ინგლისური ლიტერატურის ისტორია 3 2014 წლის ფინალური გამოცდის გზამკვლევი
ზოგადი წესები
გთხოვთ, გამოცდაზე თან იქონიოთ მხოლოდ ლურჯი საღებავის მქონე კალამი.
აკრძალულია:
პლაგიატი. სხვისი აზრის მოხმობის შემთხვევაში (პერიფრაზი, ციტატა, ავტორის აზრის შეჯამება და სხვ.) აუცილებელია ავტორის მითითება;
გადაწერა, სხვისთვის ხელი შეშლა ან სხვა რაიმე იმგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის გამოცდის ნორმალურად მიმდინარეობას.
განმეორებითი შენიშვნის შემთხვევაში, საგამოცდო ნაწერი ჩამოგერთმევათ.
ტესტი
ტესტი შედგება 3 ნაწილისგან: 1. დახურული კითხვები ; 2. ღია კითხვები; 3. ორი ესეიდან შეგიძლიათ ამოირჩიოთ ერთი (მინიმუმ 250 სიტყვა).
ნაწილი 1. დახურული კითხვები. 1 სწორი პასუხი, 1 ქულა. მთლიანობაში: 10 ქულა
დახურული კითხვები რამდენიმე სახისაა:
1) შესწავლილი მხატვრული ტექსტებიდან მოცემულია ყველაზე ტიპური მონაკვეთები. სტუდენტმა უნდა ამოიცნობოს რომელი ნაწარმოებიდანაა მოცემული მონაკვეთი. მაგალითად, რომელი ტექსტიდანაა მოცემული მონაკვეთი?
“and Life is very dear to all. It is pleasant to sit in the green wood, and to watch the Sun in
his chariot of gold, and the Moon in her chariot of pearl. Sweet is the scent of the hawthorn,
and sweet are the bluebells that hide in the valley, and the heather that blows on the hill.
Yet Love is better than Life, and what is the heart of a bird compared to the heart of a man?”
ა) "ბედნიერი უფლისწული" ბ) "ახალგაზრდა მეფე" გ) "ბულბული და ვარდი"
2) ჩასვით შესაბამისი სიტყვა გამოტოვებულ ადგილას:
“You have rightly chosen,” said God, “for in my garden of Paradise this little (1)..... shall
sing for evermore, and in my city of gold (2)........ shall praise me.
ა) (1) nightingale (2) the Happy Prince ბ) (1) bird (2) the Happy Prince გ) (1) the Happy Prince (2) giant
3) აღწერილია რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა სახელდების გარეშე, სტუდენტმა უნდა მოიცნოს, რომელზეა საუბარი.
4) სხვადასხვა ავტორების შედარება.
პრეტესტები
პირველი შუალედური გამოცდის პრეტესტი
აუდიო და ვიდეორესურსები
ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექციები დიკენსზე
ტონი უილიამსის ლექცია დიკენსზე. გრეშამის კოლეჯი
ნიუ–იორკის საჯარო ბიბლიოთეკის საჯარო ლექციები დიკენსზე
დიკენსის მუზეუმის დირექტორის, ადრიუ ხავიერის ლექცია
“დევიდ კოპერფილდი”. ბბს–ის ადაპტაცია. 1999
ნაწილი 2. ღია კითხვები
5 ღია კითხვა, სულ 10 ქულა. ერთი სრულყოფილი პასუხი მაქსიმუმ 2 ქულა. გთხოვთ, მთლიანად შეავსოთ პასუხისთვის განკუთვნილი სივრცე.
შეფასების კრიტერიუმია ფაქტის ცოდნა, მასზე მსჯელობა ან შეფასება.
მხოლოდ ფაქტის მითითება ან მხოლოდ მსჯელობა შეფასდება 1 ქულით. ფაქტის არასწორად მითითება–0 ქულა. ზუსტი ფაქტისა და შეუსაბამო მსჯელობის შეთხვევაში–1,5 ქულა. ფაქტის ზუსტად მითითება და შესაბამისი მსჯელობა–2 ქულა.
ნაწილი 3. ესეი. მოცულობა 250 სიტყვა (დაახლოებით 1,5 გვერდი). სულ 10 ქულა.
შეფასების სკალა.
17–20 ქულა: ესეი კარგად არის სტრუქტურირებული, ნაწილებს შორის კავშირი დაცულია და ეფექტურად ხდება გადასვლა; ავტორი ერთმანეთს უხამებს მოყვანილ ფაქტებს და მსჯელობას; მსჯელობისას იყენებს ლიტერატურულ ტერმინებს, შეუძლია სხვა ავტორთან, ნაწარმოებთან შედარება და შესაბამისი შუალედური დასკვნების გამოტანა, სხვადასხვა ლიტერატურული ნიუანსის შემჩნევა და ორიგინალური მსჯელობის წარმოება, შესატყვისი საბოლოო დასკვნის გამოტანა.
12–15 ქულა: ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების უფრო სუსტად დაკმაყოფილება. სტუდენტს შეუძლია მსჯელობა და ტექსტის ჟანრის, სტილისა და თემატური თავისებურებების კომენტირება.
8–11 ქულა: სტუდენტი, ძირითადად, ნაწარმოების სიუჟეტს გამოსცემს. მსჯელობა სუსტია ან თითქმის არ არის მოცემული, ლიტერატურული ნიუანსები არ არის შემჩნეული.
1–7 ქულა: ნაშრომიდან ჩანს, რომ სტუდენტს უჭირს მოცემული დავალების შესრულება. ფაქტები არასრულია, მსჯელობა შეუსაბამო, ესეის სტრუქტურა დარღვეული.
0 ქულა: იწერება, როცა ნაშრომი საერთოდ არ არის შესრულებული ან სხვა თემაა დაწერილი.
საგამოცდო ტექსტები:
რომანტიზმი
რომანტიზმი. ზოგადი დახასიათება
1.უორდსუორთის შემოქმედება. ლექცია 2. კონსპექტი 3. . "ლირიკული ბალადები"
1.კოლრიჯის შემოქმედება. კონსპექტი. 2. "The Rime of the Ancient Mariner"
1.ბაირონის "მანფრედი" ლექცია; 2. "კაენი". ლექცია.
უოლტერ სკოტის "აივენჰო". ლექცია
ვიქტორიანული პროზა
უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზარი"
ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდი"
ესთეტიზმი
ოსკარ უაილდის "ზღაპრები" ("ბედნიერი უფლისწული და სხვა ზღაპრები" (1889) და "ბროწეულის სახლი" (1891))
ოსკარ უაილდის შემოქმედება. “დორიან გრეის პორტრეტი”.
გამოცდების სავარაუდო ღია კითხვები
1) როგორია რომანტიკული ლიტერატურის ძირითადი მახასიათებლები?
2) რატომ ჯანყდება კაენი?
3) როგორ დაახასიათებთ ვიქტორიანულ ეპოქას თეკერეისა და დიკენსის რომანების მიხედვით?
4) რას გულისხმობს ოსკარ უაილდის თეზისი „ხელოვნება ხელოვნებისთვის“?
5) რას გამოხატავს დორიანის ნახატი რომანში „დორიან გრეის პორტრეტი“?
6) რის შესახებაა "ლირიკული ბალადები"?
7) რა არის ესთეტიზმი?
8) როგორ დაახასიათებდით ვიქტორიანულ ეპოქას თეკერეისა და დიკენსის რომანების მიხედვით?
9) რას გამოხატავს ალბატროსი პოემაში „მოხუცი მეზღვაურის სიმღერა“?
10) დაახასიათეთ ისააკი
სავარაუდო ესეები
სულ ცოტა 250–სიტყვა. გთხოვთ, მოცემული ორი საკითხიდან აირჩიოთ მხოლოდ ერთ–ერთი (20 ქულა)
ოსკარ უაილდის ზღაპრების ანალიზი
სკოტის "აივენჰოს"ანალიზი
როგორ და რატომ სწირავენ უაილდის ზღაპრების გმირები თავს სხვებს?
იმეგობრებდნენ თუ არა ბაირონის მანფრედი და უაილდის ლორდ ჰენრი?
რჩევები ესეის დასაწერად:
1.სანამ წერას დაიწყებთ, 5 წუთი მაინც იფიქრეთ მოცემულ საკითხზე;
2.შეადგინეთ ცალკე ფურცელზე ესეის პირველადი მონახაზი;
3.განავითარეთ მხოლოდ ერთი ან ორი აზრი ესეის საკითხთან დაკავშირებით;
4.აუცილებლად დაიცავით ესეის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ტექსტი და დასკვნა);
5.ესეი შეგიძლიათ ეფექტურად დაიწყოთ ნაწარმოებიდან ციტატით,მძლავრი მტკიცებითი წინადადებით ან კითხვით;
6.ყოველი პარაგრაფი იწყება აბსტრაქტული წინადადებით, რომელსაც შემდეგ ავითარებთ კონკრეტული მაგალითებით, მსჯელობით;
7.თავი აარიდეთ მხოლოდ ზოგად მსჯელობას: აუცილებლად გამოიყენეთ ნაწარმოებიდან მაგალითები, ციტატები, შედარებები სხვა ნაწარმოებებთან,
პერსონაჟებთან, სიუჟეტთან და ა.შ. აზრი დასასაბუთებლად;
8.გამოიყენეთ რამდენიმე ლიტერატურული ცნება ნაწარმოების ანალიზისას: მეტაფორა, სიმბოლო, შედარება, ალუზია, ირონია და სხვა;
9. წერეთ გრამატიკულად და მართლწერის კუთხით გამართულად;
10.მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად თავისუფალი ხართ, მთავარია რასაც წერთ ფაქტობრივად ზუსტი და დასაბუთებული იყოს.
ესეის შეფასებისას უმაღლესი ქულის მიღების კრიტერიუმი:
ესეი კარგად არის სტრუქტურირებული, ნაწილებს შორის კავშირი დაცულია და ეფექტურად ხდება გადასვლა; ავტორი ერთმანეთს უხამებს მოყვანილ ფაქტებს და მსჯელობას; მსჯელობისას იყენებს ლიტერატურულ ტერმინებს, შეუძლია სხვა ავტორთან, ნაწარმოებთან შედარება და შესაბამისი შუალედური დასკვნების გამოტანა, სხვადასხვა ლიტერატურული ნიუანსის შემჩნევა და ორიგინალურ მსჯელობის წარმოება, შესატყვისი საბოლოო დასკვნის გამოტანა.
გისურვებთ წარმატებებს!