მათემატიკის კათედრის დებულება
თავი 1
ზოგადი ნაწილი
1. 1 მათემატიკის კათედრა არის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფი,რომელ იც არის აღმზრდელობით,მეთოდოლოგიურ და სამეცნიერო -კვლევით საქმიანობას როგორც პედაგოგებს,ისე მოსწავლეებს შორის.
1.2 კათედრა წარმართავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში სავალდებულო და არჩევითი საგნების სწავლებას, გეგმავს და ახორციელებს კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობას .
1.3 კათედრაზე ირიცხება 5 პედაგოგი.
თავი 2
მიზნები და ამოცანები
2.1მათემატიკის კათედრის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლაში სწავლება/სწავლის და აღზრდის ხარისხის ამაღლებას.
2.2მათემატიკის კათედრის ძირითადი ამოცანებია:
1)სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ასამაღლებელი ღონ
ისძიებების შემუშავება და მათი გატარება.
2)თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად ახალი
მეთოდების მოძიება და მათი გამოყენების მექანიზმების შემუშავება .
3)პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა.
4)ერონული სასწავლო გეგმის მიხედვით გეგმებისა და კურიკულუმების შექმნა.
5)სასწვლო პროცესში თვალსაჩინოებებისა დასწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენების მეთოდების სემუშავება.
6)მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება-შეფასება და შედეგების
ანალიზი
7)მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების დადგენა და ამის საფუძველზე მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაოის დაგეგმვა და წარმართვა.
თავი3.
კათედრის შეკრების სიხშირე, განრიგი
3.კათედრის სხდომა ტარდება რეგულარულად თვეში ერთხელ მაინც. პირველი სხდომა იმართება სასწავლო წლის დასაწყისში. სხდომა აუცილებლად იმართება სემესტრის ბოლოს და სასწავლო წლის ბოლოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია
დამატებითი სხდომების მოწვევაც.
3.2კათედრის სხდომების განრიგი და დღის წესრიგი დგება წინასწარ.
3.3კათედრაზე უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1) მასწავლებლების მონაცემების რუკა.
2) სამუშაო გეგმა
3) მასწავლებლების სილაბუსები.
4) სხდომების ოქმები.
5) სახელმძღვანელოების ნუსხა.
6) შეფასების რუბრიკები.
7) საკონტროლო სამუშაოების ჩატარებისა და გაკვეთილებზე დასწრების
8) საკონტროლო წერებისა და ტესტების ნიმუშები
9) კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის გრაფიკი.
10) მასწავლებელთა პორტფოლიოების მონიტორინგის მასალები.
11) გაწეული მუშაობის სემესტრული დაწლიური ანგარიშები.
3.4დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება ევალება კათედრის მდივანს.დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს არანაკლებ 2 წლისა.
თავი 4
ანგარიშვალდებულება
კათედრა ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე,
ასევე კათედრის წევრების წინაშე.
თავი 5
კათედრის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციები
5.1კათედრას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე,რომელსაც ირჩევენ 1-იდან 3წლამდე ვადით.
5.2კათედრას ჰყავს მდივანი,რომელიც ირჩევა 1 წლის ვადით.
5.3კათედრის თავმჯდომარეს ევალება;
1)კათედრის მუშაობის ორგანიზება და მართვა.
2)სამუშაო გეგმის შედგენა.
3)სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება
4)კათედრის წევრების მუშაობის შესწავლა,მეცადინეობების ხარისხის კონტროლი,გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების ორგანიზაცია.
5)წლიური ანგარიშის წარდგენა პედსაბჭოსა და დირექტორისადმი.
5.5 კათედრის მდივანს ევალება:
1) კათედრის მუშაობის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება თავმჯდომარის მითითებათა მიხედვით.
5.6 კათედრის წევრების უფლება-მოვალეობანი:
1)კათედრის ყველა წევრს უფლება აქვს, კათედრაზე განსახილველად შეიტანოს მუშაობის გასაუმჯობესებელი რეკომენდაციები, აგრეთვე, პირად საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები.
2)კათედრის წევრების მოთხოვნით შეიძლება, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა სიითი შემადგენლობის 1/3-ის მოთხოვნით.
3)კათედრის წევრები ვალდებულნი არიან, დაესწრნენ სხდომებს, შეასრულონ კათედრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მიცემული დავალებები.
თავი 6
კათედრის ფუნქციები
6.1 კათედრის მუშაობის შინაარსი შეესაბამება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას, სკოლის წესდებასა და შინაგანაწესს.
6.2 კათედრის მუშაობა ითვალისწინებს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით:
1)სასწავლო დაწესებულების წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
2)დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური რეკომენდაციების, თემატური კატალოგების, ვებგვერდების შექმნა.
3)მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება.
4)სილაბუსებისა და კურიკულუმების დროულად შედგენა.
5)კონსტრუქციული თანამშრომლობა კოლეგებთან, ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე, გამოცდილების გაზიარება.
6)რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ.
7)სასწავლო-აღმზრდელობით პროცესის მონიტორინგი და შეფასება.
8)კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების დაგეგმვა.
9)შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
10)სასწავლო წლის განმავლობაში და ბოლოს მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება ( გამოფენა, კონცერტი, სპექტაკლი, სპორტული ღონისძიება და სხვ.)
თავი 7
სხდომის პროცედურა და სხდომის ოქმის წარმოება
7.1 კათედრის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს სხდომებს. საორგანიზაციო და საინფორმაციო მხარეს აგვარებს მდივანი.
7.2 კათედრის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება პედაგოგთა 2/3 მაინც.
7.3 კათედრის სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესეული პირისთვის. საჭიროების შემთხვევაში კათედრამ შეიძლება, მოიწვიოს სკოლის მმართველოვითი რგოლის ნებისმიერი წარმომადგენელი.
7.4 პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარესა და მდივანს ღია კენჭისყრის გზით.
7.5 კათედრა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის მიხედვით. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7.6 კათედრის სხდომის დანიშვნამდე მინიმუმ 3 დღით ადრე კათედრის მდივანი წერილობით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით ატყობინებს თითოეულ წევრს სხდომის შესახებ, დაურთავს დღის წესრიგს.
7.7 სხდომის ოქმში ფიქსირდება ყველა მომხდარი ფაქტი, გამოთქმული მოსაზრება და წინადადება. ოქმს ხელს აწერენ მდივანი და თავმჯდომარე. სხდომის ოქმები წიგნად იკინძება ან ინახება დანომვრით განცალკევებულ ფურცლებზე.