქვათ ჭეშმარიტია გამონათქვამები:

           ყველა ტრანსლატორი არის მოდერატორი.

ყველა მოდერატორი არის ოპერატორი.

მაშინ, რომელი გამონათქვამია ჭეშმარიტი?

           

ა)  ყველა ოპერატორი არის ტრანსლატორი.  

ბ)  რაც ოპერატორი არ არის, ის არც ტრანსლატორია.

გ) რაც ტრარანსლატორი არ არის, ის არც ოპერატორია.

დ) ყველა მოდერატორი არის ტრანსლატორი.

  1. ლებარდის მჟავე წყალს ,,ბორჯომზე’’ ნაკლები სამკურნალო თვისებები არ აქვს.

რომელ გამონათქვამი გამოხატავს იგივე აზრს?

ა)  ,,ბორჯომს’’ უკეთესი სამკურნალო თვისებები აქვს, ვიდრე ლებარდის მჟავე წყალს.

ბ)  ,,ბორჯომს’’ ისეთივე სამკურნალო თვისებები აქვს, როგორიც ლებარდის მჟავე                            წყალს.

გ)   სამკურნალო თვისებებით  ,,ბორჯომი’’ ლებარდის მჯავე წყალს არ ჯობია.

დ)  ლებარდის მჟავე წყალს ,,ბორჯომზე’’  უკეთესი სამკურნალო თვისებები არ აქვს.  

     3.  განათლების სამინისტროს დაკვეთით საქართველოს ზოგიერთ სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული ისტ-ის გამოყენების უნარები. ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაასკვნეს, რომ  საქართველოს  სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს.

      ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ ამ დასკვნის მართებულობას.

ა)  კვლევა ჩატარდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლებში.

ბ)  კვლევა ჩატარდა დედაქალაქის სკოლებში. დედაქალაქის მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს, განსხვავებით რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისაგან,  საახლში აქვს კომპიუტერი.

გ)  საქართველოს სკოლების დიდი უმრავლესობა სათანადოდ არის აღჭურვილი კომპიუტერული ტექნოლოგიებით.

დ)  საქართველოს სკოლებში ისტ-ს  თითქმის ყველა მასწავლებლი იყენებს.

         

             4.  მხოლოდ ნამცეცი შეიძლება იყოს პატარა.

     ამ გამონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ

ა) ყველა პატარა არის ნამცეცი.

ბ) ყველა ნამცეცი არის პატარა.

გ) რაც  პატარა არ არის, ის არც ნამცეცია.

დ) ნამცეცსა და პატარას შორის არ არის განსხვავება.

 

         

            5.  თუ   პროექტში მთელი კლასი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე გაიმარჯვებს.

      ამ გამონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ

ა) თუ პროექტმა კონკურსზე გაიმარჯვა, მაშინ მასში მთელ კლასს აქტიურად მიუღია მონაწილეობა.

ბ)     თუ   პროექტში მთელი კლასი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე არ გაიმარჯვებს.

გ)  თუ პროექტში მთელი კლასი აქტიურად რა მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე არ გაიმარჯვებს.

დ)  თუ პროექტმა კონკურსზე არ გაიმარჯვა, მაშინ მასში მთელ კლასს აქტიური მონაწილეობა არ მიუღია.

  1. თუ პროექტებსა და კვლევებს დავნერგავთ სასკოლო პრაქტიკაში, მაშინ მოსწავლეებს განუითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები.

   ამ წინადადებიდან გამომდინარეობს

ა)  თუ მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობისის უნარები, ეს იმას ნიშნავს  რომ სასკოლო პრაქტიკაში დანერგილა პროექტები და კვლევები.

ბ)    თუ სკოლის მოსწავლეებს არ განვითარებიათ კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები, მაშინ სასკოლო პრაქტიკაში არ დანერგილა პროექტები და კვლევები.

გ)     თუ მოსწავლეებს არ განვითარებიათ კრიტიკული აზროვნების ან თანამშრომლობის  უნარები, მაშინ სასკოლო პრაქტიკაში არ დანერგილა პროექტები ან კვლევები.

დ)      პროექტებისა და კვლევების დანერგვა სასკოლო პრაქტიკაში არ არის საკმარისი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებისათვის.