საჯარო ლექცია "სექსიზმი კანონმდებლობაში და გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე"
სექსიზმის საფუძველი ის გენდერული სტერეოტიპებია, რომელთა მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს სრულიად განსხვავებულ, ხშირად ურთიერთსაპირისპირო თვისებებსაც კი მიაწერენ. ეს სტერეოტიპები გამყარებულია  რელიგიით, კულტურით, ისტორიითა და ეკონომიკური მდგომარეობით,  რაც განაპირობებს მამაკაცის მაღალ სტატუსს საზოგადოებაში. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ მამაკაცი სოციალურად უფრო ღირებულია, ქალი კი დაქვემდებარებულ პოზიციაშია.გენდერული სტერეოტიპები  ღრმად არის ფესვგადგმული კანონებშიც და დღემდე ახდენს ზეგავლენას კანონშემოქმედების პროცესზე. ამის ყველაზე ხელშესახები მაგალითები საოჯახო და შრომითი კანონმდებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში თანასწორობის შესახებ რეგულაციამ არაერთი საკანონმდებლო რეფორმა გაიარა, დღემდე შენარჩუნებულია შეუსაბამობა საგადასახადო და სოციალური დაცვის კანონებში. ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის ანალიზი და დაკვირვება,  თუ რამდენად შეესაბამება საკანომდებლო რეგულაციები ქალებისა და მამაკაცების არსებულ მდგომარეობას საზოგადოებაში.

ულრიკე შულცი
ულრიკე შულცი იურისტია, რომელიც უფროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს ჰაგენის დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში (გერმანია). ამავდროულად, ულრიკე იკვლევს გენდერსა და კარიერას გერმანიის იურიდიულ აკადემიაში. მისი სამუშაო სფეროებია: გენდერი და კანონმდებლობა, იურიდიული პროფესიების სოციოლოგია, დიდაქტიკა და პროფესიონალური კომუნიკაცია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სოციო-იურიდიულ პროექტებში, სადაც უძღვებოდა დიდ ემპირიულ კვლევებს, მაგალითად, როგორიცაა კვლევა ქალების კარიერის შესახებ სასამართლო სისტემაში. ის ხელმძღვანელობდა იურიდიული პროფესიების შედარებითი კვლევის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს, ხოლო 2006 წლიდან არის „Oñati-ს საერთაშორისო ინსტიტუტი კანონის სოციოლოგიაში“ გამგეობის წევრი.


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
უნივერსიტეტი/ორგანიზაცია *
ელ. ფოსტა *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse