საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო (22.05.2012 N 6256)

1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ        90%-ისათვის;

ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო;

გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;

გ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; (8.04.2011. N4525)

გ2) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის; (8.04.2011. N4525)

გ3) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან  სახელმწიფოს  ტერიტორია,  რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა; (8.04.2011. N4525)

           დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა; (22.05.2012 N 6256)

ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება; (22.05.2012 N 6256)

ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია  ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ  ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა; (22.05.2012 N 6256)

კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს;

ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა;

მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი;

ნ) კომერციული რეკლამა – რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს; (27.06.2008 N 66)

ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი;

რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით; (22.05.2012 N 6256)

ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; (22.05.2012 N 6256)

ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის; (22.05.2012 N 6256)

უ) ამოღებულია (27.06.2008 N 66)

ფ)  ამოღებულია (28.12.2005 N 2565)

ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში;

ყ) ოჯახის წევრი – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;

შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება; (22.05.2012 N 6256)

ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია;

ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება;

წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა;

ხ) საეთერო მაუწყებლობა – სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა;

ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის;

ჰ1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის  იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;  

ჰ2) საკაბელო მაუწყებლობა – საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა;

ჰ3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას; (22.05.2012 N 6256)

ჰ5) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; (22.05.2012 N 6256)

ჰ6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება;

ჰ7) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

ჰ8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჰ9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

ჰ10) ტელეშოპინგი – პროგრამა, რომელიც შეიცავს საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირ შეთავაზებას;

ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით;

ჰ12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება  საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პილიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;

ჰ13) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს; (22.05.2012 N 6256)

ჰ14) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

ჰ15) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში.  (31.07.2009 N 1555)

ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით. (22.05.2012 N 6256)

მუხლი 3. კანონმდებლობა მაუწყებლობის სფეროში

1. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. (27.06.2008 N 66)

2. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა  და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისათვის ან მეწარმე სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 4. სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა  და პრიორიტეტები მაუწყებლობის სფეროში

კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

თავი II. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის

რეგულირება

მუხლი 5. კომისია

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. (27.06.2008 N 66)

3.  მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია:

ა) მაუწყებლობის სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; (22.05.2012 N 6256)

გ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით;

დ) სიხშირეების მინიჭება;

ე) მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;(22.05.2012 N 6256)

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; (8.05.2012 N 6159)

ზ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

თ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ი) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;(22.05.2012 N 6256)

კ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის  მიღება;

ლ) კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია.(22.05.2012 N 6256)

მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1.        კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო  კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ  ვადაში.

5. კომისიის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კომისიის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 7. კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება,  გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალეობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ორჯერ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი.

5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

              9. კომისია საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტში ქმნის საკუთარ ვებგვერდს და სისტემატურად განაახლებს მასზე განთავსებულ ინფორმაციას; კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე, კომისიის ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები − მათი კომისიისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. (8.04.2011. N4525)

მუხლი 8. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (27.06.2008 N 66)

3. კომისიის გადაწყვეტილება  არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.  

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის.

5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (19.12.2008 N 791)

5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

7. ყველას აქვს კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

71. კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას ასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას ასახელებენ ის საპარლამენტო ფრაქციები (ფრაქცია), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის  წევრები. (19.12.2008 N 791)

8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება  ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში კანდიდატთა სია ქვეყნდება.

10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატურათა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას.

101. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის იმ წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს  საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან. (19.12.2008 N 791)

102. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის იმ წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ  იმ საპარლამენტო ფრაქციებს (ფრაქციას), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს ამ სუბიექტთა მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან. (19.12.2008 N 791)        

11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით  აძლევს თანხმობას პრეზიდენტს კომისიის წევრის დანიშვნაზე.

12. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე  წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

13. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის  ნახევარზე მეტის ხმებს, საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომლებიც შეირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე  წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება,  თუ კანდიდატი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

14. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კანდიდატებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

15. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

16. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვაზე და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვაზე.

მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ათავისუფლებს კომისიის წევრს დაკავებული თანამდებობიდან და იწყებს ახალი კანდიდატურების შერჩევის პროცედურას, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

2. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

3. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

4. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

5. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის  სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

6. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

7. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია.

8. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

9. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კომისიის წევრის თანამდებობიდან  გათავისუფლების თაობაზე.

მუხლი 11. კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე მოსამსახურისა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. ყოველწლიური

         რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები. (28.12.2005 N 2565)

3. სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (27.06.2008 N 66)

4. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის   ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. (28.12.2005 N 2565)

5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.(22.05.2012 N 6256)

6. რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესახებ კომისია იღებს ნორმატიულ აქტს.

მუხლი 13. კომისიის ანგარიში (02.06.2005 N 1516)

 1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;

დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

კ)  აუდიტის დასკვნას.

ლ) ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ.(22.05.2012 N 6256)

3. კომისია უზრუნველყოფს  გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში.

მუხლი 14.  საჩივრები

1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. (29.12.2006 N4319)

2. მაუწყებლის(22.05.2012 N 6256) მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. (29.12.2006 N4319)

(ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად  მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,, გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. (10.10.2009 N 1/3/421,422 საკონსტიტუციო სასამ. გადაწყვეტილებით))

3. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

4. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი  ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე. (19.04.2011. N4547)

  6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი. (19.04.2011. N4546)

თავი III. საზოგადოებრივი მაუწყებლობა

მუხლი 15. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი

პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის;

გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;

დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე  წინასაარჩევნო დებატები;

ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი;

ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ  მოსაზრებათა პლურალიზმი;

ზ) ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით; (27.03.2009 N 1130)

თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება;

ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები;

კ) გაითვალისწინოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები;

ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას;

მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები.

მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეები

1. საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების საფუძველზე  კომისია ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს, რომელთა გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 3 სატელევიზიო არხზე და 3 რადიოარხზე. (25.12.2009 N 2471)

მუხლი 18. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. (25.12.2009 N 2471)

მუხლი 19. ისტორიული ღირებულების პროგრამების არქივი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და შეინახოს ისტორიული ღირებულების მქონე თავისი პროგრამები.

მუხლი 20. პროგრამული პრიორიტეტები

1.        სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და  პრიორიტეტების გათვალისწინებით.

2.        სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3.        საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.

მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ

           ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული

           მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის

           საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან

           ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების

           შესყიდვა (25.12.2009 N 2471)

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

მუხლი 21.  საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით.

მუხლი 22. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოები არიან:

ა) სამეურვეო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

 

მუხლი 23. მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი  

1.         მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის; (22.05.2012 N 6256)

დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;(22.05.2012 N 6256)

ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი;(22.05.2012 N 6256)

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.(22.05.2012 N 6256)

2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს  ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან.

7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

1. სამეურვეო საბჭო შედგება 15 მეურვისაგან. (22.09.2009 N 1661)

2.        მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3.        სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

31. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად დანიშნული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში  მეურვის თანამდებობა რჩება ვაკანტური უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. (19.04.2011. N4546)

4.        პირი არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

5.        მეურვეს სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისათვის ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.

6. მეურვის ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში, რომლიდანაც ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს   1%-ს. (25.12.2009 N 2471)

მუხლი 25. მეურვის კანდიდატურის შერჩევა

1.        მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

2.        მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

3.        მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე  პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.

4.        ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის დასახელების უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

5.        თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

6.        კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში კანდიდატთა სია ქვეყნდება.

7.        კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატურათა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას.

მუხლი 26. მეურვის დანიშვნა

1.        საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით აძლევს თანხმობას პრეზიდენტს მეურვის დანიშვნაზე.

2. მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

3. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის  ნახევარზე მეტის ხმებს, საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომელებიც შეირჩევიან ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.  მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე  წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კანდიდატებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 27. მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მეურვეს დაკავებული თანამდებობიდან და იწყებს ახალი კანდიდატურების შერჩევის პროცედურას, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი,  რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

2. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მეურვის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

3. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

4. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

5. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. მეურვის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

6. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

7. ერთი ფაქტის საფუძველზე მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია.

8. მეურვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

9. მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას მეურვის თანამდებობიდან  გათავისუფლების თაობაზე.

მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა

1.        სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

2.        სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან წევრთა ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის  მოთხოვნით.

3.        მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ მეურვეს უნდა ეცნობოს სხდომამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

4.        გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5.        გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით ან/და გენერალური დირექტორის ინიციატივით სხდომას შეიძლება დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირი ან სხვა თანამშრომელი.

მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

1.        სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ მეურვეები პირველივე სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2.        სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე,  იწვევს  და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს, წარმოადგენს საბჭოს გენერალურ დირექტორთან ურთიერთობაში.

3.        სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა მეურვეები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ახალ თავმჯდომარეს.

4.        სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა 3 წლის ვადით. პირი  არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

5.        ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან.

მუხლი 30. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

სამეურვეო საბჭო:

ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას;

გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და მისი შესრულების ანგარიშს;

დ) მოისმენს  საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს;

ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;

ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას.

მუხლი 31. საზოგადოებრივი საბჭოები

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების წარმოდგენის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზოგადოების უშუალო მონაწილეობით შეიმუშაონ რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

2. საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობა, ფორმირებისა და საქმიანობის წესი და ფუნქციები განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

მუხლი 32. გენერალური დირექტორი

1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით. გენერალური დირექტორის მეორე ვადით დანიშვნა შესაძლებელია ღია კონკურსის გარეშე. (20.05.2005 N 1475)

2. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის ჩატარება და გენერალური დირექტორის დანიშვნა უნდა განხორციელდეს ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. (20.05.2005 N 1475)

3. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს ხელშეკრულებას. (20.05.2005 N 1475)

4. გენერალური დირექტორი ამ კანონით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს და წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან

              გათავისუფლების წესი და პირობები (20.05.2005 N 1475)

1. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:

ა) ვადის ამოწურვა;

ბ) სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) პირადი განცხადება;

ე) გარდაცვალება.

2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუ აღნიშნული საკითხის განხილვას წერილობით მოითხოვს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედი მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გენერალური დირექტორის ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

4. თუ სამეურვეო საბჭოს წევრთა ინიციატივას გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მხარს არ დაუჭერს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრთა რაოდენობა, გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო.

11. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ 4 ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. (25.12.2009 N 2471)

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი ყოველთვიურად ირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის  ანგარიშზე.

5. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,12%-ით. (25.12.2009 N 2471)

6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად. (19.04.2011. N4546)

მუხლი 34. აუდიტი

1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი არანაკლებ წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

2. გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წინაშე. (25.12.2009 N 2471)

3. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვთ დაავალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

მუხლი 35.  სამეურვეო საბჭოს ანგარიში

1.        სამეურვეო საბჭო არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

2.        ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო  პოლიტიკის შესახებ;

ბ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;

გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;

დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;

ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

ვ)  განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;

თ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;

ი) საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

კ)  საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს.

3.        საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებში.

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.

თავი IV. მაუწყებლობის სფე-რო-ში საქმიანობის ლი-ცენ-ზი-რე-ბა და ავტორიზაცია (სათაური 22.05.2012 N 6256)

მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები (22.05.2012 N 6256)

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა, თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით (საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.

მუხლი 361. ლი-ცენ-ზირების ორ-გა-ნი-ზე-ბა (22.05.2012 N 6256)

1. მაუწყებლობის სფე-რო-ში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კო-მი-სია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით:

ა) ამ კა-ნო-ნით გათ-ვა-ლის-წი-ნე-ბულ საქ-მი-ა-ნო-ბა-ზე გას-ცემს ლი-ცენ-ზი-ებს და აწარ-მო-ებს უწ-ყებ-რივ სალიცენზიო რე-ესტრს;

ბ) აკონ-ტრო-ლებს სალი-ცენ-ზი-ო პი-რო-ბე-ბის დაც-ვას;

გ) ამ კა-ნო-ნით დად-გე-ნი-ლი წე-სით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, -ა-ჩე-რებს და ანა-ხ-ლებს ლიცენზიის მოქმედებას, -ა-უქ-მებს ლი-ცენ-ზი-ას;

დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და იმ მაუწყებლობისა, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ავტორიზაცია.

მუხლი 362. ავტორიზაციის ორგანიზება (22.05.2012 N 6256)

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;

გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას;

დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი(22.05.2012 N 6256)

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია (22.05.2012 N 6256)

1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 38.მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები (სათაური 22.05.2012 N 6256)

1. კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

2. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.

3. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების, (ამოღებულია სიტყვები ,,საკაბელო ქსელის“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/1, 468 11.04.2012) ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა.  (28.12.2005 N 2565)

 4. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.(22.05.2012 N 6256)

5. ამოღებულია (22.05.2012 N 6256)

მუხლი 39.  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ვადა

 მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 40. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა

1.        კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.

2.        საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

3.        ამ კანონის 38-ე მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლობისათვის გაიცემა ცალ-ცალკე კონკურსის საფუძველზე.

მუხლი 41. მაუწყებლობის  სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი

1.  ამოღებულია (22.05.2012 N 6256)

11. ამოღებულია (22.05.2012 N 6256)

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; (3.11.2009 N 1969 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;(22.05.2012 N 6256)

დ)  მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3.  განცხადებას უნდა დაერთოს:

 ა) ამოღებულია (28.12.2005 N 2565)

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;(22.05.2012 N 6256)

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

დ) შესაბამისობის დეკლარაცია. (8.04.2011. N4525)

ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა. (19.04.2011. N4546)

4. საეთერო მაუწყებლობის  ლიცენზიის მაძიებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; (8.04.2011. N4525)

ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს; (19.04.2011. N4546)

დ) სალიცენზიო გადასახდელის  10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით.

5. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი). (27.06.2008 N 66)

6.  ამოღებულია  (02.06.2005 N 1516)

             7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად. (8.04.2011. N4525)

მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა; (27.06.2008 N 66)

გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა  ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. (27.06.2008 N 66)

მუხლი 43. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება: (22.05.2012 N 6256)

ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა;

ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.

2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში სალიცენზიო განცხადებების მიღებას. (22.05.2012 N 6256)

3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება. (22.05.2012 N 6256)

4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.(22.05.2012 N 6256)

5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.(22.05.2012 N 6256)

6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით.

8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

 111. თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.   (02.06.2005 N 1516)

12. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

მუხლი 44. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

2. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 45. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.

3. იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. ამ შემთხვევაში   უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 451. მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი (22.05.2012 N 6256)

1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;

დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია.

4. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.

6. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

7. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

8. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

9. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

10. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

12. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

13. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის გაუქმებას თავად ავტორიზებული პირი ითხოვს. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

14. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.

თავი V. სათემო მაუწყებლობა

მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი

1.        სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;

გ) უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას.

2. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია.

მუხლი 47. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1.  სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად ტარდება კონკურსი ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად.

2. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში  იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.

თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები (სათაური 22.05.2012 N 6256)

მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები (22.05.2012 N 6256)

ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

მუხლი 481. ლიცენზიის გადაცემა (22.05.2012 N 6256)

ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.

მუხლი 49. არქივი (22.05.2012 N 6256)

მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. დავის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები მის დასრულებამდე ინახება.

მუხლი 50. ქცევის კოდექსი

კომისია ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ქცევის კოდექსს.

მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა (22.05.2012 N 6256)

მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 511. მაუწყებლის მიერ ფილმის ეთერში განთავსება  (31.07.2009 N 1555 ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან)

1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.(22.05.2012 N 6256)

მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა

1. მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.(22.05.2012 N 6256)

2.        დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

3.        შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი;

გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას ან საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულ მოწოდებას;

ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

მუხლი 53. განრიგი და კლასიფიკაცია

1. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.(22.05.2012 N 6256)

2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.

მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა (22.05.2012 N 6256)

1.         მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

2. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები (22.05.2012 N 6256)

1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

მუხლი 551. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი

            მაუწყებლის ეთერში (31.10.2008 N 437)

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს თავის ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.

მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები

1.        იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.

2. იკრძალება  ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ  და ზნეობრივ განვითარებაზე  მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების  იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების  ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.(22.05.2012 N 6256)

მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა(22.05.2012 N 6256)

მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.

მუხლი 58. მთავარი მოვლენა (22.05.2012 N 6256)

1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას.

2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს.

3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები

საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მუხლი 591. დარღვევაზე რეაგირება (29.12.2006 N4319)

1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2. დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.

(ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად  591  მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვები ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების"  იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის    მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. (10.10.2009 N 1/3/421,422 საკონსტიტუციო სასამ. გადაწყვეტილებით))

თავი VII. მაუწყებლის საკუთრება

მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა

პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობა (22.05.2012 N 6256)

1. მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია;

ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ;

გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

3. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.

4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

მუხლი 62. მაუწყებლის საკუთრების ცვლილებები

1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.(22.05.2012 N 6256)

2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა  შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად მაუწყებლის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

თავი  VIII. რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა

მუხლი 63. ზოგადი დებულებანი

1.        რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.        იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. (22.05.2012 N 6256)

4.         რეკლამა და ტელეშოპინგი  იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

5.        იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

6.        რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა  შეილახოს მათი ინტერესები.

7.        ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის.

8. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე იკრძალება კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით და ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (19.04.2011. N4546)

9. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი არხით მაუწყებლობაზე, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სატელიტის ან/და ინტერნეტის საშუალებით. (19.04.2011. N4546)

მუხლი 64. კომერციული რეკლამა და ტელეშოპინგი

1. კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. (19.04.2011. N4546)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ტელეშოპინგს დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაეთმოს არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არა უმეტეს 30 წუთისა. კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე სპორტულ რეპორტაჟში კომერციული რეკლამა განთავსდება მხოლოდ რეპორტაჟის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. (19.04.2011. N4546)

3. საერთო ან სპეციალიზებული, ასევე სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.(22.05.2012 N 6256)

4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა: (19.04.2011. N4546)

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

დ) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის  (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.

            5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ. (19.04.2011. N4546)

6. რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა.

7. ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარ პროგრამაში, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.

8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ. (19.04.2011. N4546)

           9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით. (19.04.2011. N4546)

            10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის  (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ. (19.04.2011. N4547)

           11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. (19.04.2011. N4546)

12. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება.  დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 7%-ს.

მუხლი 65. სოციალური რეკლამა

1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა.(22.05.2012 N 6256)

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულნი არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ  1 საათში არანაკლებ 60 წამისა და მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საარჩევნო უბნების მისამართები;

ბ) არჩევნების თარიღი;

გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა

1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.(22.05.2012 N 6256)

2.        საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულნი არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 1  საათში  არა უმეტეს 60 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ  წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.

მუხლი 67. სპონსორობის დაუშვებლობა

1.        ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან მოხელე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი, სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ისეთი საქონლის წარმოება ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.

მუხლი 68. სპონსორის მიერ დაფინანსებული პროგრამის იდენტიფიცირება

სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება პროგრამის დასაწყისში ან/და დასასრულს.

მუხლი 69. პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა

1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.(22.05.2012 N 6256)

2.        იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);

ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე;

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

თავი IX. ანგარიშვალდებულება და სანქციები

მუხლი 70. ანგარიშვალდებულება (22.05.2012 N 6256)

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

        

მუხლი 71. სანქციები

1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. (22.05.2012 N 6256)

2. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.(22.05.2012 N 6256)

3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების  უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

4. ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება კანონით ისჯება.(22.05.2012 N 6256)

მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი (22.05.2012 N 6256)

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

6. მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 73. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე.

2. კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. (29.12.2006 N4319)

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

მუხლი 74. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას;

ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

2.   მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3.  ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში.

თავი X. რადიოსიხშირეებით სარგებლობა (28.12.2005 N 2565)

მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა

1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით.

2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და  განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით  მინიჭებული რადიოსიხშირეების  გამოყენებაც.

3. მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებლებისა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.(22.05.2012 N 6256)

        4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 76. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის დანიშნული კომისიის წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არიან დანიშნულნი. კომისიის დანარჩენი წევრები ინიშნებიან ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე.          

2. კომისიამ 2009 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ქცევის კოდექსი. (27.06.2008 N 66)

3.  ამოღებულია (29.12.2006 N4319)

4. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ კანონის ამოქმედებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა.

6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელებას.

7. შპს „საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

8. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების თავდაპირველი შერჩევა მოხდეს ამ კანონის პროცედურების დაცვით. ამ კანონის  ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში ცხადდება კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

9. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისად კომისიის წევრობის არანაკლებ 2 და სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 2 კანდიდატურას თითო ვაკანტურ თანამდებობაზე.

 91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. (20.05.2005 N 1475)

10. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედის – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი.

11. კომისიამ 2006 წლის 1 ივლისამდე მიიღოს დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ.  (28.12.2005 N 2565)

12. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლო- ბასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.

13. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში განახორციელოს იმ ლიცენზიების მოდიფიცირება, რომელთა სამოქმედო ზონა უფრო მცირეა, ვიდრე ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო ზონები.

14. ამ კანონის 45-ე მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ლიცენზიის ისეთი მოდიფიცირების შესახებ, რომელიც იწვევს სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას,  ძალაში შევიდეს ამ კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

15. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით, 65-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებისა და ხანგრძლივობის ვალდებულებები კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ. ამ კანონსა და  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.

16.  ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონთან შესაბამისობა.

17. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება ან შესაბამისი იურიდიული პირების ლიკვიდაცია. (26.12.2008 N 889) 

18. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ტელერადიომაუწყებლობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა) რეორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო შემდგომი 6 თვის განმავლობაში – საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის პრივატიზება.

19. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე. (8.04.2011. N4525)

20. ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

21.  ამოღებულია (25.12.2009 N 2471)

22.  ამ კანონის  ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტითა და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-იანი შეზღუდვის ნაცვლად მოქმედებს მოსახლეობის არანაკლებ 70%-იანი შეზღუდვა.

23. ამოღებულია (29.12.2006 N4319)

24. თუ ამ კანონით დადგენილია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა,  გამოიყენება ეს კანონი. (28.12.2005 N 2565)

        25.  ამოღებულია (22.05.2012 N 6256)

26. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.  (28.12.2005 N 2565)

27. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მაუწყებლებმა უზრუნველყონ 2007 წლის 1 ივლისამდე. (29.12.2006 N4319)

28. კომისიამ ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება მიიღოს 2009 წლის 1 სექტემბრამდე.  (31.07.2009 N 1555)

29. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება. (8.04.2011. N4525)

მუხლი 77. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 33-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებისა და 71-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ამოქმედდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელის განაკვეთისა და მისი გადახდის წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლისთანავე.

3.  ამ კანონის 71-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                                         მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

N 780 - რს