Published using Google Docs
ლოგიკის რეფლექსია.docx
Updated automatically every 5 minutes

                                      პროექტის      რეფლექსია

პროექტის სახელწოდება:  ,,ჩვენ და ლოგიკა“.  

მასწავლებელი: მარინა გაბისონია.  

სკოლა:  ქ. მარტვილის N2 საჯარო.

საგანი:  მათემატიკა

კლასი: X    

დასაწყისი:    2013     წელის 17აპრილი   .

დასასრული:  2013 წლის 1 მაისი.

პროექტის ბლოგის მისამართი: http://marinagabisonia3.blogspot.com

                   

მოსწავლეთა

საჭიროებები

მასწავლებლის

სტანდარტი

პროექტში განხორციელებული

მოსწავლეთა აქტივობები

 

შედეგები

დადასტურება

მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება.

მოსწავლეებს უჭირთ მიღებული ინფორმაციდან

აზრის სწორად გამოტანა;

მოსწავლეებს უჭირთ

ცოდნის რეალიზება, მათი ცოდნა ხშირად არ არის ფუნქციური;

მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბება;

ისტ-ს იშვიათად იყენებენ სწავლისათვის.

131. 3

მოიძიებს და

პრაქტიკაში ნერგავს სწავლების

ინოვაციურ სტრატეგიებს.

  • პროექტის დაგეგმვა;
  • მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერეტურიდან ამოიწერეს გამონათქვამები და ააგეს მათი ექვივალენტური, შებრუნებული და შინარსის მიხედვით საპირისპირო გამონათქვამები;
  • დაწერეს ესე ლოგიკის მნიშვნელობის შესახებ.

ჩაატარეს კვლევა სკოლაში:

  • ტესტირების მეთოდით შეაგროვეს მონაცემები;
  • მოხდინეს მონაცემთა კლასიფიკაცია, მონაცემები წარმოადგინეს ცხრილის სახით;

  • ჩაატარეს გამოთვლები;
  • ააგეს დიაგრამები ისტ-ით;
  • გააკეთეს დასკვნა და დაწერეს კვლევის ანგარიში.
  • გამონათქვამები, ესე და კვლევის ანგარიში წარმოადგინეს  ,,Power Point“-ის პროგრამაში და შექმნეს ციფრული პროდუქტი პროექტის პრეზენტაციის სახით.

მათ. X.4. იყენებს მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა  ხერხს.

მათ. X.5. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.

მათ. X.13. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო                                                         თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.

მათ. X.14. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ 

   მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

გამჭოლი კომპეტენციების

მიღწევა:

წიგნიერება;

ციფრული; წიგნიერება

ცოდნის; ტრანსფერი

სემიოტიკური;

სამოქალაქო და სოციალური.

ამ პროექტის ფარგლებში

მოსწავლეთა მიერ შექმნილი

ყველა პროდუქტი იხილეთ

პროექტის ბლოგზე

http://marinagabisonia3.blogspot.com

ბლოგზე იხილეთ ფოტოები,

რომელშიც ასახულია მოსწავლეთა თანამშრომლობა ჯგუფში, თანამშრომლობა სხვა კლასების მოსწავლეებთან, კვლევაზე მუშაობა,

პრეზენტაცია

ბლოგზე იხილეთ

სკოლაში პროექტის პრეზენტაცი-ისა და

შეფასების ამსახველი

ვიდეო.

და  კიდევ რისი თქმა მინდოდა ამ პროექტის შესახებ:  ,,ჩვენ და ლოგიკა“ მარტვილის N2 საჯარო სკოლაში ჩემ მიერ განხორციელებული რიგით მესამე პროექტია. წინა პროექტები სხვა კლასებში გავაკეთე. სანამ ამ პროექტს გავაკეთებდი, X კლასის მოსწავლეები ხშირად მთხოვდნენ ,,მასწ. ჩვენს კლასშიც გავაკეთოთ პროექტი’’, ერთხელ ასეც კი მითხრეს ,,მასწ, ჩვენ ცუდი ბავშვები ვართ, ჩვენთან რომ არ აკეთებ პროექტს?“ რა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ ცუდი ბავშვები, თანაც მოტივირებულები იყვნენ პროექტის გასაკეთებლად და მეც ვისარგებლე ამით. როცა ბავშვებს პროექტის იდეა შევთავაზე, მე გეგმაში მხოლოდ გამონათქვამების  აგება მქონდა; პროექტი  უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ბავშვებისგან წამოვიდა იდეა, ჩაეტარებინათ კვლევა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ლოგიკური უნარების დონის დასადგენად და დაეწერათ ესე, რომელშიც ისაუბრებდნენ იმის სესახებ, თუ რატომ უნდა ვიცოდეთ ლოგიკის წესები. უნდა აღვნიშნო, რომ  პროექტში აქტიურად ჩაერთო მოსწავლეთა უმრავლესობა. თან ისინი იყვნენ უფრო დამოუკიდებელნი, ვიდრე ჩვეულებრივ გაკვეთილზეა, უფრო მოტივირებულები, შესანიშნავად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, სკოლის სხვა მოსწავლეებთან, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს, უსმენდნენ ერთმანეთს, კამათობდნენ, ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს, ზრუნავდნენ იმისათვის, რომ თავიანთი პირველი პროექტის პრეზენტაცია სკოლაში საინტერესო და ეფექტური ყოფილიყო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვგეგმავდით მცირე ლოგიკური ტესტებით გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ზრდასრულ ადამიანებში და ვიდეოზე დაგვეფიქსირებინა, მაგრამ ტექნიკურად ვერ მოვახეერხეთ ასეთი გამოკითხვის ჩატარება. პროექტის პრეზენტაცია ჩვენს სკოლაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, პროექტმა კი კარგი შეფასებები დაიმსახურა.

და კიდევ ერთი  P.S. მე მიყვარს ჩემს მოსწავლეებთან ერთად პროექტების კეთება.

                                    მარინა გაბისონია.                                                     2015 წლის სექტემბერი