სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს[1] მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[2] მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა.[3] ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები.[4] პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.[5] საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.[6]
სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.[7]
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.[8]
ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.[9] ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“[10] ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს.[11] ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.[12] გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.[13] ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც[14] მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით.[15] დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში[16] ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს.[17] აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.[18]
ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები[19] აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.[20]
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ,
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[1] ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/ka/Decision/e-w---rusTavi-2--is-saqmeze-sasamarTlom-ganacheni-daadgina, [განახლებულია: 27.04.2023].
[3] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ.121, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf, [განახლებულია: 27.04.2023].
https://www.gyla.ge/ge/post/nika-gvaramias-mimart-gamotanili-ganacheni-ukanono-da-politikurad-motivirebulia, [განახლებულია: 27.04.2023].
[5] ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].
[6] კერძოდ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. იხ. ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].
[7] ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რადიო თავისუფლება, 02.11.22, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32111762.html, [განახლებულია: 27.04.2023].
[8] ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე უზენაესში და რატომ ჭიანურდება საკასაციო საქმის განხილვის დაწყება, მთავარი არხის ვებ-გვერდი, 27.03.2023, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/117565-vin-aris-nika-gvaramias-sakmis-mosamartle., [განახლებულია: 27.04.2023].
[9] სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ, 2023, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/statusmetri-rogor-midis-saqartvelo-evrokomisiis-12-pirobis-shesrulebisken/?fbclid=IwAR2-2OkDFgSli9Dyh5AMve0VwXwlnv-6jndQW3KC-5xn5xUNc5wU1wta9bc, [განახლებულია: 27.04.2023].
[10] იქვე, 25.
[12] ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა, ფორმულას ვებ-გვერდი, 16.02.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/85302, [განახლებულია: 27.04.2023].
[14]გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სახალხო დამცველის შეფასებით წარმოადგენდა კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
[16] U.S. DEPARTMENT of STATE, GEORGIA 2022 HUMAN RIGHTS REPORT, available: https://bit.ly/3HecDCT, [განახლებულია: 27.04.2023].
[17] აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გვარამიასა და კეზერაშვილის საქმეებიც მოხვდა, News. On.ge, 20.03.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3L8gG57, [განახლებულია: 27.04.2023].
https://www.facebook.com/usingeo/posts/512203304282941. [განახლებულია:27.04.2023].
[19] მათ შორის, “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).
[20] საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას თავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ინტერპრესნიუსი, 20.04.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3n8H5I2, [განახლებულია: 27.04.2023].