Published using Google Docs
ტრენინგის ანგარიში-კვლევა, პროექტი.docx
Updated automatically every 5 minutes

                                          ტრენინგის ანგარიში

2012 წლის  25,  26,  27  და  28  ნოემბერს  დავესწარი  ტრენინგს  რომლის სახელწოდებაა  ,,როგორ  ვიმუშაოთ  პედაგოგიურ  კვლევებზე  და  სასწავლო  პროექტებზე“.   ტრენინგი  ტარდებოდა  ქალაქ  ზუგდიდში  IV საჯარო  სკოლაში. ტრენინგი  ჩამტარებელ  ორგანიზაციას  წარმოადგენდა  მასწავლებლის   სახლი. ტრენინგის ხანგრძლივობა  იყო  16  საათი. ტრენერი გახლდათ  ქალბატონი მედიკო ქოქრაშვილი.  ტრენინგი ტარდებოდა  მასწავლებლის პროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული მასწავლებლებისათვის. თემები   რომელზეც ტრენინგის  განმავლობაში  ვიმუშავეთ:  

  1. მასწავლებლის  პროფესიული განვითარების  სქემა.
  2. პედაგოგიური  კვლევა.
  3. პროექტგაკვეთილი.
  4. მასწავლებლის პორტფოლიო

ტრენინგი მიზნად ისახავდა სქემაში ჩართული მასწავლებლების  პროფესიული  განვითარების  დონის ამაღლებას,  კერძოდ  იმას რომ  მასწავლებლებმა  შეძლონ  საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა;  კვლევის  ქეისის  შექმნა;         გააცნობიერონ  პროექტგაკვეთილის  დაგეგეგმვის საჭირო  საკითხები    და თავისებურებანი;  შეძლონ პროექტის  შეფასების რუბრიკის შექმნა.   გააცნობიერონ, როგორი უნდა  იყოს  სქემაში  ჩართული  მასწავლებლის  პორტფოლიო.  ტრენინგის პირველ დღეს 25 ნოემბერს  განვიხილეთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების  სქემა. 

სქემის მიხედვით განსაზღვრულია    მასწავლებლის სამი კატეგორია: სერტიფიცირებული მასწავლებელი, პირველი კატეგორიის მასწავლებელი, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. ყოველი მათგანი შეიძლება იყოს მენტორი.  მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებელი   შეიძლება  ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში.  8 წლის  განმავლობაში  სქემაში  ჩართულ მასწავლებელს  შეუძლია  მხოლოდ ერთი კატეგორიით  დაწინაურება, რაც ჩემი აზრით არცთუ  ისე სახარბიელო გამოწვეევაა,  იმიტომ რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელს  მხოლოდ 16 წლის მუშაობის შემდეგ ეძლევა შანსი  გახდეს   უმაღლესი კატეგორიის  მასწავლებელი. ტრენინგის ბოლო დღეს  ტრენერმა გვთხოვა სქემის ჩვენეული ანალიზი, რომელსაც  ის წარადგენდა მასწავლებლის სახლში იმისთვის რომ ალბათ ჩვენს, მასწავლებლების, შეხედულებებს გაითვალისწინებენ. სქემის პრობლემურ  მხარეებში  მივუთითე ის, რომ 16 წლის შემდეგ უმაღლესი კატეგორიის მიღების პერსპექტივა ჰორიზონტის ხაზივითაა. ჩემი აზრით მასწავლებელს უნდა მიეცეს შანსი უფრო ადრე გახდეს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი და ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება.  სქემის მიხედვით მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა შემდეგი  რაოდენობის  კრედიტების  დაგროვება:

            სერტიფიცირებული მასწავლებელი  21 კრედიტი

             პირველი  კატეგორიის  მასწავლებელი  32  კრედიტი ( მათ შორის 2010  წელს სერტიფიცირებულ   სქემაში ჩართული   მასწავლებლებისთვის  28  კრედიტი).

            უმაღლესი  კატეგორიის მასწავლებელი  42  კრედიტი.  

ნიშანდობლივია ის რომ ყოველ ეტაპზე  კრედიტების ათვლა იწყება ნულიდან.  მოპოვებული კატეგორიის  შესანარჩუნებლად საჭიროა  შესაბამისი  რაოდენობის კრედიტები.  ტრენინგზე დეტალურად  განვიხილეთ ისაქტივობები, რომელებიც შეიძლება განახორციელოს  სქემაში  ჩართულმა მასწავლებელმა  და გავეცანით  აქტივობების შესაბამის  კრედიტებს.

           ა) სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი 25 საათი/ 1კრედიტი  

           ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგპროგრამები   25 საათი/0,5 კრედიტი

           გ) ტრენინგპროგრამები აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 25 საათი/0,5 კრედიტი

            დ) სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების ავტორობა/თანაავტორობა. გრიფირებული  სახელმძღვანელოს  ავტორობა- 7 კრედიტი, სასკოლო  სახელმძღვანელოების  თანაავტორობა -3 კრედიტი,   მეთოდოლოგიური  სახელმძღვანელოს ავტორობა -4 კრედიტი, მეთოდოლლოგიური სახელმძღვანელოების თანაავტორობა -2 კრედიტი.

           ე)    საგანმანათლებლო პროექტის ავტორობა სწავლა სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე( 7 წლის განმავლობაში  სულ მცირე 1 პროექტი) – 1 კრედიტი  

           ვ) საგანმანათლებლო  კონფერენციები, სემინარები- მომხსენებლად მონაწილეობის მიღება-1 კრედიტი ( საჭიროა დამადასტურებელი  საბუთი)

           ზ) საგანმანათლებლო  კონფერენციები, სემინარები-მონაწილეობის მიღება- 0,5 კრედიტი (საჭიროა დამადასტურებელი საბუთი)

           თ) პროფესიული სტაჟირების გავლა საგნობრივი კომპენტენციის გამოცდილების  შეძენა/გაზიარების მიზნით( ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ)

              ი) საგანმანათლებლო პროფესიული პედაგოგიური თემატიკის მქონე  საგანმან ათლებლო პედაგოგიურ ჟურნრლ-გაზეთში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატია( შვიდი წლის განმავლობაში  სულ  მცირე სამი  სტსტია) 2 კრედიტი

             კ) საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებული  კვლევის ავტორობა  (შვიდი წლის განმავლობაში სულ მცირე 3 კვლევა)-3 კრედიტი

             ლ) მენტორმასწსვლებლად მუშაობა -1 კრედიტი  წელიწადში

              მ) მასწავლებლის მოსწავლეთა  გამაეჯვება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში( 7 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/ გუნდური)-2 კრედიტი

             ნ) მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში (  7 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/ გუნდური)- 1 კრედიტი

              ო)  საგნობრივ კათედრაზე აქტივობები- სხვა საგნის მასწავლებლებთან ინტეგრირებული  გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ( სულმცირე 3 გაკვეთილი)- 1 კრედიტი.   დამუშავებული თემის წარდგენა კათედრა ზე, სემინარი/ კონფერენცია- 1 კრედიტი( საჭიროა ვიდეოჩანაწერი)

               პ)  პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციის მოწყობა( 7 წლის განმავლობაში  სულ მცირე 3 პრეზენტაცია)- 1 კრედიტი ( საჭიროა ვიდეოჩანაწერი)

               ჟ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო  პროცესში - სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება:

              ჟ.ა) მასწავლებელი ქმნის სასწავლო ციფრულ ობიექტებს და იყენებს სასწავლო პროცესში

              ჟ.ბ) მასწავლებელი ქმნის ელექტრონულ პორტფოლიოს და ანთავსაბს ინტერნეტში

              ჟ.გ) მასწავლებელი იყენებს ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის- 2 კრედიტი  

            რ) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისის მქონე  მოსწავლეებისთვის ადექვატური სასწავლო   გეგმის,  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკლასო/ სასკოლო აქტივობების  დაგეგმვა დაგანხორციელება-2 კრედიტი

             ს)  სამინისტროსა და ცენტრის ეგიდით  განხორციელებულ ტრენინგებში  ტრენერად  მუშაობა   3  ტრენინგი ( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი)  2 კრედიტი

             ტ) კანონმდებლობით  განსაზღვრული წესით  აკრედიტებული ტრენინგ  პრომაგრამებში ტრენერად მუშაობა( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი)- 1 კრედიტი

  სქემაში  ჩართული მასწავლებელი   ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებიდან, სათანადო კრედიტების დასაგროვებლად, ირჩევს მინიმუმ შვიდ აქტივობას.                               ჩემი აზრით, მასწავლებელმა უფრო მეტი კრედიტქულა უნდა მიიღოს სქემით გათვალისწინებული ამა თუ იმ აქტივობის შესრულებისას.

   ტრენინგის შემდეგი თემა იყო პედაგოგიური კვლევა.(26 ნოემბერი). კვლევა  არის ახალი ცოდნის  ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით.   განასხვავებენ ფუნდამენტურ  და გამოყენებით  კვლევებს.  ფუნდამენტური კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით.    გამოყენებითი კვლევის მიზანი კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში      დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.                                                                                                                     პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებითი კვლევათა რიცხვს, იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას, ჩატარებულს მკვლევარ-მასწავლებელთა მიერ სასწავლო სიტუაციის გაუმჯობესებისა საკუთარი  პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.          მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც  შეუძლია  პედაგოგიური  საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდე,ების, ინობაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგოგიური პრაქტიკის კვლევა შედგება შემდეგი ფაზებისაგან:

  1. კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
  2. კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება;
  3. საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
  4. კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა( სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა)
  5. მონაცემთა შეგროვება;
  6. მონაცემთა ანალიზი
  7. მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში შესვლას.
  8. მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით  და მისი კათედრის სხდომასა თუ სემინარზე განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.

     კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯია კვლევის შესაბამისი       ამოსავალი პუნქტის პოვნა და ფორმულირება, რომელიც იქნება  არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.    რა შეიძლება გახდეს იმპულსი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?

● საკუთარი დაკვირვება და გამოცდილება გაკვეთილზე და სხვა სასკოლო აქტივობებში, რომელიც არის მაგალითად რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.

● უკუკავშირისა და შეფასების შედეგები, რაც შეიძლება გახდეს იმპულსი კვლევის შემდეგი განვითარებისათვის.

● სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებში და  კვალიიკაციის ასამაღლებელ კურსებში  მონაწილეობა .

● ცნობისმოყვარეობა და ,,თეორიული ინტერესები“. ახალი იდეები სულაც არ არის სავალდებულო საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთოთ საკითხავი მასალიდან,კოლეგების გამოცდილებიდან და ა.შ.

კვლევის პროცესის მეგზურს წარმოადგენს კვლევის დღიური, რომელშიც უნდა შევიტანოთ დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და .შ. მასში აღნუსხულია კვლევის პროცესის ყველა ფაზა.  კვლევის დღიური გვეხმარება კვლევის პროცესის კორექტირებასა დადასკვნის გამოტანაში. საკუთარი კვლევის დღიურის დროდადრო გადაკითხვა საჭიროა შუალედყრი ანალიზისათვის. იგი ასევე მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა დაფიქსირებას წარმოადგენს. მეთოდური ჩანიშვნები ახდენს მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას. კვლევის დღიურში მკვლევარი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს და იდეებს, რომლებიც სურს განახორციელოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში.

კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს. კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაცობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ,კვლევის მეთოდები ეწოდება.                                                                             კვლევის მეთოდებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ(დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ა. შ.) დარაოდენობრივ(მაგ. მასობრივი  წერილობითი თუ ზეპირი გამოკითხვა-ანკეტირება) მეთოდებად. კვლევის თვისობრივი მეთოდი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს. კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს კვლევის სანდოობასა და მაღალ ხარისხს.

მონაცემთა ანალიზი არის კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი. მონაცემთა ანალიზის სამ ძირითად საკითხს გამოყოფენ:

● მონაცემთა ორგანიზება და გაწმენდა - მონაცემების მომზადება, მონაცემების კომპიუტერში შეყვანა და მონაცემთა ბაზის შექმნა.

● მონაცემების აღწერა

●   ჰიპოტეზის შემოწმება - დასკვნითი ანალიტიკური სტატისტიკა .                                      

   კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს გადავიდეს კვლევის შემდეგ ეტაპზე - რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

     სბაოლოო საფეხური, რაც კვლევის ჩატარებასა და მონაცემების დამუშავებას მოსდევს,  კვლევის ანგარიშის შექმნაა. განვიხილოთ ის ძირითადი პრინციპრბი, რაც კვლევის ანგარიშის შექმნას უდევს საფუძვლად:

    ●გავითვალისწინოთ მკითხველი

    ● ჩამოვაყალიბოთ მიზანი

     ● დავიწყოთ დასკვნით

     ●  სტრუქტურა - კვლევის ანგარიშის სტრუქტურა შემდეგი სახისაა: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დასკვნა.

      ● სტილი - კვლევის ანგარიში დაწერილი უნდა იყოს აკადემიური, ოფიციალური ენით.

       ● ლოგიკური თანმიმდევრობა - ავტორის ყველა არგუმენტი უნდა ამყარებდეს მის ძირითად პოზიციას.              

კვლევის ანგარიშის სტრუქტურა: შესავალი, მეთოდები,შედეგები, დასკვნა

    შესავალის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველის მოპოვება. ის სამი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

  1. საკვლევი სივრცის შექმნა

● ნაჩვენები უნდა იყოს პრობლემის აქტუალურობა.                                                                       ● მიმოხილული უნდა იყოს ამ საკითხზე უკვე არსებული ვლევები.                              

             2.   კონტექსტის შექმნა

● გამოკვეტილი უნდა იყოს ის, რომ კვლევის სგანი იმსახურებს კვლევას;                                                                            

              3.კონტექსტის ათვისება

● კვლევის საგან უნდა იყოს განსაზღვრული.                                                                                    ● სასურველია, დასაწყისშივე იყოს მოცემული კვლევის ძირითადი დასკვნები.

 მეთოდების სექციაში მოცემულია:                                                                                                   ● საამიზნე ჯგუფი( კვლევაში მონაწილე ადამიანები), როგორ განხორციელდა მათი შერჩევა და კვლევაში ჩართვა.                                                                                                           ● მონაცემების შეგროვება და აღწერა, რომლის მიზანია შეფასდეს, თუ რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები.ასევე ის საშუალებას აზლევს მკითხველს გაიმეოროს კვლევა.                                                                                                                                                         ● კვლევის პროცესში არსებული პრობლემისა და მათი გადალახვის გზების აღწერა.  ● საკვლევი გარემოს აღწერა.                                                                                                                ● მონაცემთა ანალიზის ტექნიკის აღწერა.

რაოდენობრივი კვლევის ანგარშის შედეგების სექცია ძირითადად ცხრილებისა და გრაფიკებისაგან შედგება, თვისობრივი კვლევის ანგარიში კი მოიცავს დაკვირვებისა და ინტერვიუს ჩანაწერებს, ფოტოებს,ნახატებს და ა.შ.

დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს. კვლევის ანგარიშის დასკვნაში ხდება საკვლევი სივრცის გამთლიანება და მომავალი კვლევებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა.  

ტრენინგზე ტრენერმა ნიმუშის სახით წარმოგვიდგინა  ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მის  მიერ თბილისის ერთერთ საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევის ანგარში. კვლევის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად ეხმარება მასწავლებლებს ყოველდღიური საგაკვეთილო  გეგმები.

      ტრენინგის მესამე დღეს, 27 ნოემბერს ტრენინგზე მონაწილე მასწავლებლებმა განვიხილეთ თუ რა კვლევების ჩატარება შეგვეძლო . ტრენინგის შემდეგი ნაწილის თემა იყო საგაკვეთილო პროექტები.

    პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება  კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლაება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.  პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის  გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეების წინაშე ახალი ამოცანები დგება, რომელიც განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან. პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის, როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთსაინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისაა  და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები. პროექტზე მუშაობისას მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას და მის გადაყვანას პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში, იმისათვის რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპენტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.

თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისათვის;                                                                                                                                                   

  კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტის დამყარებისათვის, საერთო განსჯისათვის და მუშაობისათვის;                                                                                                                                 ორგანიზაციის  კომპენტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;                                                                                                                        ●   პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად;                                ●    ცოდნის ტრანსპერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;                                                                                                                                                     ●    პასუხისმგებლობის კომპეტენცია;                                                                                                 ●     თვითშეფასების კომპეტენცია;                                                                                             ●     პრეზენტაციის კომპეტენცია.

სასწავლო პროექტი იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად.                             მცირე პროექტი ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისაგან შედგება. სასუალო პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს  ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შეიძლება გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროექტი შეიძლება  რამდენიმე წელი გრზელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია.

პროექტგაკვეთილი შედგება რამოდენიმე სტადიისაგან:                                                           ●   პროექტის ინიციატივა;                                                                                                                        ●    დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ. შედეგი - პროექტის  მონახაზი;                          ●     ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება. შედეგი - პროექტის გეგმა;                      ●     დაგეგმილის განხორციელება;                                                                                                         ●   პროექტის დასასრული - შედეგების პრეზენტაცია.                                                                 ●  განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შეფასება.

პროექტის გეგმა:

  1. პროექტის დასახელება;
  2. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება;
  3. მიზანი;
  4. ამოცანები და განხორციელების გზები;
  5. მოსალოდნელი შედეგები;
  6. პროექტის შეფასება და თვითშეფასება;
  7. პროექტის ბიუჯეტი.                                                            

ტრენინგის მეოთხე დღეს გვქონდა ჯგუფური მუშაობა. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი, იქვე ტრენინგზე  მოფიქრებული პროექტგაკვრთილის გეგმა.    ჩემი პროექტი იყო ინტეგრირებული გაკვეთილი  ,,ფუნქცია და ლიტერატურა“,   რომელიც უკვე, ამ ანგარიშის დაწერამდე,  განვახორციელე კოლეგებთან ერთად ჩემს სკოლაში.       ჯგუფური მუშაობის შემდეგ განვიხილეთ თემები  - მასწავლებლის პორტფოლიო, შეფასების რუბრიკა და კოლეგებთან ურთიერთობა.

მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ეს ტრენინგი, ვფიქრობ რომ ძალიან სასარგებლო იყო ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის რომ დაწვრილებით გავეცანით კვლევის მეთოდებს. ამ ტრენინგამდე   პედაგოგიური კვლევის ჩატარების გამოცდილება არ მქონია. შევეცდები პედაგოგიური კვლევა დავნერგო ჩემს პრაქტიკაში. უნდა ისიც აღვნიშნო რომ,  პედაგოგიური კვლევის განხორციელება, ჩემი აზრით არც თუ ისე იოლი პროცესია.  სანამ ამ ტრენინგს დავესწრებოდი, მე-9  კლასში დაგეგმილი მქონდა პროექტი, რომელიც  მოსწავლეების მიერ კვლევის ჩატარებასაც გულისხმობდა.  ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან მომეხმარა იმაში, რომ ეს პროექტი წარმატებული  გამოსულიყო. უკვე  აღვნიშნე, ისიც რომ ტრენინგზე დაგეგმილი ერთი ინტეგრირებული გაკვეთილიც  განვახორციელე ჩემს სკოლაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ რომ ტრენინგზე მიღებული გამოცდილებას  ვნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვცდილობ ეს გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარო.

                                                                   მარიკა გაბისონია

                                                                  20 იანვარი. 2013 წელი.