დიაგნოსტიკური ტესტები ფიზიკაში
IX კლასი
- 200გ მასის სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა მოდულით
ა) 2ნ -ია და მიმართულია შვეულად ქვევით
ბ) 2ნ -ია და მიმართულია შვეულად ზევით
გ)2ნ-ია და მიმართულია ჰორიზონტალურად
- როდესაც სითხით სავსე ჭურჭელში სხეულის ჩაშვებისას მისგან 100გ მასის სითხე გადმოიღვრება , მაშინ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა
ა)1ნ-ია ბ)100გ-ია გ) 0,1ნ-ია
- ჩამოაყალიბეთ რას ეწოდება ძალის მაბრუნებელი მომენტი და დაწერეთ ფორმულა
- თუ სხეული წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრის შემდეგ უბრუნდება წონასწორობის მდებარეობას, მაშინ
ა) წონასწორობა მდგრადია
ბ) წონასწორობა არამდგრადია
გ) წონასწორობა განურჩეველია
- ჩამოთვალეთ თქვენთვის ცნობილი ბერკეტის სახეები:
- დაწერეთ ბერკეტის წონასწორობის პირობა:
- მაკრატლის ბრუნვის ღერძთან გასაჭრელი სხეულის მიახლოებით
ა) გაჭრა გაადვილდება
ბ) გაჭრა გაძნელდება
გ) არაფერი შეიცვლება
- დახრილი სიბრტყის მქკ
ა) ერთის ტოლია
ბ) ერთზე ნაკლებია
გ) ერთზე მეტია
- განმარტეთ სითბოს რაოდენობა:
- როგორ შეიძლება შევცვალოთ სხეულის შინაგანი ენერგია
ა)სითბოს გადაცემით და მექანიკური მუშაობით
ბ) სითბოს გადაცემით და გახურებით
გ)თბოგამტარობით და მუშაობით
- განმარტეთ სითბოს რაოდენობა
- დაწერეთ წვის დროს გამოყოფილი სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა
- განმარტეთ სითბური ძრავა
- 4 0C -იანი წყლის გაცივებისას მისი სიმკვრივე
ა) იზრდება
ბ) მცირდება
გ) არ იცვლება
- კონვექცია მიდინარეობს
ა) მხოლოდ აირში
ბ) მხოლოდ სითხეში
გ) სითხეებშიც და აირშიც
- ღამის ბრიზი არის
ა) ატმოსფეროს ჰაერის ფენების გადაადგილება
ბ) ცივი ჰაერის მოძრაობა ხმელეთიდან ზღვისკენ
გ) თბილი ჰაერის მოძრაობა ზღვიდან ნაპირისაკენ
- მზიდან დედამიწაზე ენერგია მოდის
ა) კონვექციით
ბ) თბოგამტარობით
გ) გამოსხივებით
- სითხის ტემპერატურა დუღილისას
ა) არ იცვლება
ბ) იზრდება
გ) მცირდება
- საწვავის წვის კუთრი სითბოს ერთეულია
ა) ჯ ბ) ჯ/კგ გ) კგ/ჯ
- განმარტეთ რას ეწოდება ელექტრული დენი