ინგლისური ლიტერატურის ისტორია 2
სემინარის საკითხები
პარასკევს, სემინარზე განხილული იქნება 7,8,9,10 წიგნი მილტონის ნაწარმოებიდან "დაკარგული სამოთხე".
ტექსტი: ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე","სამსონი" გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978
შეგიძლიათ, ინდივიდუალურად ან ორმა სტუდენტმა ერთად გააკეთოთ მცირე მოხსენება (2–3 წუთი) დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ამ კონკრეტული სემინარის მოცემული სტრუქტურა, კითხვები და პროცედურა მილტონის "დაკარგული სამოთხის" პოლემიკური,რიტორიკული და ფილოსოფიური ხასიათიდან გამომდინარე, უფრო კრიტიკული აზროვნების (ძირითადად, ანალიზური და სინთეზური კითხვა) განვითარებას შეუწყობს ხელს, ვიდრე მხოლოდ შემოზღუდული ლიტერატურული კვლევის (ამ შემთხვევაში, ე.წ. “close reading”) უნარების განვითარებას.
ტექსტი: ჯონ მილტონი, “დაკარგული სამოთხე”, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978
ვებრესურსები: თავისუფლებისა და მილტონის შემოქმედების შესახებ
მოხსენების სტრუქტურა:
1. პრობლემის წამოჭრა (რა არის ეს პრობლემა? სად ჩანს ეს ტექსტში? რატომ არის მნიშვნელოვანი? და ა.შ.);
2. პრობლემის აღწერა (რა ნაწილებისგან შედგება ეს პრობლემა? რას ამბობენ პერსონაჟები ამასთან დაკავშირებით? როგორია სიუჟეტური განვითარება? რას ამბობენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოაზროვნეები და ხელოვანები? როგორ
უკავშირდება ეს პრობლემა სხვა პრობლემებს იგივე ტექსტში? რა სიახლეა, განსხვავებაა პრობლემის წარმოჩენის კუთხით, ამ კონკრეტულ თავსა და სხვა თავებს შორის და/ან ამ კონკრეტულ ნაწარმოებსა და სხვა ნაწარმოებებს შორის?).
3. პრობლემის შეფასება (ეთანხმებით/არ ეთანხმებით, მოგწონთ/არ მოგწონთ, საინტერესოა/არ არის საინტერესო, კონკრეტული მწერლის მიერ ამ პრობლემის გადაწყვეტა, დაასაბუთეთ თქვენი პასუხი მაგალითით ტექსტიდან, საკუთარი აზრით, სხვა მოაზროვნეების აზრით და სხვა; რამდენად ღირებულია/არ არის ღირებული პრობლემის ასე დანახვა, გადაწყვეტა, გაგება კონკრეტულ ტექსტში? რას ფიქრობთ, ზოგადად, ამ პრობლემაზე?).
მოხსენებისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ციტატების ამონარიდები, რათა თქვენი აზრი უფრო დასაბუთებული და ტექსტთან დაკავშირებული ჩანდეს. ასევე გირჩევთ, ცალკე ფურცელზე გქონდეთ თქვენი გამოსვლის მოკლე გეგმა. შეგიძლიათ, გამოხვიდეთ როგორც გამოიყენოთ, როგორც Power Point პრეზენტაციისთვის, ასევე მხოლოდ თქვენი ჩანაწერები და წიგნი.
გახსოვდეთ, აუცილებლად უნდა ჩაეტიოთ 2–3 წუთში, რათა სხვა გამომსვლელებმაც შეძლონ გამოსვლა და კითხვების დასმა.
წიგნი 7–10
წიგნი მეშვიდე
როგორ არის აღწერილი მეშვიდე წიგნში სამყაროს შექმნა (გვ. 204–218).
წიგნი მერვე
1)ადამი ანგელოზ რაფაელს გაუზიარებს სამყაროს შექმნის პრინციპების ცოდნის სურვილს. რაფაელი სამყაროს მექანიზმის ზოგადი მიმოხილვის შემდგომ ადამს ასე პასუხობს:
"მიანდე უფალს ზენაარსა, შენ ყველაფერი,
იმისი შიში გქონდეს მხოლოდ, მას მსახურებდე;
საცა ინებებს, იქ მიუჩენს ყველას სამყოფელს,
მან რაც მოგმადლა, იხარებდე იმითი მარად–
სამოთხითა და მშვენიერი ტურფა ევათი;
ცაში რა ხდება–ვერ მიწვდები, ცა მაღალია.
იყავი შენთვის ბრძნულად დაბლა, დედამიწაზე
და ის იფიქრე, რაიც მხოლოდ შენ შეგეხება"...
(გვ.224, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978)
იმსჯელეთ: ა) რამდენად მისაღებია თქვენთვის რაფაელის პასუხი? დაასაბუთეთ
ბ) ადამის ადგილზე, თქვენ რას ეტყოდით რაფაელს და რატომ?
გ) როგორ შეაფასებთ ადამის ცნობისმოყვარეობასა და სურვილს, გაიგოს უფრო მეტი? დაასაბუთეთ.
2) ანგელოზ რაფაელის მოწოდებას ზედმეტი კითხვებისთვის თავის არიდების შესახებ, ადამი ასე პასუხობს:
"ქვეყნად მთავარი და პირველი სიბრძნე ეს არის–
შევიცნოთ იგი, რაც თან ახლავს დღიურ ცხოვრებას.
მეტის წადილი ბურუსია, ამაოება
სიცარიელე და ბრიყვული თავგასულობა".
(გვ. 225, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978)
ა) რამდენად მისაღებია თქვენთვის ადამის პასუხი?დაასაბუთეთ
ბ) ადამის ადგილზე, თქვენ რას ეტყოდით რაფაელს და რატომ?
3) როგორ და რატომ შექმნა ღმერთმა ევა? დაასაბუთეთ ტექსტიდან მოტანილი მაგალითებით.
წიგნი მეცხრე
1) აღწერეთ გველის (ეშმაკის) და ევას შეხვედრა შესაბამისი მაგალითებით (გვ. 253–256)
2) აღწერეთ ეშმაკის გამოსვლა (გვ.261–263)
3) გველი ევას მიმართავს:
"მან კარგად უწყის–რა დღესაც ამ ნაყოფს იგემებთ,
თვალები,– რანიც მიგაჩნიათ ყოვლისმხილველად,
მაგრამ ნამდვილად საგნებს ირგვლივ ბუნდოვნად ჭვრეტენ,–
აგეხილებათ, მყის გახდებით ღმერთების დარნი
და ღმერთთა მსგავსად, თქვენც შეიცნობთ ბოროტს და კეთილს."
(გვ.262, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978)
ა) რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "სატანა, მიუხედავად საკუთარი განზრახვისა–მართალია"?
წიგნები III-VI
ინსტრუქცია
პარასკევს, სემინარზე განხილული იქნება 3,4,5,6 წიგნი მილტონის ნაწარმოებიდან "დაკარგული სამოთხე".
ტექსტი: ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე","სამსონი" გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978
შეგიძლიათ, ინდივიდუალურად ან ორმა სტუდენტმა ერთად გააკეთოთ მცირე მოხსენება (2–3 წუთი) დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ამ კონკრეტული სემინარის მოცემული სტრუქტურა, კითხვები და პროცედურა მილტონის "დაკარგული სამოთხის" პოლემიკური,რიტორიკული და ფილოსოფიური ხასიათიდან გამომდინარე, უფრო კრიტიკული აზროვნების (ძირითადად, ანალიზური და სინთეზური კითხვა) განვითარებას შეუწყობს ხელს, ვიდრე მხოლოდ შემოზღუდული ლიტერატურული კვლევის (ამ შემთხვევაში, ე.წ. “close reading”) უნარების განვითარებას.
მოხსენების სტრუქტურა:
1. პრობლემის წამოჭრა (რა არის ეს პრობლემა? სად ჩანს ეს ტექსტში? რატომ არის მნიშვნელოვანი? და ა.შ.);
2. პრობლემის აღწერა (რა ნაწილებისგან შედგება ეს პრობლემა? რას ამბობენ პერსონაჟები ამასთან დაკავშირებით? როგორია სიუჟეტური განვითარება? რას ამბობენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოაზროვნეები და ხელოვანები? როგორ
უკავშირდება ეს პრობლემა სხვა პრობლემებს იგივე ტექსტში? რა სიახლეა, განსხვავებაა პრობლემის წარმოჩენის კუთხით, ამ კონკრეტულ თავსა და სხვა თავებს შორის და/ან ამ კონკრეტულ ნაწარმოებსა და სხვა ნაწარმოებებს შორის?).
3. პრობლემის შეფასება (ეთანხმებით/არ ეთანხმებით, მოგწონთ/არ მოგწონთ, საინტერესოა/არ არის საინტერესო, კონკრეტული მწერლის მიერ ამ პრობლემის გადაწყვეტა, დაასაბუთეთ თქვენი პასუხი მაგალითით ტექსტიდან, საკუთარი აზრით, სხვა მოაზროვნეების აზრით და სხვა; რამდენად ღირებულია/არ არის ღირებული პრობლემის ასე დანახვა, გადაწყვეტა, გაგება კონკრეტულ ტექსტში? რას ფიქრობთ, ზოგადად, ამ პრობლემაზე?).
მოხსენებისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ციტატების ამონარიდები, რათა თქვენი აზრი უფრო დასაბუთებული და ტექსტთან დაკავშირებული ჩანდეს. ასევე გირჩევთ, ცალკე ფურცელზე გქონდეთ თქვენი გამოსვლის მოკლე გეგმა. შეგიძლიათ, გამოხვიდეთ როგორც გამოიყენოთ, როგორც Power Point პრეზენტაციისთვის, ასევე მხოლოდ თქვენი ჩანაწერები და წიგნი.
გახსოვდეთ, აუცილებლად უნდა ჩაეტიოთ 2–3 წუთში, რათა სხვა გამომსვლელებმაც შეძლონ გამოსვლა და კითხვების დასმა.
წიგნი მესამე
ღვთის სიტყვების თანახმად:
"ასეთი შევქმენ ყველა სული, ციური ძალნი–
დაცემული და ბოროტზე გამარჯვებულნიც:
თავისუფალი არჩევანი რომ არ ჰქონოდათ,
მაშინ ჭეშმარიტ ერთგულებას ვით მაჩვენებდნენ"
იქვე,
"თავად შესცოდეს, ყველაფერი მათ ეკისრებათ,
თვითვე განსაჯეს, არჩევანიც მათივე იყო,
და ბოლომდისაც დარჩებიან თავისუფალნი,
თუკი თავად არ დაიდებენ მონობის ბორკილს".
(გვ. 89, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978)
თქვენი აზრით, საკმარისი იყო თუ არა ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლება? რატომ ამბობს სატანა პირველ თავში "ცაში მონობას–ჯოჯოხეთში მეფობა მიჯობს"?..
რჩევა: იმსჯელეთ მესამე თავში ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლებისა და მისი დამოკიდებულების შესახებ შექმნილი საგნებისადმი. გვ. 89–96
წიგნი მეოთხე
მეოთხე თავში აღწერილია ადამისა და ევას ბედნიერი ყოფა. თუმცა, სატანა ხაზს უსვამს, რომ უფალს მათთვის ცოდნის ხის ნაყოფის მირთმევა აუკრძალავს:
"ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება!
რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა?
ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა–ცოდვაა?!
მაშ უვიცები უნდა იყვნენ? რომ უერთგულონ?!
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება?"
(გვ. 125, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978).
იმსჯელეთ:
ა) რატომ აუკრძალა უფალმა ადამსა და ევას ცოდნის ხის ნაყოფის მირთმევა და სწორი იყო თუ არა ეს აკრძალვა? რამდენად ზუსტია სატანის შეფასება, რომ "მაშ უვიცები უნდა იყვნენ? რომ უერთგულონ?!", გვ. 110–133
ბ) თქვენი აზრით, ბედნიერები და თავისუფლები არიან ადამი და ევა სამოთხეში? დაასაბუთეთ, საიდან და როგორ ჩანს ეს? გვ.110–133
წიგნი მეხუთე
მეხუთე თავში, ევას სიზმარს აკრძალული ცოდნის ხის ნაყოფის მირთმევის შესახებ, ადამი მეუღლის წარმოსახვის არეულობით ხსნის. მოგვიანებით, ანგელოზ რაფაელთან საუბრისას, იგი ამბობს:
"ვიცოდი კიდეც, რომ უფალმა ჩვენ გაგვაჩინა
სურვილითა და მოქმედებით თავისუფალი;
მაგრამ მუდამჟამს მჯეროდა და ახლაც მჯერა,
რომ შემოქმედის სიყვარულს ჩვენ არ დავივიწყებთ,
დამორჩილებაც სამუდამო გვექნება მისი,
რომლის ბრძანებაც მუდამ არის სამართალიანი.
მაგრამ აწ შენმა ნაუბარმა აღმიძრა ეჭვი,
ზეცაში მომხდარ ამბებზე რომ ამბობდი ახლა;
მსურს მოვისმინო, თუკი დიდა არ დაიზარებ,
მთელი ამბავი, დაწვრილებით.რა მოხდა ცაში..."
(გვ. 159), ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978).
იმსჯელეთ:
ა) რატომ სურს ადამს უფრო მეტის გაგება ზეცაში მომხდარ დაპირისპირებაზე? რას ნიშნავს მისი სიტყვები ანგელოზისადმი "მაგრამ აწ შენმა ნაუბარმა აღმიძრა ეჭვი, ზეცაში მომხდარ ამბებზე რომ ამბობდი ახლა".
ბ) როგორ უყურებს ევა ცოდნის ხის ნაყოფის მირთმევას? გვ. 142–158
წიგნი მეექვსე
რა არის თქვენთვის საინტერესო ღვთის ლაშქარისა და სატანის მომხრეთა ომის აღწერისას საინტერესო? რაზე გაამახვილებდით ყურადღებას? საუბრის დასასრულს, რაფაელი ადამს მიმართავს: "ახლა შენი შურს, შენს ცდუნებას ლამობს სატანა, ხრიკებით ცდილობს შენც ურჩობი გზას დაგაყენოს. რომ შენც მასავით, წარგეტაცოს ბედნიერება და თავის ტანჯვა,სამუდამო, გაგინაწილოს. იმაში ჰპოვებს იგი ნუგეშს, შურს იმით იცხრობს, რომ ყოვლის შემძლე ზენაარის გამოჯავრებით, თვისი ვაების მოზიარე გაგხადოს შენცა" (გვ. 198, ჯონ მილტონი, "დაკარგული სამოთხე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1978).
იმსჯელეთ: მართლაც მხოლოდ ბოღმა და შური ამოძრავებს სატანის ჯანყს? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი, როგორც მეხუთე, ასევე წინა თავების მეშვეობით (განსაკუთრებით, პირველი, მეორე და მესამე თავების მიხედვით).
წიგნი პირველი
1. როგორ აღწერს მილტონი ჯოჯოხეთს?
2. როგორ აღწერს მილტონი სამოთხიდან განდევნილ ანგელოზთა მდგომარეობას? (გვ. 26–28), ანგელოზებს?(გვ. 38–45). რა ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნიათ განდგომილებს?
3. დაახასიათეთ სატანა "დაკარგული სამოთხის" მიხედვით (როგორ აღწერს მას მილტონი? გვ.32, 35; 4.როგორ უყურებს სატანა სამოთხიდან განდევნას? (გვ. 33–34)