პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
მასწავლებელი: მარინა გაბისონია.
სკოლა: ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლა.
საგანი: მათემატიკა.
მოსწავლეთა საჭიროებანი: ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციებისა მათემატიკის სტანდარტით განსაზღვრული კომპეტენციების მიღწევა.
პროფესიული განვითარების მიმართულებები:
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში:
,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ თანახმად მოზარდმა უნდა შეძლოს ,,ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი“. ასეთი მოქალაქის მასწავლებელი თავადაც უნდა ფლობდეს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და იყენებდეს სასწავლო პროცესში. ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტები, ჩვენს მიერ ისტ-ის გამოყენების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალები იხილეთ ჩემს ელექტრონულ პორტფოლიოში http://marinagabisonia4.blogspot.com/.
სკოლაში ჩემი პირველი პროექტი იყო ,,რიცხვები და ციფრები ჩვენს გარშემო“. ამ პროექტის პრობლემა არის ის, რომ მასმედიის საშუალებებით ძალიან ხშირად მოისმენ რიცხვისა და ციფრის ცნებების არასათანოდოდ გამოყენების მაგალითებს. იმის დასადგენად თუ როგორ ესმით ადამიანებს რიცხვისა და ციფრის მნიშვნელობები ჩვენს საზოგადოებაში, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა ორი მიმართულებით: 1.გამოკითხვა მარტვილის სხვადასხვა დაწესებულებაში, ქუჩაში. 2. დაკვირვება ტელევიზიებზე. გამოკითხვის პროცესი გადაიღეს მობილური ტელეფონის კამერით. პარალელურად კომპიუტერის მეშვეობით ტელევიზიების გადაცემებიდან ამოჭრეს რიცხვისა თუ ციფრის არამართებულად გამოყენების ამსახველი კადრები. ამ ვიდეომასალებს კომპიუტერით გაუკეთეს მონტაჟი და შექმნეს ერთიანი ვიდეოფაილი, ციფრული პროდუქტი, რომელიც გამოიყენეს პროექტის პრეზენტაციაზე კვლევის ანალიზისათვის; კომპიუტერის მეშვეობით ააგეს დიაგრამები, კვლევის ანგარიში წარმოადგინეს პრეზენტაციისათვის სლაიდებზე; დასკვნა და თავიანთი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი ასახეს კიდევ ერთ ვიდეოფაილში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მიერ შექმნილი ვიდეო მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა(ხმა არ ისმის კარგად), მე ძალიან ვაფასებ მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს, მით უმეტეს რომ მაშინ ისინი მე-9 კლასში იყვნენ.
ტრენინგები, კონფერენციები:
მაწავლებლის სტანდარტი მუხლი 133 .2 პროფესიულ საქმიანობას გეგმავს საკუთარი საქმიანობს კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.
133.4. კრიტიკულად აანალიზებს პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში აქტიურად ნერგავს მას.
მასწავლებელი განუწყვეტლივ უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. ვფიქრობ, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობა მასწავლებლის პროფესიული დონის ამაღლების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. დიდი სიამოვნებით ვიხსენებ მპგეც-ის -ტრენინგს ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე“. რომ არა ეს ტრენინგი, რომელსაც ტრენერი მედიკო ქოქრაშვილი წარმართავდა, მე კვლევას და პროექტებით სწავლებას ჩემს პრაქტიკაში ალბათ არ დავნერგავდი. არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენო ქალბატონი მედიკო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველა ტრენინგმა, რომელიც მოვისმინე დადებითად იმოქმედა ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. ვისურვებდი მომესმინა ტრენინგი ისტ-ის უშუალოდ მათემატიკის გაკვეთილზე გამოყენების შესახებ, რომელშიც გავეცნობოდი ჩემთვის უცნობ კომპიუტერულ პროგრამაბს.
პროექტებით სწავლება:
მასწავლებლის სტანდარტი მუხლი131.3 . მოიძიებს და პრაქტიკაში ნერგავს სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებს.
ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლაში 2011-2014 წლებში განვახორციელე ცხრა სასწავლო პროექტი. შექმნილი მაქვს თითოეული პროექტის ბლოგი. ეს ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პორტფოლიოს ბლოგის http://marinagabisonia4.blogspot.com/ გვერდზე ,,პროექტები“.
რა შეიძლება მოკლედ ითქვას პროექტებით სწავლების შესახებ:
ჩემი მოსწავლეები ახდენდნენ პროექტის ორგანიზებას, მოიპოვებდნენ ინფორმაციას ინტერნრტში, წიგნებში, სკოლაში, მარტვილის ქუჩებში ატარერებდნენ გამოკიხვას,ატარებდნენ ტესტირებას, ახდენდნენ მონაცემთა კლასიფიკაციას, წარმოადგენდნენ მონაცემებს ცხრილის სახით, ატარებდნენ გამოთვლებს, აგებდნენ დიაგრამებს, აკეთებდნენ შესაბამის დასკვნებს, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს, კამათობდნენ, უსმენდნენ ერთმანეთს, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მასწავლებლებთან, ქმნიდენ ციფრულ თუ სხვა სახის პროდუქტებს, აკეთებნენ პრეზენტაციას საზოგადოების წინაშე,ახდენდნენ თვითშეფასებას. მიუხედავად იმისა რომ პროექტებით სწავლება საკმაოდ შრომატევადია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლის მხრიდან, მე ძალიან მომწონს სწავლების ეს მიდგომა, იმიტომ რომ მისი მეშვეობით მოსწავლეთა მრავალი საჭიროების მიღწევა შეიძლება. პროექტებით სწავლების დროს იზრდება მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი,ჩართულობა, მოტივაცია, ქმედითობა, უნვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, მათი ცოდნა ხდება ფუნქციური, უყალიბდებათ თავიანთი დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ.
პროექტებით სწავლების მიმართ მოსწავლეების დამოკიდებულება რომ გამოვხატო, მახსენდება სწავლაში არცთუისე აქტიური მოსწავლის თხოვნა, რომელიც მან მითხრა სკოლაში ჩემი რიგით მეორე პროექტის, ,,ფუნქცია და ლიტერატურა“ , პრეზენტაციის შემდეგ ,,მასწ, ასეთ რამ კვლავ გავაკეთოთ“.
კათედრაზე მუშაობა:
მასწავლებლის სტანდარტი მუხლი 133.3.კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას.
კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილებების გაცვლა მასწავლებლის პროფესიული ზრდის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. მახსენდება ერთი სიტუაცია სკლაში. სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი არ ვიყავი, მაგრამ აქტიურად მივიღე მონაწილეობა ამ ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში ,,სასწავლო გეგმების წარმოება ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლაში“ და კოლეგასთან ერთად გავაკეთე კვლევის ანგარიში. ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობების კათედრისთვის წარსადგენი ანგარიშები იხილეთ ჩემს პორტფოლიოში http://marinagabisonia4.blogspot.com/ კოლეგებთან ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობ, უნდა აღვნიშნო თანამშრომლობა სქემის კონსულტატებთან. ქალბატონმა ია ვარდოსანიძემ და ბატონმა ნოდარ ანგურიძემ კონსულტაციები გამიწიეს სილაბუსების, თემატური და საგაკეთილო გეგმების წარმოებისსთვის, მომამარაგეს პროფესიული ლიტერატურის ელექტრული ვერსიებით.
გული მწყდება იმაზე, რომ 2011-2014 წლებში არ ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროექტების უმრავლესობა მულტისაგნობრივია, ინტეგრირებულ გაკვეთილის ჩატარებაზე კოლეგები ვერ ავიყოლიე. (მხოლოდ ერთი მათემატიკა-ისტ -ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩავატარე მე-5 კლასში 2015 წელს). სკოლაში გაიჟღერა ისეთმა აზრმა, სწავლების ინოვაციურ მათოდებს ვიყენებ იმიტომ რომ ეს მე მჭირდება, როგორც სერტიფიცირებულ მასწავლებალს, მოსწავლეების საჭიროებებზე ზრუნვა კი მეორეხარისხოვანია. უნდა ღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ დაბალი ანაზღაურების მქონე მასწავლებლების უმრავლესობას არ აქვს მოტივაცია თანამედროვე სწავლების მეთოდები დანერგოს თავის პრაქტიკაში.
მარინა გაბისონია
15 სექტემბერი 2015 წელი.