თანამშრომლობის მემორანდუმი 

რადიო თავისუფლებასადა ააიპ „რადიო ნორს“  შორის

 

წინამდებარე მემორანდუმი განსაზღვრავს „რადიო თავისუფლებასა“ და ააიპ „რადიო ნორს“  შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს. მემორანდუმით განსაზღვრულია თითოეული ორგანიზაციის ინდივიდუალური და საერთო პასუხისმგებლობის საკითხები.

მემორანდუმი ასევე განსაზღვრავს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შემდგომ ფორმებს.

მოცემული მემორანდუმით ორივე მხარე იხელმძღვანელებს თანამშრომლობის შემდეგი ფორმით:

1. ააიპ „რადიო ნორი“ საკუთარი ფინანსური, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით აწარმოებს „რადიო თავისუფლების“ აუდიო–კონტენტის უსასყიდლო ტრანსლირებას FM100,1 სიხშირეზე [სიხშირული მოდულაცია] ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მასშაბით, ყოველდღე, მინიმუმ დღეში 30 წუთის მანძლზე, კვირაში 7 დღის მანძილზე.

მინიმუმ 24 გაშვება კალენდარული თვის მანძილზე. დაფარვის ზონა ნინოწმინდის ცენტრის გარდა მოიცავს ამავე მუნიციპალიტეტის 9 სოფელს [თემს].

ასევე, ააიპ „რადიო ნორი“ აწარმოებს ამავე აუდიო–კონტენტის ტრანსლირებას ინტერნეტ-გვერდზე nor.ge.

2. რადიო თავისუფლება“ მიესალმება ააიპ „რადიო ნორი“ მხარდაჭრას ხარისხიანი ჟურნალისტური კონტენტის განთავსებას მაუწყებლის ეთერში, რაც გამოიხატება შემდეგი ფორმით:

 –  რადიო თავისუფლება“ თავისი აქტივობის და შესაძლებლობების ფარგლებში მოიხსენიებს ააიპ „რადიო ნორს“ როგორც მედია-პარტნიორს.

          გაუწევს რეკომენდაციებს ანალოგიური პროექტების განხორციელების დროს როგორც პოტენციურ დონორებთან, ასევე თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან.

– თავისი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე განათავსებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ააიპ „რადიო ნორის“ მხარდაჭერის შესახებ.

რადიო თავისუფლება

ააიპ „რადიო ნორი“

/_________________________________/            

/__________________________________/

ხელმოწერა

ხელმოწერა