ტრენინგის დღის წესრიგი:
1 დღე: ცოცხალი სამყაროს ისტორიული განვითარების, ევოლუციის კონცეფციის მიხედვით ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების და მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
2 დღე: ცოცხალი სამყაროს ევოლუციის, მრავალფეროვნების და სისტემატიკა
3. დღე : სამეფო სოკოების და სამეფო მცენარეების განხილვა
4 დღე: ხერხემლიან ცხოველთა ტიპები
ღონისძიების დასახელება:ტრენინგი „ცოცხალი სამყაროს სისტემატიკა და ევოლუცია“
ქ. თბილისი. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
15, 16, 17, 18 მარტი, 2013 წელი.
ტრენერი: მარინა სეხნიაშვილი
ტრენინგის მიზანი:
პროგრამის მიზანი: ბიოლოგიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ზრდა
ტრენინგის თემატიკა:
ტრენინგის განმავლობაში ვიმუშავეთ სხვადასხვა მიმართულებით:
სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე , ევოლუციური თეორიის განვითარების ისტორია (ლამარკი, დარვინ-უოლესი);მიკროევოლუციის კანონზომიერებანი, მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები (მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია). ბუნებრივი გადარჩევა, მისი წანამძღვრები და ძირითადი ფორმები
ადაპტაცია - ბუნებრივი გადარჩევის შედეგი .სახეობათა წარმოქმნა (ალოპატრიული, სიმპატრიული)მ აკროევოლუციის კანონზომიერებანი და მისი დამამტკიცებელი არგუმენტები. პროგრესული ევოლუციის ძირითადი მიმართულებები (ალოგენეზი, აროგენეზი, კატაგენეზი). ბიოლოგიური ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია, პარალელიზმი). ევოლუციის ძირითადი წესები; ბიოლოგიური პროგრესი და რეგრესი; ანთროპოგენეზი, მისი ეტაპები. ბიოლოგიური მრავალფეროვნება. სისტემატიკა (სახეობის კრიტერიუმები, ორგანიზმთა სისტემა). დომენი პროკარიოტები (სამეფო მონერები: არქეები, ეუბაქტერიები, ოქსიფოტობაქტერიები).
დომენი ეუკარიოტები (სამეფო პროტოკტისტები; სამეფო სოკოები; სამეფო უმაღლესი მცენარეები: ხავსნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები; სამეფო ცხოველები: ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, მრგვალი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, კანეკლიანები, ქორდიანები).
საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი სახეობები.
გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი მეთოდები, ინტერაქტიური მინილექცია, სავარჯიშოებზე მუშაობა ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფურად, დისკუსია, პრეზენტაცია, სქემებზე, ცხრილებზე მუშაობა, ტესტირება, მინიკვლევების, გაკვეთილების დაგეგმვა და ა.შ.
ტრენინგის განმავლობაში მოხდა ჯგუფის წევრების მიერ თანამშრომლობის პრინციპების შემუშავება და ჯგუფის წევრებს შორის აქტივობების დანაწილება: 1. გამოყენებული მეთოდების აღნუსხვა (კედელზე გაკრულ ფლიფჩარტზე), 2. საკვანძო სიტყვების, ცნებების, თემების დაფიქსირება 3. დღის შეჯამება. გავეცანით მასწავლებლის სტანდარტს და ეროვ. სასწ. გეგმის შესაბამის შედეგებს.ვამუშავეტთ საგნის სტანდარტის შედეგებზე –რა უნარების და დამოკიდებულებების განვითარებას, რა ცოდნის ჩამოყილიბებას უნდა შევუწყოთ ხელი ევოლუციის სწავლების დროს – წარმატებული სწავლების კრიტერიუმები – მიღწევის გზები და საშუალებები . ფლიპჩარტებზე შევადგინეთ ოთხსვეტიანი ცხრილი. ჯგუფები გააკეთეს მცირე პრეზენტაციები. სატრენინგო მასალის საშუალებით სქემატურად წარმოვადგინეთ ეუკარიოტული უჯრედის წარმოშობის სიმბიოგენეზის და ინვაგინაციის ჰიპოთეზები. ვიმსჯელეთ ევოლუციის მამოძრავებელ ფაქტორებზე, ვიმუშავეთ ტესქტზე. სავარჯიშო მასალაში წარმოდგენილი დიაგრამების მიხედვით ამოვიცანით ბუნებრივი გადარჩევის ფორმები.
წარმოდგწნილი ილუსტრაციები დავუკავშირეთსაგნის სტანდარტს და თემას.
დავგეგმეთ აქტივობა. ვიმსჯელეთ, რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს აქტივობა.მოხდა
ტექსტის (ადაპტაცია და მაკროევოლუციის დამამტკიცებელი საბუთები)მიხედვით დაწერილი კითხვების მიმოხილვა.
მოვახდინეთ გაკვეთილების დაგეგმვა ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით. მოხდა მათი პრეზენტაცია და განხილვა.
გავიღრმავეთ ცოდნა კლასიფიკაციის პრინციპების, პროკარიოტების და ეუკარიოტების შესახებ. მსმენელები ავსებენ სქემებს კლასიფიკაციის სამდომენიანი და ხუთსამეფოიანი სისტემების შესახებ;მოვახდინეთ მოსწავლის ნამუშევრის შემოწმება, შევასწორეთ ნამუშევარი,მივაწერეთ სწორი პასუხები,ავხსენით, რამ გამოიწვია შეცდომები. ილუსტრაციის დახმარებით დავგეგემეთ აქტივობა. დავუკავშირეთ ილუსტრაცია საგნის სტანდარტს და თემას.
გავაანალიზეთ ტექსტი „ადაპტაცია“.ვ ივარაუდეთ, რისი გაგება გაუჭირდებათ ბავშვებს,რა დამხმარე საშუალებებით შეიძლება დავეხმაროთ მათ, მოვიფიქრეთ ტექსტის გასაანალიზებელი კითხვები.
მოცემული მასალის გამოყენებით და მეცნიერული კვლევის ეტაპების მიხედვით დავგეგმეთ ექსპერიმენტი, რომელიც თვალსჩინოს გახდის მოსწავლეებისათვის თემის საკვანძო საკითხებს. ექსპერიმენტი დავგეგმეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
მასალა: პეტრის ჯამი, ბულიონი, იოდი, მარილი, შაქარი, წყალი.
შესწავლის ობიექტი–
ვარაუდი, ჰიპოთეზა–
ცდის დაგეგმვა–
დაკვირვება, აღწერა–
შედეგები–
საკითხავი მასალის მიხედვით შევადგინეთ კონცეპტუალური რუკა სამეფო–პროტოკტისტებზე.
შევადარეთ სოკოები მცენარეებს და ცხოველებს. შედეგები წარმოვადგინეთ ვენის დიაგრამის საშუალებით.
განვიხილეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლი მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიები.ტრენინგის განმავლობაში პედაგოგები აქტიურად ვიყავით ჩართული სამუშაო პროცესში, გამოჩნდა დიდი დაინტერესება განსახილველი საკითხებით. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევოლუციის სინთეზური თეორიის საკითხების განხილვა, ასევე - კვლევის და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა . გადმოგვეცა საკითხავი მასალა, სადაც დეტალურადაა განხილული სხვადასხვა საკითხები: ადაპტაცია - ბუნებრივი გადარჩევის შედეგი .სახეობათა წარმოქმნა (ალოპატრიული, სიმპატრიული)მ აკროევოლუციის კანონზომიერებანი და მისი დამამტკიცებელი არგუმენტები. პროგრესული ევოლუციის ძირითადი მიმართულებები (ალოგენეზი, აროგენეზი, კატაგენეზი). ბიოლოგიური ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია, პარალელიზმი). ევოლუციის ძირითადი წესები; ბიოლოგიური პროგრესი და რეგრესი; ანთროპოგენეზი, მისი ეტაპები. ბიოლოგიური მრავალფეროვნება. სისტემატიკა (სახეობის კრიტერიუმები, ორგანიზმთა სისტემა). დომენი პროკარიოტები (სამეფო მონერები: არქეები, ეუბაქტერიები, ოქსიფოტობაქტერიები). დომენი ეუკარიოტები (სამეფო პროტოკტისტები; სამეფო სოკოები; სამეფო უმაღლესი მცენარეები: ხავსნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები; სამეფო ცხოველები: ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, მრგვალი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, კანეკლიანები, ქორდიანები). საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი სახეობები. ეს მასალები დამეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და გამდიდრებაში. მოცემულ მასალებს გამოვიყენებ აგრეთვე, მოსწავლეთათვის, როგორც დამხმარე რესურსს.
ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ თვითშეფასება, გამოვკვეთეთ, რა საკითხები აღმოჩნდა შედარებით რთული, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ამოცანების ამოხსნის სტრეტეგიებს, სადაც საუბარია ალელების სიხშირის გამოთვლაზე ოპულაციაში.
დადებითად ვაფასებ ტრენინგის როგორც შინაარსს, ასევე ორგანიზებას და სტრატეგიებს. ვთვლი, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები, აგრეთვე შეთავაზებული სავარჯიშოები და საკითხავი მასალა დამეხმარება ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაში. გამოყენებული სტრატეგიები დამეხმარება როგორც ტრენერს მსმენელებთან ეფექტური ტრენინგის ჩატარებაში.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება, უფრო საინტერესო გავხადო ბიოლოგიის სწავლება ჩემი მოსწავლეებისთვის, გამოვიყენო მრავალფეროვანი ტვალსაჩინოება, სქემები, ანიმაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები სწავლების პროცესში.
მიღებულ გამოცდილებს აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს, ახალი სტრატეგიების გამოყენებით დავგეგმავ და ჩავატარებ სამოდელო გაკვეთილებს, სადაც მოვიწვევ კოლეგებს.
მარინა ჯალიაშვილი
31.03. 2013 წ.