საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
ინგლისური ლიტერატურის ისტორია 4
პირველი შუალედური გამოცდა
პედაგოგი: ლაშა ჩახვაძე
შუალედური წერითი გამოცდის სტუდენტის შეფასების გზამკვლევი
გამოცდის ინსტრუქცია
ყურადღებით წაიკითხეთ ტესტის თითოეული დავალება.
აკრძალულია: პლაგიატი. სხვისი აზრის მოხმობის შემთხვევაში (პერიფრაზი, ციტატა, ავტორის აზრის შეჯამება და სხვ.) აუცილებელია ავტორის მითითება;
გადაწერა, სხვისთვის ხელი შეშლა ან სხვა რაიმე იმგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის გამოცდის ნორმალურად მიმდინარეობას. განმეორებითი შენიშვნის შემთხვევაში, საგამოცდო ნაწერი ჩამოგერთმევათ.
შუალედური წერითი გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:
ა) ნაწილი 1. დახურული კითხვები. 10 კითხვა. 1 სწორი პასუხი, 1 ქულა.
სულ: 10 ქულა
დახურული კითხვები მოიცავს ერთი სწორი პასუხის ამორჩევას სამი სავარაუდო პასუხისგან.
დავალებები მოიცავს, კონკრეტული ნაწარმოების ფრაგმენტის სტილისტური თავისებურებების და სტუდენტის ზოგადი ცოდნის საფუძველზე, ფრაგმენტის ტონალობის, მისი ავტორის, კონკრეტული პერსონაჟისა და ლიტერატურული მიმდინარეობის ამოცნობას.
დავალებები ასევე მოიცავს, კლასიკური ტიპის დახურულ კითხვებს ,პერსონაჟების, ავტორებისა და მიმდინარეობების შესახებ.
იმისათვის, რომ დახურული კითხვებს პასუხები ზუსტად გასცეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
ა) პერსონაჟის მეტყველებას, როგორ განსხვავდება ის სხვებისგან?
ბ) პერსონაჟებს შორის ურთიერთობას, ვის მიმართავენ ისინი, ვის ეხება მათი სიტყვები?
გ) განსხვავებებს "ლირიკულ ბალადებს", "მანფრედსა" და "კაენს" შორის. თქვენ მოგიხდებათ ამოცნობა, მოცემული ფრაგმენტი რომელი ნაწარმოებიდანაა, რომელ გმირს ეხება და სხვა.
დ) მოცემული ფრაგმენტის აზრის, ტონალობის ზუსტად გაგებას.
ე) ძირითადი ლიტერატურული ტერმინების ცოდნას, რათა ფრაგმენტში მათი გამოყენება შენიშნოთ
ბ) ნაწილი 2. ესე. 250 სიტყვა (დაახლოებით 1,5 გვერდი)
სულ: 10 ქულა
ტესტის მეორე ნაწილი მოიცავს ორი სავარუდო თემიდან ერთ–ერთის ამორჩევას.
შეფასების სკალა
10–8 ქულა: ესე კარგად არის სტრუქტურირებული, ნაწილებს შორის კავშირი დაცულია და ეფექტურად ხდება გადასვლა; ავტორი ერთმანეთს უხამებს მოყვანილ ფაქტებს და მსჯელობას; მსჯელობისას იყენებს ლიტერატურულ ტერმინებს, შეუძლია სხვა ავტორთან, ნაწარმოებთან შედარება და შესაბამისი შუალედური დასკვნების გამოტანა,სხვადასხვა ლიტერატურული ნიუანსის შემჩნევა და ორიგინალურ მსჯელობის წარმოება, შესატყვისი საბოლოო დასკვნის გამოტანა.
7–6 ქულა: ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების უფრო სუსტად დაკმაყოფილება. სტუდენტს შეუძლია მსჯელობა და ტექსტის ჟანრის, სტილისა და თემატური თავისებურებების კომენტირება.
5–4 ქულა: სტუდენტი, ძირითადად, ნაწარმოების სიუჟეტს გამოსცემს. მსჯელობა სუსტია ან თითქმის არ არის მოცემული, ლიტერატურული ნიუანსები არ არის შემჩნეული.
3–0 ქულა: ნაშრომიდან ჩანს, რომ სტუდენტს უჭირს მოცემული დავალების შესრულება. ფაქტები არასრულია, მსჯელობა შეუსაბამო, ესეს სტრუქტურა დარღვეული.
0 ქულა: იწერება, როცა ნაშრომი საერთოდ არ არის შესრულებული ან სხვა თემაა დაწერილი.
ინგლისური ლიტ.4
წასაკითხი წიგნები:
1) ჯეიმზ ჯოისის “დუბლინელები”, “ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი”, “ულისე” (ძველი გამოცემა)
2) ტომას ელიოტის “უნაყოფო მიწა”
ესეს თემები
(ჯოისის შემოქმედებიდან)
1.როგორია ქალბატონი სინიკოს ცხოვრება? როგორ და რამდენად გამოხატავს ის თავისი ეპოქის დუბლინელ ქალს?
2.რას გეუბნებათ ნიცშეს ნაშრომის ქონა დაფის ბიბლიოთეკაში? რამდენად ასახიერებს დაფი ნიცშეანურ გმირს?
3.როგორია ეველინი როგორც ქალი და ქალიშვილი? რატომ ვერ ტოვებს დუბლინს?
4.რას გამოხატავს მოხუცი მღვდელი "დებში"? რატომ ტირის პატარა ბიჭი?
5.რა სიმბოლოებია "მკვდრებში"? რას გამოხატავენ ისინი?
6.როგორია გაბრიელ კონროის დამოკიდებულება ირლანდიისადმი? თქვენი აზრით, რატომ აქვს მას ამგვარი დამოკიდებულება ?
7.დაახასიათეთ ბერტა, როგორც ქალი და გაბრიელის მეუღლე. როგორია მისი დამოკიდებულება გაბრიელის ნათესავებთან, ზოგადად ადამიანებთან და გაბრიელთან?
8.მთლიანობაში, როგორ ირლანდიას ხედავთ "დუბლინელებში"? როგორია "დუბლინელების" ირლანდიის ღირებულებები და მიზნები?
9.არის თუ არა "დუბლინელები" ზნეობრივი და კულტურული კრიზისის ამსახველი ნაწარმოები? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
10.ნაწარმოების თხრობისას, როგორია სტივენის დამოკიდებულება ეკლესიისადმი "პორტრეტში"?
11.რა სიმბოლურ როლს ასრულებს პარნელის ფიგურა "პორტრეტში"? რატომ?
12.როგორ უყურებს სტივენი ირლანდიურ ნაციონალიზმს?
13.რა სიმბოლოებია "პორტრეტში"? როგორ არიან ისინი წარმოდგენილი ტექსტში?
14.როგორ ცვლის სტივენი აქვინელის ესთეტიკურ შეხედულებებს? რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი?
15.როგორ ესმის სტივენს ხელოვანის და პოეზიის დანიშნულება და არსი?
16.როგორია ლეოპოლდ ბლუმის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი?
17.დაახასიათეთ სტივენის დამოკიდებულება შექპირისადმი, მისი თეორია "ჰამლეტის" შესახებ
18.ანტისემიტიზმის საკითხი "ულისეში"
19.ცნობიერების ნაკადის და შინაგანი მონოლოგის ტექნიკა "ულისეში"
ღია კითხვები
(საგამოცდო ტესტში ღია კითხვები არ შედის. თუმცა მათზე დასაბუთებული პასუხის გაცემა დაგეხმარებათ დახურული კითხვების პასუხისას და ესეს დაწერის პროცესში)
როგორ განსხვავდება მოდერნიზმი რეალიზმისგან?
რა არის მოდერნიზმის ძირითადი მახასიათებლები?
რის შესახებაა ელიოტის "უნაყოფო მიწა"?
რა როლი შეასრულა პაუნდმა მოდერნისტულ მოძრაობაში?
რომელი ნაწარმოებები ეკუთვნის პაუნდს?
რომელი ნაწარმოებები ეკუთვნის ელიოტს?
როგორ დაახასიათებდით ოსკარ უაილდის როლს მოდერნისტულ მოძრაობაში?
რა როლი შეასრულა სილვია ბიჩმა მოდერნისტულ მოძრაობაში?
რა როლი შეასრულა ფროიდის ფსიქოანალიზმა მოდერნისტულ მწერლობაში?
რა როლი შეასრულა ნიცშეს ფილოსოფიამ მოდერნისტულ მწერლობაში?
რა როლი შეასრულა ბერგსონის ფილოსოფიამ მოდერნისტულ მწერლობაში?
როგორ დაახასიათებდით ჯოისის ლექსების კრებულს "კამერული მუსიკა"?
რის შესახებაა ჯოისის პიესა "გაძევებულნი"?
რა დამოკიდებულება ჰქონდა ჯოისს ირლანდიურ ნაციონალიზმთან?
რა დამოკიდებულება ჰქონდა ჯოისს იეტსთან?
ვინ იყვნენ ლედი გრეგორი და უილიამ ბატლერ იეტსი?