საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
ინგლისური ლიტერატურის ისტორია 1
მეორე შუალედური გამოცდა, 6 დეკემბერი, 2013
რესურსები:
ტექსტები: თომას მორის „უტოპია“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“
სასწავლო მასალა: ლექციების პრეზენტაციები, ვებბმულები, ვიდეორესურსები,ფორუმის დისკუსიები კურსის ვებსაიტზე http://sagonis.blogspot.com/
ღია კითხვები
თემატიკა: თომას მორის „უტოპია“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“;
ინგლისური დრამა შექსპირამდე; აღორძინება; ჰუმანიზმი.
რის შესახებ არის "უტოპია"?
როგორია მორის "უტოპიაში" რელიგიისადმი დამოკიდებულება?
როგორია მორის "უტოპიაში" ქორწინებისადმი დამოკიდებულება?
როგორია მორის "უტოპიაში" საკუთრებისადი დამოკიდებულება?
როგორია მორის "უტოპიაში" სიმდიდრისადმი დამოკიდებულება?
როგორია მორის "უტოპიაში" თანასწორობისადმი დამოკიდებულება?
რას შეეხება "მეფე ლირი"?
რას შეეხება "რიჩარდ მესამე"?
რა იცით რენესანსის შესახებ?
ვინ იყო და რა დაწერა ქრისტოფერ მარლოუმ?
ვინ იყვნენ "უნივერსიტეტის გონებანი"?
ესეს თემები
რიჩარდ მესამე–ტირანი თუ ჩვეულებრივი მეფე?
ლედი ანა, როგორც შვილი და ცოლი "რიჩარდ მესამეში"
რა შეეძლო ესწავლა მეფე ლირს საკუთარი ისტორიიდან?
რა დაკარგა და რა შეიძინა მეფე ლირმა სამეფოს დანაწილებით?
დახურული კითხვები
შექსპირის შემოქმედება განეკუთვნება:
შექსპირის სიცოცხლეში მისი პიესები ძირითადად იდგმებოდა:
"რიჩარდ მესამე" არის:
პიესა "დოქტორი ფაუსტუსი" ეკუთვნის:
შექსპირის "გლობუსის" თეატრის კონცეფცია უშუალობის თვალსაზრისით, უფრო ახლოსაა:
"მეფე ლირი" არის:
"რიჩარდ მესამეს" მთავარი ისტორიული წყარო იყო:
რენესანსული ლიტერატურის მთავარი ღირებულებაა:
შექსპირის შემოქმედება იყოფა:
თომას მორის "უტოპია" შეეხება:
"უტოპია" წარმოადგენს:
ინგლისური ლიტერატურის ისტორია
შუალედური წერითი გამოცდის სტუდენტის შეფასების გზამკვლევი
ლაშა ჩახვაძე
გამოცდის ინსტრუქცია
ინგლისური ლიტერატურის ისტორია 1
ყურადღებით წაიკითხეთ ტესტის თითოეული დავალება.
ტესტი შედგება ხუთი დახურული (სამი მოცემული პასუხიდან მხოლოდ ერთი არის სწორი), სამი ღია კითხვისა და ერთი ესეს დავალებისგან.
მთლიანი შეფასება: 20 ქულა
ხუთი დახურული კითხვა–1 სწორი პასუხი, ერთი ქულა. მთლიანობაში 5 ქულა.
სამი ღია კითხვა–1 სწორი პასუხი, 1 ქულა. მთლიანობაში, 6 ქულა
ესეს დავალება–9 ქულა.
აკრძალულია: პლაგიატი. სხვისი აზრის მოხმობის შემთხვევაში (პერიფრაზი, ციტატა, ავტორის აზრის შეჯამება და სხვ.) აუცილებელია ავტორის მითითება;
გადაწერა, სხვისთვის ხელი შეშლა ან სხვა რაიმე იმგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის გამოცდის ნორმალურად მიმდინარეობას. განმეორებითი შენიშვნის შემთხვევაში, საგამოცდო ნაწერი ჩამოგერთმევათ.
ნაწილი 1. დახურული კითხვები. 1 სწორი პასუხი, 1 ქულა. მთლიანობაში: 5 ქულა
ნაწილი 2. ღია კითხვები. გთხოვთ, მთლიანად შეავსეთ პასუხისთვის განკუთვნილი სივრცე. შეფასების კრიტერიუმია ფაქტის ცოდნა, მასზე მსჯელობა ან შეფასება.
მხოლოდ ფაქტის მითითება ან მხოლოდ მსჯელობა შეფასდება 1 ქულით. ფაქტის არასწორად მითითება–0 ქულა. ზუსტი ფაქტისა და შეუსაბამო მსჯელობის შეთხვევაში–1 ქულა.
ნაწილი 3. ესე. შეფასების სკალა. 250 სიტყვა (დაახლოებით 1,5 გვერდი)
9–8 ქულა: ესეს კარგად არის სტრუქტურირებული, ნაწილებს შორის კავშირი დაცულია და ეფექტურად ხდება გადასვლა; ავტორი ერთმანეთს უხამებს მოყვანილ ფაქტებს და მსჯელობას; მსჯელობისას იყენებს ლიტერატურულ ტერმინებს, შეუძლია სხვა ავტორთან, ნაწარმოებთან შედარება და შესაბამისი შუალედური დასკვნების გამოტანა, სხვადასხვა ლიტერატურული ნიუანსის შემჩნევა და ორიგინალურ მსჯელობის წარმოება, შესატყვისი საბოლოო დასკვნის გამოტანა.
7–6 ქულა: ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების უფრო სუსტად დაკმაყოფილება. სტუდენტს შეუძლია მსჯელობა და ტექსტის ჟანრის, სტილისა და თემატური თავისებურებების კომენტირება.
5–4 ქულა: სტუდენტი, ძირითადად, ნაწარმოების სიუჟეტს გამოსცემს. მსჯელობა სუსტია ან თითქმის არ არის მოცემული, ლიტერატურული ნიუანსები არ არის შემჩნეული.
3–0 ქულა: ნაშრომიდან ჩანს, რომ სტუდენტს უჭირს მოცემული დავალების შესრულება. ფაქტები არასრულია, მსჯელობა შეუსაბამო, ესე სტრუქტურა დარღვეული.
0 ქულა: იწერება, როცა ნაშრომი საერთოდ არ არის შესრულებული ან სხვა თემაა დაწერილი.