იურიდიული განათლების სემინარები 2013
პროექტის შესახებ:

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბთან და საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან ერთად ახორციელებს პროექტს „იურიდიული განათლების სემინარები 2013“.  ეს არის ოთხდღიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაესწრებიან სემინარებს, ჩაერთვებიან დისკუსიებში, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და დებატებში.

სემინარები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

იურიდიული განათლება და პერსპექტივები
სახელმწიფო მმართველობის ფორმები
დემოკრატია და დემოკრატიული ღირებულებები
ხელისუფლება და მისი დანაწილება
ადამიანის უფლებები
სამოქალაქო და სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები
სასამართლო რეფორმა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ასევე, დეგეგმილია ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

პროექტის ჩატარების დრო და ადგილი:

პროექტი ჩატარდება იუსტიციის სახლში, თბილისში, 7-10 სექტემბერს, 2013 (მის:  ქ. თბილისი, სანაპიროს 2)
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეთა კვება. პროექტი არ ითვალისწინებს რეგიონიდან თბილისამდე მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წლისთვის ირიცხებიან მე-9, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასებში. პროექტისთვის სულ შეირჩევა 40 მონაწილე.

სამუშაო ენა-ქართული

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ნათია სირდაძე
პროექტის მენეჯერი
Tel: 591414525, Email: nsirdadze@justice.gov.ge

პროექტი „იურიდიული განათლების სემინარები 2013“ დაფინანსებულია საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.



Sign in to Google to save your progress. Learn more
ზოგადი ინფორმაცია
სახელი *
გვარი *
დაბადების თარიღი *
მუდმივი საცხოვრებელი მისამართი *
საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული ფოსტა *
ტელეფონი *
მობილური ტელეფონი *
განათლება
სასწავლო დაწესებულება *
მისამართი *
რომელ კლასში ირიცხებით 2013-2014 სასწავლო წლებში? *
მიღწევები
გთხოვთ აღწეროთ მინიმუმ სამი მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
(შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი აქტივობა, რომდენსაც საჭიროდ ჩათვლით)
აღწერისას მიუთითეთ დასახელება - წელი

მიღწევები *
მიუთითეთ დასახელება და წელი
მოტივაცია
რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობის მიღება? რას ელით მისგან? რაში გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას? (მაქსიმუმ 150 სიტყვა) *
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 27 აგვისტო, 2013
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy