სასწავლო თემის ავტორი | |
სახელი და გვარი | ყოლბაია ქეთევანი |
რაიონი | ისანი-სამგორი |
სკოლა | 94-ე |
ქალაქი | თბილისი |
თემის მონახაზი | |
თემის დასახელება | |
„ყველა პროფესია აუცილებელია,ყველაპროფესია საჭიროა“ | |
თემის შინაარსი | |
მოსწავლეები ისაუბრებენ მათთვის ნაცნობ პროფესიებზე, ამ პროფესიების საჭიროებაზე; გააკეთებენ იმ პროფესიათა ჩამონათვალს, რომელთანაც შეხება აქვთ იმ დასახლებაში, სადაც თვითონ ცხოვრობენ; ჩვენთან არის პროფესიული გადამზადების ცენტრი „სპექტრი“, რომელშიც მოზარდები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს და სწორედ აქ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას აქ არსებულ პროფესიათა შესახებ. მეორე ჯგუფი მიზნად დაისახავს უკვე არარსებული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მესამე ჯგუფი იმუშავებს მომავლის პროფესიებზე. მოეწყობა ექსკურსია რომელიმე მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანთან. შექმნიან ბუკლეტს, რომელშიც იქნება ჩამონათვალი იმ პროფესიებისა, რომელსაც ეუფლებიან „სპექტრში“. იარსებებს თუ არა პრობლემა იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები თანდათან განდევნიან გარკვეულ პროფესიებს, რაც შექმნის უმუშევრობის პრობლემას. | |
საგანი | |
საგნობრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც გეგმავთ მოდულს (ასახული სტანდარტებში, ამოცანებში, სასწავლო პროცედურებში) რუსული ენა | |
დონე/კლასი | |
7 კლასი | |
განხორციელების დროის ჩარჩო | |
თემის საფუძვლები | |
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები | |
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
| |
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები | |
| |
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები | |
ზოგადი კითხვა | რა გავლენას ახდენს ჩვენი დღევანდელი არჩევანი ჩვენს მომავალზე? |
თემატური კითხვები | თქვენი აზრით, რომელი საზოგადოებრივი საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რომელი საქმიანობა მოგწონთ? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან? |
შინაარსობრივი კითხვები | რა ზეგავლენას ახდენს ტექნიკური პროგრესი პროფესიებზე? |
შეფასების გეგმა | |||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო | |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი | |||||||||||||||||||||||||
მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება აჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა სასწავლო მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ნასწავლი მასალა, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი სწავლების ეფექტური პრაქტიკა. პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაუძღვენ თავიანთი სწავლის პროცესს. ისინი ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის. პროგრესის ჩეკლისტები საჭიროა მაშინ, როდესაც პროექტი ითხოვს მოსწავლისგან სპეციფიური მოთხოვნების მიღწევას თანმიმდევრული ქმედებითა და გრაფიკის მიხედვით. ეს ჟურნალები პროგრესის, რეაქციების, რეფლექსიების და უნარის გამოვლენის განვითარების ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენენ. სასწავლო კონფერენციები მოითხოვს, რომ მოსწავლეებმა მოამზადონ და გაუზიარონ მათი მიზნები, ნამუშევარი, თვითშეფასებები და რეფლექსიები ძირითადად მშობლებს. | |||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები | |||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები | |||||||||||||||||||||||||
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში | |||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები | |||||||||||||||||||||||||
მთელ კლასთან ერთად ვმუშაობთ და ვავსებთ K-W-H-L სქემის , რათა დავეხმარო მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოვავლინო მოსწავლეების დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განვაგრძობთ დისკუსიას და განვიხილავთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები პროფესიების გავლენას თანამედროვე სამყაროზე. ვკითხულობთ ოქტავა პანშუ-იაშის მოთხრობას „ ადამიანი ფანჯარასთან“ და ვუხსნი მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ ამ მოთხრობის შინაარსს. მოკლედ ვუხსნი მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ მოთხრობაში არსებულ თემებსა და საკითხებს. მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ და გაუზიარონ იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული ფურცლის, ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით. ვაცნობ მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიურს, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალების პასუხებისთვის; ასევე, პროფესიული ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს. ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას. მაგალითისათვის ვიხილავთ განვიხილავთ რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. ვაგროვებ დღიურებს კვირაში ერთხელ და ვაფასებ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონეს. ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დამეხმარება. სანამ მოსწავლეები მოთხრობის კითხვას დაიწყებენ, ვაცნობ მათ ზოგადად პროფესიების ჩამონათვალს და შემდეგ ყურადღებას ვამახვილებ მოთხრობაში ნახსენებ პროფესიებზე და პარალელს ვავლებთ დღევანდელობასთან. ხაზს ვუსვამ იმ აზრს , რომ ყველა პროფესიის ადამიანს პროფესიის უკეთ დაუფლებისთვის აუცილებლად სჭირდება მასწავლებელი და რომ ეს პროფესია მეტად საჭირო და აუცილებელია, რაც ნათლად ჩანს მოთხრობაში. პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ვცვლი მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებს: მთელ კლასთან ერთან ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად. პროექტზე მუშაობისას პერიოდულად ვთხოვ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა: რ ადგილი უჭირავს პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში და რა გავლენას ახდენს პროფესიის სწორი არჩევანის გაკეთება საზოგადოებაზე ზოგადად. ვთხოვ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ. მცირე ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები სხვადასხვა პროფესიებთან დაკავშირებით |
საბოლოო პროექტი განვიხილავთ გონებრივი იერიშის მეთოდს დასახელებულ პრობლემებს პროფესიების გარშემო, რომელიც წარმოქმნა ტექნიკურმა პროგრესმა და მოსწავლეებს ვთხოვ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელობის მიხედვით. შეიძლიება მოსწავლეებს ვთხოვო პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ჩამონათვალის შესადგენად და საკუთარი აზრების საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებებთან შესადარებლად გამოიყენონ დაწვრილებით განვიხილავთ საბოლოო პროექტს, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებას უნდა დაუკავშირონ არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე. მოსწავლეებს ვუხსნი, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად, მულტიმედიური პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი, ფლაერი ან ვიკის საიტი. მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი:
ვყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად და ვთხოვ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განვიხილავთ სამოქმედო გეგმის კომპონენტებს და ვთხოვ ოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. შეიძლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს. მაგალითის სახით მიუთითეთ მოსწავლეებს ვუხსნი რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად, ცხოვრებაში. ვუჩვენებ მოსწავლეებს პროექტის მაგალითს, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, სჭირდებათ, არსებობს ბროშურის შაბლონი; თუმცა, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ. პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად ვხვდებოდი თითოეულ ჯგუფს და ვიხილავდი მათ სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარემართათ. ვთხოვე თითოეულ ჯგუფს წარმოედგინათ დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემული იყო ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შევხვდი ინდივიდუალურად, ვთხოვე მათ ერთმანეთსაც შეხვედროდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენებინათ. მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართავთ საკლასო სხდომას - ან საღამოს შეკრებას, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაესწრებიან. შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას, მათ პრეზენტაციებს და ავღნიშნავთ, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიას დავასრულებთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: რა ადგილი უჭირავს პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში? |
დიფერენცირებული სწავლება | ||
სპეციალური საჭიროებები | აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად). | |
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური) | აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად. | |
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები | აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ. | |
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები |
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
|
|
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები ) | ||
|
|
|
ბეჭდვითი მასალები | სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ. |
ინვენტარი/მასალები | ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში. |
ინტერნეტრესურსები | ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას. |
სხვა რესურსები | საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ. |
ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს
Page of