თბილისი
24.04.2023
საქართველოს პარლამენტს
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგმართავთ ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალების სახელით.
მოგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვლიდან საქართველო არის ევროკავშირის კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამის შემოქმედებითი ევროპა წევრი. ამასთან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს.
MEDIA ქვეპროგრამაში, ისევე, როგორც ინტერ სექტორულ მიმართულებაში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროპული საბჭოს დირექტივასთან (AVMSD 2010/13/EU) საქართველოს თავსებადობაზე, რის თაობაზეც ევროკომისიისთვის მტკიცებულების წარდგენა 2023 წლის 31 მაისამდე უნდა მოხდეს.
MEDIA ქვეპროგრამის სრული წევრობა ქართულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიას მისცემს სამომავლო განვითარების ძალიან დიდ პერსპექტივას და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან ინტეგრაციას თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში.
გამომდინარე იქიდან, რომ განახლებული დოკუმენტის წარსადგენად ძალიან მცირე დროა, ჩვენ, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა არ დავკარგოთ ქართული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარების შანსი.
2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა 33 წარმატებული პროექტი. ხოლო ახალი პროგრამის შემოქმედებითი ევროპა 2021-2027 პირველივე წელს დაფინანსება 6 ქართულმა პროექტმა მოიპოვა.
შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ 3 ქვეპროგრამას მოიცავს: კულტურა, MEDIA და ინტერსექტორული მიმართულებები.
აუდიოვიზუალური და კინო ინდუსტრიის მხარდამჭერი ქვეპროგრამა MEDIA, პროგრამის სრული ბიუჯეტის 2,44 მილიარდი ევრო, 58% ფინანსდება. ქვეპროგრამა სხვადასხვა კლასტერისგან: Content, Audience, Business, Policy, შედგება და მხარს უჭერს:
საქართველო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივი წევრია და მონაწილეობის მიღება დაფინანსების შემდეგ სქემებში შეუძლია: კინო განათლება და აუდიტორიის განვითარება, კინოფესტივალები, კინოფესტივალების ქსელები, ტრენინგები.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მარტო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს, არამედ საშუალებას მისცემს გახდეს ქვეპროგრამის სრული წევრი, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალები.
Ჩვენ, დოკუმენტზე ხელის მომწერი ქართული კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები, მზად ვართ, შევქმნათ კინო-პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რაც დააჩქარებს პროცესს და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვნებას. ამიტომაც ვიმედოვნებთ გაითვალისწინებთ ჩვენს მზაობას ამ კანონზე სამუშაოდ, რათა მოცემულ ვადებში შევძლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასრულება.
ქართული კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები
მარიამ ჭაჭია - რეჟისორი, პროდიუსერი/ კომპანია “ოპიოდოკი”/ დოკა - დოკუმენტური კინოს ასოციაცია
სალომე ჯაში - რეჟისორი, პროდიუსერი/ კომპანია “საქდოკი ფილმი”/ დოკა - დოკუმენტური კინონს ასოციაცია
ნიკოლოზ აბრამიშვილი - პროდიუსერი/საქართველოს კინოაკადემია
ილეანა სტანკულესკუ - კინემატოგრაფი, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის “სინედოკ თბილისის” კოორდინატორი.
დავით ვაშაძე - საქართველოს კინო კლასტერი
ნინო კირთაძე _ რეჟისორი, სცენარისტი
ლევან კუხაშვილი -მონტაჟის რეჟისორი, ქოლორისტი (ფერების კორექცია),რეჟისორი, ლექტორი.
ეკატერინე ჭელიძე - რეჟისორი
დავით უჯმაჯურიძე - პროდიუსერი, კომპანია ‘მილიმეტრ ფილმი’
თიკო ნადირაშვილი - პროდიუსერი, კომპანია ‘მილიმეტრ ფილმი’
სანდრო სულაძე - რეჟისორი, კომპანია Orni Films
ნინო ჩიმაკაძე- ჟურნალისტი, “ინდიგო”, “ პუბლიკა”
ლევან გოგუა - რეჟისორი
მარიამ ბიწაძე - პროდიუსერი, კომპანია ‘17/07’
ანა კვიჭიძე - რეჟისორი, კომპანია ‘17/07’
თეკლა მაჭავარიანი- პროდუსერი ‘ნუში ფილმი’
გიორგი ვარსიმაშვილი - კინო რეჟისორი
ნინო ორჯონიკიძე - რეჟისორი, პროდიუსერი /არტეფაქტ პროდაქშენი / დოკა
ანა ხაზარაძე - პროდიუსერი, რეჟისორი / 1991 Productions / დოკა
ნინო ჩიჩუა - პროდიუსერი / 1991 Productions / დოკა
შორენა თევზაძე - რეჟისორი
სოფიო ბენდიაშვილი- პროდიუსერი, კომპანია “ენკენი ფილმს”
ამირან მებურიშვილი- პროდიუსერი, კომპანია “ენკენი ფილმს”
ბესარიონ კაჭარავა - ხმის დიზაინერი, კომპანია “პოსტრედი”
თინათინ ბაბაკიშვილი - მმართველი პარტნიორი, კომპანია “პოსტრედი”
ქეთი დანელია - პროდიუსერი, კომპანია “Takes Film”
ნინო ჯინჭარაძე - პროდიუსერი კომპანია “Takes Film
ვახტანგ ჯაჯანიძე - რეჟისორი
გიორგი მრევლიშვილი - კინორეჟისორი
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი “სტუდია აკრობატი”
ვანო არსენიშვილი - რეჟისორი, “არტეფაქტ პროდაქშენი”
დავით დავითიანი - კინომცოდნე
მარიოამ ხაჭვანი- რეჟისორი, სვანეთის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი
ვლადიმერ კაჭარავა - პროდიუსერი, 20 Steps Productions
ვლადიმერ ჩიხრაძე - პროდიუსერი, 20 Steps Productions
თათია ნიკოლაშვილი - ანიმაციის რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ანიმაციური სტუდია “ანიმატორის” დამფუძნებელი.
სანდრო ქათამაშვლი - ანიმატორი , პროდუსერი, რეჟისორი, ანიმაციური სტუდია “ანიმატორის” დამფუძნებელი.
არჩილ გელოვანი - პროდიუსერი , დამოუკიდებელი კინო პროექტის დამფუძნებელი.
მარი გულბიანი- რეჟისორი, სცენარისტი.
თეა ვაწაძე - რეჟისორი, სცენარისტი. მემონტაჟე
ირინე ჯავახიძე - რეჟისორი
იოსებ “სოსო” ბლიაძე - რეჟისორი
დავით ისაკაძე - პროდიუსერი, მაგნეტ ფილმსის დამფუძნებელი
გიორგი რაზმაძე - კინომცოდნე. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, რეჟისორი
გიორგი გეთიაშვილი - სინეასტი, კომპანია 'Trauma Films'
გაგა ჩხეიძე - ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
უტა ბერია - რეჟისორი, სცენარისტი
ნინო მხეიძე-კინომცოდნე
არადია ცაავა - რეჟისორი
ანნა ძიაპშიპა - რეჟისორი, პროდიუსერი, კომპანია “საქდოკ ფილმი”
ნინია კაკაბაძე - კინომცოდნე, ჟურნალისტი.
რუსუდან ჭყონია -კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, კომპანია “ნიკე სტუდიო”
მარიამ ლიპარტელიანი - კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გიორგი შველიძე - ოპერატორი
სალომე კიკალეიშვილი - კინომცოდნე, ჟურნალისტი / კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია Fipresci
ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი
მარგო ზუბაშვილი - რეჟისორი
ნინო ახვლედიანი, რეჟისორი
თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
ირინე დემეტრაძე, კინომცოდნე
ხატია მაღლაკელიძე - კინომცოდნე
კოტე აბდუშელიშვილი - რეჟისორი
თაკი მუმლაძე-მსახიობი
მარიამ ხუნდაძე-მსახიობი
ანი კილაძე - კინომცოდნე
ზვიად ელიზიანი - ბათუმის კინოფესტივალის მენეჯერი
ელისაბედ ალფაიძე - კინომცოდნე
სალომე ტურაშვილი - ანიმატორი
ნათია ნიკოლეიშვილი - რეჟისორი, პროდიუსერი / “ბეთერფლაი ფილმსი”
ანა ბარჯაძე- რეჟისორი-“რადიუმ ფულმი
ირინე გელაშვილი-პროდუსერი-“რადიუმ ფილმი”
ლელა ოჩიაური. კინოკრიტიკოსი
ნინო ქორიძე- მსახიობი, მხატვარი
თორნიკე გოგრიჭიანი - მსახიობი, რეჟისორი
ირაკლი კვირიკაძე - მსახიობი
თეკლა ჯავახაძე - მსახიობი
თამთა გაბრიჩიძე - რეჟისორი
ნინო დოლიაშვილი - ხელოვნებათმცოდნე, მასწავლებელი
ციაკო აბესაძე - პროდიუსერი
ნოშრე ჩხაიძე - პროდიუსერი
ქეთევან ყიფიანი - პროდიუსერი (საქდოკ ფილმი / დოკა - დოკუმენტური კინოს ასოციაცია)
ლუკა ბერაძე - რეჟისორი
ანი გეჯაძე - პროდიუსერი
გიორგი თავართქილაძე - რეჟისორი
გოგა დევდარიანი - კინოოპერატორი
ალექსანდრე კობერიძე - რეჟისორი
ალექსანდრე გაბელია - კინოს მკვლევარი
მარიამ ყიასაშვილი - პროდიუსერი, გეოფილმ პროდაქშენი
ია თაბაგარი - პროდიუსერი
ნიკა ერქომაიშვილი - პროდიუსერი
კონსტანტინე ესაძე - კინოოპერატორი, სტუდია +1
დალი ნარიმანიძე - წარმოების მენეჯერი, რეჟისორის პირველი ასისტენტი
ნინა გოჩიტაშვილი - ჟურნალისტი, პროდიუსერი
ნია ჟვანია - სტუდენტი, რეჟისორი
თორნიკე კოპლატაძე - ჟურნალისტი, რეჟისორი
ირაკლი მარგიშვილი - ხმის რეჟისორი, სტუდენტი
ლევან შუბაშვილი, რეჟისორი, "ორნი ფილმსი"
ტატო პაპიაშვილი - კინომცოდნეობის მაგისტრანტი
მარიამ კანდელაკი – ანიმაციური ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა” დამფუძნებელი
ნინი შველიძე - კინომცოდნე
ლიკა გლურჯიძე - კინომცოდნე
ნანა ჯანელიძე - რეჟისორი
ელენე მარგველაშვილი - პროდიუსერი, Parachute Films
ლუკა ბედოშვილი - კინოსა და კულტურის მკვლევარი
გიორგი ფარქოსაძე - რეჟისორი | პროდიუსერი
გიორგი წილოსანი - რეჟისორი